ალან პიზი – კონტექსტის მნიშვნელობა ჟესტების ამოხსნაში

0
312

გარდა  ჟესტების შეფასების გათვალისწინებისა  და შეთავსებას სიტყვებსა და   სხეულის მოქმედებებს შორის, ჟესტების სწორი  გაანალიზებისათვის საჭიროა გათვალისწინებული იქნას ვითარება, სადაც არსებობენ ეს ჟესტები.  მაგ: თუკი თქვნ  ზამთრის სუსხიან დღეს დაინახავთ  ავტობუსის გაჩერებაზე მჯდარ  ადამიანს მკერდზე დაწყობილი გადაჯვარადინებული ხელებით და ძირს დახრილი თავით,  ამ შემთხვევაში მანიშნებელი იქნება იმისა, რომ მას ცივა და არა იმისა რომ ის კრიტიკულადაა განწყობილი თქვენს მიმართ.  მაგრამ თუ იგივე პოზაში  ადამიანი იჯდება თქვენს წინ მოლაპარაკების მაგიდასთან, მაშინ ეს ჟესტი პირდაპირ მანიშ-ნებელია იმისა,  რომ ის განწყობილია ნეგატიურად და არსებულ სიტუაციაში  მიმართავს თავდაცვას.

სხვა ფაქტორები,რომლებიც ზეგავლენას ახდენენ ჟესტების ინტერპრეტაციაზე              თუ კი ადამიანს აქვს სუსტი ხელის ჩამორტმევა, შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა, რომ ის არის სუსტი ხასიათის. ხელის ჩამორთმევის თავისებურებებზეა საუბარი ამ თავში, სადაც განვიხილავთ მიზეზებს ამ მტკიცებებისას.  მაგრამ თუ ადამიანი ავადაა სახსრების ანთებით (არტრიტი ) ის გამოიყენებს სუსტ ხელის ჩამორთმევას, რათა თავიდან აიცილოს ტკივილი. ამიტომაა რომ მხატვრები, მუსიკოსები, ქირურგები და სხვა ფაქიზი პროფესიის ადამიანები ,სადაც საჭიროა მგრძნობიარე ხელის თითები ყოველთვის უპირატესობას ანიჭებენ არ  მიმართონ ხელის ჩამორთმევას, და თუ ისინი იძულებულნი, არიან ამ  შემთხვევაში მიმართავენ დამცავ ფორმას, ხელის მსუბუქი ჩამორთმევით.

ადამიანები რომლებიც ატარებენ ვიწრო ან მოუხერხებელ ტანსაცმელს,  მათ შეზღუდული აქვთ მოძრაობა, რომელიც ზემოქმედებას ახდენს მათი სხეულის ენის გამოთქმაზე. ეს იშვიათი შემთხვევაა, მაგრამ აუცილებელია მათი გათვალისწინება, რომ გავიგოთ თუ რა ფსიქოლოგიურ ზეგავლენას ახდენს ასეთი საგნები სხეულის ენაზე.

ადგილი საზოგადოებაში  და ჟესტიკულაციის მრავალფეროვნება

სამეცნიერო დაკვირვებებმა ლინგვისტიკის დარგში გამოავლინა რომ არსებობს პირდაპირი დამოკიდებულება   სოციალურ სტატუსს, ძალაუფლებაში და ადამიანის  პრესტიჟში, აგრეთვე  მისი სიტყვების მარაგს შორის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რაც უფრო მაღალია პიროვნების სოციალური ან პროფესიონალური სტატუსი, მით უფრო მაღალია მისი საზოგადოებასთან ურთიერთობის დონე სიტყვებისა და ფრაზების გამოთქმაში.

გამოკვლევებმა არავერბალიკის სფეროში გამოავლინა დამოკიდებულება ადამიანის მჭერმეტყველებას და მის ჟესტიკულაციას შორის, რომელსაც ადამიანი იყენებს თავისი შეტყობინების გადმოცემისას. ეს ნიშნავს რომ არსებობს პირდაპირი დამოკიდებულება  ადამიანის სოციალურ სტატუსს, მის პრესტიჟს და ჟესტების რაოდენობას შორის  რომლებითაც ის სარგებლობს.

ადამიანი რომელიც იმყოფება სოციალური კიბის ან პროფესიული კარიერის უმაღლეს საფეხურზე, შეუძლია ისარგებლოს თავისი სიტყვიერი მარაგით, მაშინ როდესაც ნაკლებად განვითარებული ადამიანი დამყარებული იქნება ჟესტებზე და არა სიტყვებზე ურთიერთობის დროს.  ამ წიგნში მოცემულია საშუალო ფენის ადამიანთა ქცევის მაგალითები, მაგრამ საერთო  წესი მდგომარეობს იმაში,  რომ რაც უფრო მაღალია ადამიანის სოციალურ ეკონომიური მდგომარეობა, მით უფრო მეტადაა განვითარებული მასში ჟესტიკულაცია და ღარიბია სხეულის მოძრაობა.

ზოგიერთი  ჟესტის სიჩქარე და მისი აღქმა თვალის მიერ დამოკიდებულია ადამიანის ასაკზე. მაგ:თუ 5წლის ბავშვშვი იცრუებს მშობლების წინაშე, ის მაშინვე დაიფარავს პირს ერთი ან  ორივე ხელებით. ეს ჟესტი  „პირის ხელებით დაფარვა„ მიანიშნებს მშობლებს რომ ბავშვმა იცრუა.    მთელი სიცოცხლის მანძილზე   ადამიანი იყენებს ამ ჟესტს, როდესაც ის ცრუობს, იცვლება მხოლოდ ამ ჟესტის შესრულების სიჩქარე. 

როდესაც მოზარდი ცრუობს ხელი სახეს ფარავს თითქმის ისევე, როგორც  5 წლის ბავშვი, მხოლოდ თითები ოდნავ შორდებიან ტუჩების კონტურს. ეს ჟესტი „ ხელებით პირის დაფარვა „  უფრო დახვეწილი ხდება ზრდასრულ ასაკში, როდესაც  უფროსი ასაკის ადამიანი ცრუობს მისი ტვინი უგზავნის მას იმპულსს დაიფაროს ხელი პირზე, მცდელობით არ წარმოთქვას  სიცრუე, როგორც ამას აკეთებს  5 წლის ბავშვი ან მოზარდი, მაგრამ უკანასკნელ წამში ხელი გადაიხრება პირისაგან და წარმოიქმნება ახალი ჟესტი  „ შეხება ცხვირზე „ ეს არის გაუმჯობესებული ჟესტი  ხელით პირის დაფარვისა, რომელიც არსებობდა ბავშვობაში. 

ეს იმის მანიშნებელია რომ ასაკთან ერთად ჟესტები ხდებიან უფრო  დაფარულები და მეტად რთულდება მათი ახსნა წაკითხვა. ამიტომაა, რომ  50 წლის ადამიანიდან უფრო ძნელია ამოიკითხო ინფორმაცია ვიდრე მოზარდისაგან.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი