სოკრატე – სადაც ვნება ბატონობს: მხოლოდ კეთილშობილება (სათნოება) ანიჭებს ადამიანს ბედნიერებას

0
505

სოკრატე (469-399 წწ. ჩვ. წ. აღ.- მდე)

სოკრატეს წერილობითი შრომები არ დაუტოვებია. მის შესახებ ცნობებმა ჩვენამდე ძირითადად პლატონისა და ქსენოფონტეს მეშვეობით მოაღწია. სოფისტების სუბიექტივიზმისა და რელატივიზმისგან განსხვავებით, სოკრატე ამტკიცებდა რეალურ ფასეულობებსა და სიკეთის, ჭეშმარიტებისა და სამართლის აბსოლუტურობას.

სოკრატე ყველაფერს უსვამდა შეკითხვას -რა არის ეს? – შინაარსს რომ ჩასწვდომოდა. მას არ უყვარდა სოფისტების გაჭიანურებული დისკუსიები და საგნის არცოდნის შესახებ განცხადებით (სოკრატესეული ირონია) იწყებდა საუბარს. მოცემულ საკითხზე საკუთარი აზრის გამოთქმის ნაცვლად, სოკრატე კითხვა-პასუხის მეშვეობით ცდილობდა მოწაფეებისთვის ახსნა-განმარტების მიცემას. უამრავი შეკითხვისა და პასუხის საშუალებით ის თანდათან მიდიოდა განსაზღვრებამდე, რომელიც საგანთა უნივერსალურ შინაარსს იძლევა.

სოკრატესთვის ადამიანი ძიების ცენტრი და კრიტერიუმია, მან ადამიანში გონიერი არსების მთელი ღირსება დაინახა. სოფისტების აზრით კი ადამიანი არის ინდივიდი, რომელიც კეთილსა და სწორს საკუთარი გრძნობებიდან და ინტერესიდან გამომდინარე განსაზღვრავს. სოკრატე აღიარებს, რომ ადამიანს გააჩნია სიცოცხლის მიზანი – ბედნიერება, მაგრამ ადამიანის ბედნიერება მხოლოდ გრძნობიერი სიამოვნებით (სოფისტები) ვერ შემოიფარგლება, სადაც ვნება ბატონობს: მხოლოდ კეთილშობილება (სათნოება) ანიჭებს ადამიანს ბედნიერებას.

სოკრატე კეთილშობილებას ცოდნასთან, ანუ სიკეთის შემეცნებასთან აიგივებს: პლატონის გადმოცემით, სანამ სოკრატე საწამლავს დალევდა (რომელიც მას ხელისუფლებამ ახალგაზრდების გახრწნისა და არარელიგიურობისათვის მიუსაჯა), თავის მოწაფეებს სულის უკვდავებაზე, ანუ ადამიანის ზეციურ ხვედრზე ესაუბრებოდა. სოკრატეს უდიდესი მოწაფე იყო პლატონი. მას სხვა მოწაფეებიც ჰყავდა, მაგრამ ისინი განსხვავებული გზით წავიდნენ. მათ შორის იყვნენ, კერძოდ, ცინიკოსები, რომლებიც ცხოვრების მკაცრ და უბრალო წესს მისდევდნენ. მათი აზრით, ადამიანი ამქვეყნიურ სიამოვნებასა და კომფორტს უნდა ერიდოს და კეთილშობილებას უნდა ესწრაფოს, რაშიც მდგომარეობს სიკეთე. ცინიკოსები დისკუსიებსა და კვლევა-ძიებასაც ერიდებოდნენ.

ცინიკოსთა შორის ყველაზე ცნობილი იყო დიოგენე, რომელიც მთელს საბერძნეთში დახეტიალობდა და ყველაფერს ჭირვეულად ემიჯნებოდა, კასრში ცხოვრობდა და უდიერად იხსენიებდა ბერძნულ ცივილიზაციას. სოკრატეს მოწაფეთა მეორე ჯგუფი ამტკიცებდა, რომ სიკეთე (კეთილშობილება) სიამოვნებაა, ამიტომაც ამ ჯგუფის წარმომადგენლებს ჰედონისტები ეწოდათ (ბერძნულიდან, edoni=სიამოვნება).

 

მცირე სოკრატელები

სოკრატეს სწავლება ბევრმა მოსწავლემ განაგრძო, თუმცა განსხვავებული გზებით. მათ შორის უმთავრესად აღსანიშნავია არისტენე, დიოგენე, არისტიპე, ევკლიდე, ფედონე, ესქილე და ქსენოფონტი. ეს ფილოსოფოსები მცირე სოკრატელებად იწოდებიან, განსხვავებით პლატონისგან, ვინც სოკრატეს ,,მთავარ“ მოწაფედ ითვლება. მათ გულით სძულდათ ერთმანეთი. თითოეული დარწმუნებული იყო, რომ სწორედ ის განმარტავდა და გადმოსცემდა საუკეთესოდ სოკრატეს ნააზრევს.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი