ჯიდუ კრიშნამურტი:,,ჭეშმარიტების დანახვისთვის საჭიროა დიდი გონიერება”

0
909

ახლა გავარკვიოთ,  არსებობს რაიმე სისტემა რომელიც დაგვეხმარება გონიერების გაღვიძებაში? თუ ეს უბრალოდ  მორიგი  თავს მოხვეული სისულელეა, უფრო მეტად შეზღუდული? რადგანაც თუ შევძლებთ ასეთი სრულყოფილი სისტემის პოვნას, მაშინ შეგვიძლია მივყვეთ მას და გავხდეთ გონიერები.

ჩემთვის სისტემები არის მხოლოდ ფიქრის კრისტალიზაცია,  ჯგუფი კი ამ ფიქრის გამოხატულება. შეუძლიათ მათ გონიერების გაღვიძება ამ კრისტალურ ფიქრზე მიყოლით? თუ დასაწყისშივე სჯობს არ  მიიჩნიო შენი თავი არც ინდივიდად და არც ჯგუფად, რათა გაარჩიო  ის სისულელეები, რაც   შექმნილია ჯგუფსა და ინდივიდს შორის ყალბი დაყოფით. მხოლოდ და მხოლოდ ასე შესძლებ იფიქრო ახლებურად, მხოლოდ ასე მოახერხებ შეზღუდული გარემო პირობების ნამდვილი არსის გაგებს. რადგანაც თუ ჩვენ ვერ შევძლებთ  ემოციურად და მენტალურად, სისტემისაგან დამოუკიდებლად  და მასზე არ მიყოლით ვიმოქმედოთ, ვერასოდეს გავხდებით გონიერები.

ამგვარად, ასეთი გონიერებით, მუდამ შეძლებ იმოქმედო გონივრულად  და არა სულელურად, ასე მაგალითად: როგორ ვაფასებთ ომს? მთელი ეს საკითხი უნდა განვიხილით არა ნაციონალიზმის, რასიზმის ან კლასის თვალსაზრისით, არამედ სულ თავიდან. ჩვეულებრივ ომი არის არასწორი. გონივრულად თუ შევხედავთ, მას ჯერ-ჯერობით არანაირი გამართლება არ აქვს. მაგრამ, რამდენადაც ჩვენ გვმართავენ პოლიტიკოსები და ასეთი ტიპის ხალხი, ჩვენ იძულებით ვერთვებით ერთი ომიდან მეორეში და მოცემული გვაქვს  უამრავი მიზეზები თუ რატომ ვერ ვახერხებთ მის თავიდან აცილებას.                             

რადგანაც შენ ვერ აზროვნებ ნათლად, ფუნდამენტალურად, საწყისიდან, ამიტომაც ომის საკითხის განხილვისას, ერთ დღეს იქნები მისი მომხრე, ხოლო მეორე დღეს წინააღმდეგი. შენ ფუნდამენტალურად ჯერ ვერ აღმოაჩინე დაუნდობლობის საშინელება, რასისტული სიძულვილი და ექსპლუატაცია, რაც იწვევს ომებს. როდესაც გაიღვიძებს ჭეშმარიტი გონიერება, არა მარტო შენში, არამედ პოლიტიკოსებში და მათ წესებში, მხოლოდ მაშინ დამყარდება მშვიდობა.

ჭეშმარიტების დანახვისთვის საჭიროა დიდი გონიერება. გონიერება ჩემთვის არ არის წიგნიერი ცოდნა. შენ შეიძლება იყო ძალიან ნასწავლი და მაინც იყო ბრიყვი. შეიძლება წაიკითხო ბევრი, ფილოსოფიის შესახებ და მაინც არ იცოდე ნეტარება შემოქმედებითი აზროვნების, რაც შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ გულისა და გონების გათავისუფლებით,  თვით ამ კონფლიქტის მუდმივი გააზრების შედეგად, წარსულის სისულელეებისგან და ყველაფრისგან რაც შექმნილია. მხოლოდ იქ არის ჭეშმარიტი ნეტარება.

შეუძლია ვინმეს, გითხრას რა არის ჭეშმარიტება, ან რა არის ღმერთი? ეს შეუძლებელია. ეს შენ თვითონ უნდა აღმოაჩინო. იმისათვის, რომ გაიგო, თუ რა არის ჭეშმარიტება, არსი ცხოვრების, რა არის უკვდავება, რის გარეშეც ცხოვრება არის ქაოტური უფერულობა, უაზრობა და ბრმა ტანჯვა, უნდა გქონდეს გონიერება და ამისათვის უნდა გაათავისუფლო გონება და გული სისულელეებისგან.

პირველი მიზეზი ~სისულელის` არის ცნობიერება, რომელიც ეჭიდება პიროვნების ეგრეთ წოდებულ განსაკუთრებულობას, აქედან ქმნის განსხვავებულობას ჯგუფსა და ინდივიდს შორის. ეს ცნობიერება რომლისთვისაც ძალიან არსებითია ფიქრი მესაკუთრეობაზე _ მე და  ჩემი-, ეს შეზღუდული ცნობიერება არის საფუძველი და მიზეზი სისულელისა და ტანჯვის.

ერთ -ერთი გამოვლენა ამის, არის მუდმივი სწრაფვა უსაფრთხოებისკენ.  უსაფრთხოება  ადამიანის  შინაგან სამყაროში _ ფსიქოლოგიური, ემოციური და მენტალური. ამ უსაფრთხოების ძებნაში აუცილებლად იქნება კონფლიქტი, ეგრეთ წოდებულ ჯგუფსა და ინდივიდს შორის.გადამეტებულ ინდივიდუალურობას, როგორც ჯგუფის მოწინააღმდეგეს, მოაქვს მუდმივი უთანხმოება , ბრძოლა და ტანჯვა.

შენ შეგიძლია დაინახო, რომ ფიზიკური უსაფრთხოების ძებნა გამოიხატება მესაკუთრეობაში,  მთელი თავისი სისატიკითა და ექსპლუატაციით, და კიდევ უფრო მეტად საშინელ სისულელეებში, როგორიცაა ნაციონალიზმი, კლასობრივი ომები და რასისტული სიძულვილი.

აგრეთვე, ემოციურად,  სიყვარულიც გახდა მხოლოდ მესაკუთრეობა, მან დაკარგა შემოქმედებითი ექსტაზი. ეს არის სერიოზული ქონებრივი ბრძოლა. მისი სინატიფე, მისი დიდი სიღრმე, მარადიული ღირებულება და სრული ექსტაზი განადგურებულია ამ საკუთრების სურვილით.

ამის შედეგია მენტალური ლტოლვა გარკვეულობისაკენ, თაყვანისცემა ავტორიტეტების, მასწავლებლების, ამიტომაცაა მუდმივი მოთხოვნილება საბოლოოდ ჩაეჭიდო ამას, ამის შედეგია შენი მუდმივი ძიება ჭეშმარიტების, ღმერთისა და უკვდავების, ან  თუნდაც ადამიანის რომელიც მოგცემს ამ ყველაფრის რწმენას,  რადგანაც ეს თაყვანისცემა განიჭებს დიდ კომფორტსა და უსაფრთხოებას.

 

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი