ჩვენ ვყოვნდებით იმ ასაკში, სადაც სიყვარული დაგვაკლდა

0
1055

ხშირად შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც 20, 30 ან 40 წლისანი არიან და ეს მხოლოდ გარეგნულად, შინაგანად კი, ისინი თითქოს ღრმა ბავშვობაში დარჩენილან და აქამდე ელოდებიან სიყვარულს, რომელიც მაშინ ვერ მიიღეს. ისინი იქ რჩებიან მანამ, სანამ არ ისწავლიან იპოვონ თავის თავში სიყვარულით დაკმაყოფილება. 

ყოველ ასაკს თავისი მოთხოვნილებები აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მშობლების ზრუნვა და სიყვარული ყოველწლიურად თავის განსაკუთრებულობას იძენს, ის იცვლება ასაკების მიხედვით. 

ჩვილობაში ჩამოყალიბებას იწყებს ნდობის ფაქტორი, ამიტომ ბავშვისთვის სიყვარული მდგომარეობს დედის მიერ სათუთ მოვლასა და მზრუნველობაში, მისი აუცილებელი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში. თუ ამ ასაკში დედა იყო არასანდო, უგულებელყოფდა ბავშვის მოთხოვნილებებს, ხშირად ტოვებდა მას და ა.შ. საკუთარი კეთილდღეობის მიმართ ფორმირდება ეჭვიანობა და შიში.

მოზრდილობაში ასეთ ადამიანებთან კონტაქტი ძალიან ჭირს. ურთიერთობებში ისინი ხშირად ეჭვიანობენ პარტნიორზე და მუდმივად ამოწმებენ მის სანდოობას. ახლობლებთან ურთიერთობაში ისინი თავს გრძნობენ დაუცველად და არამყარად. 

შედარებით მოგვიანებით, 2-3 წლის ასაკში, ბავშვი სწავლობს ავტონომიურობას და ავითარებს თვითკონტროლს, თუ მშობლები ეწინააღმდეგებიან მასში ამ მიმართულებების განვითარებას, მაგალითად მოუთმენლად და მოთხოვნით აკეთებენ იმას, რაც ბავშვს თავად შეუძლია აკეთოს, ანდა პირიქით, მისგან ითხოვენ ისეთ ქმედებას, რომელსაც ბავშვი დამოუკიდებლად ვერ შეძლებს – ფორმირდება სირცხვილის გრძნობა. და თუ კი მშობლები მუდმივად, გადაჭარბებულად მფარველობენ ბავშვს, მზრუნველობენ მასზე და ამვდროულად არიან ყრუები მისი გულწრფელი მოთხოვნებისადმი, წარმოიშვება გარემოს კონტროლის და საკუთარი თავის ფლობის შესაძლებლობებში დაეჭვება. 

მოზრდილ ასაკში ასეთი ადამიანები, იმის მაგივრად, რომ იყვნენ თავდაჯერებულნი, ფიქრობენ და ეჭვობენ, თითქოს სხვები მათ აკვირდებიან, მათზე ეჭვიანობენ და არ არიან მათ მიმართ კეთილგანწყობილნი, ასევე, მათ შესაძლოა განუვითარდეთ მოვლენათა მიმართ ობსესიურ-კომპულსიური სიმპტომები ანდა პარანოიდული შიშები.

3-6 წლის ბავშვისთვის სიყვარული მდგომარეობს დამოუკიდებელი ქმედების შექება წახალისებაში, ინიციატივების მხარდაჭერაში, მათი უფლებების აღიარებაში და ცნობისმოყვარეობის და შემოქმედობითობის გამხნევებაში. თუ მშობლები ამ პერიოდში არ აძლევენ ბავშვს უფლებას იმოქმედონ დამოუკიდებლად, გადაჭარბებულად სჯიან მათ ამ მოთხოვნების გამო, ვითარდება დანაშაულის გრძნობა. 

მოზრდილობაში ასეთ „დიდ ბავშვებს“ არ ყოფნით მიზანდასახულობა და გადაწყვეტილების მიღების უნარი, რომ საკუთარ თავს დაუყენონ რეალური მიზნები და შემდეგ განახორციელონ ისინი. ამის გარდა დანაშაულის მუდმივი გრძნობა შესაძლოა პასიურობის, იმპოტენციის ან ფრიგიდულობის მიზეზი გახდეს და ხშირად ფსიქოპატურ ქცევებშიც გადაიზარდოს. 

სკოლის ასაკში ბავშვებს უვითარდებათ შრომისმოყვარეობა. თუ ამ პერიოდში ბავშვის შესაძლებლობებში უფროსებს ეჭვი ეპარებათ ანდა თანატოლებს შორის მას ნაკლებუნარიანად თვლიან, ამან შეიძლება შემდგომში ჩაახშოს სწავლის სურვილი, ან ფორმირდეს არასრულფასოვნების გრძნობა, რომელიც შემდგომში კლავს თავდაჯერებას საკუთარ შესაძლებლობებში. შეუძლებელი ხდება ეფექტურად მიიღოს გადაწყვეტილებები, თავდაჯერებულად იარსებოს და იფუნქციონიროს ამ ადამიანმა. 

თუ ბავშვები სკოლის მიღწევებს და სამუშოებს იღებენ მათი და მათი მიღწევების მიმართ ერთადერთ კრიტერიუმად, მოზრდილობაში ისინი შესაძლოა დადგენილ საზოგადოებრივ როლურ იერარქიაში ჩამოყალიბდნენ „მუშა ძალად“.

გთავაზობთ, საკუთარ შინაგან ბავშვს გაუწოდოთ შინაგანი დახმარების ხელი და დაეხმაროთ გაზრდაში. ამისთვის მოიძიეთ თქვენი ბავშვობის ფოტოსურათები, ანდა უბრალოდ წარმოიდგინეთ საკუთარი შინაგანი ბავშვი, რომელიც თქვენში ცხოვრობს. რამდენი წლისაა? როგორ გამოიყურება? რაზე ფიქრობს? ვინ ყავს გვერდით? რა აწუხებს?…

დაეკონტაქტეთ და გაესაუბრეთ მას… 
აიღეთ ფურცელი და ორი განსხვავებული ფერის ფანქარი: დაიჭირეთ ერთი მარჯვენა ხელში, მეორე – მარცხენაში. თუ მემარჯვენე ხართ, მარჯვენა ხელით წერეთ მოზრდილის გონებით და მარცხენა ხელით – თქვენი შინაგანი ბავშვის სახით, მემარცხენეობის შემთხვევაში ეს ხდება პირიქით. 

დიალოგში ხართ მხოლოდ თქვენ და თქვენი შინაგანი ბავშვი. პირველი რომელი წამოვა კონტაქტზე? საიდან დაიწყებთ თქვენ ურთიერთობას? თქვენს მიერ დასმულ კითხვებზე პასუხები შესაძლოა იყოს ძალიან მოულოდნელი.

ახლა, როცა თქვენ იპოვეთ თქვენი შინაგანი ბავშვი, შეხვედით მასთან კონტაქტში და ესაუბრებით, დადგა დრო დაამკვიდროთ მასთან ურთიერთკავშირი. იკონტაქტეთ თქვენს პატარასთან იმდენი, რამდენსაც ის თხოულობს, კითხეთ რა არ ყოფნის მას? მიეცით ამ ბავშვს, რასაც ის თხოულობს, მიმართეთ მას სახელით, უთხარით თბილი და კეთილი სიტყვები, გამოხატეთ მისდამი თქვენი სიყვარული. ურჩიეთ მას რამე.

იყავით მისთვის ისეთი მშობელი, როგორიც თქვენ გინდოდათ გყოლოდათ ბავშვობაში.

ფსიქოლოგი ვერიკო გოჯიაშვილი, გვანცა ლელაშვილი

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი