ფოვიზმი

0
358

ფოვიზმი ეს არის 20-ე საუკუნის მხატვრული მიმდინარეობა, რომელიც ჩამოყალიბდა პარიზში და მხატვრობაში ახალი პრინციპების, სტილის დანერგვას მოასწავებდა.

1905 წელს, პარიზში, ერთ-ერთ სალონში, ახლგაზრდა მხატვრებმა მოაწყეს გამოფენა და ამით საკმაოდ დიდი სკანდალიც გამოიწვიეს . რეაქციულად განწყობილი მაყურებელი, მათ მიმართ დამცინავ ეპითეტებს იყენებდა და ირონიულად მოიხსენიებდა. სურათები, რომელთა ავტორებიც იყვნენ: ანრი მატისი, მორის გლამინკი, დერენი, ჟორჟ ბრაკი..

ხალხში აღშფოთებას იწვევდა, ისინი ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ შეიძლებოდა ვინმეს ნარინჯისფერი ველები, მეწამული ქუჩები, მწვანე მონასმებით დახაზული ქალის სახე ეხატა, უჩვეულოდ გაემარტივებინა ნახატები და პერსპექტივის ყველანაირი კვალი გაექრო. მათ, კრიტიკოს ლუი ვოკსელმა მტაცებელი ცხოველები უწოდა, რაც ფრანგულად fouves-ს ნიშნავს და სწორედ ასე დაერქვა ამ მხატვრულ მიმდინარეობს ფოვიზმი. ფოვისტების ლიდერი იყო ანრი მატისი, საკმაოდ გავლენიანი ფიგურა ხელოვნებაში, რომლის ორი, ყველაზე ცნობილი ნახატია : ცეკვა, სიმღერა.     

 
ფოვიზმი, (ფრანგ. Les Fauves – გარეული მხეცები)  მიმდინარეობა ფრანგულ  ფერწერაში  XX საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა. მისი დამახასიათებელი იყო კაშკაშა ფერები და გამარტივებული ფორმები. მიმდინარეობამ ცოტა ხანი იარსება,  დაახლოებით 1898-1908 წლებში.          
 
ფოვისტების შთაგონებად იქცნენ პოსტიმპრესიონისტი ვან გოგი და გოგენი, რომლებიც უპირატესობას სუბიექტურ ინტენსიურ ფერს ანიჭებდნენ,  იმპრესიონისტების რბილი და ბუნებრივი პალიტრის ნაცვლად.
ამ სკოლის  დამაარსებლად ანრი მატისი ითვლება, რომელიც სრულიად განუდგა ოპტიკურ  ფერს. მის სურათზე ქალის ცხვირი სავსებით შესაძლებელი იყო მწვანე ფერის  ყოფილიყო, თუ ეს მას გამომსახველობასა და კომპოზიციურობას შესძენდა. მატისი  ამტკიცებდა : “მე ვხატავ არა ქალებს, მე ვხატავ ტილოებს”.  

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი