პარასკევს, 22 მარტს ნონა ხიდეშელი თემით – რა არის არაცნობიერი ფსიქიკა და როგორ მართავს ჩვენს ცხოვრებას

0
210

პარასკევს, 22 მარტს, 19:00 საათზე ,,წიგნის სახლი ბახტრიონზე” 

მის:ბახტრიონის 11

რა არის არაცნობიერი ფსიქიკა და როგორ მართავს ჩვენს ცხოვრებას

ჩვენ დაბადებისთანავე ვიწყებთ ინფორმაციის აღქმას სამყაროს შესაცნობად და ვახდენთ ჩვენი ცნობიერებიდან დანახული სამყაროს სურათის ფორმირებას. პატარა ბავშვის გონება ღიაა და პირდაპირ აკოპირებს არა მხოლოდ მშობლების, არამედ სხვა ადამიანების ქცევით გამოხატულებებს, რომლებიც არსებობენ მის გარშემო. ეს ხდება ასევე ემოციების საშუალებითაც, რადგან ადამიანს აქვს უნარი გაანალიზოს, არა მხოლოდ თავისი, არამედ გარშემო მყოფების ემოციებიც – სწორედ ეს არის ის, რაც ხდება ჩვენი ცხოვრების პირველ და ყველაზე მნიშვნელოვან წლებში.

მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ სწორედ ეს წლები განსაზღვრავს მომავალში, როგორი განცდა, რა დამოკიდებულება ჩამოგვიყალიბდება საკუთარ თავზე. ასე, რომ ბავშობიდან მოყოლებული ზრდასრულობამდე ჩვენი ტვინი, ჩვენი ქვეცნობიერი გონება, პროგრამირდება გარკვეული ხედვებით და უყალიბდება გარკვეული მსოფლმხედველობა გარემოსთან.

ამის შემდეგ ჩვენ ვაგრძელებთ ცხოვრებას ამ პროგრამებით. ჩვენივე შექმნილი სტერეოტიპების და იდეალების თავს მოხვევით საკუთარ თავს ხშირ შემთხვევაში ვუქმნით პრობლემების მთელ კასკადს, რასაც მივყავართ ხოლმე უსიამოვნო ცხოვრებისეულ გამოცდილებებთან.

ამ უსიამოვნო გამოცდილებების ფონზე ჩვენი გონება ძირითადად გარემოცული ხდება ნეგატიური რწმენა წარმოდგენებით, რაც არ გვაძლევს გეგმების რეალიზების საშუალებას ისე, როგორც ჩვენ გვაქვს ხოლმე ჩაფიქრებული, რადგან ნეგატიურ რწმენა წარმოდგენებს ადამიანი მიყავს მცდარი, არასწორი მოქმედებებისკენ, რასაც საბოლოო ჯამში მივყავავართ ცხოვრებისეულ უსიამოვნებებთან.

უსიამოვნო გამოცდილებების ფონმა, წესით ადამიანი უნდა მიიყვოს იქამდე, რომ დაფიქრდეს თავის დამოკიდებულებებზე, რათა შეცვალოს ცხოვრებისეული მიდგომები. ჩვენ გვინდა ცვლილება, მაგრამ არ ვიცით როგორ, რადგან არ ვიცნობთ საკუთარ თავს და არ ვიცით ჩვენს ცნობიერს მიღმა მიმდინარე პროცესებს.

ბევრი ადამიანი თავისი ცხოვრების მანძილზე იმეორებს ერთსა და იმავე შეცდომებს და ვერ აღწევს თავს ამ მოჯადოებული წრიდან გამოსვლას, რადგან ჩვენი ცხოვრების დროის უმეტესი მიდის ნეგატიური ინფორმაციის გადამუშავებაში და ჩვევაში განმტკცება ხდება ავტომატურად.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://docs.google.com/forms/d/1kAyMPiDQcbK_FYnJUMQnFsGLsd-d-gdh4qGjYonxtRU/edit

 

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი