ზიგმუნდ ფროიდი – ამოცნობის ტექნიკა ავადმყოფის თავისუფლად აღმოცენებად აზრებზე დაყრდნობით.

0
611

– არაპირდაპირი გამოსახულება / ასახვა. – ფსიქოანალიზის ძირითადი წესი / კანონი. –
ასოციაციური ექსპერიმენტი. – სიზმრების განმარტება. – სიზმრებში სურვილების
ასრულება. – სიზმრის მუშაობა / მოქმედება. – შეცდომითი, სიმპტომატიური და
შემთხვევითი ქმედებანი. – წინააღმდეგობა ფსიქოანალიზის მიმართ.

ფროიდი იხსენებს იმას, რომ როდესაც მან უარყო ჰიპნოზი, გადაწყვიტა გაჰყოლოდა
ავადმყოფის თავისუფლად აღმოცენებად აზრებს, რაც თავისთავად მოგონების დავიწყებულ
გაგრძელებას წარმოადგენს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ შემთხვევაში ენიჭება თავში
პირველად მოსულ აზრს. მაგრამ ამგვარი რამ ხდება მხოლოდ ანალიზის დასაწყისში,
როდესაც აღმოცენდება ის რასაც დაჟინებით მოითხოვს თვითონ ფროიდი. ამგვარი რამ
შესაძლებელია ითქვას მხოლოდ დასაწყისზე, შემდგომში უკვე მართებული აზრები აღარ
აღმოცენდებიან და თვით პაციენტებიც უარყოფენ მათ ჭეშმარიტებას.

ფროიდის მოსაზრებით, თუკი ავადმყოფს აღმოუცენდება რაიმე აზრი, ის ვერ იქნება
დავიწყებული წარმოდგენის იდენტური. ეს ფაქტი აიხსნება ავადმყოფის სულიერი
მდგომარეობიდან გამომდინარე. ავადმყოფში მკურნალობისას მოქმედებს ორი ძალა,
რომელიც ერთმანეთის საპირისპიროა: ერთის მხრივ მისი ცნობიერი სწრაფვა რომ
გაიხსენოს დავიწყებული, ხოლო მეორეს მხრივ – ჩვენთვის ცნობილი წინააღმდეგობა,
რომელიც დაბრკოლებას უქმნის განდევნილს ან მისი განმაპირობებელი ფაქტორების
ცნობიერში დაბრუნებას.

თუკი ეს წინააღმდეგობა ნოლს უტოლდება, ან ძალიან უმნიშვნელოა, მაშინ დავიწყებული ყოველგვარი დამახინჯების გარეშე აღმოცენდება ცნობიერებაში; თუკი წინააღმდეგობა მნიშვნელოვანია, მაშინ უნდა აღინიშნოს რომ განდევნილი იმდენად განიცდის დამახინჯებას რამდენად ძლიერიც არის მისი გაცნობიერების წინააღმდეგობა. ის აზრი რომელიც აღმოცენდება ავადმყოფში, თავისთავად

ყალიბდება სიმპტომის სახით: ეს არის განდევნილის ახალი, ხელოვნური, ეფემერული
ჩანაცვლება. რამდენადაც უფრო ძლიერია დამახინჯება წინააღმდეგობის ზეწოლიდან
გამომდინარე, შესაბამისად ნაკლებია მსგავსება აღმოცენებად აზრს – განდევნილის
ჩანაცვლებას და თვით განდევნილს შორის.

შემთხვევითი აზრი განდევნილ აზრს უნდა უკავშირდებოდეს როგორც მინიშნება.
მსგავსი კავშირი შეიმჩნევა აზრთა გადმოცემაში არაპირდაპირი საუბრისას.
ამ შემთხვევაში ფროიდს ხუმრობის აგებულების ტექნიკა მოყავს მაგალითად. ერთ
ერთ ინგლისურ ხუმრობას იხსენებს. ფროიდი იხსენებს ანეკდოტს, ორი მზაკვრის შესახებ, ვინც თავიანთ პორტრეტებს შეუკვეთავს ძვირად ღირებულ მხატვრებს და შემდეგ კრიტიკოსს ხალხით სავსე დარბაზში აზრის გამოთქმას სთხოვენ. ის თავს იქნევს და იძახის ,კი მაგრამ სად არის მაცხოვარი?” სწორედ მსგავსი კოსტელაცია წარმოადგენს იმ მიზეზს, რომ პაციენტი დავიწყებული მოსაძიებელი მასალის ნაცვლად იხსენებს მეტნაკლებად დამახინჯებულ ჩანაცვლებას.

ფროიდი ამტკიცებს რომ სრულიად მართებულია ერთი აფექტით დაკავშირებულ
წარმოდგენათა ჯგუფს ვუწოდოთ “კომპლექსი”, ციურიხის სკოლის მაგალითზე
დაყრდნობით (ბლეილერი და იუნგი და ა. შ.). ფროიდი ამოდის იმ მოსაზრებიდან, რომ
თუკი განდევნილი კომპლექსის ძიებაში დავეყრდნობით იმ უკანასკნელ მოსაზრებას,
რომელსაც გამოთქვამს ავადმყოფი, შესაძლებელია ვიქონიოთ იმედი დავიწყებული
კომპლექსის მოძიებისა, თუკი ავადმყოფი აზრების დინებაში ამ თავისუფალ აზრთა საკმაო
რაოდენობას იძლევა. სწორედ ამიტომ ეძლევა ავადმყოფს შესაძლებლობა ისაუბროს
ყველაფერზე რაც კი მას თავში მოუვა. ამ შემთხვევაში ფსიქოთერაოევტი ეყრდნობა
თვალსაზრისს, რომ ავადმყოფს შესაძლებელია თავში მოუვიდეს მხოლოდ ის, რაც
არაპირდაპირ კავშირშია მოსაძიებელ კომპლექსთან.

ფროიდი დარწმუნებულია რომ ეს არის ერთადერთი საშუალება მივიწყებული / დაკარგული კომპლექსის მოძიებისათვის. თუკი ავადმყოფი ჩუმდება და ამტკიცებს რომ მას თავში არაფერი არ მოსდის, ფროიდი თვლის რომ ეს არის წინააღმდეგობის შენიღბული მოქმედება, იმიტომ რომ უფრო მეტი დაკვირვება დაგვარწმუნებს აზრთა მსვლელობის შეწყვეტის შეუძლებლობაში. ეს შენიღბული წინააღმდეგობა ზოგიერთ შემთხვევაში გამოიხატება თავში მოსული აზრის მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებასა და მის მნიშვნელოვნობაზე ორჭოფობაში.

ფსიქოთერაპევტი თავს იცავს მსგავსი შემთხვევებისაგან – ის ავადმყოფს ამ
შესაძლებლობის შესახებ წინასწარ აფრთხილებს და მოითხოვს რომ აზრების მიმართ
კრიტიკული დამოკიდებულება გამოირიცხოს. მან უნდა ისაუბროს ყველაფერზე. ამ წესის
თანახმად ფსიქოთერაპევტი უზრუნველყოფს საკუთარ თავს იმ მასალით, რომელიც
აუცილებლად მიიყვანს მას განდევნილი კომპლექსების კვალამდე.

ეს არის აზრთა მასალა, რასაც ავამდყოფი არ აფასებს და რისგანაც თავს აღწევს,
თუკი ის არა ექიმის, არამედ წინააღმდეგობის ზემოქმედების ქვეშ იმყოფება. ეს აზრთა
მასალა ფსიქოანალიტიკოსისათვის წარმოადგენს ჯართს, რომლისაგანაც მან ახსნა
განმარტების ოსტატობაზე დაყრდნობით ძვირფასი ლითონი უნდა გამოადნოს. თუკი
ფსიქოანალიტიკოსს აქვს სურვილი ავადმყოფისაგან მისი კომპლექსების შესახებ სწრაფი
წინასწარი ცნობები მოიპოვოს, ამ კომპლექსებს შორის არსებული ურთიერთკავშირების
გამოცნობის დაწყებამდე, ამისათვის ფსიქოთერაპევტს შეუძლია გამოიყენოს
ასოციაციური ექსპერიმენტი. (ისეთივე სახით, როგორც ის არის წარმოდეგნილი
იუნგისა და მისი მოწაფეების მიერ).

ეს მეთოდი ფროიდმა შეადარა ისეთივე შედეგს როგორსაც იძლევა ქიმიკოსისათვის
ხარისხობრივი ანალიზი. აქვე ფროიდი აღნიშნავს, რომ ნევროტიკების მკურნალობისას
შეგვიძლია არ გამოვიყენოთ ეს მეთოდი, მაგრამ ის აუცილებელია კომპლექსების
ობიექტური დემონსტრაციისათვის, ასევე ფსიქოზების კვლევისას.

მაგრამ აზრების დამუშავება არაცნობიერის კვლევის ერთადერთ ტექნიკას არ
წარმოადგენს. ამავე მიზანს ემსახურება კიდევ სხვა ორი საშუალებაც: ავადმყოფის
სიზმრების ახსნა-განმარტება და მცდარი და შემთხვევითი ქმედებების გამოყენებაც.
ფროიდი განსაკუთრებულად აღნიშნავს სიზმრების განმარტებისა და ანალიზის
უდიდეს მნიშვნელობას არაცნობიერის კვლევის ტექნიკებს შორის. სიზმრების განმარტება
წარმოადგენს სამეფო გზას არაცნობიერის შეცნობისაკენ.

ფროიდი თვლის, რომ ღამის სიზმრების პროდუქტები წარმოადგენენ ერთის მხრივ
ყველაზე უდიდეს გარეგან მსგავსებას და შინაგან კავშირს სულიერი ავადმყოფობის
სიმპტომებთან, მეორეს მხრივ ისინი სრულიად შეესაბამებიან ჩვენს ჯანსაღ ცხოვრებას.
ფროიდი დარწმუნებულია რომ სრულიად სწორია ის მოსაზრება, რომ ვისაც არ ესმის
სიზმრები, “ჰალუცინაციები”, ბოდვითი იდეები და ხასიათის ცვლილებანი, მას არ უნდა
ქონდეს პრეტენზია ავადმყოფური მდგომარეობის გამოვლინების გაგებაზე. ამ სახის
დილეტანტებს ის მიაკუთვნებს ფსიქიატრებს.

ფროიდი ახდენს სიზმრების პრობლემის ზედაპირულ ანალიზს.
ჩვეულებრივ გამოღვიძებისთანავე ჩვენ ისეთივე ქედმაღლური დამოკიდებულება
გვაქვს ჩვენი სიზმრების მიმართ, როგორიც ააქვთ ავამყოფებს იმ შემთხვევითი აზრების
მიმართ, რომლებიც ესოდენ ესაჭიროება ფსიქოანალიტიკოსს. ხშირ შემთხვევაში ხდება
სიზმრების უგულვებელყოფა და დავიწყება. მსგავსი დაბალი შეფასება უკავშირდება
სიზმრების უჩვეულო ხასიათს და იმ აბსურდულობასა და უაზრობას რაც ზოგიერთ
სიზმარს ახასიათებს. ჩვენი ზიზღი ასევე გამოწვეულია მისწრაფებების განუზომელი
ზნედაცემულობისაგან რაც ვლინდება სიზმრებში სააშკარაოდ. თუმცა ძველ დროში
სიამრების მიმართ არ იყო ასეთი ზიზღიანი დამოკიდებულება.

თუმცა ფროიდი ვერ პოულობს ვერაფერს ისეთს რამაც შესაძლებელია დაამტკიცოს
სიზმრების წინასწარმეტყველური მნიშვნელობა. მათ შესახებ ბევრი სხვა რამ შეიძლება
ითქვას რაც საკმაოდ გასაოცარი შეიძლება იყოს ასევე.

პირველყოვლისა ფროიდი აღნიშნავს, რომ ყველა სიზმარი არ არის ჩვენთვის ესოდენ
უცხო და გაუგებარი. მას მაგალითის სახით მოყავს ბავშვების სიზმრები, რომლებიც
წარმოადგენენ სურვილების შესრულებას, იმ სურვილებისა რაც ბავშვს წინა დღეს გაჩენია.
ბავშვების სიზმრები არ საჭიროებენ განმარტებას.

ზრდასრულთა შემთხვევაში კი სრულიად საპირისპიროდ, სიზმრების შინაარსი
ძალიან გაუგებარია და არ წარმოადგენს სურვილების ასრულების ასახვას. ამ საკითხზე
პასუხი შემდეგი სახისაა, სიზმრებმა დამახინჯება განიცადეს; მათ საფუძველში მდებარე
ფსიქიკური პროცესი, სრულიად განსხვავებულ სიტყვიერ გამოხატულებას პოულობს.
აუცილებელია სიზმრის აშკარა შინაარსის გამიჯვნა სიზმრის ფარული აზრებისაგან.

აშკარა შინაარსი რომელსაც სიტყვიერად საკმაოდ დიდი სიძნელეებით წარმოსთქვამთ დილით და სიზმრის ფარული აზრი, რომელიც ფსიქიკური არაცნობიერის
სფეროში იმყოფება. სიზმრების ამგვარი დამახინჯებაც არის იგივე პროცესი, რომელსაც
გავეცანით ისტერიული სიმპტომების წარმოქმნის კვლევისას. ეს პროცესი მიუთითებს
იმაზე, რომ სიზმრების წარმოქმნისას ადგილი აქვს სულიერი ძალების ისეთივე ბრძოლას,
როგორც სიმპტომების წარმოქმნისას. სიზმრების შინაარსი არის არაცნობიერი აზრების
დამახინჯებული ჩანაცვლება და სწორედ ეს დამახინჯება არის მეს დამცავი ძალების
ამოქმედება, ანუ იმ წინააღმდეგობის რომელიც ფხიზლობისას განდევნილ აზრებს /
სურვილებს ცნობიერში შეღწევის შესაძლებლობას საერთოდ არ აძლევს.

იმისათვის რომ დავრწმუნდეთ სიზმრების ფარული აზრების ნამდვილ არსებობაში
და ასევე რომ მათსა და აშკარა შინაარსს შორის არის გარკვეული კავშირი,
შესაძლებელია სიზმრების ანალიზზე დაყრდნობით, რომლის მეთოდიკა ფსიქოანალიტიკურ
მეთოდიკას უკავშირდება. უნდა გამოირიცხოს ელემენტების ყოველგვარი მოჩვენებითი
კავშირები და უნდა იყოს შეკრებილი შემთხვევითი აზრები, რომლებიც აღმოცენდებიან
თავისუფალი ასოცირებისას სიზმრის თითოეულ ელემენტთან დაკავშირებით. ამავე დროს
უნდა იყოს დაცული ფსიქოანალიზის მთავარი წესი.

ამ მასალიდან ფარული აზრების შესახებ ცნობებს მოიპოვებთ ისევე როგორც ეს ხდება ავადმყოფის აზრების შემთხვევაშიც, რომლის აზრებიც მის სიმპტომებს და მოგონებებს უკავშირდებიან, ჩვენ ვიგებთ მისი ფარული კომპლექსების შესახებ. ამგვარი გზით მოპოვებული აზრების შედეგად, თქვენ მიხვდებით თუ რამდენად მართებლია ზრდასრულთა სიზმრებიც განიხილებოდნენ ბავშვების სიზმრების თანახმად. ის რაც აღმოჩნდება აშკარა შინაარსის ადგილზე სიზმრის ნამდვილი აზრის სახით, წარმოადგენს განვლილი დღის განმავლობაში შეუსრულებელი სურვილის ასრულებას. სიზმრის ნამდვილი შინაარსი რომელიც გახსენდებათ გამოღვიძებისას, შესაძლებელია იყოს განსაზღვრული როგორც განდევნილი სურვილების შენიღბული ასრულება.

ამ პროცესს ფროიდი უწოდებს “სიზმრის მუშაობის / მოქმედების” პროცესს.

ცნობიერი და არაცნობიერი პროცესების გარდა ფროიდი გამოყოფს შედედებისა და
დაძვრის პროცესებს. სიზმრების მოქმედება არის განსხვავებული ფსიქიკური
დაჯგუფებების ურთიერთზემოქმედების ცალკეული შემთხვევა, სხვა სიტყვებით – ფსიქიკის
გახლეჩის ცალკეულის შემთხვევის შედეგი.

ამავე დროს სიზმრების ანალიზისას, განსაკუთრებით საკუთარი სიზმრებისა,
წააწყდებით აღმოჩენას: ადამიანის განვითარებისას უდიდესი როლი ენიჭება
შთაბეჭდილებებსა და შეგრძნებებს რომელიც ბავშვს განუცდია ადრეულ ასაკში.
სიზმრების სამყაროში ბავშვი აგრძელებს არსებობას ზრდასრულში თავისი
განსაკუთრებულობებისა და სურვილების შენარჩუნებით.

ამავე დროს ფროიდი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს იმას, რომ არაცნობიერი
იყენებს გარკვეული სახის სიმბოლიკას, განსაკუთრებით ეს ეხება სექსუალური
კომპლექსების ასახვას, რომელიც ნაწილობრივ ინდივიდუალურად განსხვავდება, ხოლო
ნაწილობრივ კი შეესაბამება იმ სიმბოლიკას რომელის გამოიყენება ჩვენს მითებსა და
ზღაპრებში.

ფროიდი ასევე აღნიშნავს შიშის მომგვრელი სიზმრების არსებობას და იმ ფაქტს
რომ ამ შემთხვევაშიც სიზმარი ჩვენი განდევნილი სურვილის ასახვას წარმოადგენს.
ნევროტული შიშის საფუძველი არის სწორედ ის რეაქცია, რომელიც აღმოცენდება მეს
მიერ მძლავრი სურვილების განდევნის შემთხვევაში.

სიზმრების განმარტების განხილვის შემდგომ ფროიდი გადადის სულიერი
ფენომენების მესამე ჯგუფზე, რომელთა შესწავლაც ასევე წარმოადგენს
ფსიქოანალიტიკურ საშუალებას.

ეს არის შეცდომითი / მცდარი ქმედებები, როგორც სულიერად ჯანსაღი, ასევე
ნერვიული ადამიანების შემთხვევაშიც. ჩვეულებრივ მსგავს წვრილმანებს არ ანიჭებენ დიდ
მნიშვნელობას. ამას მიეკუთვნება მაგალითისათვის იმის დავიწყება რაც ძალიან კარგად
უნდა იცოდეს ადამიანმა, (საკუთარი სახელის დავიწყება). ფროიდს მოყავს ისეთი
უმნიშვნელო მაგალითები როგორიცაა წამოცდენები, შეცდომები მართლწერისას, საგნების
დაკარგვა ან გატეხვა. საუბრისას ტანისამოსის ან სხეულის რომელიმე ნაწილით თამაში
და ა. შ. მოკლედ ის წვრილმანები რასაც არ აქცევენ ყურადღებას როგორც წესი.

მსგავსი წვრილმანები, შეცდომითი, სიმპტომატიური ან შემთხვევითი ქმედებანი არ არიან მოკლებული მნიშვნელობას. ისინი ყოველთვის სავსე არიან აზრით / შინაარსით და შესაძლებელია იყვნენ თავისუფლად განმარტებული იმ სიტუაციებიდან გამომდინარე, სადაც წარმოიშვებიან. მათი ანალიზი იწვევს დასკვნას, რომ ეს მისწრაფებანი თავისთავად გამოხატავენ იმპუსებსა და სწრაფვებს, რომლებიც განდევნილია / განრიდებულია და უნდა იყვნენ დაფარული ცნობიერისაგან, ან პირდაპირ მიეკუთვნებიან არაცნობიერ სურვილებსა და კომპლექსებს. აქედან გამომდინარე ისინი ისეთივე შეფასებას იმსახურებენ როგორც ეს სიმპტომები და მათი შესწავლა შესაძლებელია გვაძლევდეს სულიერი ცხოვრებიდან განდევნილის შეცნობის შედეგს. მათი მეშვეობით ადამიანი თავის ყველაზე ინტიმურ საიდუმლოებებს ავლენს.

ფროიდი ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ ფსიქოანალიტიკოსი გამოირჩევა
სულიერი ცხოვრების დეტერმინირებულობისადმი რწმენით. მისთვის ფსიქიკურ ცხოვრებაში
არაფერი არ წარმოადგენს წვრილმანს, შემთხვევითს ან უნებლიეს. ის ყველგან
მოტივირების ამოცნობის მოლოდინშია, იქაც, სადაც ამგვარი მოთხოვნა შესაძლებელია
არც კი იყოს.

ფროიდი აქვე აღნიშნავს ისეთი მოვლენების გამოყენების შესაძლებლობას
(ფსიქოანალიზის ტექნიკის თვალსაზრისით) როგორიც არის “გადატანა”.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი