ჯიდუ კრიშნამურტი:,,ლიდერები ანგრევენ მიმდევრებს  და მიმდევრები თანდათანობი ანადგურებენ ლიდერებს”

0
380

სხვა და სხვა სისტემის შესწავლა, იქნება ეს ფილოსოფიური თუ ეკონომიუკური, მოითხოვს დიდ ძალისხმევას და ცოტას აქვს დრო, უნარი და მიდრეკილება , ამ გართულებული მსჯელობებისა და თეორიების შედეგად ღრმად ჩასწვდეს ამას. და რა ხდება მერე, როდესაც შენ არ გაქვს დრო რათა გამოიკვლიო ეს აურაცხელი განმარტებები კომპეტენტური ექსპერტების?  შენ ირჩევ ერთ-ერთს რომელიც მოგწონს, რომელსაც მიიჩნევ კეთილგონივრულად და უბრალოდ იღებ მის ავტორიტეტს.. დიადი ექსპერტი, დიადი ავტორიტეტი, დიადი მიმდევარი..

ასე, თანდათანობით მიმდევრები ხდებიან ბრმები და უბრალოდ იღებენ დოგმებს.  ლიდერები ანგრევენ მიმდევრებს  და მიმდევრები თანდათანობი ანადგურებენ ლიდერებს.   თანდათანობით ჩვენ ვქმნით სხვა სისულელეებს დაფუძვნებულს ამ ახალ დოგმებზე, რომელიც წარმოშობილია თეორიებიდან და ჩვენ ვხდებით მისი მონები.

ჩემთვის თეორიები არის ძალიან მცირედ ღირებული, რადგანაც ადამიანი, რომელიც არის მუდმივ კონფლიქტში   გარემო პირობებთან, ორივე _ წარსულთანაც და აწმყოსთანაც,  ხოლო მუდმივი განჭვრეტითა და ღრმად ჩაწვდომით ცდილობს  გაიგოს მისი, ასეთი ადამიანი  უკვე მთლიანად ცხოვრობს   აწმყოში  და მას არ სჭირდება თეორიები და განმარტებები. თუმცა  ეს მოითხოვს დიდ შეუპოვრობას   ფიქრისას, დიდ შეგნებას და ღრმად ჩაწვდომას მუდამ ცვალებადი გარემო პირობების ჭეშმარიტი  მნიშვნელობის გასაგებად, ადამიანს კი უმეტესწილად არ შეუძლია ამის კეთება და ის იღებს თეორიებს, რომელიც ხდება მისი მოძღვარი, ფაქტი და სინამდვილე.

ავიღოთ რელიგია, როგორც ორგანიზებული სარწმუნოება, სადაც შენ დაინახავ, რომ ექსპერტის  ავტორიტეტი  არის უზენაესი. ნიმუში შექმნილია და შენ ხარ იძულებით შეზღუდული  საზოგადოებრივი აზრის შედეგად, შიშის  შედეგად, და ა.შ..ავტორიტეტებისა  და ექსპერტების თაყვანისცემა, მათი შეზღუდულობის ცოდნის გარეშე, ჩემი აზრით, არის საფუძველი ექსპლუატაციის.

ამგვარად  მთელი პროცესი ჩვენი ცხოვრების, რაც, უნდა იყოს მუდმივი მუშაობა ჭეშმარიტების შეცნობისთვის, დარღვეულია ავტორიტეტების თაყვანისცემის , ექსპერტების, კრედოებისა და თეორიების შედეგად. მთელი ეს პროცესი ემსახურება ინდივიდის დამორჩილებასა და დაქვემდებარებას და ხდის მას მიმდევარს. ადამიანი თანდათანობით ხდება გაუცნობიერებელი ყველაფერში, მხოლოდ ფორმა და ნიმუში და არსებობს იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია ამ ნიმუშით დადგენილ ფარგლებში და ადამიანი ამას ეძახის სიცოცხლეს.. გარემო პირობები ხდება მხოლოდ ყალიბი მისი ფორმისთვის. ამგვარად ფორმირებული ინდივიდი არაფერია სხვა, თუ არა  გამოხატულება გარემო პირობების, რაც არის წარსული და აწმყო, მემკვიდრეობითი და შეძენილი.

ჩემთვის ეს არ არის ჭეშმარიტი ინდივიდუალიზმი. ეს  შესაძლებელია მხოლოდ  ამ გარემო პირობების ნამდვილი არსის გაგებით და ამგვარად მისგან განთავისუფლების შედეგად, რაც მოიტანს ჭეშმარიტ გონიერებას და მაშასადამე ინდივიდუალიზმს.

ამჟამად შენ ხარ განპირობებული გარემო პირობებისგან, შენ ხარ შედეგი შენი წარსულისა და აწმყოსი, და რასაც შენ ეძახი ინდივიდუალიზმს ან თვით-გამოხატვას, ეს სხვა არაფერია, თუ არა, ამ განპირობებული გარემო პირობების გამოხატულება.  ჭეშმარიტი ინდივიდუალიზმი არის  შედეგი გონიერების, რაც მხოლოდ და მხოლოდ თავისუფალ გონებაში იღვიძებს.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი