პიროვნების ფსიქოლოგია

0
332

პიროვნება – ეს არის ყოველი ადამიანის ინდივიდუმი. როგორც ცნობილია, ადამიანები პიროვნებებად არ იბადებიან, ისინი საზოგადოებაში ურთიერთობით ყალიბდებიან პიროვნებებად.

როგორ ხდება, რომ ვიღაცას უმართლებს ცხოვრებაში, ვიღაცა კი თავის ბედზე ნაწყენია?რატომ ხდება, რომ ვიღაცა ბედნიერეა, სხვა კი მარცხს განიცდის? რა განსაზღვრავს წარმატების კრიტერიუმს ადამიანების ცხოვრებაში? ადამიანის პიროვნება თუ გარემოებები?

რა თქმა უნდა, ორივე. თუმცა, ერთს დანამდვილებით გეტყვით:ძლიერი და განვითარებული პიროვნება ნებისმიერ გარემოებაში უფრო ბევრ წარმატებას მოიპოვებს. ამიტომაც დღესდღეობით არსებობს უამრავი ტრენინგი, სემინარი, კურსი. რომლებსაც აერთანებს ერთი თემა-პიროვნების ფსიქოლოგია, რომელიც შეისწავლის ადამიანის პიროვნებას და პროცესებს, რომლებიც მასზე გავლენას ახდენენ.

თანამედროვე ფსიქოლოგია მაინც ვერ გვაძლევს პიროვნების ერთიან განსაზღვრებას. თუმცა, სპეციალისტები თანხდებიან იმაში, რომ პიროვნება – ეს არის ერთობლიობა ხასიათის თვისებებისა, რომლებიც განსაზღვრავენ ადამიანის ქცევას, აზრებსა და გრძნობებს.

ზოგიერთ თვისებებს ჩვენ ვიძენთ ცხოვრების მანძილზე, ზოგიერთი კი დაბადებიდანვე მოგვყვება, მაგალითად ჩვენი ტემპერამენტი. შეძენილი თვისებები ადამიანში ცვლილებებს იწვევს, ხელს უწყობს ცხოვრების გარემოებებთან ადაპტაციას. რაც უფრო იცვლებით და სრულყოფილები ხდებით, მით უფრო კარგია… თუმცა ადამიანი ყოველთვის უკეთესი მხრით არ იცვლება… პიროვნების “მიმართულება” დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ უყურებს – ადამიანი ცხოვრებაზე, მარცხდება თუ იმარჯვებს…

ერთი ადამიანი – ერთი პიროვნება – ათასი როლი.

ადამიანი ასრულებს სხვადასხვაგვარ სოციალურ როლს,  იმისდა მიხედვით,თუ სად ან ვისთან იმყოფება. ოჯახი, მეგობრები, სამუშაო, უცნობი ადამიანები – ყველანი საბაბს გვაძლევენ, რომ რიგითი ნიღაბი ავიფაროთ. მაგალითად: თქვენ შეგიძლიათ იყოთ დამოუკიდებელი, თვითდაჯერებული მეგობრებთან ერთად მაშინ როდესაც, ნახევარი საათის უკან იყავით უძლური და დამორჩილებული სამსახურში უფროსის წინ…

ჩვენს ცხოვრებაზე და როლებზე გავლენას ახდენენ ჩვენივე შესაძლებლობლები, მოტივაცია, ხასიათი, ტემპერამენტი და კიდევ ბევრი თვისებები, კარგი ან ცუდი მხარეები. გავიხსენოთ რომ პიროვნებად კი არ იბადებიან, არამედ ყალიბდებიან…

ასე რომ, მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, შევძლებთ თუ არა ამ ცხოვრებაში წარმატებული ადამიანის როლი ვითამაშოთ…

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი