ჯო ვიტალე – მადლიერების პრაქტიკა

0
1704

მადლიერების პრაქტიკა – ეს ძალიან ძლიერი მეთოდია, რომელიც გვეხმარება მოვიზიდოთ ბევრი სასიამოვნო მოვლენა ჩვენს ცხოვრებაში. მადლიერებაში ცხოვრებით ჩვენ შეგვიძლია სამყაროში ბევრი რამ შევცვალოთ. როცა მის შესახებ ვივიწყებთ, ძალიან მკვეთრად ვიხრებით ჩვენი მიზნის საწინააღმდეგოდ. ამას გვეუბნება თავის კვლევაში ეკონომიკის ექსპერტი ჯო ვიტალე, რომელიც 20 წლის წინ იყო უსახლკარო და ახლა ითვლება მარკეტინგის ერთ-ერთ საუკეთესო სპეციალისტად მსოფლიოში.

იგი არის 20-ზე მეტი წიგნის ავტორი, მათ შორის „მიზიდულობის საიდუმლო“, „ცხოვრება შეზღუდვის გარეშე“, და სხვა. ასევე მისი იდეები საფუძვლად უდევს ცნობილ წიგნს „საიდუმლო“. ფილმ „საიდუმლოში“ მონაწილეობის და ზემოხსენებული წიგნების წყალობით ჯო ვიტალემ მოიპოვა თვით სრულყოფის გურუს სახელი და პატივი.

როცა თქვენ ხართ წარმატებული, მდიდარი, ბედნიერი და ჯანმრთელი, შესაძლოა და აუცილებელიც მადლობდეთ ბედს ყველაფრისთვის, მაგრამ რა უნდა გააკეთოთ, როცა თქვენი ცხოვრება ყველა ამ მიმართულებაში პრობლემებით არის სავსე. რით შეიძლება იყოთ მადლიერი როცა ხედავთ, რომ ყველაფერი ცუდადაა?

თუ მოვინდომებთ, მადლიერების მიზეზი მაინც მოიძებნება.

შეეცადეთ მოძებნოთ სიხარული ყველაზე უბრალო მოვლენებში:

  • მე მადლიერი ვარ, რომ ვცოცხლობ.
  • მე მყავს ახლობლები, ოჯახის წევრები, საყვარელი ადამიანი, შვილები (შეგიძლიათ გააგრძელოთ ეს ჩამონათვალი).
  • მე მყავს მეგობრები (თუნდაც ერთი მეგობარი).
  • მე ვტკბები საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობით (და თუ არ არის გარშემო ასეთი ადამიანი, ყურადღებით მოიძიეთ და ის აუცილებლად აღმოჩნდება).
  • მე მახურავს სახურავი თავზე (არ არის აუცილებელი ეს იყოს საკუთარი, შეიძლება იგულისხმო ნაქირავები ბინა, საერთოსაცხოვრებელი ან სხვა რამ, მთავარია ქუჩაში არ ცხოვრობდე).
  • მე მაქვს კომპიუტერი ინტერნეტითურთ (ეს თავისთავად ასეა, თუ ამ სტატიას კითხულობთ).
  • მე მაქვს წარმატებისკენ მისწრაფება (და მითუმეტეს თუ უკვე გაქვთ წარმატება და სიმდიდრე! და თუ კი თქვენ ჯერ მხოლოდ გეგმა გაქვთ და გზაზე დგახართ, მაინც კარგია).
  • მე მაქვს საყვარელი სამსახური (და თუ ის ჯერ არ არის – ესე იგი სამუშაო გაქვთ, რომელიც ლუკმას გაჭმევთ და კიდევ შესაძლოა გაქვთ ჰობი, თქვენი სულიერებისთვის).
  • მე შემიძლია ვიხარო მზის სხივით, ჩიტების ჭიკჭიკით და გამვლელების ღიმილით.
  • მე მადლიერი ვარ ბედის და ღმერთის ყოველი განვლილი დღისთვის, რადგან მას მოაქვს ჩემთვის ამდენი აღმოჩენა. 

თუ თქვენ ჩვევად გექცევათ ამგვარი მადლიერების დღიურის წარმოება, მაშინ ყოველდღიურად მოიძებნება უფრო მეტი და მეტი სასიხარულო ფაქტი თქვენს ცხოვრებაში.
ცხოვრების უმაღლესი პილოტაჟი – როცა თქვენ რაღაცისთვის მადლიერების გრძნობიდან გადააბიჯებთ მადლიერების ტოტალურ შინაგან მდგომარეობაში. აქ იწყება შინაგანად მადლიერების გამოსხივება ყველაფრისთვის, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება.

პრაქტიკა „მადლიერება“

ყოველ ჩვენგანს ჰაერივით სჭირდება მადლიერება. გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ჩვენ მას ველოდებით და უმეტესწილად ველოდებით სხვებისგან. გვსურს, რომ ჩვენი დამსახურებები, მიღწევები და გამარჯვებები იყოს შეფასებული და აღიარებული.
შეადგინეთ ნუსხა თემაზე: – ვისგან ველოდები მე მადლიერებას და რისთვის? აიღეთ კალამი, რვეული და ჩაიწერეთ „მე ველოდები მადლიერებას ….“
გამოგივათ ძალიან გრძელი სია და შემდგომ კითხეთ საკუთარ თავს: ვიცი კი, მე, თავად მადლიერების გამოხატვა? რამდენად ხშირად ვმადლობ მე საკუთარ თავს ან სხვებს? არ აქვს აზრი ელოდო მადლიერებას გარშემომყოფებისგან, დაიწყეთ ის საკუთარი თავით. როცა თქვენ იხდით მადლობას თანდათან ამჩნევთ, რომ იზრდება იმ ყველაფრის მიმღებლობა, სიხარული და დაფასება, რაც გაქვთ ცხოვრებაში. მადლიერება შესაძლოა ნებისმიერი ვიღაცის ან რაღაცის და იმდენჯერ, რამდენჯერაც თავში მოგივათ. მადლიერება მშობლებს იმისთვის, რომ მათ გაჩუქეს სიცოცხლე; მადლიერება სამშობლოს მშვიდობიანი ცისთვის; მადლიერება პლანეტას იმისთვის, რომ გვითმენს ჩვენი ექსპერიმენტებიანად; მადლიერება მზეს იმისთვის, რომ გვათბობს და გვინათებს; მადლიერება წვიმას, რათა კვებავს დედამიწას; მადლიერება თავსხმას მშვენიერი ცისარტყელასთვის; მადლიერება გრძელ ზამთარს, რათა შეგვიძლია ვისრიალოთ თხილამურებზე ან ვიგუნდაოთ ბავშვებთან ერთად და მადლიერება, რა თქმა უნდა, საკუთარ თავს საკუთარი ტალანტებისთვის, ნიჭისთვის, კეთილი ქცევებისთვის, პოზიტიური აზრებისთვის.

1. ჩემი მადლიერება

დავალება ძალიან უბრალოა, მაგრამ იმისათვის რომ ის ავტომატურად მუშაობდეს, მოგეთხოვებათ ყოველდღიური პრაქტიკა

შეადგინეთ იმ ყველაფრის სია, რისიც ხართ მადლიერი:

  • რისთვის შეიგრძნობთ მადლიერებას ცხოვრებაში / ბიზნესი / პროფესიონალური სფერო?
  • რისთვის შეიგრძნობთ მადლიერებას პირად ცხოვრებაში?
  • რისთვის ხართ მადლიერი საკუთარი თავის?

ყოველდღიურად შეადგინეთ ახალი ჩამონათვალი, შეეცადეთ პასუხები არ მეორდებოდეს.

2. მადლიერების გამოხატვის, მადლობის გადახდის პრაქტიკა
იმის შემდეგ რაც თქვენ შეადგინეთ მადლიერების პუნქტების ჩამონათვალი, ჩაატარეთ მცირედი პრაქტიკა, რომ შეიგრძნოთ მადლიერება და მხოლოდ არ ფიქრობდეთ მასზე.

  • დაიკავეთ ხელსაყრელი მდგომარეობა, პოზა, დახუჭეთ თვალები, ყურადღება გაამახვილეთ სუნთქვაზე.
  • გააკეთეთ სამი ღრმა ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა გულიდან.
  • გაიხსენეთ ცხოვრების ნებისმიერი მომენტი, როცა თქვენ გრძნობდით მადლიერებას… იმისათვის, რომ თქვენ რაღაც გაგიკეთეს. ეს არის მომენტი, როცა შიგნიდან მოდის ძლიერი ტალღა.
  • დაიჭირეთ მადლიერების შეგრძნების ეს ტალღა.

დაუბრუნდით თქვენს ჩამონათვალს, სიას. კონცენტრირდით მის პირველ პუნქტზე.
ჩემგან მადლიერება გაიცემა , ან მე მადლს ვიძლევი, ან სულაც მე მადლობას ვამბობ, მადლიერი ვარ ….
შეიგრძეით როგორ იხსნება ამ დროს თქვენი გული და სიღრმიდან ძლიერი ტალღა მოემართება გარეთ.

და ასე მიყვები შემდეგ პუნქტებს.

მომდევნო დღეებში გაიმეორეთ მადლიერების გამოთქმის პრაქტიკა ახალი სიით.

აუცილებელია არა მხოლოდ პირით წარმოთქვათ მადლობა, არამედ თითოეულმა თქვენმა უჯრედმა იგრძნოს მადლიერება.

3. გაუზიარეთ თქვენი მადლიერება მეგობრებს

განათავსეთ თქვენი მადლიერების ჩამონათვალი სოციალურ ქსელში. პირველ დღეს პირველი სია, მეორე დღეს მეორე სია და ა.შ. ამავდროულად ახსენით რისთვის ხართ მადლიერი.
ეს არის საუკეთესო მეთოდი მოანდომოთ თქვენს მეგობრებს იგივეს გაკეთება.
და თუ არ სარგებლობთ სოციალური ქსელებით, სხვა გზებით მოახერხეთ გამოავლინოთ ეს მადლიერება.

4. სავარჯიშოები მადლიერების დასწავლისათვის:

ამოარჩიე 10 ადამიანი, რომელთაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ თქვენს ცხოვრებაში და გადაუხადეთ მათ მადლობა. გამოთქვით მათ მიმართ აღიარებითი და მადლიერი ფრაზები. შესაძლოა ეს გააკეთოთ პირადად, მაგრამ თუ ეს დიდ დროს თხოულობს, შეგიძლიათ დაწეროთ მათთვის წერილები და პერიოდულად წაიკითხოთ.

გაიხსენეთ ყველაზე მნიშვნელოვანი სიტუაციები თქვენს ცხოვრებაში, თქვენი მიღწევები და წარუმატებლობები. სამყაროს ამ ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეთ. ეს იყო თქვენი გამოცდილება, თქვენი შრომა, რომელიც გეხმარებათ მეტად ჭკვიანი ნაბიჯები გადადგათ შემდგომში.

ყოველდღიურად გადაუხადეთ მადლობა:

  • 10-ჯერ საკუთარ თავს (იმისთვის, რაც გაქვთ და რასაც აკეთებთ)
  • 10-ჯერ სხვა ადამიანებს – ახლობლებსაც და შორებლებსაც
  • 10-ჯერ სამყაროს იმისთვის, რასაც გაძლევთ

გადაიხადეთ მადლობა რაც შეიძლება ხშირად: ტრანსპორტიდან ჩამოსვლის დროს მძღოლს მადლობა, გამყიდველს, ფოსტის მუშაკს, დამლაგებელს, თანამშრომელს, მეზობელს – ყველას მადლობა. მადლიერების გრძნობა არა მხოლოდ უნდა განავითარო, არამედ უნდა გააძლიერო საკუთარ თავში.
საქმე ის არის, რომ ადამიანების უმეტესობა იღებს კეთილ საქმეებს და მოვლენებს ისე, თითქოს ასეც უნდა იყოს, თითქოს ეს ჩვეულებრივია.
ყველაფრისთვის ცხოვრებაში უნდა იყოთ მადლიერი, ამასთანავე უარყოფითი მოვლენებისაც კი. თუ შეგემთხვათ ცხოვრებისეული სიმძიმე, ავადმყოფობა, კონფლიქტი, მაშინვე ნუ დაიწყებთ საყვედურებს სამყაროს და გარშემომყოფების მიმართ. თქვენ ვერ ამჩნევთ, რომ ნეგატიური მოვლენები მაშინვე ჩადგება რიგში და იწყებს თქვენსკენ მოზიდვას.
თუ შევხედავთ სიტუაციას სხვადასხვა მხრიდან, მასშტაბურად თქვენ გეგზავნებათ გამოცდები, რომლებიც აუცილებლად უნდა გადალახოთ. აბა, დაფიქრდით რისთვის? იმისთვის, რომ გაძლიერდეს თქვენი მორალური სული, ეს იყოს ბიძგი ქმედებისკენ და განვითარებისკენ. 
ასე, რომ საყვედურების ნაცვლად იყავით მადლიერი იმისთვის, რაც გეძლევათ და იმის მაგივრად, რომ ანთხიოთ ნეგატივი, ადანაშაულოთ ყველა გარშემო საკუთარ გაუმართლებლობაში, გადაიხადეთ მადლობა გამოცდილებისთვის.
მადლიერება სულიერად გვამდიდრებს. თვითონ სიტყვას ჩაუკვირდით მადლი-ერება. რა უნდა იყოს ამაზე ფასეული. ეს სიტყვა შეითავსებს იმდენ პოზიტიურ ენერგიას, იმდენ სიღრმეს, რომ არ შეიძლება მისი უგულებელყოფა.

გადაიხადეთ მადლობა რაც შეიძლება ხშირად!
იყავით გახსნილი სამყაროს მიმართ! არ არის ძნელი წარმოთქვათ სულ ერთი სიტყვა – მადლობა!
უდიდესი ეფექტი იმალება ამ სიტყვის უკან. 
სწავლულებმა დაადგინეს, რომ ადამიანები, რომლებიც გამოხატავენ მადლიერებას, ბევრად ჯანმრთელები და ენერგიულები არიან. 

კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ მადლიერების გამოხატვაში გავარჯიშება და პრაქტიკის მიღება საჭიროა მაშინაც, როცა რთული პერიოდი გაქვთ. მხოლოდ მადლიერების დახმარებით შეიძლება გაუმკლავდე სირთულეებს, გადალახო გაუმართლებლობა და ისწავლოთ გარშემო ბევრი კარგის და სიკეთის დანახვა, რაც ნეგატივის ფონზე შეუმჩნეველი რჩება, ანდა თქვენი გული არ იღებს მას.

მადლიერების გრძნობის განვითარების მეთოდები

არსებობს რამდენიმე შესანიშნავი მეთოდი, რომ მადლიერების გამოხატვის პრაქტიკა შემოვიდეს და გამყარდეს თქვენს ცხოვრებაში.

მადლიერების დღიური

ძალიან სასარგებლოა ძილის წინ ჩაიწეროთ რამოდენიმე ფაქტი ან მოვლენა, რისთვისაც ხართ მადლიერები. თუ იგრძენით რამე სიკეთე არ გაატაროთ და ჩაწერეთ. ეს შეიძლება იყოს ყველაფერი დაწყებული საკუთარი თავიდან, ოჯახის წევრებიდან დამთავრებული უცხო ადამიანებით.

შეეცადეთ ხშირად გადაუხადოთ მადლობა გარშემომყოფებს

უთხარით მადლობა ყველას, ვინც ამას იმსახურებს, რათა მათ იცოდნენ, რომ მათი შრომა თქვენთვის სულერთი არ არის.

ისწავლეთ და იცოდეთ ყველაფერში დაინახოთ დადებითი მხარე

არის ასეთი ფაქტი, რომ ერთმა ადამიანმა აეროპორტში დაიგვიანა რეისზე, რომლითაც საქმიან შეხვედრაზე უდნა გაფრენილიყო. თვითმფრინავი მის გარეშე გაფრინდა, ეს ადამიანი იყო ძალიან გამწარებული, აპირებდა საჩივრის შეტანას, მაგრამ ძალიან მალე, აფრენიდან ერთი საათიც არ იყო გასული, როცა შეიტყო, რომ ეს თვითმფრინავი ჩამოვარდა. ის იყო შოკირებული და მომენტალურად საჩივრის მაგივრად დაწერა მადლობის წერილი. 

მადლიერება ეს არა მხოლოდ ტაქტიანობა და ზრდილობიანობაა, ეს არის სულიდან წამოსული კეთილგანწყობის ტალღა. ადამიანი, რომელიც მუდამ მადლიერია, ძალიან იშვიათად ექვემდებარება სტრესს.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი