მიხეილ ბატიაშვილი: „ჩვენი ამოცანაა შედეგი მივიღოთ კლასში, შედეგი მივიღოთ თითოეული ბავშვის დონეზე“

0
191
მიხეილ ბატიაშვილი: „ჩვენი ამოცანაა შედეგი მივიღოთ კლასში, შედეგი მივიღოთ თითოეული ბავშვის დონეზე“
„განათლების რეფორმის ფარგლებში ჩვენ ყველა მიმართულების განვითარებაზე უნდა ვიზრუნოთ და სკოლა იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და კონკრეტულ სკოლებში ჩვენს პედაგოგებს ჩვენი სპეციალისტები ადგილზე
ეხმარებიან, რომელიც არის მათი პედაგოგიური უნარების გადამზადების ერთ-ერთი ეფექტური გზა. ჩვენი ამოცანაა შედეგი მივიღოთ კლასში, შედეგი მივიღოთ თითოეული ბავშვის დონეზე“ – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა რეფორმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე.
მინისტრის თქმით, მთელი ამ რეფორმის ფარგლებში, მუშაობა მიმდინარეობს ადგილზე, პედაგოგებთან, სკოლის ხელმძღვანელებთან, რადგან შედეგს უნდა მივაღწიოთ ადგილზე.
„ეს არ არის პროგრამა რომელიც, პედაგოგმა სადღაც გაიარა დაბრუნდა სკოლაში, არამედ მუშაობა ხდება ადგილზე, რომელიც გულისხმობს პედაგოგის სასწავლო მასალებითა და ბავშვების საგაკვეთილო პროცესში უფრო აქტიურად ჩართვის უზღუნველყოფას. ვინაიდან, თუ არ შევცვალეთ მიდგომები საგაკვეთილო პროცესის მიმართ, მხოლოდ განახლებული
ინფრასტრუქტურა და კარგი სახელმძღვანელოები არ გაგვიყვანს შედეგზე. საგაკვეთილო პროცესში ბავშვის თავისუფლების შეტანის ძალიან კარგი მაგალითი, მსოფლიოს 10 საუკეთესო მასწავლებელთა ათეულში მოხვდა. ლადო აფხაზავას მიდგომა, სწორედ საგაკვეთილო პროცესში ბავშვების მეტი ჩართულობის უზრუნველყოფაა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია პედაგოგებთან ერთობლივი მუშაობა, რათა მოხდეს როგორც მათი კვალიფიკაციის ამაღლება, ასევე მიდგომის სწავლება თუ როგორ ვასწავლოთ“ – განაცხადა მინისტრმა.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი