მიხეილ ბატიაშვილი: განათლების რეფორმა ეფუძნება ორ მთავარ პრინციპს – პირველი, ეს არის ხელმისაწვდომობა და მეორე განათლების ხარისხი

0
13

მიხეილ ბატიაშვილი: განათლების რეფორმა ეფუძნება ორ მთავარ პრინციპს – პირველი, ეს არის ხელმისაწვდომობა და მეორე განათლების ხარისხი

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, განათლების სისტემის ტრანსფორმაცია ორ მთავარ პრინციპს – ხელმისაწვდომობას და განათლების ხარისხს ეფუძნება. განათლების რეფორმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს: „საქართველოს ბიუჯეტის 25 პროცენტი უნდა დაიხარჯოს ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფისთვის. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ინვესტირება
მომავალში, მომავალ თაობაში, რომელიც ვფიქრობთ, რომ წარმატებას მოგვიტანს. ნებისმიერი საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია აღიარებს, რომ განათლებაში ჩადებული 1 დოლარი ყველაზე მეტ უკუგებას იძლევა ეკონომიკაში. დღეს ამას აღიარებენ არამარტო განათლების სპეციალისტები, ისეთი საეთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცა
სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი“ – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
რაც შეეხება მეცნიერების ბიუჯეტს, მინისტრის თქმით, მეცნიერების ბიუჯეტი,
წარმატებული ქვეყნის ერთი კვლევითი ინსტიტუტის ერთი პროექტის ღირებულებას უტოლსება. ამიტომ აუცილებელია პრიორიტეტების გამოვლენა და ამ მიმართულებით კონცენტრირება: „გაზაფხულზე ვგეგმავთ ორ ძალიან დიდ ღონისძიებას, რომლის ფარგლებშიც საქართველოში ბევრ უცხოელ წარმატებულ მეცნიერთან ერთად ჩამოვა ბევრი ქართველი წარმატებული მეცნიერი. სწორედ მათთან ერთად ვიმუშავებთ ამ პრიორიტეტებზე. კერძოდ, რა არის ეს პრიორიტეტები და მეცნიერების დაფინანსების რა მექანიზმები შეიძლება შევქმნათ. ეს უნდა მოხდეს ეროვნული კონსესუსის დონეზე და არა
ცალსახა, კაბინეტური გადაწყვეტილებების საფუძველზე. ასევე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა. შესაბამისად, ეს დაფინანსება არის კარგი საშუალება შევქმნათ მათში ინეტრესი, რაც შეიძლება მეტი დრო დაუთმონ კვლევებს“განაცხადა მინისტრმა

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი