ჰენს აიზენკის ფსიქოლოგიური ტესტი

0
808

ლონდონის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის საპატიო პროფესორი, ფსიქოლოგიაში ბიოლოგიური მიმართულების ერთ-ერთი ლიდერი, პიროვნების ფაქტორული თეორიის შემქმნელი.

ახალგაზრდობაში აიზენკი გატაცებული იყო ასტროლოგიით. გერმანიაში ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გადასახლდა ინგლისში. განათლების მიღებას აპირებდა ლონდონის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე, მაგრამ იმის გამო, რომ ინგლისში გერმანიისგან განსხვავებით აბიტურიენტებისადმი იყო სხვა მოთხოვნები, მან აირჩია და დაამთავრა ფსიქოლოგიის ფაკულტეტი (მიიღო ფილოსოფიისა და სოციოლოგიის დოქტორის ხარისხი).

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იქვე დაიწყო მუშაობა ფსიქოლოგ-ექსპერიმენტატორად. შემდგომში მოღვაწეობდა ფსიქიატრიის ინსტიტუტთან არსებული მაუდსლისა და ბითლების ჰოსპიტლების პსიქოლოგიის განყოფილებაში (რომელიც თავად დააფუძნა), შემდეგ ლონდონის უნივერსიტეტთან არსებული ფსიქოლოგიის ინსტიტუტის პროფესორად.

ჰ.ი. აიზენკი  ”ნევროზის წარმოქმნის სამფაზიანი თეორიის”- კონცეპტუალური მოდელის, რომელიც აღწერს ნევროზის განვითარებას, როგორც დასწავლილი ქცევითი რეაქციების სისტემას, ერთ-ერთი ავტორია. ამ ქცევითი მოდელის საფუძველზე შემდგომში შემუშავდა პიროვნების ფსიქოთერაპევტიული კორექციის მეთოდები, კერძოდ, ავერსიული ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი ვარიაცია. აიზენკი ჟურნალების «Personality and Individual Differences» და «Behaviour Research and Therapy» დამფუძნებელი და რედაქტორია.

მოცემული ტესტი შექმნილია ცნობილი ინგლისელი ფსიქოლოგის ჰ.აიზენკის მიერ, წარმოადგენს ფსიქოლოგიური ტესტის ერთ-ერთ წარმატებულ ნიმუშს და დღესაც არის პიროვნების ძირითადი თვისებების შეფასების ყველაზე გავრცელებული ტესტი. ტესტის პირველი ნაწილი ემსახურება ადამიანის ინტრავერტულობის და ექსტრავერტულობის ხარისხის გამოვლენას.

ეს ცნება შემოღებულია შვეიცარიული ფსიქოლოგის კ.იუნგის მიერ და წარმოიქმნა ლათინური სიტყვებიდან ”ექსტრა” – ”გარე”, ”ინტრა” – ” შიდა” და ”ვერტო” – ” მოპყრობა”. ჰ.აიზენკმა გამოიყენა კ.იუნგის მიდგომები და შეავსო საკუთარი განსხვავებული ხედვით. ტიპიური ექსტრავერტის დახასიათებაში ის აღნიშნავს მის გულღიაობას, ნაცნობობის ფართო წრეს, იმპულსურობას, ოპტიმისტურობას, ემოციებსა და გრძნობებზე სუსტ კონტროლს, ხოლო ინტრავერტი – მშვიდი, მორიდებული ადამიანია, რომელიც გარდა ახლობლებისა დისტანცირებულია ყველასგან. ის წინასწარ გეგმავს საკუთარ ქმედებებს, ყველაფერში უყვარს წესრიგი, მკაცრად აკონტროლებს პირად გრძნობებს.
ტესტის მეორე ნაწილის მეშვეობით შესაძლებელია თქვენი ემოციური მერყეობის ან პირიქით სტაბილურობის, გაწონასწორებულობის გამოვლენა.

ცალსახა ექსტრავერტი და ინტრავერტი პრაქტიკულად არ არსებობს, მაგრამ გარკვეული დიაპაზონის ფარგლებში ყოველი ჩვენთაგანი უფრო ახლოს არის ამა თუ იმ პოლუსთან.

ტესტი 1
ტესტი 2
ტესტი 3

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი