რა განსაზღვრავს ჩვენი წარმატებისა და ბედნიერების ხარისხს

0
421

ამ კითხვას არ გააჩნია ერთი კონკრეტული პასუხი. კაცობრიობის დაგროვილი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ არსებობს უამრავი ხერხი, რომლებსაც შეუძლიათ მაქსიმალურად გაზარდონ შანსი იმისა, რომ გვქონდეს პროდუქტიული, წარმატებული და ბედნიერი ცხოვრება. ამ სტატიაში თავმოყრილია ბედნიერი და წარამტებული ცხოვრებისთვის ყველაზე მეტად ხელშემწყობი ფაქტორი და ხერხი. 

გააანალიზე, რომ ხალხი სულაც არ ფიქრობს და დარდობს იმდენს შენ შესახებ, რამდენიც შენ გგონია – ბევრი ადამიანი ვერც კი შენიშნავს, რომ იყიდე ახალი მანქანა ან თუნდაც ახალი აქციები. შენ არ უნდა დააყრდნო შენი ბედნიერება სხვების შეფასებებს. თუ კი ისინი მაიცნ დაჟინებით გიყურებენ, ყურადღება არ მიაქციო მათ. თუ თქვენ თქვენს მიღწევას სხვისი შექების რაოდენობით და საზომით ზომავთ, თქვენი შფოთი და უკმაყოფილება უსაზღვროდ გაგრძელდება, რაც აფერხებს თქვენს წარმატებას და აქვეითებს ბედნიერების ხარისხს. აკეთე შენი საქმე ხარისხიანად და სხვა ადამიანებმა რაც უნდათ, ის თქვან. 

იმ ადამიანებს, რომლებსაც ნამდვილად უყვარხარ, არ აინტერესებთ შენი მიღწევები და შენი ქონება. ისინი მხოლოდ შენზე ფიქრობენ და ზრუნავენ – სასურველია იცოდე, როდესაც ადამიანი გილოცავს ახალ სამსახურს, მას შურს თუ მთელი გულით უხარია შენი წარმატება ვერ გაიგებ. და როცა იპოვნი იმ ადამიანებს, რომლებსაც უყვარხარ, გაუკეთე მათ ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეგიძლია, ისინი შენი სიმდიდრეები არიან. ამას ქვია ნამდვილი, ჭეშმარიტი სიყვარული. ასეთი ადამიანები უპირობოდ გიდგანან გვერდში და ყოველთვის გიქმნიან საიმედო საყრდენს წარმატების და ბედნიერების გზაზე. 

ცხოვრების ფულზე აწყობა არ მოგიტანს ბედნიერებას – ფოკუსირდი შენს ემოციებზე და არა გადახდილ ჩეკებზე. საყვარელი საქმე ყოველთვის ფულით არ ფასდება, მთავარია მიიღო შედეგი. იყო ასეთი შემთხვევა, როცა ადამიანმა მთელი თავისი ცხოვრება და კარიერა მიუძღვნა რამოდენიმე ძვირფასი, ანტიკვარული ფიგურის ყიდვას და საბოლოოდ ისე გარდაცვალა, რომ მათთან შეხებაც კი ვერ მოასწრო. ფული მნიშვნელოვანია, მაგრამ არა მთავარი. იზრუნე შედეგზე, რომელიც პირველ რიგში დადებით ემოციას მოგიტანს. 

ვალი არ არის დაუსრულებელი გადასახადი მოზრდილებისთვის – თუ ინვესტიციას დებ სწავლაში და კარიერაში, ვალად გეკისრება მისი გასტუმრება იმ საქმით, რომელიც შემოსავალს მოგიტანს, თუ ეს ფინანსური ვალია. ასევე შეიძლება ეს ვალი იყოს ადამიანური რესურსი, რომელსაც აუცილებლად უნდა დაუდო საზომი, რადგან მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ნორმად ითვლება, არ გადაიქცეს დაუსრულებელ ჩვევად, რომელიც მოზრდილობაში წაგყვება. მან შეიძლება სერიოზულად გაარღვიოს შენი ფინასნები და ენერგეტიკული რესურსი. 

მთავარია მჭერმეტყველება, რათა ადრესატს სწორად მიაწოდო სათქმელი – განსაზღვრე რისი ინტერესი და მოლოდინი გაქვს ადამიანებისგან, რისი მიღება გინდა და შეგიძლია მათგან, რომ უკეთესად ჩამოაყალიბო სათქმელი და მოახდინო სხვებზე შთაბეჭდილება. სათქმელი უნდა იყოს მოკლე, ლაკონური და ამომწურავი, მოზომილად შეიცავდეს თხოვნას და მოთხოვნას. როდესაც იცი როგორ უნდა ისაუბრო იმისათვის, რომ სხვების აზრებში შეაღწიო, შეცვალო ან სასურველი გადაწყვეტილება მოიპოვო, შედეგიც აუცილებლად დადგება. გააღრმავე ნდობა სხვა ადამიანებში და შენ მოგეცემა ურთიერთობის ნამდვილი ძალა. 

საკუთარი თავის მიმართ პასუხისმგებლობიდან გამომდინერე გეკისრებათ პასუხისმგებლობა ყველას მიმართ – შენ გვაქვს ჰუმანური პასუხისმგებლობა ყველა ადამიანს, ვისაც სჭირდები, შეთავაზო დახმარება. საბოლოო ჯამში, შენ ორიენტირებული ხარ საკუთარ თავზე, პიროვნულ ზრდაზე და ამ გზით შესაძლოა იპოვო წარმატება და ბედნიერება. 

მზად იყავი მოულოდნელობებისთვის – დიდი და მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრისას ყოველთვის იქონიე სათადარიგო გეგმა. ყოველთვის გახსოვდეს ცოდნის მნიშვნელობა და რომ მისი არ ქონდა დიდი ქაოსია, რომელიც აუცილებლად დაარტყამს შენს კარიერულ ცხოვრებას. მუდმივად იყავი საქმის კურსში, რა ხდება შენს კომპანიაში, იცნობდე კანონმდებლობას და იცოდე ამ საკითხის შესახებ მთავრობის პოზიცია. 

არ მისცე სხვებს უფლება განგსაზღვრონ შენ – სანამ შენსა და მეორე მხარეს შორის იქმნება ახალი კომუნიკაცია, არ მისცე სხვა ადამიანებს, იდეოლოგიებს იმის უფლება, რომ ააგონ და წარმართონ ეს ურთიერთობა თავის სასარგებლოდ, ანუ გიკარნახონ ვინ ხარ და რომელი პოზიცია გიჭირავს. 

იმაზე მეტზე უნდა წახვიდე, ვიდრე საჭიროა – იმისათვის, რომ წარამტებული ადამიანი იყო, გააკეთე იმაზე უკეთესად, ვიდრე სხვა ამას აკეთებს და როდესაც წარმატებას მიაღწევ, გააკეთე სწორი შეფასება, საკუთარ თავს ჩაუდექი კონკურენციაში, რომ შემდეგი ნაბიჯი იყოს გაცილებით ეფექტური და უკთესი. 

საკუთარი ცნობიერების ამაღლება ძვირფასია – თუ შენ შეგიძლია საკუთარი თავის გაგება და მიღება ისეთის როგორიც ხარ, სხვაც აუცილებლად შეძლებს შენს გაგებას და მიღებას. ასევე შენც გეძლევა შესაძლებლობა სხვა ადამიანების მარტივად მიღების. ურთიერთობის ეს ფორმა აადვილებს წარმატების მიღწევის გზებს. 

მიკერძოებულობა გავლენას ახდენს ყველაფერ იმაზე, რასაც შენ აკეთებ – სამყაროს შენეული ხედვა განაპირობებს ყველა შენს გადაწყვეტილებას. თუ შენ კარაგდ იცი შენი მიკერძოებული აზრები, შეგიძლია მინიმუმამდე დაიყვანო ისინი და გააკეთო არა ის, რაც შენ სუბიექტურად გინდა, არამედ ის, რასაც სიტუაცია ობიექტურად მოითხოვს. თუ შენი ხედვა აზრების ვიწრო სპექტრზეა ორიენტირებული, მაშინ გადაწყვეტილებაც იქნება შესაბამისად ვიწრო და ნაკლებადმნიშვნელოვანი. შესაბამისად, თუ კი შენ გააფართოვებ ხედვას, გაზრდი მის არეალს, შესაბამისად გადაწყვეტილებაც იქნება გაცილებით დიდმნიშვნელოვანი და წარმატების მეტ საფეხურზე ორიენტირებული. 

აწმყოთი ცხოვრება დაგეხმარება მოვლენათა სწორ ფოკუსირებაში წარსული არის დრო, სადაც ჩვენ ცვლილებების შეტანა არ შეგვიძლია და მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ გაკვეთილების და გამოცდილების სახით. თუ წარმატების მიღწევა გსურს, მიიღე ის ჭეშმარიტება, რომ წარსულს ვერ შეცვლი და დატოვე ის წარსულში. მხოლოდ წამოიღე იქიდან გამოცდილება, რომელიც აწმყოში გამოგადგება წარმატებისკენ გზის ნაკლები შეცდომებით გასავლელად და ამ გამოცდილების ფონზე გააკეთე ის, რაც შენ წინაა. იცხოვრე დევიზით – აქ და ამჟამად. 

განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები ამდიდრებენ შენს ცხოვრებას და გამოცდილებას – გარშემო თუ ზუსტად შენნაირად მოაზროვნე ადამიანები გეყოლებიან, ეს შეზღუდავს შენს კრეატიულობას, მაგრამ გვერდით თუ განსხვავებული ადამიანები იტრიალებენ, ისინი გეხმარებიან ისწავლო მეტი, მალე გაიზარდო და განვითარდე. ერთნაირი აზრის მქონე ადამიანებში წყდება შემოქმედებითობა, წინააღმდეგობრიობა, აზრთა ჭიდილი და ის ერთადერთი აზრი უპირობოდ მიიღება. ამის გამო წარმოშობილი აზრი დომინირებს და ალტერნატიულ აზრს არა თუ გასაქანი არ აქვს, არც კი წარმოიშვება. განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებში იბადება კამათი, აზრთა ჭიდილი, ალტერნატიული აზრების დაპირისპირება, შესაძლებლობათა მრავალფეროვნება და ჩნდება კრეატივი, რაც საშუალებას გაძლევს მიიღო საუკეთესოთა შორის საუკეთესო გადაწყვეტილება. 

მეტი და მეტი იმოგზაურე – იმოგზაურო ბევრი იმას არ ნიშნავს, რომ ცხოვრების ახალ პერსპექტივებს მხოლოდ მოგზაურობა გაგიხსნის, მაგრამ მოგზაურობას არსებითი მნისვნელობა აქვს ადამიანის ტვინის და აზროვნების გადახალისებაში. ის შენს ტვინს ცოტახნით დაასვენებს და დაგეხმარება სამსახურში დაბრუნდე „დარეფრეშებული“. ეს კი მომავალი წარმატების საწინდარია. 

მნიშვნელოვანია მოტივაციის შენარჩუნება, სანამ მიზანს მიაღწევდე – შესაძლებელია იყო რეალიზებული, მაგრამ ეს არ იყოს შენი სულის საზრდო და ჯერ საკუთარი თავი პროფესიულად არ გქონდეს ნაპოვნი, ამიტომ თუ ჯერ კიდევ არ გიპოვნია სამსახური, რომელიც გაბედნიერებს არ შეწყვიტო ძებნა. 

წარმატებისთვის და ბედნიერებისთვის აუციებლი პირობაა ჯანმრთელობა შენ ვერ ფოკუსირდები კარიერულ წინსვლაზე თუ დააიგნორებ საკუთარ ჯანმრთელობას. წარმატებისთვის აუცილებელად გჭირდება ჯანსაღი სხეული, ძლიერი ენერგია და ხალისი. 

რეპუტაციას უნდა გაუფრთხილდე – დაიცავი საკუთარი რეპუტაცია, ყველა შესაძლებლობით რაც გაგაჩნია. გამოიმუშავე ჩვევები, რომ იყო პატიოსანი, კეთილი, სანდო და სხვები აუცილებლად შეგამჩნევენ. მნიშვნელოვანია დაპირებული სიტყვის შესრულება, როგორც საკუთარ თავთან, ასევე სხვასთან მიმართებაში. ეს პირველ რიგში, გაგიზრდით საკუთარი თავის რწმენას და შემდეგ სხვა სხდება თქვენდამი დაჯერებული, იმატებს თქვენ მიმართ სანდოობა, რაც მომავალი პარტნიორების თუ დამკვეთების სიუხვის საწინდარია. 

გადაწყვეტილების მიღებისას არ უნდა გმართონ ემოციებმა – ემოციებს აქვთ უნარი უკონტროლოდ მართონ ადამიანი. გადაწყვეტილების მიღების მომენტი კი მეტად ემოციურია. თუ ადამიანს არ აღმოაჩნდა ამ ემოციის მართვის უნარი, მან შეიძლება მცდარი და წამგებიანი გადაწყვეტილება მიიღოს, რაც აუცილებლად სავალალოდ აისახება მის კარიერულ წარმატებაზე და პირად ბედნიერებაზე. გაბრაზებით ან პანიკით გამოწვეულმა რეაქციამ, შეიძლება დაშალოს და დაანაწევროს ადამიანი და მისი აზროვნება. ასეთ რეაქციას და მდგომარეობას შეუძლია მთელი შენი ცხოვრების ნამუშევარი ერთ წუთში წყალში ჩაყაროს. დაიცადე, სანამ დამშვიდდები და შემდეგ მიიღე დიდი გადაწყვეტილება. 

აპატიე სხვებს და საკუთარ თავს – ურთიერთობები არ არის ადვილი სამართავი და დიდ ენერგიას მოითხოვს. ადამიანის აზროვნება შეუზღუდავია და რამდენი ადამიანიც არსებობს, აზრიც იმდენია. ყველა ადამიანი ცდილობს თავისი აზრის დომინირებას, რის გამოც ხშირად წარმოიშვება საქმიანი თუ პირადი კონფლიქტები. ახლობლებსაც და უცხო ადამიანებსაც ერთნაირად შეუძლიათ გაწყენინონ და გაგიცრუონ იმედები. იმოქმედე შესაბამისად, ნუ დააიგნორებ შენს ინტერესებს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ჩატეხო ხიდი. ეს ძალიან დიდ ენერგიას წაგართმევს და დაგიტოვებს ისეთ შეგრძნებას თითქოს მექანიზმიდან საწვავი აორთქლდა. 

ეძებე უფრო მაგარი შემოთავაზებები – სამყარო ბევრად უფრო დიდი და მრავალფეროვანია, ბევრად მეტი შესაძლებლობაა მასში, ვიდრე შენ წარმოგიდგენია. კარგად გაარკვიე რისი მიღება გსურს მისგან, მოუსმინე შენს სურვილებს, ოცნებებს და შინაგან ემოციებს და შენი შესაძლებლობების გათვალისწინებით გააუმჯობესე მოთხოვნები. ყოველთვის ეძებე ახალი და ბევრად უკეთესი შემოთავაზებები. 

ცხოვრება ხანმოკლეა – არსებობს ანდაზა, რომ „გადადებული საქმე გადაგდებულია“, შესაძლოა მთლად ასე არ იყს, მაგრამ საქმის გადადება მის შეფერხებას, წარმატების დაგვიანებას ან დაკარგვას ნამდვილად ნიშნავს. მუდმივად შეეცადე იმოქმედო დროულად, მიყევი გეგმებს და ასე ბევრად კარგად შეძლებ საკუთარი დროის ეფექტურად გამოყენებას. 

უამრავი რამაა, რაც არ იცი – თუ არის დავალება, რომელსაც იცი, რომ სხვა უკეთესად შეასულებს, გაუგზავნე სხვას. თუ არის ისეთი გადაწყვეტილება მისაღები, სადაც არ გყოფნის კომპეტენცია, დაიცხრე ამბიცია, საკუთარ თავს გაუწიე წინააღმდეგობა და ამპარტავნებას არ მისცე უფლება ჩაგითრიოს მორევში. 

გჭირდება იყო პატიოსანი საკუთარ თავთან – თუ გინდა პიროვნულად განვითარდე, მნიშვნელოვანია უსიამოვნო და არასასურველ ფაქტებთან შეჯახების შემთხვევაში შეეცადე მიიღო ობიექტური გადაწყვეტილება და არა მხოლოდ საკუთარ მეზე დაყრდნობით გადაწყვიტო საკითხები. 

ბედნიერება არჩევანია – საქმისადმი შენი დამოკიდებულება შენს გადაწყვეტილებაში აისახება. აირჩიე ბედნიერება და ოპტიმიზმი ნებისმიერ სიტუაციაში, ეს მეტ წარმატებას მოგიტანს ვიდრე ნეგატივს. 

საკუთარი თავის რწმენა სხვა სამყაროში მოგახვედრებთ – როდესაც თვითონ გჯერა საკუთარი თავის, სხვები აუცილებლად დაიჯერებენ შენს ნათქვამს. 

ყველა მშიშარაა – დაიმახსოვრე, დამარცხების ყველას ეშინია. შიში ყველა დიდ გადაწყვეტილებას და მნიშვნელოვან ნაბიჯს ახლავს. წარმატება ჩვენი შიშების უკან დგას და ვინც მას ვერ გადალახავს, ვერც წარმატებას მიაღწევს. წარმატებულმა ადამიანებმა იციან, როგორ მიიღონ საკუთარი შიშები, როგორ შეიმცირონ შფოთვა და იყვნენ თავშეკავებულნი. 

ყველას სტკივა – სხვისი მდგომარეობის გათვალისწინება ძალიან მნიშვნელოვანია. სასურველია ყველას მიმართ შეძლებისდაგვარად იყო კეთილი. ძალიან მცირე ჟესტსაც კი შეუძლია სხვაზე დიდი ზემოქმედების მოხდენა. 

არაფერია იდეალური – ფილმების გარდა, რეალურ ცხოვრებაში ყოველთვის კარგი ადამიანები არ იმარჯვებენ, მაგრამ რაღაც გარკვეულ ეტაპზე დამარცხება არ ნისნავს იმას, რომ საბოლოოდ დამარცხდი ან ყველაფერში დამარცხდი. იამაყე იმით, რაც გაქვს, შენ აუცილებლად გაძლიერდები და გაბედნიერდები. 

წარმატების გზაზე მუდმივი ზრდა აუცილებელია ზრდაში ერთნაირად იგულისხმება სწავლაც და გამოცდილებაც. კარგია გყავდეს გმირი, რომელიც კარგ მაგალითს გაძლევს. მიუკერძოებელ ადამიანებს ხშირად სთხოვე რჩევა და მოაყოლე თავიანთი გამოცდილების შესახებ, რაც გააფართოვებს შენი აზროვნების და ცოდნის არეალს. მრავალთა გამოცდილების საფუძველზე შესაძლოა მიაგნო შენსას, მიხვდე თუ რა არის შენი და რა იმუშავებს შენ თავზე. 

წარმატების გზაზე მხოლოდ იღბალზე დაყრდნობა დიდი შეცდომაა სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, კარგი და ცუდი იღბალი არ იცის. მისთვის მისაღებია რა უნდა მოხდეს და რა არ უნდა მოხდეს. სამყარო უკან გვიბრუნებს წარმატებას ჩვენი გაცემული ენერგეტიკის შესაბამისად. თუ რაღაც ვერ მიიღე, იღბალი არაფერ შუაშია, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ მიღწევის შესაბამისი ენერგია ჯერ არ გაგიცია. აქედან გამომდინარე თუ იღბლის თეორიას მიყევი და თვლი, რომ არ გიმართლებს, ბრძოლას წყვეტ. შეიძლება ადვილია დანებდე, როცა ნიჭიერი და ბეჯითად მომუშავე ხარ, მაგრამ არ უნდა შეჩერდე. გახსოვდეს კარგი იღბალი მაშინ მოდის როდესაც მუდმივად წინ მიდიხარ.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი