შალვა ამონაშვილი:,,ერთი მასწავლებელი ყველას ელოდება ცხოვრებაში”

0
599

„ბავშვის აღზრდაში ერთ-ერთი მთავარი მცნებაა გვჯეროდეს, რომ ის თავისი მისიის მატარებელია. თქვენი შვილები თქვენთან თავიანთი გზებითა და მისიით მოვიდნენ. მათ შეიძლება გააგრძელონ თქვენი საქმიანობა, პროფესია, თქვენი ცხოვრების გზა და შეიძლება არც გააგრძელონ. ისინი შეიძლება თქვენნაირად ფიქრობდნენ, მაგრამ ამისი ვალდებულება არ აქვთ, არ არიან ვალდებულები თქვენნაირად იცხოვრონ. ისინი თავიანთი აზრებით და საქმეებით მოდიან. შეიძლება ასე იყოს, ან შეიძლება ისე იყოს. ჩვენ ეს არ უნდა გვეწყინოს. უბრალოდ შეუქმენით ყველა პირობა, რომ იპოვონ თავიანთი თავი. მოუსმინონ თავიანთ გულის ხმას და შემდეგ გამოუჩნდებათ გზები. თქვენ აჩვენეთ ერთიც, მეორეც, მეათეც რომ შემოვიდნენ ამ სამყაროში და დანარჩენი მათ გულისხმას მიანდეთ.

ბავშვი მოდის თავისი დანიშნულებით. ის არის სტუმარი შენს ოჯახში. ის უცხოპლანეტელივით ამოუცნობია. ბავშვი დიდი გამოცანაა და ჩვენ ის უნდა გამოვიცნოთ…“

  • ერთი მასწავლებელი ყველას ელოდება ცხოვრებაში, ყველა ადამიანს უნდა შეხვდეს თავისი მასწავლებელი ცხოვრებაში და არ გაუშვათ ეს შესაძლებლობა – იპოვეთ თქვენი მოსწავლე!
  • თუ ორიანს წერ და ხელი არ გიკანკალებს, არ განიცდი და ისე მოხაზავ, არ ვარგიხარ მასწავლებლად!
  • მასწავლებელო ისწავლე თვალებით აღზრდა!
  • ეცადე შენეული შტრიხი მოხაზო მოსწავლეში, რომ ამაღლდეს საკუთარ თავში!
  • ბავშვებს დღეს გადარჩენა უნდათ, ისინი შველას ითხოვენ თქვენგან!
  • ადამიანი, რომელიც ეძებს გზას ღმერთისკენ, ის არის ჰუმანური და აღზრდის ჰუმანურ თაობას!
  • პატივი ეცი ბავშვის უცოდინრობას (კორჩაკმა თქვა) და გაუკვალე მას გზა!
  • ბავშვს ეპატიება უცოდინრობა, გაზრდი, ასწავლი, გამოასწორებს…. განა ცოტაა დღეს სკოლაში ოროსანი, მით უფრო სამოსანი მასწავლებელი? რომელიც საკუთარ თავსაც პატივს სცემს და სხვებისგანაც ითხოვს პატივისცემას? მაშ რად არ პატიობთ მოსწავლეს ოროსნობას?!
  • ცოდნა მკვდარი ნივთიერებაა, არც კარგია და არც ცუდი, გააჩნია ვის ხელში მოხვდება. ამიტომ, ასწავლეთ ბავშვებს არა მხოლოდ საგანი, არამედ ჰუმანურობა, კეთილშობილება და შემდეგ მიეცით ცოდნა!
  • მოვიდა ახალი თაობა, პედაგოგიკა ძველია. ახალი ღვინო კი ძველ ტიკებს დახეთქავს!
  • რამდენი ბავშვიც გყავს, იმდენი გაკვეთილი უნდა გქონდეს თავში, როცა კლასში შედიხარ!
  • თუ ბავშვის სიყვარული ვერ დაიმსახურე, გაკვეთილს ვერ ჩაატარებ!

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი