დევიდ ჰოუკინსი – ძალა ძალადობის წინააღმდეგ

0
418

მეცნიერმა, ფსიქოლოგმა დევიდ ჰოუკინსმა (David R. Hawkins) თავის წიგნში „ძალა ძალადობის წინააღმდეგ“ (Power vs. Force) აღწერა ადამიანის ცნობიერების დონეების იერარქია. იერარქიის დონეებია: სირცხვილი, ბრალეულობა, აპათია, მწუხარება, შიში, სურვილი, რისხვა, სიამაყე, გამბედაობა, ნეიტრალიტეტი, მზაობა, მიღება, გონიერება, სიყვარული, სიხარული, სიმშვიდე, განათლებული ცნობიერების მიღწევა. მან აღმოაჩინა ადამიანის სულიერ განვითარებასა და ემოციურ მდგომარეობას შორის არსებული დამოკიდებულება და მოახდინა მისი გრადაცია. ჰოუკინსის სკალის მეშვეობით შესაძლებელია როგორც პირადი ენერგეტიკის, აგრეთვე მსხვილი გაერთიანებების და მთლიანობაში კაცობრიობის ევოლუციის დონეების დადგენა. ეს ძალზე საინტერესო მიდგომაა, რომელიც დაეხმარება ნებისმიერ ადამიანს, მისი მიმდინარე ცხოვრებისეული სიტუაციის გათვალისწინებით, გაარკვიოს – სად იმყოფება ამ იერარქიაში. 

ჰოუკინსმა განსაზღვრა თითოეული დონის დასახელება და აღწერილობა და აგრეთვე შექმნა ლოგორითმიული სკალა, რომელიც ახდენს გრადაციას 20-დან – 1000 ქულამდე. დაკვირვების შედეგად ჰოუკინსი მივიდა დასკვნამდე, რომ ადამიანთა მცირე რაოდენობა იმყოფება სკალის ზედა დონეებზე, უფრო მეტი კი – ქვედა დონეებზეა. მისი აზრით „ცნობიერების სკალის კრიტიკული წერტილი აღინიშნება 200 ერთეულის დონეზე, რომელიც აღიქმება პატიოსნებასა (მთლიანობა) და გამბედაობასთან (შემართებასთან) დაკავშირებულ დონეთ. ის წარმოადგენს სისუსტესთან ან ძალასთან მიზიდულობის ბალანსის, სისუსტისა და ძალის, ნეგატივური და პოზიტიური გავლენის გაწონასწორების წერტილს. 
200 ერთეულზე უფრო დაბალ დონეებზე ძირითად სტიმულს წარმოადგენს პირადი გადარჩენა, თუმცა სკალის ქვედა ნაწილში, უიმედობისა და დეპრესიის ზონაში, ამ მოტივის უკმარისობაც იგრძნობა. შედარებით უფრო მაღალი – შიშისა და რისხვის დონეები პირადი გადარჩენის მოტივებით წარმოშვებული ეგოცენტრისტული იმპულსებით ხასიათდებიან. სიამაყის დონეზე კი პირადი გადარჩენის მოტივი შესაძლოა გაიზარდოს სხვების გადარჩენის აუცილებლობის გაგებამდე. 
თუ თქვენ კითხულობთ ამ საკმაოდ რთულ მასალას ალბათ გამბედაობის დონეზე მაინც იმყოფებით, რადგან დაბალ დონეზე არ გაგიჩნდებოდათ პირადი განვითარების დონის გარკვევის შეგნებული ინტერესი. 
ჩვეულებრივ ნებისმიერ ადამიანს გააჩნია უპირატესობის მქონე „ნორმალური“ მდგომარეობა, მაგრამ დროთა განმავლობაში ის შეიძლება გადადიოდეს ერთი დონიდან მეორეზე. 
თავის ნაშრომში დევიდ ჰოუკინსი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ დაბლიდან მაღალ დონეზე ნებისმიერ გადასვლას თან მოსდევს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილება. „პიროვნების მიერ ნეგატივური და პოზიტიური გავლენებს შორის სადემარკაციო ზოლის გადაკვეთისა და გამბედაობის დონეზე გადასვლისთანავე სხვების კეთილდღეობა სულ უფრო და უფრო მეტად მნიშვნელოვანი ხდება მისთვის. პიროვნული ცნობიერების მიერ 500 ერთეულის დონის მიღწევისას სხვების ბედნიერება (საერთო კეთილდღეობა) ძირითად მასტიმულირებელ მოტივად იქცევა. 500 ერთეულზე უფრო მაღალი ცნობიერების დონეები ხასიათდებიან არა მხოლოდ პირადი, არამედ კოლექტიური სულიერების გააზრებაში დაინტერესებით, ხოლო 600 ერთეულზე უფრო მაღალ დონეზე კაცობრიობის კეთილდღეობა და განმანათლებლობის ძიება ძირითად მიზნად გვევლინება. 700-დან – 1000-მდე დონეებზე კი ცხოვრება კაცობრიობის გადარჩენას ეძღვნება. 
ადამიანის ცნობიერების დონე დგინდება პრინციპებით, რომლებსაც ის მიჰყვება. იმისთვის, რომ მიმდინარეობდეს ინდივიდის ცნობიერების სტაბილური ზრდა საჭიროა, რომ მან არ გადაუხვიოს პრინციპს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება წინა, უფრო დაბალ დონეზე დაბრუნება.“ 

სამყაროს აღქმა – ცნობიერების დონე – მოცემული დონის ემოციური მდგომარეობა: 

სირცხვილი (shame) – 20 – უგულებელყოფი, უმწეო სირცხვილი, დამამცირებელი ჩამოშორება. სიკვდილამდე ერთი ნაბიჯია. შესაძლოა აქ ადამიანი თვითმკვლელობაზეც ფიქრობს, ან თვითონ ის – სერიული მკვლელია. ანუ სხვანაირად რომ განვმარტოთ – ეს არის საკუთარ თავზე მიმართული სიძულვილი.
ბრალეულობა (guilt) – 30 – შურისმგებლური, მავნე ბრალეულობა, განადგურება დაგმობით. ერთი საფეხურით აღემატება სირცხვილის დონეს, მაგრამ აქაც ადამიანს შეიძლება გააჩნდეს ფიქრი თვითმკვლელობაზე. თავის თავზე ის ფიქრობს როგორც ცოდვილზე და საკუთარ თავს ვერ პატივებს წარსულში ჩადენილ საქციელს. 
აპათია (apathy) – 50 – დამგმობი, უიმედო აპათია, სასოწარკვეთილი უარყოფა. ადამიანი მუდმივად განიცდის უიმედობას, ან ტანჯავს საკუთარ თავს. ის სრულიად არის დარწმუნებული საკუთარ უძლურობაში. ცხოვრებაში მოუწყობელი, ან უთვისტომო, უსახლკარო მრავალი ადამიანია შეჩერებული ამ დონეზე. 
მწუხარება (grief) – 75 – გულზვიადი, ტრაგიკული მწუხარება, სავალალო გულდამძიმებულობა. უსასრულო სევდისა და დანაკარგების დონე. ამ დონეზე შეიძლება აღმოჩნდე საყვარელი ადამიანის დაკარგვის შედეგად. დამახასიათებელია დეპრესია. მაგრამ ის აპათიაზე უფრო მაღლა დგას, ვინაიდან ადამიანი იწყებს გაშეშებისგან გათავისუფლებას. 
შიში (fear) – 100 – დამსჯელი, მფრთხალი შიში , მღელვარება, საკუთარ თავში ჩაკეტვა. სამყარო ადამიანს სახიფათოთ და არასაიმედოდ ეჩვენება. პარანოიას მსგავსი მდგომარეობაა. ასეთ ვითარებაში მყოფ ადამიანს ესაჭიროება დახმარება, რათა ის ამაღლდეს ამ დონიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში ის დიდი ხნით შერჩება ისეთ ხაფანგში, როგორიცაა, მაგალითად, “დამთრგუნავი” ურთიერთობები. 
სურვილი (desire) – 125 – უარმყოფელი, იმედგამაცრუებელი ვნება, მოთხოვნილება მონურ მორჩილებაზე. ამ დონეზე მყოფი ჯერ არ არის დამძიმებული მიზნების დასახვითა და მიღწევით.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი