დაგროვილი არასასურველი ემოციების შედეგად მათი გაცნობიერების აუცილებლობა

1
929

ცხოვრების დინება და სხვადასხვა ტიპის ცხვრებისეული გამოცდილებები ადამიანებს სხვადასხვა მიმართულებით ასხვაფერებენ. ზოგ ადამიანს საგრძნობლად ეცვლება მიმიკა, ქცევა და მიხრა-მოხრა. უმეტესობა ადამიანებისა მოღუშული და უემოციო ხდება. საინტერესოა მიზეზები, თუ რა ცვლის ჩვენს გარშემომყოფებს. რა თქმა უნდა, მიზეზები ძალიან მრავალფეროვანი და განსხვავებულია ერთმანეთისგან.

მაშ ასე, რატომ ხდება, რომ ხალხის უმეტესობა ასაკის მატებასთან ერთად ნაკლებად იღიმება? ნაცნობია თქვენთვის „ქრონიკული დაღლილობა“? რატომ არის, რომ თქვენი გონება უფრო და უფრო იტვირთება ფიქრებით პრობლემებზე, კრიზისზე, განსაცდელსა და თუნდაც წარსულის მოგონებებზე… როგორც ვთქვით მიზეზი უთვალავია. საქმე ისაა, რომ განუკურნებელი წყენები არსად არ მიდიან. ისინი გროვდებიან და თავს იჩენენ დაღლილობაში, იმედგაცრუებასა და მთელ რიგ დეპრესიაში.

არასასურველი ემოციები ანადგურებენ ჯანმრთელობას. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ისეთი მძიმე ემოციები, როგორებიც არის წყენა და იმედგაცრუება, ანადგურებს ორგანიზმს. დღესდღეობით მეცნიერებმა სრულად დაადასტურეს, რომ ემოციები უზარმაზარი ძალით მოქმედებენ ცოცხალ უჯრედებზე. გამანადგურებელი ემოეციები, რომლებიც შენახულია ქვეცნობიერის საცავებში, აიძულებენ ჩვენს უჯრედს იმუშაოს არასწორად. 
დადებით ემოციურ პირობებში უჯრედი ჩვეულ რიტმში მუშაობს. ის ჰარმონიულად შერწყმულია მთელ ორგანიზმთან. მაგრამ, როცა ცნობიერში ჩნდება და არაცნობიერში გროვდება წნეხი, ბრაზის, რისხვის, წყენის და სხვა არასასურველი ემოციების სახით, როცა სულიერი სიცარიელე ავიწროვებს სიმსუბუქეს და სიხარულს გულში, ორგანიზმში ერთად თავს იყრის ბევრი უარყოფითი ემოციური ველი, ასევე, ჩვენი უჯრედებიც ექვემდებარება ამ ცვლილებებს. ემოციებში და ორგანიზმში მიმდინარე ასეთი არასასურველი პროცესების დროს პირველ რიგში ზიანდება უჯრედი.

თავდაპირველად, თქვენი უჯრედი ცდილობს ადაპტირებას, მაგრამ, შემდეგ, როდესაც ვერ უმკლავდება მოცემულ დავალებას, თავის შიგნით ცვლის ნივთიერებათა ცვლის კურსს. ამ პროცესზე იხარჯება ჭარბი ენერგია და ამიტომ თქვენ განიცდით მოჭარბებულ დაღლილობასა და შეუძლოდ ყოფნას. შემდეგ კი ჩნდება ტკივილი. ტკივილი- ეს არის ძახილი, რომლითაც ორგანიზმი შველას ითხოვს. თუ ჩვენ არ გვესმის ტკივილის ენის ან ვაყუჩებთ აბებით, მაშინ უჯრედი თვითონ იწყებს პრობლემის მოგვარებას. ფსიქოლოგიური ტკივილი თანდათან გარდაიქმნება სხვადასხვა მძიმე დაავადებად. 

არასასურველი ემოციები ანადგურებენ ურთიერთობებს, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის! ქვეცნობიერი თუ არ გათავისუფლდება ძველი წყენებისაგან, იმედგაცრუებისა და სიბრაზისგან, თქვენ ამ ემოციებს საშუალებას აძლევთ შეასრულონ თავიანთი შეუმჩნეველი საქმიანობა წლიდან წლამდე: შეცვალონ თქვენი მიმიკა, საერთო განწყობა, ადამიანებთან ურთიერთობა, მათ მიმართ განწყობა და მიმართვის ფორმები. შემდეგ კი თქვენ უნებურად გიჩნდებათ კითხვები: რატომ მიღალატეს, ზურგი მაქციეს, მაწყენინეს, ვერ გამიგეს, რატომ მიმატოვეს? ვინ არის ამაში დამნაშავე და რა შეიძლება გავაკეთოთ?

არასასურველი ემოციები ანადგურებენ კარიერას. ძნელია გაუძლო ყველა დარტყმას, რომელიც ცხოვრებას პერიოდულად მოაქვს. თუ თქვენ თქვენში ატარებთ ძველ ტვირთს, თქვენი კარიერა შეიძლება დაასრულოს ყოველმა მომდევნო დარტყმამ.

წარმოიდგინეთ მამაკაცი, რომელიც მუდმივად ფიქრობს თავის წარსულ წარუმატებლობაზე ბიზნესში. ამ შემთხვევაში, დრო მის წინააღმდეგ მოქმედებს. არ აქვს მნიშვნელობა ის ამაში თავის თავს დაადანაშაულებს თუ იმ ადამიანს, ვისი მხარდაჭერაც ქონდა. ამ შემთხვევაში, თუ ადამიანს არ შეუძლია პატიება და არ იცის როგორ გაასუფთაოს მისი ქვეცნობიერი, ასეთი ადამიანი ყოველ ჯერზე უფრო და უფრო სუსტდება.

ღირს თუ არა წლიდან წლამდე ატარო ძველი პრობლემების ტვირთი?

თუ თქვენი წარსული მოიცავს მტკივნეულ მოვლენებს, ემოციებს, თუ თქვენ ვერ აპატიეთ მათ, ვინც ტკივილი მოგაყენათ, მაშინ ხდება შემდეგი: მომხდარიდან მიყენებული ტანჯვა, ტკივილი, წყენა, აგრესია თანდათანობით ქმნის ემოციურ ჯაჭვს, რომლის ძირითადი რგოლი მოგონებებია. მოგონებები ამ მტკივნეულ წარსულ მომენტებს ისევ და ისევ ატრიალებს და იწვევს თქვენს განცდებს, უკმაყოფილებას , სინანულსა და ა.შ. ამ მოგონებათა ჯაჭვში პირველ რიგში თქვენ თავად ებმებით და ეს უარყოფითი ჯაჭვი იწყებს თქვენი ქმედების მართვას, ქმნის მოლოდინებს სხვა ადამიანების მიმართ, იძლევა პასუხებს თქვენ მაგივრად, ქმნის მიმიკას და სრულიად სხეულის ენას. რაც ნიშნავს, რომ ეს ჯაჭვი თქვენი ემოციური მართველია. ამ მოგონებებს მიაქვთ მთელი თქვენი ენერგია, თქვენ ცხოვრობთ წარსულით, თქვენ მას კვებავთ და აღარ გყოფნით ენერგია, რომ შექმნათ სასურველი აწმყო. ეს სისტემა არა მხოლოდ კარიერაზე, არამედ პირად ცხოვრებაზე და პირად ურთიერთობებზეც ასევე მოქმედებს. 

და რა არის გამოსავალი?

გამოსავალია წარსულში დაბრუნება, ყველა დაგროვილი უარყოფითი ემოციის გაცნობიერება და მათგან თავის გათავისუფლება და მათი მართვის სწავლა, რათა გარდავქმნათ ტკივილი სიხარულად, წყენა-პატიებად, აგრესია- სიყვარულად. წარსულში დაბრუნება ნიშნავს აპატიო აქ და ამჟამად შენ თავსაც და გარშემომყოფებსაც, გააანალიზო მოცემული მოვლენების მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, გაითავისო გაკვეთილი, მადლიერება გამოხატო შენი თავის და სხვა მონაწილეების მიმართ მიღებული გამოცდილებისთვის, რაც საშუალებას გაძლევთ ახვიდეთ განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე.

ავტორი:ეკა აბესაძე (ფსიქოლოგი)

1 გამოხმაურება

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი