გურამ წიბახაშვილის წიგნიდან – „80-იანების 100 ფოტოამბავი“

0
278
ბოლო 40 წლის განმავლობაში ძალიან ბევრმა რამემ გადაიარა ჩვენს თავზე. მანამდე თუ წინა თაობის ხალხი გვეუბნებოდა, რომ მათ გამოიარეს ომი, რომ ჩვენ ბედნიერად ვცხოვრობდით და არაფერი გვემუქრებოდა, ეს სულაც არ აღმოჩნდა ასე. 80-იანი წლებიდან მოყოლებული, ჩვენ გაცილებით მეტი რამ დაგვატყდა თავს.
ფოტოგრაფია ხომ რაღაც დონეზე ცვლილებების ამსახველი ხელოვნებაა. მასში ყველა ცვლილება ნათლად ჩანს, ამიტომ ფოტოამბებმა შეიძლება უკეთ დაგვანახოს და გაგვახსენოს, თუ რა ხდებოდა ერთი ეპოქის დასასრულს.
„ფოტო გადაღებულია 1988 წელს. კადრში ჩანს ირაკლი ჩარკვიანი, რომელიც სწორედ ამ დღეს გავიცანი. ტატო კოტეტიშვილი თავის სახლში იღებდა ფილმს და მეც იქ ვიყავი. პირველად სწორედ მან შემომთავაზა თავისთან ფოტოგრაფად მუშაობა… ამოვიდა ვიღაც ტიპი და მთხოვა, მეც გადამიღე ფოტოებიო. თავისებურად ერთობოდა, ჯერ ფეხსაცმელი გაიხადა, მერე შარვალი აიწია და გამოვიდა ასეთი ფოტო, რომელშიც ირაკლი საერთოდ არ ჰგავს საკუთარ თავს. ერთი კი ვიფიქრე, ნეტავ ეს ტიპი ვინ არის-მეთქი, მაგრამ მერე გავარკვიე, მისი მოთხრობებიც წავიკითხე. შემდეგ სიმღერა დაიწყო. რამდენიმე გამოფენასა და პროექტში ერთად ვმონაწილეობდით და ძალიან დავახლოვდით. მისი ძალიან ბევრი ფოტო მაქვს, მაგრამ აქ ყველაზე განსხვავებულად გამოიყურება.“

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი