განსაზღვრავს თუ არა თქვენს წარმატებას მეგობარი?

0
281
ერთმა ახალგაზრდამ ჰკითხა ძალიან წარმატებულ მამაკაცს „რაში მდგომარობს თქვენი წარმატების საიდუმლო? როგორ შეძელით თავი დაგეღწიათ სიღარიბისთვის და გამხდარიყავით წარმატებული, ბიზნესმენი?“
პასუხი იყო ძალიან მარტივი: „ვიწავლე მეგობრების სწორად შერჩევა“.
– გაგიგია მოსაზრება „მეგობარი გაჭირვებაში იცნობა“? – ჰკითხა ბიზნესმენმა ახალგაზდას.
– რასაკვირველია! მე ამ წესით ვცხოვრობ, კიდეც – გულწრფელად აღიარა ახალგაზრდამ.
– რადგან ჩემი აზრი გაინტერესებს, გეტყვი: დღეიდან დაივიწყე, ეს გამონათქვამი. რადგან ძირშივე მცდარია. დაიმახსოვრე: მეგობარი გამოიცნობა სიხარულში!
ახალგაზრდამ შეშფოთება და გაკვირვება ვერ დამალა.
– შეხედე… – გააგრძელა ბიზნესმენმა – როდესაც, რაღაც გარკვეული პრობლემის წინაშე დგახარ, თავს გრძნობ ცუდად, ხომ ასეა? და რას აკეთებ? გარბიხარ მეგობართან და უყვები. თუ მანამდე პრობლემა მხოლოდ შენ გეხებოდა, უკვე პრობლემა გაქვთ ორივეს, ორივე ხართ დაღონებული და გაოგნეული… მართალია?
– კი მაგრამ… ამავე დროს, ის ჩემი მეგობარია და მეხმარება ამ პრობლემის გადაწყვეტაში!
– ერთხელ და ერთი გარკვეულ საკითში და დონეზე კი, დაგეხმარება და გადაგიწყვიტავს, მაგრამ სრულიად პრობლემას, ზუსტად გეტყვი – ვერ მოგიგვარებს. ის უბრალოდ დაჯდება და დაიწყებს შენს შეცოდებას.
– ესეც არ არს ცუდი, ის მე თანამიგრძნობს! – მტკიცედ იცავდა თავის აზრს ახალგაზდრდა.
– შეცოდება, საშინელებაა! როცა ის ამას აკეთებს, შენც მასთან ერთად იწყებ საკუთარი თავის შეცოდებას. იმის ნაცვლად, რომ რამე გადაწყვიტო და იმოქმედო, ზიხარ და თავი გებრალება – არ გაიგამართლა, რომ ბედი არ გაქვს, არაფერი გამოგდის რაც არ უნდა ეცადო, ყველაფერში დამნაშავეა სხვა…
რადგან წარმატების საიდუმლო გაინტერესებს გეტყვი – მე გამიმართლა. ჩემს ცხოვრებაში იყვნენ მგობრები ვისაც არ ვეცოდებოდი და მითუმეტეს, ჩემს ნაცვლად არ აგვარებდნენ ჩემს პროლემებს. ისინი ხარობდნენ ჩემი მიღწევებით! წარმატების საიდუმლო მდგომარეობს შემდეგში – სინამდვილეში, თუ გაქვს პრობლემა ამოხსენი ის დამოუკიდებლად, ამის მერე წადი მეგობრებთან და ერთად აღნიშნეთ შენი მორიგი გამარჯვება. ადამიანის შეცოდებას, რა უნდა? შეცოდება ძალიან ადვილია . მაგრამ აი, გულწრფელად გაგიხარდეს მეგობრის წარმატება – ეს რთულია და ამას სწავალა სჭირდება. ეს არის ნამდვილი მეგობრობა, რომელმაც გამაძლიერა და შემაძლებინა გავმხდარიყავი ძალიან წარმატებული!
ვიცი, საკითხი გახდება საკამათო (არა ჩემთვის), მაგრამ ამის უკან პირადი გამოცდილება დგას. 
თარგმანი:თამარ კვარაცხელია

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი