ალფრედ ადლერი – აღმატებულისკენ სწრაფვა

0
445

ალფრედ ადლერის უდიდესი დამსახურება ფსიქოანალიზში არის ის, რომ მან გამოყო სოციალური ინტერესი, როგორც ადამიანის ქცევის მამოტივირებელი. აგრეთვე, მან შემოიტანა კრეატული მე–ს ცნება. ადლერთან მე განხილულია, როგორც მნიშვნელოვნად პერსონალიზირებული სუბიექტური სისტემა.

ანუ ადამიანის მე ეძებს იმ გამოცდილებას, რომელიც მას დაეხმარება ცხოვრების სტილის განხორციელებაში და თუ ასეთ გამოცდილებას ვერ პოულობს, ის თავად ქმნის მას. და მესამე შტრიხი არის, სადაც ადლერი აქცენტს აკეთებს პიროვნების უნიკალურობაზე.

ადლერი თვითოეულ ადამიანს განიხილავდა როგორც მოტივებს, შტრიხებს, ინტერესებს, ღირებულებების უნიკალურ სისტემას. ადლერის თეორიაში სექსუალური ინსტინქტის როლი მინიმუნამდეა დაყვანილი. მისი მიხედვით, ადამიანები, არა სექსუალური, არამედ სოციალური ბუნების არსებები არიან. მათ აღძრავს არა სექსუალური არამედ სოციალური ინტერესი. ადამიანები ცდილობენ განვითარდნენ თავის სტილში, სადაც სექსუალურ აღძვრას ექნება უმნიშვნელო როლი.

ადლერი პიროვნების ცენტრად მიიჩნევდა ცნობიერებას, სადაც ადამიანები – ცნობიერების მქონე არსებები არიან, ისინი აცნობიერებენ საკუთარ არასრულფასოვნებას და აღიარებენ იმ მიზნებს, რომლისკენაც მიისწრაფიან.

ადლერის მიერ შემუშავებული პიროვნების თეორია ძალზედ ეკონომიურია იმ გაგებით, რომ მისი კონსტრუქცია ემყარება სულ რამდენიმე ძირითად გაგებას. ესენია 1) ფიქტიური ფინალიზმი; 2) დომინანტობისაკენ სწრაფვა; 3) არასრულფასოვნების გრძნობა და კომპენსაცია; 4) სოციალური ინტერესი; 5) ცხოვრების სტილი; 6) კრეატული მე.

ადლერის აზრით მხოლოდ ფინალურ მიზნებს შეუძლიათ ახსნან ადამიანის ქცევები. განცდები, ტრამვები, სქესობრივი განვითარება არ მოგვცემენ ახსნას, მაგრამ პერსპექტივას, რომელშიც ისინი ჩანან, ინდივიდუალურ ხედვას, რომელიც ცხოვრებას ფინალურ მიზანს უქვემდებარებს შეუძლია ამის გაკეთება. ეს ფინალური მიზანი შეიძლება იყოს ფიქცია, მაგრამ ის წარმოადგენს რეალურ სტიმულს და იძლევა ქცევის საბოლოო ახსნას.

ადლერის ”აღმატებულობისკენ სწრაფვის” თეორიამ, მისმა წარმოდგენამ ადამიანის საბოლოო მიზნის შესახებ, გაიარა განვითარების სამი სტადია. 1) აგრესიულობა; 2) ძალაუფლების ფლობა, 3) აღმატებულობა.

აღმატებულობისაკენ სწრაფვაში ადლერი გულისხმობს – სწრაფვა სრულყოფილი შესრულებისაკენ. ადლერი მიიჩნევს, რომ ის თანდაყოლილია, ეს ცხოვრების ნაწილია, რომ ეს თავად ცხოვრებაა. ადლერი აღიარებს, რომ აღმატებულობისაკენ სწრაფვა შეიძლება გამოიხატოს ათასნაირი ხერხით და რომ ყოველი ადამიანი სხვადასხვანაირად აღწევს ან ცდილობს მიაღწიოს სრულყოფილებას.

ადლერის შეხედულებით არასრულფასოვნების შეგრძნება აღმოცენდება დეფექტურობის ან არასრულყოფილების გამო ცხოვრების ნებისმიერ სფეროში. ადლერი ამტკიცებდა რომ არასრულფასოვნების შეგრძნება არ არის პათოლოგიის ნიშანი, ის არის ადამიანის სრულყოფის მიზეზი. არასრულფასოვნების შეგრძნება შეიძლება იყოს არანორმალურად გადაჭარბებული, რის შემთხვევაშიც შეიძლება გაჩნდნენ გარკვეული ანომალიური მოვლენები. მაგრამ ანომალიურ გარემოებებში, არასრულფასოვნების შეგრძნება არის დადებითისკენ მამოძრავებელი ძალა. ადამიანებს წინ უბიძგებს ამ არასრულფასოვნების კომპლექსის დაძლევის სურვილი და მიყავს უკეთესობისკენ სწრაფვისკენ.

ცხოვრების მიზანი ადლერის აზრითარის არა სიამოვნება, არამედ სრულყოფილებისაკენ სწრაფვა. ადლერი თვლიდა რომ, სოციოინტერესი არის თანდაყოლილი. ადამიანები სოციალური არსებები არიან ბუნებით და არა ჩვევით. ამავდროულად როგორც ნებისმიერი მოცემულობა, ეს ბუნებრივი წინასწარგანწყობა არ ვლინდება სპონტანურად, ამისათვის აუცილებელია სწავლა. ადლერის თვალსაზრისით , ადამიანებს ამოძრავებს თანდაყოლილი სოციალური ინტერესი, რომელიც აიძულებს მას დაუმორჩილოს პირადი სარგებელი საერთო სიკეთეს.ექსპლუატაციას. სოციალური ინტერესი მოვიდა ეგოისტური ინტერესის შესაცვლელად. ცხოვრების სტილი – ესაა პიროვნების ფუნქციონირების სისტემური საფუძველი ; ესაა – მთლიანი, რომელსაც ექვემდებარებიან ნაწილები. ცხოვრების სტილი – წამყვანი იდეოგრაფიული პრინციპია, რომელიც ადამიანის უნიკალურობას ხსნის. ცხოვრების სტილი გააჩნია ყველა ადამიანს, მაგრამ ორი ერთნაირი ცხოვრების სტილით მცხოვრები ადამიანი არ არსებობს. ადამიანის ყოველი ქცევა განისაზღვრება მისი ცხოვრების სტილით.

ადამიანი აღიქვამს, სწავლობს, იმახსოვრებს მეხსიერებაში იმას, რაც აკმაყოფილებს ცხოვრების სტილს. ცხოვრების სტილი ფორმირდება ბავშვობაში, 5წლამდე ასაკში და ეს გაყვება ადამიანს მთელი ცხოვრება, რის შემდეგად ცხოვრების სტილი პრაქტიკულად შეუცვლელია. ადრეულ ნაშრომებში ადლერი ამბობდა, რომ ცხოვრების სტილი ძირითადად განისაზღვრება სპეციფიკური, წარმოსახვითი ან რეალური, არასრულფასოვნებით. ცხოვრების სტილი – არის კონკრეტული არასრულფასოვნების კომპენსაცია. კრეატიული მე ადლერის პიროვნების თეორიის უმაღლესი მიღწევაა.

როდესაც მან აღმოაღინა კრეატიული მე, დანარჩენი ცნებები გახდა მასზე დამოკიდებული. კრეატიული მე ძნელად ასაღწერია. ჩვენ შეგვიძლია მისი გამოჩენა, მაგრამ თავად მას ვერ ვხედავთ. ეს ადამიანზე მიქმედ სტიმულსა და ადამიანის რეაქციას შორის არსებული რაღაცაა. კრეატიული მეს თანახმად ადამიანი თავად ქმნის თავის პიროვნებას. ანუ ადამიანი თავად ქმნის ისეთ რაღაცას როგორიცაა მემკვიდრეობა და გამოცდილება.

კრეატიული მე აძლევს ცხოვრებას აზრს, ის ქმნის მიზანსა და მისი მიღწევის საშუალებას. კრეატიული მე ადამიანური ცხოვრების აქტიური დაწყებაა. ადლერმა აღმოაღინა დიდი ალბათობა იმისა რომ, უფროსი შუათანა და უმცროსი ბავშვების პიროვნება ოჯახში არსებითად განსხვავდება. მან აღწერა თვითოეული ბავშვის განცდების განსაკუთრებულობები როგორც სოციალური ჯგუფის წევრის. რიგით პირველი დაბადებული – უფროსი ბავშვს ეთმობა დიდი ყურადღება, მანამდე სანამ მეორე ბავშვი არ გაჩნდება. ამის მერე პირველი ბავშვი რჩება ყურადღების გარეშე, რომ აღარ არის ყველასთვის საყვარელი და უნდა გაუყოს მან ახალდაბადებულ ეს ყურადღება და მშობლებისადმი მიჯაჭვულობა. ამ განცდამ შეიძლება უფროს ბავშვზე იმოქმედოს და მაგალითად გამოიწვიოს ზიზღი ადამიანებისადმი, საშიშროების გრძნობა და ა.შ.

ადლერის დაკვირვებით პირველი ბავშვები უმეტესად არიან ლოთები, გარყვნილები, დამნაშავეები, ნევროტიკები და ა.შ. მეორე შუათანა ბავშვი ხასიათდება ამბიციურობით. ის გამუდმებით ცდილობს გაუსწროს უფროსს. ყველაზე უმცროსი ბავშვი ”გაფუჭებული” ბავშვია. მას უფროსის კვალდაკვალ გააჩნია მეტი შანსი იყოს ბავშვი პრობლემებით.

ავტორი:მაკა მაზმიშვილი

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი