ფილიპ ზიმბარდო – ალტრუიზმი და პროსოციალური ქცევა

1
402

თითქმის ყველა ტრაგედიის შემდეგ ხედავთ სურათს, რომ ადამიანები თავიანთი სიცოცხლის
რისკის ფასად ცდილობენ სხვა ადამიანების სიცოცხლის დაცვას. მაგალითად, გავიხსენოთ ოკლაჰომა სიტის დაბომბვით გამოწვეული საშინელება. ალფრედ ა. მურაჰის დანგრეული სახლი და მთელი ქვეყნიდან ჩამოსული ადამიანების გაწეული ერთიანი ძალისხმევა იმ იმედით, რომ აღმოაჩენდნენ და დაეხმარებოდნენ გადარჩენილ ადამიანებს. ასეთი ტრაგედიები ააშკარავებენ ადამიანის, როგორც სახეობის, პოტენციალს, განახორციელოს პროსოციალური ქცევები, ანუ ისეთი ქცევები, რომელთა მიზანი სხვა ადამიანების დახმარებაა.

მეტიც, ეს ტრაგედიები ხშირად ააშკარავებენ ალტრუიზმს – ისეთ პროსოციალურ ქცევებს, რომლებსაც ადამიანები თავიანთი საკუთარი უსაფრთხოებისა და ინტერესების გათვალისწინების გარეშე ახორციელებენ. ის, რასაც ჩვენ კულტურას ან საზოგადოებას ვუწოდებთ, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ერთმანეთის დახმარების სურვილს. როგორც
კულტურის ან საზოგადოების წევრები, ადამიანები თანამშრომლობენ და მსხვერპლადაც კი ეწირებიან სხვების კეთილდღეობას. ამ თავს იმის განხილვით დავიწყებთ, თუ რატომ სურთ ადამიანებს ალტრუისტული ქცევების განხორციელება.

ალტრუიზმის ფესვები
დავიწყოთ ამერიკულ ყოველდღიურ გაზეთში გამოქვეყნებული ალტრუიზმის კონკრეტული მაგალითით: სანაპირო დაცვის თანამშრომელმა სამშაბათს, სამხრეთის სახელმწიფო გზატკეცილზე, პროსოციალური ქცევები, რომლებიც სხვა ადამიანების დახმარების მიზნით სრულდება. რომლებსაც ადამიანი თავისი საკუთარი უსაფრთხოების ან ინტერესების გათვალისწინების გარეშე ასრულებს.

ლინდენჰარსტში, თავისი მანქანა წინ ჩაუყენა და ამით გადაარჩინა კონექტიკუტელი კაცი,
რომლის მანქანამაც გზიდან გადაუხვია. „მე წინ ჩავუდექი და სპეციალურად დავაჯახებინე
მანქანა, რათა ამით შემეჩერებინა ის“, _ განაცხადა 25 წლის მძღოლმა: – „ეს ერთადერთი საშუალება იყო, რითაც მე მისი შეჩერება შემეძლო”.

რა რეაქცია გქონდათ ამ ამბავზე? შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ თქვენი სიცოცხლის ან, თუნდაც, თქვენი მანქანის გარისკვა ვინმეს სიცოცხლის დასაცავად, რაგორც ამ შემთხვევაშია აღწერილი? რას ფიქრობდა საკუთარ თავზე სანაპირო დაცვის მძღოლი?
გჯერათ, რომ ქცევის განხორციელებამდე მან გამოთვალა მოგება და წაგება?

როდესაც ამ მამაცი მძღოლის ქცევის მსგავს მაგალითებს ნახავთ, სრულიად ბუნებრივია, დაასკვნათ, რომ ადამიანებს გააჩნიათ ალტრუიზმის ბაზისური, წმინდა ადამიანური მოტივაცია. ფაქტობრივად, ალტრუიზმის არსებობა ზოგჯერ წინააღმდეგობრივია. იმის გასაგებად, თუ რატომაა ასე.

ევოლუციური მოძღვრების თანახმად, სიცოცხლის მთავარი მიზანი საკუთარი თავის რეპროდუქციაა, რაც ერთი არსების მიერ მეორესთვის საკუთარი გენების გადაცემას გულისხმობს. რას ნიშნავს ალტრუიზმი ამ შემთხვევაში? რატომ უნდა დააყენოთ თქვენი სიცოცხლე სხვების დახმარების გამო საფრთხის ქვეშ? ამ კითხვაზე ორი პასუხი არსებობს იმისდა მიხედვით, თუ რას ვიგულისხმებთ „სხვებში~ _ ოჯახის წევრებს თუ უცნობებს.

ოჯახის წევრებისთვის ალტრუისტული ქცევის განხორციელება არ არის აზრს მოკლებული, ვინაიდან, მაშინაც კი, როდესაც ადამიანის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დგება, მისი მიზანი, ზოგადად, თავისი გენეტიკური მემკვიდრეობის გადარჩენაა. ფაქტობრივად, როდესაც ადამიანებს ეკითხებიან, თუ ვის გადაარჩენენ სიკვდილ-სიცოცხლის სიტუაციაში, მაშინ ადამიანები გაცილებით მძაფრად შეიგრძნობენ საკუთარ გენეტიკურ მემკვიდრეობასთან სიახლოვეს.

საიდან ვიცით

ალტრუიზმი ნათესავების მიმართ

აშშ-ის და იაპონიის კოლეჯების სტუდენტებს სთხოვეს, განეხილათ შეთავაზებული
სცენარები, რომლებშიც სამიდან ერთი ადამიანის გადასარჩენად სიცოცხლეს გარისკავდნენ. მაგალითად, ერთ-ერთ სცენარში ამ სამ ინდივიდს ალმოკიდებულ სახლში ეძინა. თითოეულ სცენარში ინდივიდები განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან კვლევის მონაწილეებთან წარმოსახული ნათესაობის ხარისხით. ზოგიერთი ისეთი ძალიან ახლო ნათესავი იყო, როგორიცა და-ძმა (0.5-იანი გენეტიკური თანხვედრა), სხვები
შედარებით შორეული ნათესავები _ ბიძაშვილები იყვნენ (0.125 თანხვედრა). სტუდენტებს
ეკითხებოდნენ, ამ სამიდან რომლის გადარჩენას ისურვებდნენ ყველაზე მეტად.

რაც უფრო ახლო ნათესავია ინდივიდი, მით უფრო მეტად გამოხატავენ ადამიანები მისი „გადარჩენის“ სურვილს. განიხილებოდა ის შემთხვევაც, როდესაც არ იდგა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი: სტუდენტებს ეკითხებოდნენ, თუ როგორ მოიქცეოდნენ ყოველდღიური გადაწყვეტილებების შემთხვევაში, მაგალითად, როდესაც ვინმეს დავალების შესრულებაა საჭირო.

შედეგებში აქაც აისახა ნათესაობის ეფექტი, თუმცა დამოკიდებულება არ იყო ისეთი ძლიერი, როგორც პირველ შემთხვევაში. „სიკვდილ-სიცოცხლის“ სცენარისას ნათესაობის შეფასება გაცილებით უკიდურესია, ვიდრე „ყოველდღიური სცენარისას“. ერთნაირი შედეგები
მიიღეს როგორც იაპონელი, ისე – ამერიკელი სტუდენტების შემთხვევაში 

ამ გამოკვლევაში სტუდენტებს რეალურად არ მოეთხოვებოდათ ცეცხლმოკიდებული სახლიდან ვინმეს გადარჩენა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, შეგიძლიათ დაინახოთ, თუ რა გავლენას ახდენდა ნათესაობა მათ არჩევანზე. თუმცა, ძნელი წარმოსადგენია, რომ
რომელიმე მათგანი ცნობიერად ფიქრობდა: „მე უნდა დავიცვა გენეტიკური მემკვიდრეობა“,

მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც საქმე არ გვაქვს ნათესაობასთან? მაგალითად, რატომ რისკავს მძღოლი სიცოცხლეს სხვა ადამიანების გენების გადასარჩენად? სხვა ნაცნობებისა თუ უცნობების მიმართ განხორციელებული ალტრუისტული ქცევების ასახსნელად
თეორეტიკოსები ორმხრივი (რეციპროკული) ალტრუიზმის ცნებას იყენებენ. ეს ცნება მიუთითებს, რომ ადამიანები ალტრუისტულ ქცევებს ახორციელებენ იმიტომ, რომ, გარკვეული აზრით, სხვა ადამიანების მხრიდანაც მოელიან, რომ ისინიც მათ მიმართ, ასევე, განახორციელებენ ალტრუისტულ ქცევებს: თუკი შენ იხრჩობი, მე გადაგარჩენ იმ იმედით,
რომ შენც იგივეს გააკეთებ იმ შემთხვევაში, თუ მე დამემუქრება დახრჩობის საშიშროება. ამდენად, ორმხრივობა ალტრუიზმს სასიცოცხლო ღირებულებას ანიჭებს.

როდესაც ვინმე თქვენდამი კეთილგანწობას ავლენს, თქვენ ფსიქოლოგიურ დისტრესში იქნებით მანამ, სანამ არ შეგეძლებათ საპასუხო კეთილგანწყობის გამოვლენა. ნათელია, რომ ასეთ დისტრესს ევოლუციური საფუძვლები აქვს, ვინაიდან ის შეგუების შესაძლებლობას ზრდის. ამ ევოლუციური საფუძვლის გამო ალტრუიზმი არ არის ადამიანური არსების უნიკალური ნიშანი. ანტროპოლოგებმა ორმხრივი ალტრუიზმის ნიმუშების იდენტიფიცირება
მრავალ სახეობაში მოახდინეს, როგორებიცაა, მაგალითად, ჯგუფურად მცხოვრები ვამპირი ღამურები და შიმპანზეები.

უნდა აღინიშნოს, რომ ორმხრივი ალტრუიზმის ცნება ვერ ხსნის სოციალურ ცხოველებში კოოპერაციის ყველა ასპექტს. მკვლევრებმა მოიპოვეს მონაცემები, რომლებიც მოწმობენ, რომ მრავალ სიტუაციაში, ადამიანებიც და ცხოველებიც, რეციპროკულობის მოლოდინის გარეშე ახდენენ კოოპერირებასა და რესურსების განაწილებას. მაგალითად, ჩრდილო-დასავლეთ ბოცვანაში და ნამიბიის მოსაზღვრე რაიონებში მცხოვრები კანგის ტომის წარმატებული მონადირეები ნანადირევის ხორცს თავიანთი ტომის სხვა, ნადირობაში ნაკლებად გაწაფულ, წევრებს უნაწილებენ, თუმცა, შეუძლებელია, რომ მათგან საპასუხოდ სათანადო რესურსის მიღებას ელოდნენ.

ამ ტიპის დაკვირვებების საფუძველზე მკვლევრები ცდილობენ, რომ ალტრუიზმის ასახსნელად უფრო ფართო თეორიული საფუძველი იპოვონ. თუ დავუშვებთ, რომ ალტრუიზმს ევოლუციური საფუძველი აქვს, მაშინ დგება საკითხი: რამდენად
შეუძლია ალტრუისტული ქცევის განხორციელებაში არსებულ ინდივიდუალურ განსხვავებებს თანამედროვე ადამიანის მემკვიდრეობაზე ზემოქმედება? 

საიდან ვიცით

ქალებს ალტრუისტი მამაკაცები უფრო მოსწონთ

სტუდენტ გოგონებს ექსპერიმენტატორის და ცდის მონაწილე მამაკაცის საუბრის ვიდეოჩანაწერს აჩვენებდნენ, სადაც ეს უკანასკნელი ალტრუისტული ქცევების მიმართ თავის დამოკიდებულებას ავლენდა. რომლის თანახმადაც ადამიანები ალტრუისტულ ქცევებს ახორციელებენ იმიტომ, რომ სხვების მხრიდანაც მათ მიმართ ალტრუისტული ქცევების განხორციელებას მოელიან. შემდეგ სხვებზე მეტად გარისკვისთვის მზაობას გამოთქვამდა. ნაკლებად ალტრუისტულ; პირობებში ის საუბრობდა საკუთარ ინტერესებზე და ფიქრობდა, რომ მოსაწყენი დავალების შესრულება სხვისთვის დაეთმო. ამ საუბრების ჩანაწერის ნახვის შემდეგ სტუდენტ გოგონებს ვიდეოჩანაწერში ნანახი მამაკაცის სხვადასხვა პარამეტრის – ფიზიკური და სექსუალური მიმზიდველობის, სოციალური მისაღებობის და პაემანზე შეხვედრის სასურველობის – მიხედვით შეფასებას
სთხოვდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე სახის ჩანაწერში ძალზე მსგავსი მამაკაცები
მონაწილეობდნენ, ქალები უფრო მიმზიდველად და სასურველად იმ მამაკაცს მიიჩნევდნენ,
რომელიც ალტრუისტული ქცევების განხორციელებაზე თანხმობას გამოხატავდა. ევოლუციური თეორიის ტერმინებით, ამ კვლევის შედეგები მოწმობს, რომ ქალები ისეთ მამაკაცებს ანიჭებენ უპირატესობას, რომლებსაც თავიანთი რესურსების შთამომავლობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის აქტიურად გამოყენება შეუძლიათ.

ამ თვალსაზრისით, ჩვენ გვაქვს ახალი საფუძველი იმისათვის, რომ ალტრუიზმი ადამიანის მემკვიდრეობის ნაწილად ჩავთვალოთ. კერძოდ, ქალები თვლიან, რომ კაცები, რომლებიც ახორციელებენ ალტრუისტულ ქცევებს, უკეთესი მამები იქნებიან.

1 გამოხმაურება

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი