სადაც დანაშაულია, იქ პასუხისმგებლობის ადგილი არ არის

0
657

ზოგჯერ მახსენდება მკაცრი ანდაზა „განაწყენებულს სიქას აცლიან“. ეს იმაზე მიუთითებს, რომ როდესაც ზოგი ადამიანი იტანჯება, პასუხისმგებლობა სხვას ეკისრება. რა იმალება ამის უკან? სანამ ადამიანმა არ გააცნობიერა ტანჯვისგან მიღებული სარგებლობა, არ არსებობს იმის იმედი, რომ ის გათავისუფლდება მისგან. მაშინ გამამტყუნებელი ყურადღება მთლიანად მიმართული იქნება მასზე, ვინც ხელს უწყობს ამ უბედურების მოწყობაში. არა საკუთარ თავზე. სხვაზე. დამნაშავე არ მართავს საკუთარ თავს.

წყენა – ეს არის მანიპულაცია არჩევანთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის მოსახნელად და მასთან დაკავშირებულ შემდგომ ქმედება/უმოქმედობასთან. წყენა ტანჯავს და მძიმე ტვირთად აწვება, თუ დამნაშავე ვინმე სხვაა. გულში წყენით ცხოვრება ძნელია, რადგან ეს მსხვერპლის მდგომარეობაა, რომელსაც ზიანს აყენებენ და რომელიც ამას ვერაფერს უხერხებს.

თუ არ გაქვს რწმენა, რომ სხვამ აიღო პასუხისმგებლობა თავის ქმედებაზე და ძალიან კარგად გრძნობს თავს დანაშაულის არარსებობის გამო, მაშინ არ არსებობს უდანაშაულობის რწმენაც. არ არსებობს რწმენა პირადი წმინდა აზრების, ზრახვების და ქმედებების არსებობაში. თავს ცუდად მხოლოდ ის გრძნობს, ვინც გმობს და აგრძელებს ამას. შეიძლება წყალს ეზიდებოდეთ და არ უჩიოდეთ ბედს, არ გრძნობდეთ ზედმეტ სიმძიმეს. 

შეგიძლიათ დატოვოთ ურემი წყლით სავსე კასრებით და დაიწყოთ შეშის ზიდვა, და ა.შ. აღნიშნული მრავალრიცხოვანი პოტენციური ვარიანტები გაქრება, თუ საკუთარ სიცოცხლზე ბედნიერების პასუხისმგებლობა სხვას ეკუთვნის. ასეთ შემთხვევაში ადგილი აქვს ცვალებად სიტუაციას: უკმაყოფილება არსებული მდგომარეობის გამო, რომელსაც მოჰყვება მოლოდინი, რომ ვინმე მოვა და შეცვლის ამ მდგომარეობას, საჭიროა მხოლოდ ხმამაღლა ტირილი.

მე ხშირად მომყავს ასეთი მაგალითი: ბავშვმა კანფეტი მოიპარა, რისთვისაც იგი კუთხეში დააყენეს. თუ მას ესმის, რომ არსებობს თამაშის გარკვეული წესები: „თუ მოიპარე, ამაზე პასუხს აგებ ერთი საათის განმავლობაში კუთხეში დგომით“, მაშინ ბავშვი არ იტანჯება ჩადენილი ცუდი საქციელის გამო. ის უბრალოდ კუთხეში დგას და შეიძლება იტანჯება კიდეც, მაგრამ მოწყენილობისგან, ასევე იმიტომ, რომ ფეხები დაუბუჟდა, მაგრამ არა იმ მიზეზით, რომ სამყარო უსამართლოა. შეიძლება გააცნობიერო, რომ ეს  მხოლოდ კუთხეა. ერთი საათი გაივლის და შემდეგ სასეირნოდ წასვლაც შესაძლებელი გახდება.

ასევე შესაძლებელია ფიქრი იმაზე, კიდევ ერთხელ მოიპაროს თუ არა კანფეტი, თუ ეს შეიძლება ძვირად დაუჯდეს მას.  ეს მხოლოდ არჩევანია თქვენი სურვილების თანახმად. ვის აქვს ჩემი გაკიცხვის უფლება? ვინ იცის, რა არის მართებული? მხოლოდ მე.

რაც შეეხება წყენას, ირგვლივ ყველამ იცის, როგორ შეიძლება მოგექცნენ და როგორ დაგსაჯონ. მაგალითად, პაციენტი და სტომატოლოგი. წარმოიდგინეთ, რომ პაციენტი იწყებს ჩხუბს მიყენებული ტკივილისა და დისკომფორტის გამო. ის ყვირის, რომ ყბა გაუშეშდა, ხოლო ნათურა თვალს ჭრის. და საერთოდ, ყველაფერი ძვირია, უსიამოვნო და ამაზრზენი. მაშინ რატომ ხარ აქ? ხომ შეიძლება თხოვო, რომ ლამპრის სიკაშკაშე შეამცირონ, გააკეთონ შესვენება მკურნალობის დროს. ეს შესაძლებელია, როდესაც ყურადღების ფოკუსი საკუთარ თავზეა გადატანილი. მაშინ შეიძლება ყურადღება დაუთმოთ საკუთარ განცდებს, აიღოთ პასუხისმგებლობა თქვენ სურვილებზე, გაუზიაროთ ის ექიმს. თუ ექიმი ხელს შეგიწყობთ და შეეცდება მოუსმინოს პაციენტს, შეცვალოს პროცესი თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, ან თუ ის ყურადღებას არ აქცევს პაციენტის სურვილებს და მხოლოდ იმას აკეთებს, რაც მისთვისაა  მოსახერხებელი – შეიძლება შემდეგი არჩევანის გაკეთება. ან დარჩეთ სავარძელში ან სხვა გამოსავალი მოძებნოთ.

წყენას შეიძლება ჰქონდეს ბევრი და ძალიან განსხვავებული მეორადი სარგებელი. ისეთი, რომელსაც ადამიანი ვერ ხედავს, მაგრამ სარგებლობს. მაგალითად, წყენა ხელს უწყობს შეურაცხმყოფელისგან გამიჯვნას. ეს ერთგვარი დაცვაა, დასვენება ტანჯვის წყაროსთან კონტაქტისგან, დაუცველობისგან გაქცევა. სხვაგვარად, წყენის მიღების გარდა, ადამიანს არ შეუძლია საზღვრების აგება. შეურაცხყოფილი არ მიიჩნევს სწორად „არას“ დროულად თქმას, მას არ შეუძლია სხვებს აწყენინოს. მაგრამ როგორც კი შეურაცხყავენ – ეს განცალკევება სწრაფად ხდება თავისთავად, ამიტომ მას ამ მდგომარეობაში დარჩენა სურს, რაც შეიძლება დიდხანს, საკუთარი ავტონომიისთვის.

ასეთი ფსევდო-თავისუფლებაა ქვებით სავსე ზურგჩანთით მხრებზე.

თარგმანი:ირაკლი კეკელია

წყარო:livejournal.com

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი