ზიგმუნდ ფროიდი – ფსიქოანალიზის მიზანი

0
324

შარკოსა და ჟანეს კვლევები. – ტექნიკის ცვლილება. – ჰიპნოზისაგან უარყოფა. –
განდევნა და წინააღმდეგობა. – განდევნის მაგალითი. – სიმპტომების წარმოქმნა
შეუმდგარი განდევნის შემთხვევაში. – ფსიქოანალიზის მიზანი.

სწორედ იმ პერიოდში როდესაც ბრეიერი თავის პაციენტთან ატარებდა Talking cure -ს, შარკომ პარიზში, სალპეტრიერში დაიწყო ისტერიკოსების კვლევა, რამაც
ავადმყოფობის შესახებ ახალი ცნობები მოიტანა.

ფროიდისა და ბრეიერის აზრით მათი ავადმყოფების პათოგენური განცდები,
ფსიქიკური ტრავმები გაიგივებული იყო იმ სხეულებრივ ტრავმებთან, რომელთა
ზემოქმედებაც ისტერიულ პარალიჩებზე იკვლია და დაადგინა შარკომ.
ბრეიერისეული დებულება ჰიპნოიდურ მდგომარეობებთან დაკავშირებით არის იმ
ფაქტის ასახვა, რომ შარკო ხელოვნურად ახდენდა ჰიპნოზში ტრავმატული პარალიჩების
ხელახალ გამოწვევას.

ეს უდიდესი ფრანგი დამკვირვებელი ფროდის სიყვებით არ იყო მიდრეკილი
ფსიქოლოგიური ნაგებობებისადმი, მაგრამ მისი მოწაფე ჟანე ისტერიის დროს
განსაკუთრებული სულიერი ფსიქიკური პროცესების უფრო სიღრმისეულ წვდომას
ცდილობდა, ისინიც (ფროიდი და ბრეიერი) მის მაგალითს მიყვებოდნენ, როდესაც
ნაგებობების ცენტრში ფსიქიკის გაორება და პიროვნების განხეთქილება დააყენეს.

ჟანეს ისტერიის თეორია იზიარებს საფრანგეთში გაბატონებულ აზრებს შთამომავლობასა და დეგენერაციასთან დაკავშირებით. მისი აზრით ისტერია წარმოადგენს ნერვული სისტემის დეგენერატიული ცვლილების გარკვეულ ფორმას, რომელიც ფსიქიკური სინთეზის ან დაყოლილ სისუსტეში მდგომარეობს.

ისტერიკოსებს არ გააჩნიათ პირველადი უნარი განსხვავებული ფსიქიკური პროცესების დაკავშირებისა ერთ მთლიანობაში, აქედან გამომდინარე მათ გააჩნიათ მიდრეკილება სულიერი დისოციაციისადმი. ისტერიკოსების სისუსტე ცუდ შესაბამისობაშია იმ გარემოებასთან რომ შრომისუნარიანობის დაქვეითების გამოვლინებას თან ერთვის შრომისუნარიანობის ნაწილობრივი ამაღლების შემთხვევაც.

ბრეიერის პაციენტის შემთხვევაში მის მიერ სხვა ენების დავიწყების შემთხვევაში ინგლისურის სრულყოფილი ფლობის მაგალითი. როდესაც ფროიდმა ბრეიერის მიერ დაწყებული კვლევები გამოიყენა მას განსხვავებული შეხედულება ჩამოუყალიბდა ისტერიულ დისოციაციასთან დაკავშირებით. მსგავსი უთანხმოება აუცილებლად უნდა აღმოცენებულიყო ვინაიდან ფროიდი ხელმძღვანელობდა არა ლაბორატორიული გამოკვლევებით, როგორც ჟანე, არამედ თერაპიული ძალისხმევით. ვინაიდან კატარტიკული მეთოდი მოითხოვდა ავადმყოფის ჰიპნოტურ მდგომარეობაში მოყვანას, ხოლო ჰიპნოზი ფროიდისათვის გახდა არასასიამოვნო საშუალება და როდესაც გამოცდილებამ მას აჩვენა რომ ავადმყოფების უმრავლესობასთან ეს შეუძლებელია, ფროიდმა გადაწყვიტა მიენებებინა თავი ჰიპნოზისათვის და კატარტიკული მკურნალობა მისგან დამოუკიდებლად ექცია. ამ შემთხვევაში ფროიდი ბერნჰაიმის მაგალითს იყენებს. როდესაც ავამდყოფებთან ერთად ფროიდი იმ პუნქტამდე მიდიოდა, სადაც ისინი ამტკიცებდნენ რომ არაფერი აღარ იციან, ფროიდი ამტკიცებდა და არწმუნებდა მათ, რომ სწორედ ის მოგონება იქნება სწორი, რომელიც მათ თავში მოუვათ მაშინ როდესაც ფროიდი შუბლზე ხელს დაადებთ.

ამგვარად ფროიდი იგებდა ყველაფერს რაც იყო საჭირო დავიწყებულ პათოგენურ სცენებსა და მათ შემდგომ დარჩენილ სიმპტომებს შორის არსებული კავშირების დამყარებისათვის. მაგრამ მისივე სიტყვებით ეს იყო ძალიან დამღლელი და არაეფექტური პროცედურა.
თუმცა მან არ მიატოვა ეს მეთოდი, სანამ გარკვეული სახის დასკვნებამდე არ
მივიდა.

ფროიდი ამტკიცებს რომ დავიწყებული მოგონებები არ გამქრალა. ავამდყოფი ჯერ
კიდევ ფლობდა ამ მოგონებებს და ისინი მზად იყვნენ ასოციაციური კავშირის
დამყარებისათვის იმასთან რაც ავადმყოფმა უკვე იცის, მაგრამ გარკვეული ძალა
ეწინააღმდეგებოდა იმას, რომ ისინი გაცნობიერებულიყვნენ და აიძულებდა მათ ისევ
არაცნობიერში დარჩენილიყვნენ.

ამ ძალის არსებობა შეიძლებოდა სავსებით დადასტურებულიყო, ვინაიდან მისთვის დამახასიათებელი დაძაბულობის შეგრძნება შესაძლებელი იყო განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მის საპირისპიროდ არაცნობიერი მოგონებების ცნობიერში გადატანის მცდელობა მიმდინარეობს. შესაძლებელი იყო იმ ძალის შეგრძნება რომელიც ავადმყოფურ მდგომარეობას ინარჩუნებდა, ეს იყო ავამდყოფის წინააღმდეგობა. სწორედ წინააღმდეგობის იდეაზე დაფუძნებით ააგო ფროიდმა თავისი წარმოდგენა ისტერიისათვის დამახასიათებელი ფსიქიკური პროცესების გაგება.

გამოჯანმრთელებისათვის აუცილებელი აღმოჩნდა ამ წინააღმდეგობის განადგურება. იგივე
ძალები რაც ამჯერად ეწინააღმდეგებიან დავიწყებულის ცნობიერში გადასვლას, თავის
დროზე ეს დავიწყება განაპირობეს და განდევნეს ცნობიერიდან შესაბამისი პათოგენური
განცდები. ამ სავარაუდო პროცესს ფროიდმა უწოდა განდევნა და განიხილავდა მას
როგორც დამტკიცებულს წინააღმდეგობის უდავო არსებობის თანახმად.

ფროიდი საუბრობს ხანმოკლე კონფლიქტის შესახებ რომელიც აღმოცენდება ყველა
ამ განცდიდან გამომდინარე წარმოშობილი სურვილების შესახებ, ეს სურვილები კი
ხშირად ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს და წარმოიშობა ხანმოკლე კონფლიქტი. ამ შინაგანი
ბრძოლის შედეგს წარმოადგენს ის, რომ ამ შეუსაბამო სურვილის მატარებელი
წარმოდგენა ცნობიერებიდან განდევნას ექვემდებარება ყველა მისთვის დამახასიათებელი
მოგონებების თანხლებით.

ფროიდს ასევე მოყავს ერთ-ერთი თავისი პაციენტის მაგალითი, რომელიც საკუთარი
სიძისადმი არის სიყვარულით აღსავსე და გარდაცვლილი დის სასთუმალთან გაიფიქრებს:
“აი ეხლა კი მას შეუძლია მომიყვანოს ცოლად, თავისუფალია.” და რომელსაც შემდეგ
ემართება ისტერიული შეტევა და ავად ხდება.

ფროიდს მოყავს უმარტივესი მაგალითი განდევნის მექანიზმისა და ადარებს მას
ლექციის მსვლელობას, რომლის დროსაც ხმაურიანი ინდივიდი “განდევნილია”
აუდიტორიიდან და ის ორი პიროვნება ვინც ის განდევნა კარებთან სხდებიან და მისთვის
“წინააღმდეგობას” ქმნიან აუდიტორიაში ხელმეორედ შემოღწევის დაბრკოლების სახით.
თუკი ფსიქოლოგიის ტერმინებით სივრცე აუდიტორიის შიგნით და გარეთ მოიაზრება
ცნობიერებითა და არაცნობიერით, მაშინ სრულიად ნათლად იქნება შემქნილი განდევნის
პროცესის გამოსახულება.

სწორედ ამაში მდგომარეობს ფროიდისეული ფსიქიკის განხეთქილებისა და ჟანეს
შეხედულებებს შორის. არა სინთეზის თანდაყოლილი უკმარისობით სულიერი აპარატის
მხრიდან, არამედ ეს განხეთქილება აიხსნება დინამიურად, როგორც ურთიერთ დაპირისპირებული სულიერი ძალების კონფლიქტი.

ფროიდი მიიჩნევს წარუმატებლად ბრეიერის პაციენტის შემთხვევის განხილვას
როგორც განდევნის ფაქტისა. ავადმყოფობის ეს ისტორია მიღებულია ჰიპნოტური
ზემოქმედებით, ამიტომ ამისათვის არ გამოდგება. ფროიდის სიტყვებით მხოლოდ მაშინ
როდესაც ჰიპნოზი იქნება გამორიცხული შესაძლებელია წინააღმდეგობისა და განდევნის
შემჩნევა და იქნება მიღებული ნამდვილად მართებული წარმოდგენა პათოგენურ
პროცესთან დაკავშირებით.

ყველაზე ფასეული, რაც არის მიღებული ბრეიერისეული დაკვირვებიდან, ეს არის
დასკვნები სიმპტომებისა და პათოგენური განცდებთან ან ფსიქიკურ ტრავმებთან არსებული
კავშირების შესახებ და ეს კავშირი უნდა შეფასდეს განდევნის გადმოსახედიდან.
ისტერიკოსებისა და სხვა ნევროტიკების კვლევას მივყავართ დასკვნამდე, რომ მათ
ვერ შეძლეს იმ იდეის განდევნა რომელსაც უკავშირდება შეუსაბამო სურვილის არსებობა.

მათ განდევნეს ის ცნობიერებიდან და მეხსიერებიდან, რითაც უფრო მეტი რაოდენობის
უსიამოვნებისაგან დაიზღვიეს თავი, მაგრამ არაცნობიერში განდევნლი სურვილი
განაგრძობს არსებობას და ელოდება იმ პირველ შესაძლებლობას როდესაც მისი
გააქტიურება იქნება დასაშვები და ცნობიერში გაგზავნლი იქნება დამახინჯებული,
სრულიად სახეშეცვლილი მოადგილე.

განდევნილის შემცვლელი წარმოდგენა – სიმპტომი – განთავისუფლებულია
მომდევნო თავდასხმებისაგან რომელიც ჩვეულებრივ მეს მხრიდან ხორციელდება და
ხანმოკლე კონფლიქტის ნაცვლად უსასრულო განცდა იწყება და ისადგურებს.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი