ჯიდუ კრიშნამურტი – ჭეშმარიტი გონიერების გამოღვიძება

0
541

თუ შეიძლება,  ჩვენი საუბრის განმავლობაში ნუ ელოდებით ჩენგან რაიმე ახალ ფორმულას, გამნარტებას ან განსაზღვრებას. ასეთი განმარტებებისა და ფორმულების შემოთავაზება, ნიშნავს  მხოლოდ გაქცევას კონფლიქტისგან. გონებას ყველაზე  მეტად სურს ასლი, იმიტაცია, მიმდევრობა, რადგანაც არ შეუძლია იფიქროს თავისით, ან კიდევ კონფლიქტი  იმდენად ძლიერია, რომ მას ურჩევნია გაიქცეს სისტემის შედეგად, დეფინიციისა და განმარტებების შედეგად. იმისათვის რომ შევწყვიტოთ გაქცევა და  მივიდეთ კონფლიქტთან პირისპირ, იმისათვის რომ გავიგოთ გონივრულად  ყველაფერი, აუცილებელია    გარემო  პირობებისა და ამ ზრდადი სისულელის გაცნობიერება.

რაც მსურს აგიხსნათ ამ საუბრით არის ის, თუ როგორ ვქმნით ამ სისულელეებს  გამუდმებით შეუგნებლად,  გაუცნობიერებლად. რომ უბრალოდ კვლევა იმის თუ რა არის გონიერება, მოგვიტანს სხვა გაქცევას,  ამიტომაც მთელი ჩვენი ძიება მიმართული უნდა იყოს უფრო მეტად ამ ~სისულელეზე~ და მის მიზეზებზე,  ვიდრე გონიერებაზე.

როგორც ვამბობ, სანამ ვცდილობთ გონების გათავისუფლებას ამ სისულელეებისგან,  რომელსაც გარემო პირობები, წარსული და აწმყო ქმნის ჩვენში და რის შედეგადაც ზიანდება ჩვენი გონება , სანამ არ შევიცნობთ და გავიგებთ მის ჭეშმარიტ მნიშვნელობას,  მანამდე ჩვენი კვლევა გონიერებასთან დაკავშირებით, არის უნაყოფო.  ჩემი საუბრის მიზანია  დაგეხმაროთ იმის გაგებაში, თუ რა არის  ეს  სისულელე და როგორ უნდა გავთავისუფლდეთ მისგან.

ყველა ექსპერტი, ყველა ავტორიტეტი, ყველა სექტა და პარტია გთავაზობთ გზებს იმ ზრდადი კონფლიქტის გარეთ, რაც ვიცით რომ არსებობს. ყველა გვთავაზობს   თეორიებსა და მეთოდებს ამ საშინელი არეულობის მოსაგვარებლად.

მე ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია დავყოთ ეს თეორიები, ან ის ადამიანები ვინც იძლევა ასეთ განმარტებებს ორ ტიპად: პირველი _ ვინც არის მიმართული გარეგანზე, და მეორე _ ვინც არის მიმართული შინაგანზე.

ადამიანი, რომელიც მიმართულია გარეგანზე, აცხადებს, რომ ყოველი ადამიანური პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია გარემო პირობების კონტროლით,  რომ შესაძლებელია ფიქრის შეცვლა, გადაკეთება და კონტროლი  ორგანიზაციის შედეგად, ან მუშაობისა და შრომის საშუალებით და ა.შ.  ის უყურებს ადამიანს როგორც თიხას, რომელიც უნდა იყოს განპირობებული გარემო პირობებისგან, და ამ გარემოების კონტროლითა და ჯგუფის სრულყოფით, ინდივიდს ექნება  საკუთარი თავის გამოხატვის საშუალება. მას არ სურს იყოს ანტისაზოგადოებრივი, რადგანც, როდესაც ხარ უბრალოდ თიხა, ხარ განპირობებული  და  შეგიძლია აკონტროლო შენი გარემო პირობები, მაშინ შენი ამბიციები , სურვილები და პერსპექტივები არასოდეს მოვა წინააღმდეგობაში ჯგუფთან და საზოგადოებასთან. როდესაც ადამიანი იქნება განპირობებული  გამომდინარე ამ ახალი იდეებისგან და თეორიებისგან, როგორც ინდივიდი, არასოდეს შევა კონფლიქტში ჯგუფთან და საზოგადოებასთან.  თუ ფიქრობთ  რომ ადამიანი სხვა არაფერია, თუ არა ნივთი განპირობებული, ფორმირებული და კონტროლირებული, მაშინ აღარაფერია სათქმელი. მაშინ ცხოვრება საკმაოდ მარტივია და მოდით, ჩვენ ყველამ ერთად, ვიმუშაოთ ამ გარემო პირობების სრულყოფისთვის, მივყვეთ ამ დადგენილ თეორიებსა და იდეებს და ვიყოთ განპირობებული მისგან.

მე არ ვარ წინააღმდეგი ამ ხედვის, მე უბრალოდ მინდა განვიხილო იგი მთლიანად. ადამიანი თუ   მხოლოდ   საზოგადოებრივი ერთეულია,  თუ მთავარია მარტო გარემო პირობებისა და მდგომარეობის გარდაქმნა და  შექნმა   ჯგუფის საკეთილდღეო ჩვეულებების, მაშინ ადამიანი არ იქნება ანტისაზოგადოებრივი. და თუ ეს არის ყველაფერი, მაშინ მე მგონია რომ ცხოვრება გახდება ძალიან ზერელე, დაუსრულებლობათა სერია, ზედაპირული ქმედება.

აგრეთვენ ჩვენ გვყავს მეორე ტიპის ადამიანი, მიმართული შინაგანისკენ, რომელიც აცხადებს, რომ ცხოვრება არაფერია სულის გარდა, დატოვე ის, რომ ეს არის უმაღლესი ადამიანში და მიყევი ამ უმაღლესს ისე, როგორც ნაჩვენებია მასწავლებლისგან, სხვა და სხვა ფილოსოფიური სისტემისგან. გახდი უფრო რელიგიური, მიყევი უდიდეს ლიდერებს, გქონდეს დისციპლინა, შედი სულიერ ორგანიზაციებში და დაემორჩილე სულიერ ავტორიტეტებს , იყავი მართული შიშისგან და ამგვარად შენ საბოლოოდ დაიმორჩილებ გარემო პირობებსა და მდგომარეობას.

ამგვარად ჩვენ გვაქვს ხედვა იმ ადამიანისგან ვინც მიმართულია გარეგანისკენ და  იმ ადამიანისგან ვინც მიმართულია შინაგანისკენ. პირველი რომელიც ამბობს რომ ადამიანი არაფერია გარდა თიხისა და მაშასადამე იქნება განპირობებული; და მეორე  ეგრეთ წოდებული სულიერი ადამიანი, რომელიც მოითხოვს რომ პირველ რიგში შეიცვალოს გული.

ამგვარად მოცემულია ორი ტიპი. აქცენტირება ან გაზვიადება ერთისაც და მეორისაც საბოლოოდ ანადგურებს მათ . ისიც რომელიც ამბობს, რომ ჯერ გარემო პირობები და ისიც რომელიც ამბობს რომ უპირველესად სული. ორივე,  შედეგად თავისი  ხედვისა  და ყალბი მნიშვნელობებისა, გაანადგურებენ საკუთარ თავს.                                                                    

ჩემთვის პრობლემის მოგვარება, ან უფრო მანერა ფიქრის, გამოღვიძება ჭეშმარიტი გონიერების, რომელსაც შეუძლია მოაგვაროს აურაცხელი კონფლიქტები და პრობლემები, საზოგადოებრივი თუ ინდივიდუალური, შესაძლებელია  მხოლოდ ამ ორს შორის სრულყოფილი წონასწორობის დაცვით,  და ეს წონასწორობა არის მარტივი და პირდაპირი გზა.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი