როგორ ავიცილოთ მანიპულირებისა და ზომბირების ბორკილები – ადამიანის და საზოგადოების ინფორმაციული უსაფრთხოება

0
442
ვ. პეტროვის წიგნიდან “ადამიანის და საზოგადოების ინფორმაციული უსაფრთხოება: სასწავლო სახელმძღვანელო”.
Look at the preview for the movie “Her. ” They are trying to destroy human interactions.                              
ყველაზე კარგად მოტყუება შეიძლება, თუ თქვენ
თითქოსდა აძლევთ სხვა ადამიანს არჩევანის საშუალებას:
თქვენ მსხვერპლს უჩნდება არჩევანის თავისუფლების ილუზია,
სინამდვილეში კი ის მხოლოდ მარიონეტია.
რობერტ გრინი5.1. ადამიანების ცნობიერების და ქცევის მანიპულირების არსი და თანამედროვე მდგომარეობატერმინი მანიპულაცია წარმოიშვა ლათინური manipulare-დან და ნიშნავს მართვას. თავდაპირველად გამოიყენებოდა პოზიტიური მნიშვნელობით, ვარაუდობდა ხელით შესრულებულ რთულ ქმედებებს, ბერკეტების მართვას, საგნებთან მოპყრობას, რისთვისაც საჭირო იყო მოხერხებულობა და ოსტატობა, შემდეგ – ადამიანების მართვას, რომელიც ხორციელდებოდა საქმის ცოდნით და მის სასარგებლოდ.
სოციალურ კონტექსტში ამ ცნებას იყენებდნენ ნეგატიური მნიშვნელობით. ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენებოდა იმ ქმედებათა აღსანიშნავად, რომლებიც შეიცავს ფარულ განზრახვას და ზიანს აყენებს მათ, ვის წინააღმდეგაცაა ისინი მიმართული.
მსგავს ტერმინს მანიპულაციას ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონი აძლევს ინტერპრეტაციას გარკვეულწილად დაუდევარი ქვეტექსტით, როგორც ადამიანებზე ზეგავლენას ან მათ მართვას გარკვეული მოხერხებულობით, ფარული დამუშავების გზით.
ითვლება, რომ თავდაპირველად ეს ცნება აღნიშნავდა მეფოკუსეთა ქმედებებს, რომლებიც მხოლოდ ხელებით მუშაობდნენ, რთული მოწყობილობების გარეშე (მეფოკუსე-მანიპულატორი). მეფოკუსე-მანიპულატორი ეფექტს აღწევს მაყურებელთა ფსიქოლოგიური სტერეოტიპების გამოყენებით, მათი ყურადღების გადატანით და კონცენტრირებით, ზემოქმედებს მათ წარმოსახვაზე და ქმნის აღქმის ილუზიას. ამ მსახიობთა ხელოვნება, პირველ რიგში, ეფუძნება ადამიანის ფსიქოლოგიის ცოდნას.
რუსულ ენაში სოციალურ (არატექნიკურ) კონტექსტში ტერმინების მანიპულირება და მანიპულაცია მნიშვნელობა, როგორც წესი, განიხილება ანალოგიურად იმისა, რომელსაც ვანიჭებთ სიტყვებს მოტყუება, ცდუნება, გასულელება და ა.შ.
სხვადასხვა ავტორების მიერ შემოთავაზებულ განმარტებებს მთავარი მნიშვნელობით უდავო მსგავსება აქვს.
„მართვის ტიპი, როდესაც მანიპულატორი ეპყრობა სხვებს, როგორც ნივთს, და ამისათვის იყენებს მხოლოდ ნიღაბს და სხვადასხვა დახვეწილ ხრიკს“ (ე. შოსტრომი).
„ზემოქმედების ტიპი, როდესაც იყენებენ არა იძულების, არამედ განზრახ სიცრუეზე დაფუძნებულ დარწმუნების გზას“ (ლ. ვოიტასიკი).
„დამოკიდებულება სხვების, როგორც საშუალების, ობიექტის, იარაღის მიმართ“  (ვ. საგატოვსკი).
“ხალხის ცნობიერების მმართველი ელიტის ინტერესებისადმი ადაპტირების მცდელობა“  (ბ. ბესონოვი).
„გააზრებული ცხოვრების გამომრიცხავი აზროვნებისა და გრძნობების მართვა. სულის სრული უნიფიკაცია, რომელიც გარდამნის ადამიანს გარედან კონტროლირებულ ობიექტად“ (ბ. ბესონოვი).
„ფსიქოლოგიური ზემოქმედების ტიპი, რომელიც გამოიყენება ცალმხრივი მოგებისთვის სხვის გარკვეული ქმედებებისკენ ფარული წაქეზების გზით“ (ე. დოცენკო).
„სულიერ მდგომარეობაზე დომინირება, ადამიანის შიდა სამყაროს ცვლილებების  მართვა“ (დ. ვოლკოგონოვი).
„სულიერი და იდეოლოგიური ზემოქმედების საშუალებების სისტემა ადამიანთა გარკვეული ფასეულობებისა და ცხოვრების წესისადმი დაქვემდებარების მიზნით“ (ენციკლოპედიური ლექსიკონი).
აღნიშნული განმარტებების ანალიზი იძლევა მანიპულაციის კონკრეტული ნიშნების  გამოყოფის საშუალებას. მისთვის, პირველ რიგში, დამახასიათებელია:
– ადამიანის ფსიქიკაზე მიმართული გავლენა – მის აზროვნებაზე, გრძნობებზე, ნებაზე, ცნობიერებაზე;
– მანიპულატორის დამოკიდებულება სხვა ადამიანის (ადამიანთა ჯგუფის) მიმართ, როგორც საკუთარი მიზნების მიღწევის საშუალებაზე;
– ზემოქმედების ფარული ხასიათი (როგორც ზემოქმედების, ასევე მისი მიმართულების);
– ადამიანში მანიპულატორისათვის საჭირო მოთხოვნილებების შემუშავების, გარკვეული ცხოვრებისეული ღირებულებების მიღების და გარკვეული პრაქტიკული ქმედებების განხორციელების მცდელობა;
– ადამიანის შინაგანი სამყაროს და ქცევის შემდგომი მართვის შესაძლებლობა;
– ადამიანზე ზემოქმედება, მოცემულ მომენტში მისი სურვილის მიუხედავად.
მანიპულაცია – პროცესია, რომელსაც აქვს გარკვეული ხანგრძლივობა და ცალკეული ეტაპები.
მოსამზადებელი ეტაპი უკავშირდება მანიპულაციის მიზანისა და ობიექტის განსაზღვრას, ობიექტის ფსიქოლოგიური თავისებურებების შესწავლას და მისთვის ყველაზე ქმედითი სტიმულების შერჩევას, მანიპულაციის საერთო სცენარის (ტექნოლოგიის) შექმნას.
პრაქტიკული რეალიზაციის ეტაპი გულისხმობს ადრესატთან კონტაქტის დამყარებას და სტიმულების (მეთოდების, საშუალებების, ხრიკების) გამოყენებას, რომლებიც უბიძგებენ საჭირო ქმედებებისკენ. ამ ეტაპზე ქმედებების განსაზღვრის მიზნით გამოიყენება ტერმინი „პროგრამირება“, ან ადამიანის ფსიქოლოგიური პროგრამირება. ის შეიძლება იყოს პოზიტიური, კონსტრუქციული და ნეგატიური.
ფსიქიკური პროგრამირების მიზანია ადამიანის ინდივიდუალური თვისებების შეგნებული და გეგმაზომიერი ფორმირება, რომელიც წინასწარ განსაზღვრავს მის ქცევას გარკვეულ სიტუაციაში. ამ თვალსაზრისით, იგი ერთ რიგში დგას არა მხოლოდ მანიპულირებასთან, არამედ ინდივიდის განათლებას, აღზრდასა და სოციალიზაციასთან, და შეიძლება ჩაითვალოს პიროვნების ფორმირების მთელი პროცესის განუყოფელ ნაწილად.
პროგრამირების სპეციფიკური მახასიათებლები, რომლებიც განასხვავებს მას ტრადიციულ აღმზრდელობით მეთოდებისგან, არის ფსიქიკაზე ზემოქმედების ცნობიერების მაღალი დონე და მიზანმიმართულობა, ასევე მისი აღჭურვა თანამედროვე მეთოდებითა და ტექნოლოგიებით.
დამახინჯებული ინფორმაციის გააზრებული გამოყენება, „საქმის ინტერესებიდან გამომდინარე“ მისი პრეპარირება, ასევე ფარული ზემოქმედება და მიზანმიმართულობა არა მხოლოდ ცნობიერების, არამედ, ძირითადად, ფსიქიკის შეუცნობელ დონეებზე, აყენებს პროგრამირებას მანიპულაციასთან, პოლიტიკურ სიცრუესთან ერთ რიგში. თუმცა მანიპულაცია ზემოქმედების უფრო ვიწრო ფორმას წარმოადგენს. იგი ოპერირებს ადამიანის მოთხოვნილებებით, ღირებული ორიენტაციებით, ჩვევებით და, განსაკუთრებით, მისი სუსტი მხარეებით, რომლებიც მას უკვე გააჩნია. ფსიქიკის პროგრამირების პროცედურა ამ შემთხვევაში არ არის საჭირო და არ შედის ადამიანის მართვის პროცესში.
ასეთი მანიპულაციის მაგალითი ილუსტრირებულია ი. კრილოვის იგავში „ყვავი და მელა“.  ცუღლუტი მელა იყენებს ყვავის პატივმოყვარეობას და პირფერობით უღვივებს ამ გრძნობას: „მადლი შენს გამჩენს! რა მშვენიერი რამ ხარო! ნეტავი შენის ჭვრეტითა გამაძღო, სწორუპოვარო! შენი თვალების ჭირიმე, ნისკარტის, ბოლო – ფრთებისო!“ მაამებელი სიტყვების საპასუხოდ ყვავმა უნდა შეასრულოს უწყინარი თხოვნა – იმღეროს. როგორ გაუძლებს ამ თხოვნას პატივმოყვარე ყვავი!
დაახლოებით იმავე სცენარით მიმდინარეობს ცნობიერებით მანიპულაცია ქალაქების ქუჩებში, როდესაც თაღლითი ცდუნების, ზოგჯერ შთაგონების ელემენტების გამოყენების გზით აიძულებს ადამიანებს (ძირითადად, ქალებს და ბავშვებს) ნებაყოფლობით მისცენ ფული, ფასეული ნივთები, რომლებიც თან და ასევე ბინებში აქვთ. ობიექტის ახალი პიროვნული თვისებების ფორმირება მანიპულაციის მიზნების მისაღწევად აქ არ არის საჭირო.
მანიპულაციის დონე. მასშტაბისა და მიზნების გათვალისწინებით, შეიძლება გამოიყოს ადამიანით მანიპულირების ორი ტიპი: მარტივი (ტაქტიკური) და რთული (სტრატეგიული).
პირველი მათგანი სიტუაციურ ხასიათს ატარებს და ერთი ან ორი ოპერაციის მეშვეობით ხორციელდება შეზღუდული დროის ინტერვალში. ასეთი ზემოქმედება პირდაპირ მიზნად ისახავს კონკრეტული შედეგის მიღებას.
რთული მანიპულირება ხორციელდება ოპერაციების სისტემის, თანმიმდევრული ნაბიჯების გზით, რომლებიც გაერთიანებულია დეტალურად შემუშავებული და ერთიანი მიზნისათვის დაქვემდებარებული პროგრამის ფარგლებში. იგი ეყრდნობა სიღრმისეულ შესწავლას და, როგორც წესი, მანიპულაციის ობიექტის ხანგრძლივ დამუშავებას მანიპულაციური ტექნოლოგიების სხვადასხვა საშუალებებისა და მეთოდების გამოყენებით.
გამოყენებული მეთოდებით, მანიპულაცია შეიძლება იყოს რბილი  და ხისტი.
რბილი დამუშავებით ძირითადად გამოიყენება ვერბალური ხასიათის მეთოდები: ლოგიკური არგუმენტები, დარწმუნება, სხვა ადამიანების გამოცდილებისკენ აპელირება, პირფერობა, სიცრუე, განსაკუთრებული სახით ინფორმაციის დაგეგმილი მიწოდება, სპეციალური თამაშები და საუბარი, შთაგონება და ა.შ.
ხისტი ზემოქმედების მეთოდები ღრმადაა მიმართულია ადამიანის ფსიქიკის, მის ფსიქოფიზიოლოგიისკენ. ამ შემთხვევაში გამოიყენება ნეიროლინგვისტური პროგრამირება, ფსიქიკის კოდირების დიანეტური ხერხები, ნარკოტიკული საშუალებები და ქიმიური პრეპარატები, ენერგოინფორმაციული (ფსიქოტრონული) საშუალებები, ბიოჰევისტური (ქცევითი: ინგლ. behaviour  – ქცევა) ხასიათის იძულებითი ტრენინგი მისი მოთხოვნით იმოქმედოს მხოლოდ პრინციპით „სტიმული-რეაქცია“.
ამგვარი მეთოდების მნიშვნელოვან ნაწილს უწოდებენ „ბინძურს“, რომლებიც სცილდება არა მხოლოდ მორალის, არამედ კანონის ჩარჩოებს. ხისტი ზემოქმედების შედეგი შეიძლება იყოს ე.წ. ზომბირება, რომელიც იწვევს სერიოზულ დარღვევებს ადამიანის ემოციურ-ნებისყოფით სფეროში, მის აზროვნებაში, თვითკონტროლის უნარში.
ანალიზის შედეგების საფუძველზე მანიპულაცია შეიძლება განისაზღვროს, როგორც ფსიქიკაზე ზეგავლენის პროცესი სხვადასხვა სპეციფიკური მეთოდებისა და საშუალებების გამოყენებით, რომელიც ხორციელდება ფარულად და ისახავს ამოცანას შეცვალოს ადამიანის (ან ადამიანთა ჯგუფის) აზრი, განზრახვა, მოქმედების მიზანი, შინაგანი მდგომარეობა ან პრაქტიკული ქცევა მანიპულატორისთვის საჭირო მიმართულებით.
ადამიანთა ცნობიერებასა და ქცევის მანიპულირების პრაქტიკა სათავეს იღებს ღრმა ანტიკურობაში და თან ახლავს კაცობრიობას მისი ისტორიის ყველა ეტაპზე, ფაქტობრივად, ქმნის ცივილიზაციის, მათ შორის თანამედროვე ცივილიზაციის, განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ადამიანის მიმართ.
დღესდღეობით ცნობილია ადამიანთა ზომბირების უძველესი მეთოდები, რომლებსაც იყენებენ ვუდუს კულტში და ასევე ჰაიტელი ჯადოქრები. ეთნოლოგები, რომლებიც სწავლობდნენ ამ მეთოდებს, მივიდნენ დასკვნამდე, რომ ფსიქიკის მოდიფიკაციის პროცესი ხორციელდება ძლიერი ტოქსიკური ნივთიერებების გამოყენებით, რომლებიც ქმნიან ე.წ. „ზომბის ფხვნილს“. მის შემადგენლობაში შედის გამხმარი და დაფხვნილი თევზი ფუგა, ასევე აქტიური ნივთიერებები, რომლებიც მოპოვებულია გომბეშოსგან Bufo marinus, მკვდარი ჯორის  ან გარდაცვლილი ადამიანის ნაღვლის ბუშტი, ზოგიერთი მცენარე. „ზომბის ფხვნილის“ მთავარი აქტიური კომპონენტია ტეტრადოტოქსინის შხამი.
ფხვნილის გამოყენების შემდეგ ჩნდება ეიფორიის შეგრძნება, კიდურებში ჩხვლეტა, შემდეგ იწყება დამბლა, სუნთქვა წყდება, გული თითქმის ჩერდება, და ადამიანი გადადის კლინიკური სიკვდილის მსგავს მდგომარეობაში (რომელსაც შეუძლია შეცდომაში შეიყვანოს გამოცდილი ექიმიც კი). თუმცა, თუ ფხვნილის დოზა ზუსტად არის გაანგარიშებული, ადამიანი არ იღუპება, მაგრამ მის ტვინში იწყება შეუქცევადი ცვლილებები – ის კარგავს თავის ნებას,  გონებას და მორჩილ იარაღად იქცევა.
ვუდუს პრაქტიკაში ზომბირების ორი დონეა:
ზომბირების ყველაზე დაბალი, უხეში დონეა –  სხეულის არსებობა პრაქტიკულად „მკვდარ“ ტვინთან. ასეთ ზომბის შეუძლია მხოლოდ ბრძანებების მორჩილად შესრულება და არ გააჩნია გააზრებული ქმედებების უნარი;
ზომბირების უფრო დახვეწილი დონე  განსხვავებულია იმით, რომ ზომბი გამოიყურება საკმაოდ ადამიანურად, შეუძლია ტკივილზე რეაგირება, აკონტროლებს ქცევას და აზრებს, მაგრამ არ გააჩნია ემოციური სფერო. ის მხოლოდ ორიენტირებულია მესაკუთრის ბრძანებებზე, თუმცა ღრმა ზომბისგან განსხვავებით, მას შეუძლია თავისი ქმედებების დამოუკიდებლად დაგეგმვა მიზნის ძალიან კარგად მისაღწევად.
განვითარების პროცესში მსოფლიომ გაიარა ადამიანის მონად გარდაქმნის, ხალხის ფეოდალური დამონების, მათი ეკლესიური უნიფიკაციის გზა, მათ შორის ინკვიზიციის მეთოდების გამოყენებით. მაგრამ მხოლოდ მე-20 საუკუნეში კაცობრიობამ შეიტყო, თუ რა არის ტოტალური ძალადობა ადამიანის ცნობიერებასა და ქცევაზე. ამ საუკუნემ (სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის და საზოგადოებრივ ცხოვრებაში დემოკრატიული გარდაქმნების განვითარების ფონზე) ადამიანთა ისტორიის ყველა სხვა ეპოქას გადააჭარბა თავის სურვილში სრულ კონტროლს დაუქვემდებაროს ადამიანის აზრები, მოთხოვნილებები და პრაქტიკული ქმედებები.
ადამიანის გონების „გაუმჯობესების“ ამოცანის გადაწყვეტას მისი ცნობიერების მანიპულირების გზით ცდილობდა თითქმის ყველა მარქსისტი, ნაციონალ- სოციალისტი, მრავალრიცხოვანი დიქტატორული რეჟიმი, ტოტალიტარული სექტა, რელიგიური ფუნდამენტალისტები. სწორედ ამ საუკუნეში მსოფლიომ შეიტყო, ვინ არიან იაპონური კამიკაძე, ისლამური შაჰიდები, თავგანწირვისთვის მზადყოფი ჯარისკაცები, ყველა ჯურის ფანატიკოსი – იდეოლოგიური, რელიგიური, ნაციონალისტური, კლასობრივი და ფეხბურთის ფანატიკოსიც კი.
მე-20 საუკუნე მეთოდების მრავალფეროვნებით, რომელიც გამოიყენებოდა ადამიანის შინაგანი ცხოვრების მანიპულირებისთვის, უდავოდ, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე შესამჩნევი გახდა, მან მნიშვნელოვნად გაასწრო ამ თვალსაზრისით შუა საუკუნეებს და „წმინდა ინკვიზიციის“ ეპოქას. აპრობაცია გაიარეს ადამიანების „ერთ მნიშვნელამდე“ მიყვანის სხვადასხვა მეთოდებმა და საშუალებებმა –  სოციალური დემაგოგიიდან საკონცენტრაციო ბანაკებამდე, ფსიქოტერაპიიდან ფსიქოტროპულ პრეპარატებამდე.
ადამიანის შინაგან სამყაროში საჭირო წესრიგის დამყარებისთვის ტოტალური ძალადობის გამოყენების ყველაზე საგულისხმო მაგალითი აღმოჩნდა საკონცენტრაციო ბანაკების მეთოდი. ეს იგივე არ არის, რასაც ადგილი ჰქონდა ბატონყმობის ან მონობის დროს. ძალადობის ორივე სისტემა სპონტანურად განვითარდა და საკმაოდ ბუნებრივი იყო თავისი დროისთვის.
საკონცენტრაციო ბანაკი ხელოვნურად შექმნილი, მიზნებისა და მეთოდების მიხედვით დაგეგმილი ადამიანში ადამიანურის ჩახშობის სისტემაა, მის რაღაც მექანიზმად გადაგვარება.
ეს ექსპერიმენტი განსაკუთრებით სანიმუშოა თავისი დასრულებული სახით. მას არ გააჩნია გარე, სიტყვიერი შეფერილობები თავისუფლების, თანასწორობის, ძმობის, ადამიანის უფლებების დაცვის მოწოდებების სახით, აქ სრულიად ნათლად ჩანს ის, რაც სინამდვილეში ჩადებულია ადამიანის სულიერი ცხოვრების ნებისმიერი იდეის დაუფლებისთვის, მისგან ამა თუ იმ სოციალური სისტემის იდეალური წევრის შესაქმნელად.
რას წარმოადგენს „იდეალური პატიმარი“? ბანაკის ცხოვრების ფსიქოლოგიის საკითხებთან დაკავშირებული მრავალი პუბლიკაციის ავტორი მ. მაქსიმოვი შემდეგი სახით აღწერს ამ ცნებაში მოცემულ ჩანაფიქრს. როდესაც ადამიანს ეძლევა ბრძანება, მის მიღებასა და აღსრულებამდე მცირე დრო მაინც არსებობს – ადამიანმა რომ ბრძანება გაიაზროს.
„იდეალურ პატიმარს“ ეს დროც არ აქვს. ბრძანება დაუყოვნებლივ შედის აღმასრულებელ ორგანოებში. გადამუშავება შიგნით არ ხდება, რადგან „შინაგანი არსი“ არ არსებობს. ამ არსებას (მისთვის ადამიანის დარქმევა უკვე რთულია) არ აქვს შინაგანი შინაარსი – გონება, სული და ყველაფერი ის, რამაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები.
ის ჰგავს მოდელს, რომელიც რადიოთია კონტროლირებადი: ერთი ადამიანი გადართავს ღილაკებს მართვის პანელეზე – და ათასობით, მილიონობით „იდეალური პატიმარი“ ასრულებს საჭირო ქმედებებს. ჰიტლერის საკონცენტრაციო ბანაკების ამოცანა იყო სამი წლის განმავლობაში ნორმალური ჯანსაღი ადამიანის  „იდეალურ პატიმრად“ გარდაქმნა, შემდეგ კი ამ გამოცდილების გამოყენება მილიონობით „იდეალური ადამიანის“ შესაქმნელად.
რა მეთოდებს იყენებდნენ ამ ამოცანის გადასაწყვეტად? ისინი ეფუძნება ტოტალურ შიშს, ტკივილს, გაურკვევლობას, უაზრობას, რომელიც მიყვანილია  აბსოლუტურ სისტემამდე. პატიმრებს უფლება არ ჰქონდათ რამეზე ეფიქრათ, მათ არ ჰქონდათ იმის გაგების უფლება, თუ რა ხდებოდა. მაგალითად, როდესაც ვაგონს ქვიშით ტვირთავდნენ, მათ მოულოდნელად უბრძანებდნენ დაეტოვებინათ ნიჩბები და ქვიშა მხოლოდ ხელებით ჩაეყარათ ან შეესრულებინათ უაზრო ვარჯიში: „ადექი! დაწექი! ადექი! დაწექი!“.
„იდეალურ პატიმარს“ არ უნდა ჰქონდეს თავისი ქცევის დაგეგმვის შესაძლებლობა, თუნდაც ერთი საათით ადრე, ძალების გადანაწილების, სიტუაციის დამოუკიდებლად შეფასების საშუალება. ის საბოლოოდ უნდა იყოს დარწმუნებული ერთ რამეში: ჩემზე არაფერია დამოკიდებული. ყველა გააზრებული ქმედება იცვლება ბრძანებაზე რეაქციით. უკიდურეს ვარიანტში რეალიზებულია მანიპულირებული ქცევის ბიჰევიორისტული იდეა „სტიმული-რეაქციის“ პრინციპით.
საკონცენტრაციო ბანაკი, პირველ რიგში, მიმართულია ადამიანის სულის, მისი შინაგანი სამყაროს წინააღმდეგ, ის მიზნად ისახავს ადამიანის სულიერად გატეხას და ყველაფრის ჩახშობას, რაც არ ექვემდებარება სხვა მეთოდებს, მის მიყვანას ცხოველურ და თუნდაც ნივთის მდგომარეობამდე, მიღწევას, რომ მის ქცევას აკონტროლებდეს არა სულიერი, არამედ მატერიალური არსი. ფრანგი ფილოსოფოსის ა. კამიუს აზრით, საკონცენტრაციო ბანაკების სისტემა იძლეოდა პრაქტიკაზე „დიალექტიკურ გადასვლას ადამიანთა მართვიდან საგანთა მართვაზე, ადამიანს აყენებდა ნივთის ადგილზე“.
თუმცა, საკონცენტრაციო ბანაკებში ჩადებული იდეა არ შედგა. მოხერხდა პატიმართა ზოგიერთი ნაწილის მიყვანა „იდეალურ“ მდგომარეობამდე. მაგრამ ყველა ძალიან სწრაფად დაიღუპა, რადგან არასიცოცხლისუნარიან არსებებად იქცნენ, რომლებიც დარჩნენ შინაგანი შინაარსის გარეშე, ცოცხალ ლეშად იქცნენ. როგორც მაქსიმოვი წერს, 1942 წლისთვის ნათელი გახდა, რომ ბანაკებში ხელახლა აღზრდამ შედეგი არ გამოიღო, და ამ დროიდან სამუშაო ბანაკები გერმანიაში თანდათანობით გადაიქცა განადგურების ბანაკებად. ახალი უკვე შენდებოდა, როგორც სიკვდილის ბანაკი.
ის, რაც ხდებოდა საკონცენტრაციო ბანაკებში, ნუ მოგვეჩვენება როგორც რაღაც ძალიან დაშორებული რეალურ ცხოვრებასთან. ყოფილი პატიმრები ერთხმად ამბობენ: საკონცენტრაციო ბანაკი „ზოგადად ადამიანთა სამყაროს მიკროკოსმოსური ანარეკლია“ (ვ. ფრანკლი); „ბანაკი არ არის დაპირისპირება, არამედ ჩვენი ცხოვრების სახეა, მისი იმავე კანონების კრებული“ (ვ. შალამოვი). ჩვეულებრივ ცხოვრებაში იგივე ხდება, მხოლოდ მუშაობის მეთოდური აღჭურვაა განსხვავებული – სჭარბობს ადამიანებზე ზემოქმედების ეკონომიკური, იდეოლოგიური, ნაციონალისტური თუ რელიგიური ფორმები. საკონცენტრაციო ბანაკების პედაგოგიკა მე-20 საუკუნის ზოგადი ტენდენციის აპოთეოზია, რათა შეიქმნას სრულად მანიპულირებადი ადამიანი.
დღესაც შეუპოვრად მიმდინარეობს იგივე ამოცანის გადაწყვეტა. ე.წ. დასავლური ქვეყნების  სამოქალაქო საზოგადოება უფრო ღრმა გავლენას ახდებს ადამიანის ფსიქიკის ფორმირებაზე, ვიდრე ნებისმიერი ტოტალიტარული სისტემა. ელიტის აზრით და უმრავლესობის ნებით განპირობებული ქცევის ნიმუშები სწრაფად იძენენ შინაგან აუცილებლობას, აიძულებენ განუხრელად  მისდიონ ურთიერთობათა შემოთავაზებულ სისტემას.
ამ სისტემაში ყველაფერს მკაცრად განსაზღვრავენ აშკარა და ფარული წესები, იმიჯის მოთხოვნები, მოსახლეობის გარკვეული ფენისადმი კუთვნილება. ადამიანი მუდმივად იმყოფება თავისი წრის ზეწოლის, ცხოვრების კალაპოტიდან ამოვარდნის, სხვა კლასის ავტომობილის ან მაღაზიის, სხვა დონის ჟურნალის, თანამოსაუბრის ან კლუბამდე ჩამოქვეითების  შიშის ქვეშ.
მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნე ლ. ბერტალანფი, რომელიც აკრიტიკებდა ამერიკელი ფსიქოლოგისა და ბიჰევიორისტის ბ. სქინერის თეორიას ადამიანის ქცევის ტრანსფორმაციის შესახებ სრულიად მანიპულირებადში, წერდა: „ „სიუხვის საზოგადოების“ გაფართოებული ეკონომიკა ვერ იარსებებს მსგავსი მანიპულაციის გარეშე. მხოლოდ ადამიანების უფრო მანიპულირებად სკინერისეულ ვითხებად, რობოტებად, მოვაჭრე ავტომატებად ტრანსფორმაციის შემთხვევაში, ეს დიდი საზოგადოება შეძლებს მზარდი ეროვნული პროდუქციისკენ პროგრესირების მიღწევას“. საუკუნის განმავლობაში იცვლებოდა ზემოქმედების ფორმები, მათი სიტყვიერი საფარველი, მაგრამ ადამიანის ნივთად (ან რობოტად) გარდაქმნის მიზანი უცვლელი დარჩა.
მიჩნეულია, რომ სხვადასხვა სოციალური სისტემები ცდილობენ სხვადასხვა ტიპის ადამიანების შექმნას, თითოეული  „ქმნის“ მისთვის შესაფერის ადამიანს, ხედავს მასში საკუთარ იდეალს. მაგრამ თავისი არსით იდეალი ყველგან ერთი და იგივეა. ის მორჩილი, კონტროლირებადი არსებაა, რომელმაც იცის ქცევის ზოგადი წესები და მოქმედებს, მათ შორის საკუთარი ინიციატივით, მხოლოდ მათ ფარგლებში; უფრო მეტიც, მას აქვს პატრონის ქება-დიდების, ბედნიერი ცხოვრებისთვის მადლობის გადახდის სურვილი.
პრაქტიკაში, ნებისმიერი საზოგადოება ცდილობს „ადამიანი ამყოფოს თავისთვის სასარგებლო უსახო მდგომარეობაში“ (ა. შვეიცერი). განსხვავდება მხოლოდ „მონობის მეტაფიზიკური დასაბუთება“ (ნ. ბერდიაევი). ამ სახის ძალისხმევა ყოველთვის იმალება ადამიანის „ღირსებისადმი“ მიმართვაში, სიტყვებში „ადამიანის ინტერესების შესახებ“, მცდელობაში გახადოს მისი ცხოვრება უფრო წარმატებული.
მე-20 საუკუნის ბოლოს კაცობრიობა შევიდა განვითარების საინფორმაციო ეტაპში, რამაც მნიშვნელოვნად გააფართოვა საჭირო შედეგების მოპოვების შესაძლებლობები ხალხის დიდი მასის ინდივიდუალური ფსიქიკის და ფსიქოლოგიის მართვის საქმეში. ფსიქიკის პროგრამირების მუშაობაში ჩაერთნენ ახალი მეცნიერებები (კიბერნეტიკა, ინფორმატიკა, გენეტიკა) და ტექნოლოგიები (ელექტრონული მედია, გლობალური საინფორმაციო ქსელები, პირველ რიგში, ინტერნეტი, როგორც „მსოფლიო ქსელი“) .
მანიპულატორის პარამეტრები იგივეა: ხალხის ქცევა გახდეს უფრო სტაბილური, არაკონფლიქტური, კარგად კონტროლირებადი და მართვადი. გლობალურ საზოგადოებაზე გადასვლამ ინფორმაციულ-ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას და ფსიქოლოგიური მანიპულირების გამოყენებას შესძინა საყოვალთაო, თითქმის უნივერსალური ხასიათი.
განსაკუთრებით ამ კუთხით წარმატებას მედიამ მიაღწია. დღეს, მათი შაბლონების მიხედვით ადამიანები გამოხატავენ „თავის“ აზრს, ეკამათებიან ერთმანეთს. მათი რეცეპტებით განსაზღვრავენ დამოკიდებულებას პოლიტიკური პარტიების და საზოგადოების ლიდერების მიმართ, ზრდიან შვილებს, იცმევენ, მკურნალობენ, წონაში იკლებენ, ირჩევენ საყიდლებს და „კერპებს“ მისაბაძად, უყვარდებათ, დაკავებული არიან სექსით. საგრძნობია მედიის პროგრამირების როლი არჩევნების დროსაც, როდესაც ძირითადად ისინი უნერგავენ გულუბრყვილო ამომრჩეველს აზრს, რომ მხოლოდ შემოთავაზებული კანდიდატი ყველაზე უკეთესად დაიცავს მათ უფლებებს. ამ შემთხვევაში, ამომრჩეველს რჩება რწმენა, რომ არჩევანი მან დამოუკიდებლად გააკეთა.
ყველა დროს, ყველა, ვინც ცდილობდა ადამიანის გარდაქმნას, საკუთარ მოთხოვნებთან ადაპტაციას, ეძებდა მისი სულის დაუფლების გზას, მასზე ძალაუფლების მოპოვებას, დაწყებული ჰაიტელი ჯადოქრებიდან (ან გოეთეს მეფისტოფელით) და რონ ჰაბარდის თანამედროვე მიმდევრებით დამთავრებული.
ცნობილია, რომ სტალინი აქტიურად უწყობდა ხელს ე.წ. „ადამიანის სულის ინჟინრების“ მუშაობას. უკვე იმ დროს საუბრობდნენ მეცნიერების ახალი დარგის – „სულიერი ინჟინერიის“ შექმნის შესაძლებლობაზე. ამ მიზნით ჰიტლერის საიდუმლო ლაბორატორიებში მიმდინარეობდა წარმართული რიტუალების, ბუდისტური მანტრების, ოკულტური სექტების გამოცდილების, განსაკუთრებული რუნული ფირფიტების შესაძლებლობების შესწავლა, რომლებზეც თითქოსდა ეშმაკის ხელით გამოსახული იყო გარკვეული სახის ცოდნა. ფილოსოფოსმა მერაბ მამარდაშვილმა ადამიანის მოდიფიკაციის იდეას უწოდა „მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და სულელური იდეა“.
თითქოს დღეს არ არსებობს ისეთი რამ, რასაც ადრე ჯადოქრები და ჰაიტელი ჯადოქრები არ უკეთებდნენ ადამიანებს. თუმცა, ბავშვობიდან სიკვდილამდე ჩვენც ვიმყოფებით სხვადასხვა სახის ზომბირების გავლენის ქვეშ. ამ პროცესს ჩვეულებრივ უწოდებენ სოციალურ პროგრამირებას ან სოციალიზაციას, სოციალურ ადაპტაციას.
ნებისმიერი სოციალური პროგრამირების მიზანი  არ განსხვავდება ვუდუს ჯადოქრების მიზნისგან: შექმნან ადამიანის მორჩილი ეგზემპლარი, რომელიც მარტივად მართვადი იქნება. ჰაიტელი ზომბისგან განსხვავებით, ჩვენი ზომბი დარწმუნებულია, რომ მოქმედებს საკუთარი ნებით და ყველა აზრი მას ეკუთვნის. ადამიანის ცნობიერების სწორედ  ამ ტიპის მანიპულირება ჩადებულია აღზრდისა და განათლების თანამედროვე სისტემაში, სხვადასხვა კოლექტივების, კომპანიების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და სამთავრობო სტრუქტურების საქმიანობაში ზოგადად, მიუხედავად მათი ცივილიზაციის ხარისხისა. ნებისმიერ სტრუქტურაში მის მოთხოვნების შესაბამისად ზომბირებული ადამიანი არ აკეთებს იმას, რაც მისთვისაა მომგებიანი და სასიამოვნო, არამედ მომგებიანია კომპანიის, კოლექტივის, პარტიისა და სახელმწიფოსთვის.
უკვე გაზვიადებულად არ ჩანს ცნობილი ამერიკელი პუბლიცისტისა და ფსიქოთერაპევტის ე. შოსტრომის მიერ წიგნში „ანტი-კარნეგი ან ადამიანი-მანიპულატორი“ აღწერილი გამოცდილი მექსიკელის მიერ მისი თანამემამულეების ინსტრუქტაჟი, რომლებიც პირველად მიემგზავრებოდნენ აშშ-ში: „ამერიკელები – მშვენიერი ხალხია, მაგრამ არის ერთი მომენტი, რომელიც მათ სწყინთ. თქვენ არ უნდა უთხრათ მათ, რომ ცხედრები არიან“.
ე. შოსტრომის აზრით, აქ მოცემულია თანამედროვე ადამიანის (და არა მხოლოდ ამერიკელების) „დაავადების“ ძალიან ზუსტი განსაზღვრება. ის მკვდარია,  თოჯინაა და მისი ქცევა მართლაც ძალიან ჰგავს ზომბირებული გვამის „ქცევას“. მას აქვს სერიოზული პრობლემები ემოციებითან, განცდების ცვალებადობასთან, უნართან იცხოვროს და რეაგირება მოახდინოს მოვლენებზე პრინციპით „აქ და ახლა“, შეცვალოს გადაწყვეტილებები და საკუთარი თავისთვის მოულოდნელად,  ყოველგვარი გათვლის გარეშე, თავისი „სურვილი“ყველაზე მაღლა დააყენოს.
„მკვდარმა სულებმა“ (არა გოგოლის მიხედვით) არ იციან, რას ნიშნავს გულწრფელი გრძნობები. საბაზრო ურთიერთობები მოითხოვენ: არავითარი გრძნობები, მხოლოდ საქმე.
მანიპულირების პროცესი იწყება ბავშვის პირველი ნაბიჯებიდან, მას არიგებენ, მოუწოდებენ მორჩილებისკენ, აკონტროლებენ, სჯიან, მოითხოვენ: „შენ უნდა“, „შენ ვალდებული ხარ“.  ცოდნაც კი  ამ პროცესში ორმხრივი იარაღია.
ერთის მხრივ, ის ხელს უწყობს ადამიანს, რომ შეეჩვიოს საქმიანობის და ცხოვრების წესის გარკვეულ ტიპს; მეორეს მხრივ, უქვემდებარებს მას ამ ცოდნას. ზოგჯერ იმდენად ადამიანი არ ეუფლება ცოდნას, რამდენად ცოდნა ეუფლება ადამიანს. კარგად აღზრდილი და გაწვრთნილი ბავშვი უკვე სოციალურად მართვადი ადამიანია. შემდეგ მასთან მუშაობა გაცილებით ადვილია, მან გაიარა შთაგონების დონის შემცირების პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი. ამიტომ მომავალი მანიპულაციების მომზადებას აწარმოებენ თავად მშობლები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მათი შვილის კეთილდღეობით.
ამგვარი მანიპულირება არ არის დაკავშირებული არაკეთილსახიერ მიზნებთან. უფრო მეტიც, იგი კეთილი განზრახვებითაა მოტივირებული. თუმცა, კეთილ განზრახვასაც აქვს მეორე მხარე. შემთხვევით არ ამბობენ, რომ კეთილი ზრახვებით ჯოჯოხეთის გზაა მოკირწყლული. ამ შემთხვევაში, როდესაც ბავშვს ეხმარებიან ცხოვრების პირობებთან ადაპტაციაში, მშობლები და პედაგოგები, მათდა უნებურად, ერთდროულად ამცირებენ მისი შთაგონების ზღვარს, შედეგად ბავშვი უფრო მგრძნობიარე ხდება მომავალში ნებისმიერი მანიპულირების მიმართ.
ამ მანიპულირებას ხშირად ვაწყდებით ცხოვრებაში. და თითქოს შევეგუეთ ამას. გაცილებით უარესია, როდესაც საყოფაცხოვრებო მანიპულირება გადაიზრდება მიზანმიმართულ ზომბირებაში უფრო მკაცრი საშუალებებისა და მეთოდების, მაგალითად, ფსიქოტროპული პრეპარატებისა და სპეციალური ტექნოლოგიებს გამოყენებით. მათი მიზანი – თვითკონტროლისა და წინააღმდეგობის გაწევის უნარის გამორთვა და, შესაბამისად, ადამიანის ფსიქიკის დასაუფლებლად გზის გახსნაა. ეს აადვილებს კონკრეტული ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის ფსიქიკის შემდგომ პროგრამირებას სპეციალურად შერჩეული მეთოდებით – დარწმუნებისა და შთაგონებიდან ნეიროლინგვისტურ პროგრამირებამდე.
დღეს სულ უფრო ხშირად ჩნდება ინფორმაცია სრულიად დაკარგული მეხსიერების და ცნობიერების მქონე ადამიანთა შესახებ („ადამიანი წარსულის გარეშე“). შინაგანი სიცარიელე აქცევს მათ იდეალურ შემსრულებლებად ნებისმიერი „პატრონისთვის“ .
თანამედროვე სამყაროში ადამიანთა ფსიქიკის ინტენსიური მანიპულირების საბოლოო მიზანია კაცობრიობის მმართველი უმცირესობისა და კონტროლირებადი უმრავლესობის მქონე ახალ საზოგადოებამდე ფარულად მიყვანა. თავის გადაწყვეტილებებში თანაბრად დამოუკიდებელი ადამიანები ახალი სამყაროსთვის გამოუსადეგარნი არიან. უმცირესობა – „ოქროს მილიარდია“, „მდიდარ და ძალიან მდიდარ ადამიანთა ინტერნაციონალური საძმო“ (პ.ი. ოდინცოვი), რომელსაც მხოლოდ სტაბილურობა სჭირდება.
უმრავლესობის ამოცანაა იყოს მართვადი და არ დაჩრდილოს თავისი ქმედებებით ისინი, ვინც ეკუთვნის „ოქროს მილიარდს“. მმართველი უმცირესობის აზრი უმრავლესობაზე ჯერ კიდევ ნაპოლეონმა გამოხატა: ხალხს აქვს ერთადერთი ვალდებულება – იყოს კონტროლირებადი. პოპულარული სიტყვები დემოკრატიაზე, როგორც ხალხის ძალაუფლებაზე, როგორც უმრავლესობის ძალაუფლებაზე, – მხოლოდ ლამაზი ლეგენდაა, რომელიც ხშირად საკმაოდ შორსაა იმისგან, რაც ხდება რეალურ ცხოვრებაში.დამცავი ქმედებები

მოსწავლეებს და მოზარდებს ხშირად უნდა აჩვენონ, რომ მათი ცნობიერებით მანიპულირება შეიძლება განხორციელდეს არა მარტო გლობალური პროექტების, სპეციალური სამეცნიერო მეთოდებისა და ტექნიკური საშუალებების რეალიზაციის გზით, რომლის წინაშე ადამიანი დაუცველია, არამედ გაცილებით უფრო მეტად იმის შედეგად, რაც ხდება ჩვენს თავს ყოველ დღე და რასაც არ განვიხილავთ, როგორც მანიპულირებას. პროგრამირება და ზომბირება იწყება ჩვეულებრივ ცხოვრებისეულ სიტუაციებში. ეს განსაკუთრებით ეფექტურია ბავშვობისა და მოზარდობის ასაკში, ადამიანის ფსიქიკის ფორმირების და მისი მაღალი პლასტიკურობის ფონზე.

შეძლებისდაგვარად თავიდან რომ აიცილოს მანიპულირება, მოზარდმა უნდა იცოდეს და შეძლოს გარედან (ანუ ბუნებირობა დაკარგული) შთაგონებული  ქცევის ძირითადი ნიშნების გამოვლენა, რათა შესაბამისად შეძლოს თავისი ქმედებების შეფასება. წარმოგიდგენთ ზოგიერთ მკაფიო ნიშნებს იმისა, რომ ახალგაზრდამ განიცადა საინფორმაციო მანიპულირება ან დაპროგრამირებულია და იმყოფება სოციალური ზომბის  მდგომარეობის ზღვარზე.

– ის საბოლოოდ შეპყრობილია გარკვეული სურვილით, რომელიც, მაგალითად, დაკავშირებულია პრესტიჟული ნივთის შეძენასთან, სურვილით ყველა შესაძლო საშუალებით „იშოვოს ფული“, მიაღწიოს ლიდერობას კოლექტივში ან გარეგნულად გამოიყურებოდეს სხვებზე უფრო ეფექტურად;

– მისი ძირითადი ინტერესების წრე ვიწროა, არაორიგინალური, თითქმის მთლიანად ემსგავსება კონკრეტულ გარემოში საზოგადოდ მიღებულ შაბლონებს;

– ის მზადაა მეგობრების წრეში განუწყვეტლივ გაიმეოროს, როგორც „უკანასკნელი ჭეშმარიტება“, რაც მან მოისმინა ტელეგადაცემაში, ნაცნობებისგან ან წაიკითხა ბილბორდზე;

– მას სჯერა რეკლამის, ცხოვრობს ერთი სატელევიზიო შოუდან მეორემდე, ვერ წარმოუდგენია ცხოვრება ტელევიზორისა და სატელევიზიო სერიალების გარეშე;

– თითქმის დაკარგული აქვს სხვა ადამიანების გამო განცდის, თანაგრძნობის უნარი, ხოლო „გულწრფელობის“, „გულითადობის“, „სამართლიანობის“ ცნებები მისთვის ფუჭი სიტყვაა;

– სახეზეა პასუხისმგებლობის შიში საკუთარ გადაწყვეტილებებსა და ქმედებებზე და ყველას დადანაშაულების მზადყოფნა ჩადენილ შეცდომებზე, დაკარგული აქვს  ეჭვის შეტანის, მომხდარზე საკუთარი დანაშაულის გრძნობის უნარი;

– საკუთარი აზრის დასაცავად მზად არის მოიტყუოს, თავი დაიძვრინოს, დაამახინჯოს ფაქტები ან, პირიქით, მოუფიქრებლად, არგუმენტების გარეშე, ოპონენტების პირველივე შეპასუხების შემდეგ უარი თქვას საკუთარ განცხადებაზე;

– დაკარგული აქვს სიყვარულის გრძნობა ახლობლების მიმართ, სიამოვნების მიღების უნარი ბუნებასთან, ხელოვნებასთან, ხალხთან ურთიერთობისას, დარჩა მხოლოდ, მაგალითად,  კომპიუტერთან ან სათამაშო აპარატთან საათობით ჯდომის სურვილი;

– მის მოსაზრებებსა და შეხედულებებში მრავლადაა ფანატიზმი და სხვების შეხედულებებისადმი შეუწყნარებლობა, იზრდება სურვილი აქტიური მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ტიპის „ფანატთა“ გაერთიანებების საქმიანობაში;

– ვლინდება სიცოცხლისადმი „გვირაბის“ დამოკიდებულების ფენომენი – ის ხედავს და მას ესმის მხოლოდ ის, რაც სურს დაინახოს და მოისმინოს.

რა შეიძლება ვურჩიოთ მოზარდებს ყოველდღიურად რომ დაიცვან თავი ზომბირებულ არსებად თანდათანობით ტრანსფორმაციისგან, საკუთარი სახის, დამოუკიდებლობის და გამოკვეთილი ინდივიდუალურობის შესანარჩუნებლად?

პირველ რიგში, აუცილებელია იცოდეს და შეძლოს ცნობიერების მანიპულირების მიზნები, მეთოდები და საშუალებები, შეძლოს ყოველდღე და ნებისმიერ ცხოვრებისეულ სიტუაციაში საკუთარი დამოკიდებულების კონტროლი გარე გავლენებზე (მაგალითად, ზემოაღნიშნულ მახასიათებლების მიხედვით). ამის მიღწევა შეიძლება ტრენინგის და მაგალითების და სიტუაციური ამოცანების განხილვის გზით.

მეორეც, ნებისმიერ მგზნებარე სიტყვაში, ტექსტში, რეკლამაში უმჯობესია, თუ „ყურადღებას არ მიაქცევს“ ლამაზ ფრაზებს, კონსტრუქციებს, შედარებებს და ეცდებით მხოლოდ მთავარ არგუმენტს ჩაეჭიდოთ. რას სთავაზობენ და საითკენ მოუწოდებენ ასე დაჟინებით? ხომ არ არსებობს ამ იდეისთვის უფრო ადეკვატური, უსაფრთხო ან საინტერესო ალტერნატივა? საკმარისია საღი გონების ჩართვა და აღმოჩნდება, რომ ალტერნატივა ყოველთვის არსებობს. თუმცა საღი გონებაც უნდა ეჭვქვეშ დააყენოს. ისიც ხომ კარგად ათვისებული პროგრამაა.

მესამე, ცნობიერების გათავისუფლებას ცალმხრივი დამოკიდებულებისგან ხელს შეუწყობს სიცოცხლისადმი შემოქმედებითი დამოკიდებულება, მონაწილეობის მიღება საქმეებში, რომლებიც მოითხოვს არასტანდარტულ აზროვნებას და ორიგინალურ გადაწყვეტილებებს და ბოლოს, მუდმივი ინტერესი ყველაფერ ახლისა და  მოულოდნელისადმი,  ზიარება და სიყვარული ხელოვნების, ბუნების და მეცნიერების მიმართ.

მეოთხე, რაც შეიძლება ნაკლები დრო უნდა გაატაროთ კონტაქტის ზონაში იმ სუბიექტებთან, რომლებსაც შეუძლიათ თქვენით მანიპულირება. არ უნდა გვქონდეს ჩვენი სიმტკიცის იმედი, რადგან დღევანდელ მანიპულატორთა გამოსვლები ძალიან დამაჯერებელია. მათთან დასაპირისპირებლად კარგია „ოდისევსის მეთოდი“. გახსოვთ? სირენის სიმღერას რომ ზემოქმედება არ ჰქონოდა, მან თავისი გემის ეკიპაჟის წევრებს ყურები ცვილით ამოუვსო, ხოლო საკუთარი თავი ანძაზე მიაბმევინა. ამიტომაც მოგზაურებმა თავი აარიდეს სირენის სიმღერებით ზომბირებას  და არ დაიღუპნენ. შეიძლება ერთ-ერთი ამ მეთოდის გამოყენება, თუ არ გყოფნით ნებისყოფა იმისათვის, რომ, მაგალითად, შეზღუდოთ ტელევიზორის ან კომპიუტერის წინ ყოფნა.

მეხუთე, შეიძლება ისეთი მარტივი ხერხის გამოყენება, როგორიცაა დროებითი გასხვლა შთაგონების მოქმედების ზონიდან. შეაფასეთ სიტუაცია, დაფიქრდით, დამშვიდდით. თავდაპირველად გაჩენილი მომხიბვლელობა გაქრება, და მანიპულირების შემდგომი ეტაპები შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ.

ამ მიზნით, სასარგებლო იქნება, თუ არსებობს შესაძლებლობა, რომ მანიპულატორს დაუსვათ კითხვები, რაცც დაარღვევს მის სცენარს. შესვენება ან თუნდაც ურთიერთობების სტილის დროებითი შეცვლა ყოველთვის გამომაფხიზლებლად მოქმედებს. კიდევ უფრო სასარგებლოა ხალხური სიბრძნით ფორმულირებული დაცვის მეთოდი: „დილა საღამოზე ბრძენია“. გადადეთ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება გაგონილსა ან ნანახის თაობაზე დილამდე, და დაფიქრდით ამის შესახებ „განახლებული ძალებით“ .
სახელმწიფო ხშირად მონაწილეობს თავისი მოქალაქეების ცნობიერების და ქცევის მანიპულირების პროცესში საერთო ამოცანების და პრინციპების კონტექსტში. თუმცა დღეს ისიც ცდილობს ადამიანთა დაცვას ინფორმაციული ზემოქმედების „მკაცრი“ მეთოდებისა და საშუალებების გამოყენებისგან მათ ფსიქიკაზე. “

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი