ალფრედ ადლერი – დასაწყისი და დასარული

0
372

პიროვნების ცხოვრებისეული ისტორიის ინტეპრეტირება პიროვნების ფსიქოლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და არასწორად გაგებული თეორეტიკოსის, ალფრედ ადლერის ცენტრალურ, თუმცა იმპლიციტურ მიზანს წარმოადგენდა. გაცილებით ადრე, ვიდრე ნარატივებისა და ცხოვრებისეული ისტორიების შესწავლა მოდური გახდებოდა ფსიქოლოგიასა და სოციალურ მეციერებებში, ადლერს უზომოდ აინტერესებდა, თუ როგორ შეიძლებოდა ადამიანის ცხოვრებისთვის ისტორიის ფორმა მიცემა.

ადლერს, როგორც წესი, ფროიდთან და ფსიქოანალიტიკოსებთან აერთიანებენ ხოლმე, რადგან ფროიდის ერთ-ერთი ადრეული მიმდევარი იყო. თუმცა, ასეთმა გაერთიანებამ შეცდომაში შეიძლება შეგვიყვანოს, როდესაც პიროვნებისადმი ადლერისეულ მიდგომაზე, მის ინდივიდუალურ ფსიქოლოგიაზე ვსაუბრობთ.

მისი მოსაზრება იმის შესახებ, რომ მიზნები და მოლოდინები უფრო მეტად ზემოქმედებს ადამიანის ქცევაზე, ვიდრე წარსულის შთაბეჭდილებები, ფროიდთან განსვლის მთავარი მიზეზი იყო. იგი, ასევე, ვარაუდობდა, რომ ადამიანები, უპირველეს ყოვლისა, უპირატესობის მიღწევის ან გარემოს დაქვემდებარების მიზნებით ხელმძღვანელობენ. ის ხაზს უსვამდა როგორც პიროვნებაზე სოციალური ზემოქმედების ეფექტს, ასევე, პიროვნების სოციალური ინტერესის მნიშვნელოვნობას:

მის თეორიას ბევრი არაფერი აქვს საერთო ფროიდთან ან ფროიდიდან მომდინარე ტრადიციასთან. მაგალითად, ის ბევრს არაფერს ამბობს არაცნობიერ პროცესებზე, ადამიანის ცხოვრებას არ თვლის ეროტიკული ინსტინქტებით მართულად და პრაქტიკულად არაფერს ამბობს იმ ფსიქოლოგიური კონფლიქტის შესახებ, რომელიც ასე მნიშვნელოვანია ფსიქოანალიტურ მიდგომათა უმრავლესობისთვის. ამ ყველაფრის ნაცვლად, ადლერი პიროვნების ძალზე ეკლექტურ და ორიგინალურ თეორიას წარმოგვიდგენს, რომელიც დროში ორგანიზებული ადამიანის ცხოვრების ფსიქოსოციალურად კონსტრუირებული ნარატივის როლის ძალზე გონებამახვილურ და შორსმჭვრეტელურ გაგებას გვთავაზობს. ადლერისთვის ინდივიდის უნიკალობა უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ქცევის ზოგადი სტერეოტიპების აღწერა.

ინდივიდუალური ფსიქოლოგია

აქ დეტალურად არ შევუდგებით ადლერის ინდივიდუალური ფსიქოლოგიის განხილვას და მხოლოდ რამდენიმე მომენტზე შევჩერდებით. დაბადების რიგისა და დედმამიშვილებში კონკურენციის თემა, რომელსაც ადლერის თეორიაში ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი უკავია. ჯერ კიდევ 1908 წელს გამოთქვა ადლერმა მოსაზრება, რომ ადამიანის ძირითადი მამოტივირებელი ინსტინქტი სექსუალობა კი არ არის, როგორც ფროიდს მიაჩნდა, არამედ აგრესიას, რამაც დიდად არ აღაფრთოვანა მაშინდელი ფსიქოანალიტური საზოგადოება.

საინტერესოა, რომ ადლერისეული იდეა მხოლოდ 12 წლის შემდეგ გახდა ფროიდისთვის მისაღები, როდესაც მან ადამიანის მოტივაციის თეორიის რეფორმულირება მოახდინა და მასში სიცოცხლისა და სიკვდილის ინსტინქტები ჩართო.

ფროიდისა და იუნგისგან განსხვავებით, ადლერმა პიროვნების განცილებით სწორხაზოვანი თეორია შემოგვთავაზა. თეორია აგებულია ხედვაზე, რომ ადამიანები ცნობიერი მოაზროვნეები და სოციალურად დეტერმინირებულები არიან. სოციალური დასწავლის თეორეტიკოსების მსგავსად, ადლერი მიიჩნევს, რომ პიროვნებას დასწავლით ყალიბდება სოციალურ გარემოში. კოგნიტური მიდგომების მსგავსად, ინდივიდუალური ფსიქოლოგია ამტკიცებს, რომ ადამიანებმა, ზოგადად, იციან საკუთარი ქცევების მიზეზები და შეუძლიათ რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება საკუთარი ცნობიერი ცხოვრებისეული მიზენბისა და გეგმების თაობაზე.

ჰუმანისტური თეორიების მსგავსად, ინდივიდუალური ფსიქოლოგია ადამიანის განვითარებისა და გაუმჯობესების შედარებით ოპტიმისტურ სურათს ხატავს, რომელიც მართავს გარემოს და ქმნის საკუთარ მე-ს ცხოვრების ციკლის განმავლობაში.

პირველი მოგონება

ჯგუფის წევრობის გრძნობას, თანამშრომლობასა და სხვებზე ზრუნვას. ადლერის მიხედვით, ცხოვრება თავისი არსით გარე სამყაროსადმი უფრო და უფრო წარმატებული ადაპტაციისკენ, მეტი თანამშრომლობისკენ და ალტრუიზმისკენ მოძრაობაა. ადლერის ინდივიდუალრი ფსიქოლოგია ბიჰევიორიზმს ჰგავს იმით, რომ დაკვირვებისთვის ხელმისაწვდომი ქცევითა და მისი შედეგებით არის დაკავებული; ასევე, ამტკიცებს, რომ ნებისმიერი კონცეფცია უნდა იყოს კონკრეტული და რეალურად არსებულ ქცევას უკავშირდებოდეს.

ინდივიდუალური ფსიქოლოგია არ არის სიღრმის ფსიქოლოგია ანუ არ საუბრობს ფსიქიკის სიღრმეში არსებულ, არახელშესახებ ძალებსა და კონსტრუქტებზე. ადლერი კონტექსტურ ფსიქოლოგიას უფრო ანვითარებდა, სადაც ქცევა ფიზიკური და სოციალური გარემოს ტერმინებით აიხსნება იმ კონტექსტში, რომელსაც თავად პიროვნება, როგორც წესი, არ აცნობიერებს.

ადამიანებს უსაზღვროდ აინტერესებთ ყველაფრის დასაწყისი. ჩვენ გვაინტერესებს, „როგორ დაიწყო ყველაფერი“, სად არის კონკრეტული მოვლენის ან ფენომენის პირველწყარო. ჩვენ გვჩვევია, გვჯეროდეს, რომ უკეთ და სრულად გავიგებთ რაიმეს, თუ მისი დასაწყისის შესახებ ვიცით. ამ ცნობისმოყვარეობის ილუსტრაციად ევოლუციის თეორია, შექმნის მითები და „დიდი აფეთქების“ თეორიაც კმარა. გავიხსენოთ, რომ ბიბლიაც შესაქმით იწყება.

როდესაც საკუთარი და სხვების ცხოვრების ახსნაზე მიდგება საქმე, ზუსტად ასევე გვაინტერესებს დასაწყისი. ბავშვობიდან მოყოლებული ვინტერესდებით, „საიდან მოვედით“. ამ თვალსაზრისით, ადლერი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა პიროვნების ადრეულ მოგონებას. ის, ცნობიერად რა ახსოვს პიროვნებას ცხოვრების პირველი წლებიდან, პიროვნების აწმყო და მომავალი იდენტობის გასაღებია.

ადლერის თვალსაზრისით, პირველი მოგონება პიროვნების ცხოვრების სტილის10 ძირითად თემებს ავლენს. ადლერს სჯეროდა, რომ თითოეულ ცხოვრებას უნიკალური სტილი აქვს, რომლის ცენტრალური მახასიათებლები პიროვნების ოჯახში ადრეული ურთიერთობების მეშვეობით იკვეთება.

ადლერისთვის პირველი მოგონება პიროვნული შექმნის მითი ან სცენის ანალოგს წარმოადგენდა, რომელიც იმპლიციტურად წინასწარ გვიჩვენებს და სიმბოლურად გამოხატავს პიროვნების შემდგომი ცხოვრების ზოგად ტონს.

მართალია, ადლერის წრის მიღმა მომუშავე ფსიქოლოგები არც თუ ისე დიდი ენთუზიაზმით იკვლევენ ადრეული მოგონებების როლს პიროვნების ფორმირებაში, არსებული მცირერიცხოვანი კვლევები ადასტურებენ ადლერისეულ ზოგად ინსაიტს, რომ ასეთი მოგონებები ნათელს ჰფენენ პიროვნების მიმდინარე ტენდენციებსა და მისწრაფებებს.

ადრეული მოგონებებისა და მარსიას იდენტობის სტატუსების ერთობლივ კვლევაში მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ იდენტობის მიღწევისა და მორატორიუმის მდგომარეობაში მყოფი კოლეჯის სტუდენტები ადრეულ მოგონებებში უფრო მეტად გამოკვეთდნენ განვითარების თემებს, ვიდრე გამოსყიდვის უფლებისა და იდენტობის დიფუზიის მდგომარეობაში მყოფნი.

ერთ-ერთ კვლევაში 200-ზე მეტი სტუდენტის ადრეული მოგონებები გააანალიზეს. თითოეული მათგანი სულ პირველ მოგონებას იხსენებდა და ავსებდა თვითანგარიშის კითხვარს, რომლითაც ფასდებოდა მონაწილეების რწმენა, თუ რამდენად ეფექტურად აკონტროლებდნენ გარემოს. ადრეული მოგონებები გავლენის, სასჯელისა და პიროვნებათშორისი სირთულეების თვალსაზრისით გაანალიზდა.

ავტორებმა აღმოაჩინეს, რომ ის სტუდენტები, ვინც ფიქრობდა, რომ აკონტროლებდნენ საკუთარ სამყაროს, ისეთ ადრეულ მოგონებებს აღწერდნენ, რომლებშიც

(ა) აქტიურად ზემოქმედებდნენ გარემოზე,

(ბ) სასჯელი მათივე ქცევის თანმდევი იყო

(გ) თავად იყვნენ პიროვნებათშორის ურთიერთობებში წარმოქმნილი სირთულეების მიზეზი.

ის სტუდენტები, რომელთა კითხვარების პასუხები ნაკლებ კონტროლზე მიუთითებდნენ, საპირისპირო თემებს აღწერდნენ. ისინი, უპირატესად, ისეთ მოგონებებს ყვებოდნენ, რომლებშიც

(ა) პასიურად იქცეოდნენ და არა — აქტიურად,

(ბ) სასჯელი არ უკავშირდებოდა მათ ქცევას

(გ) პიროვნებათშორის ურთიერთობებში წარმოქმნილი სირთულეების მსხვერპლი იყვნენ და არა — მიზეზი.

ეს კვლევა აჩვენებს, რომ ადრეული მოგონებები ცხოვრებისადმი ზოგადი ორიენტაციის დასაწყისს ავლენენ.

კონტროლის მიღწევა – ადრეული მოგონებები სამყაროზე კონტროლის განცდის მიხედვით – მოგონების კატეგორია კონტროლის მაღალი მაჩვენებლის მქონე სტუდენტის პასუხის მაგალითი ,,თოჯინებით ვთავაშობდი. მათ სიტყვების მართლწერას ვასწავლიდი. ვინაიდან მე თავად არ შემეძლო სიტყვების დაწერა, ასოების შემთხვევით კომბინაციებს ვწერდი და ჩემს უფროს ძმასთან მიმქონდა. ბევრი ცდისა და შეცდომის შემდეგ მოვახერხე სწორად დამეწერა სიტყვა „სახლი“, პირველი სიტყვა, რომელიც ცხოვრებაში დავწერე”

კონტროლის დაბალი მაჩვენებლის მქონე სტუდენტის პასუხის მაგალითი ,,მახსოვს, როგორ ვიჯექი იატაკზე დედის ფეხებთან და ვუყურებდი, როგორ აუთოვებდა ჩემს საყვარელ საგარეო ტანსაცმელს. მახსოვს, ორჯერ როგორ გადაუსვა დედამ უთო პერანგს“

სასჯელი – მოგონების კატეგორია კონტროლის მაღალი მაჩვენებლის მქონე სტუდენტის პასუხის მაგალითი ,,როდესაც კარტოფილზე საწებელის მოსხმა მინდოდა, მამამ მითხრა, რომ თუ არ მომეწონებოდა, მაინც უნდა მეჭამა. მე მთელი ბოთლი საწებელი მოვაპირქვავე კარტოფილზე და მერე იმდენხანს ვიჯექი მაგიდასთან, სანამ ბოლო ლუკმა არ გადავყლაპე.”

კონტროლის დაბალი მაჩვენებლის მქონე სტუდენტის პასუხის მაგალითი ,,მინდოდა, დამემტკიცებინა, რომ „დიდი ბიჭი“ ვიყავი და შემეძლო მაღაზიაში მარტო წასვლა. როდესაც სახლში დაბრუნდი, მშობლებმა „სახლიდან გაქცევის გამო“ დამსაჯეს.”

პიროვნებათშორისი სირთულე მოგონების კატეგორია კონტროლის მაღალი მაჩვენებლის მქონე სტუდენტის პასუხის  ,,დღეს დურგალი მოვიდა საძინებელში თაროს გასაკეთებლად. მე ის და დედაჩემი საძინებელში ჩავკეტე. საბოლოოდ, ერთი საათის შემდეგ მეზობელმა გამოიხსნა ისინი.”

კონტროლის დაბალი მაჩვენებლის მქონე სტუდენტის პასუხის მაგალითი ,,ჩემზე უფროს ბიჭს ვეჭიდავებოდი. მან ძირს დამაგდო, ზედ დამაჯდა და ასე იჯდა 10 წუთზე მეტ ხანს.”

ავტორი:ლილი ხეჩუაშვილი

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი