დაუდგენელი მსხვერპლი: ქალები, რომლებსაც უყვართ ფსიქოპათები

0
376

„ჩვენ არ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ის, რის დიაგნოსტირებაც არ შეგვიძლია. ჩვენ არ შეგვიძლია ვასწავლოთ სხვებს ამის გამოცნობა, სანამ თავად არ გავერკვევით ამ  პათოლოგიაში“.

ფსიქოპათთა კვლევაში მილიონობით დოლარის ინვესტირება განხორციელდა, ხოლო შეშფოთების გამომწვევი ფსიქოპათიის გვერდითი პროდუქტის – მათ მსხვერპლთა – ბედი სათანადო ყურადღების გარეშე დარჩა. რადგან ფსიქოპათი მამაკაცების რიცხვი 3-4-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე ფსიქოპათი ქალების, ამ სტატიაში მე ძირითადად ქალთა პრობლემებს განვიხილავ, რომლებიც ფსიქოპათების მსხვერპლნი გახდნენ.

მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ფსიქოპათები ანადგურებენ ყველას, ვინც გზაზე გადაეყრება, მათ შორის ქალებს და ბავშვებს, რომლებსაც ისინი უყვართ, რატომღაც კლინიკურმა ექიმებმა მიზანშეწონილად არ ჩათვალეს შეესწავლათ და დაეწერათ ამ პრობლემის გაგების ერთადერთი ყველაზე უდაო წყაროს შესახებ: იმ ადამიანებზე, რომლებსაც ახლო ურთიერთობები ჰქონდათ ფსიქოპათებთან. ნებისმიერი დაავადების შესწავლა გულისხმობს სიმპტომების საგულდაგულო შეგროვებას და გადამოწმებას, ხოლო ფსიქოპათია, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, სოციალური დაავადებაა. ჩვენი მართლმსაჯულების სისტემაც კი აგროვებს ინფორმაციას დამნაშავეების შესახებ უშუალო მოწმეების გამოკითხვის გზით. ამიტომ კიდევ ერთხელ მიჩნდება კითხვა: რატომ არ არსებობს საერთოდ კლინიკური მონაცემები, რომ აღარაფერი ვთქვათ ინტერესის არარსებობაზე, მათთან ურთიერთობაში მყოფი ფსიქოპათების პარტნიორების შესახებ?

მე ვფიქრობ, რომ პასუხი ამ კითხვაზე ასეთია: თერაპევტები ვერ ხედავენ ქალში ფსიქოპათის მსხვერპლს, რადგან მათ, როგორც წესი, არ შეუძლიათ მამაკაცებში ფსიქოპათების ამოცნობა. იშვიათ შემთხვევაში, როდესაც ქალს მიიჩნევენ ფსიქოპათის მსხვერპლად, თერაპევტი მიაკუთვნებს მას ოჯახური ძალადობის უფრო ტიპიური მსხვერპლის საერთო მასას, ან პარტნიორისგან ან სექსისგან პათოლოგიურ დამოკიდებულებაში მყოფთა კატეგორიას, და/ან ვარაუდობს, რომ მას აქვს პიროვნების დამოკიდებული აშლილობა. პათოლოგიური სასიყვარულო ურთიერთობების ამ მცდარ და ხშირად მიკერძოებულ განმარტებებს არასოდეს შეეძლოთ მსხვერპლისთვის დახმარების გაწევა სპეციფიკური თერაპიის მოსაძებნად, რომელიც ორიენტირებულია მათთვის  დამახასიათებელი ურთიერთობების დინამიკაზე და მათ შედეგებზე, არც თავისი წვლილის შეტანა ჩვენს მიერ ფსიქოპათიის თემის გააზრებაში.

ის ფაქტი, რომ დაზარალებულები ყოველივე ხალისის გარეშე არიან იდენტიფიცირებული და ცუდად გაგებული თერაპევტების მიერ, რაც იწვევს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციის ამ წყაროს დაკარგვას, – ეს პაროდიაა „თერაპევტის“ პროფესიაზე.

პათოლოგიის შესწავლის სფეროში მე შემთხვევით აღმოვჩნდი. მე არ ვაპირებდი იმ პაციენტებთან მუშაობას, რომლებიც იმყოფებოდნენ ე.წ. B კლასტერის ურთიერთობებში (ეს ნარცისული, ანტისოციალური და დრამატული აშლილობაა, ასევე სასაზღვრო პიროვნული აშლილობა; პიროვნების აშლილობას მიაკუთვნებენ სამიდან ერთ-ერთ კლასტერს მათი საერთო თავისებურებებიდან გამომდინარე). მე უბრალოდ ვცდილობდი დანაშაულის მსხვერპლთათვის ფსიქოთერაპიული კონსულტაციის გაწევას. მიუხედავად ამისა, ფსიქოპათოლოგიის მიმართულებით პირველი ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, დღეს, პიროვნების აშლილობის მქონე ადამიანების 20 წლიანი „მკურნალობის“ შემდეგ, მე ახლებურად შევხედე შეუჩერებელი განადგურების მასშტაბს, რომელიც – გამოწვეული იყო „პიროვნების საშიში და მძიმე აშლილობით“, როგორც მათ ოტო კერნბერგი უწოდებდა.

ეს სერიოზული ფსიქიკური აშლილობა ნეგატიურ გავლენას ახდენს არა მხოლოდ ავადმყოფზე, არამედ მისი ოჯახის წევრებზე, პარტნიორებზე, მეგობრებზე, ბავშვებზე და თერაპევტებზეც კი. მე ისევ მაოცებს ის ფაქტი, რომ პროგრესი პიროვნების აშლილობის მქონე ადამიანთა მკურნალობაში მილიმეტრებით განიზომება, ეს იმ დროს, როცა მათ მიერ გამოწვეული დარღვევები სწრაფად პროგრესირებს.

ჩემს პაციენტებთან მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ, ჩემი მუშაობის აქცენტი ნელ-ნელა გადაიხარა. მე მივხვდი, რომ ჩემი დრო და ენერგია შეიძლება უფრო ნაყოფიერად იქნას დახარჯული მათ დასახმარებლად, ვინც დროულად ვერ შეძლო იმის დანახვა, თუ როგორ გახდნენ პათოლოგიური ინდივიდუუმები მათი ცხოვრების ნაწილი. მათი პრობლემა აშკარაა: ეს ქალები მსხვერპლად იქცნენ იმიტომ, რომ ვერ გაიგეს განსხვავება პიროვნების ჩვეულებრივ მრავალფეროვნებასა და პათოლოგიის სიმპტომებს შორის.

მიუხედავად იმისა, რომ პიროვნების აშლილობის მქონე ინდივიდთა უმრავლესობას შეუძლია გარკვეული დროის განმავლობაში ატაროს „საღი აზროვნების ნიღაბი“, არსებობს გარკვეული ნიშნები და სიმპტომები, რომელთა შესწავლა არასპეციალისტებს შეუძლიათ, რითაც ისინი აიცილებენ თავისი ცხოვრების ყველაზე გამანადგურებელ მოვლენებს.

მე შევამჩნიე, რომ ქალების “სახიფათო მამაკაცებთან” ურთიერთობის მწარე გამოცდილება გამოიხატება ორი ტიპის პათოლოგიაში: ნარცისიზმსა და ანტისოციალური პათოლოგიების სრულ სპექტრში, რომელიც მოიცავს პიროვნების ანტისოციალურ აშლილობას, სოციოპათიასა და ფსიქოპათიას.

ამიტომ მე დავიწყე ფართო მასების ინფორმირება ფსიქოპათოლოგიის შესახებ. ჩემს ერთ-ერთ პირველ წიგნში – „როგორ უნდა ამოვიცნოთ საშიში მამაკაცი მანამდე, სანამ მასთან ურთიერთობებს დავამყარებთ (How to Spot a Dangerous Man Before You Get Involved) – მე დიდი ყურადღება დავუთმე იმ ეფექტებს, რომლებსაც В კლასტერის პიროვნების აშლილობები ახდენენ პიროვნებათშორის ურთიეერთობებზე, და მოვნიშნე ისინი, როგორც „ურთიერთობები, რომლებიც აუცილებლად იწვევენ ტკივილს“.

იმისდა მიხედვით, თუ როგორ ვუწევდი მსხვერპლთ ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას, რომლებიც დაზარალდნენ პიროვნების აშლილობის მქონე ადამიანებისგან, და ვიგებდი მათგან დეტალებს, რომლებისგანაც თმა ყალყზე მიდგებოდა, მე მიჩნდებოდა კითხვა, რატომ არ შეისწავლეს თერაპევტებმა პლანეტაზე ყველაზე  საშიში პიროვნებათშორისი ურთიერთობების მსხვერპლი!

თუ ძალადობის აღკვეთის ზომები პრაქტიკაში 70-იანი წლებიდან გამოიყენება, რატომ მოხდა, რომ პოტენციურ მსხვერპლთა ეს ჯგუფი, რომლებიც აღმოჩნდნენ საშიში ძალადობის რისკის ქვეშ, არ ყოფილა იდენტიფიცირებული მისი აღკვეთის მიზნით ან, ყოველ შემთხვევაში, სამედიცინო თერაპიის ჩასატარებლად? რატომ არავინ არ მივიდა იმ მოსაზრებამდე, რომ ეს ღირებული ინფორმაცია მიეღო ძალადობის მსხვერპლთაგან, რომლის მიცემა მხოლოდ მათ შეეძლოთ?

როგორც ერთ-ერთმა პირველმა თერაპევტმა, რომელმაც დაიწყო ფსიქოპათიის მსხვერპლთა კლინიკური ასპექტების ინტენსიური შესწავლა, მე გაკვირვებით აღმოვაჩინე, რომ ამ ქალებს საოცრად მსგავსი თვისებები ჰქონდათ. მათი ურთიერთობების განვითარების ისტორია ერთმანეთთან შედარებითია, ხოლო მათი პოსტტრავმატული სიმპტომები ბევრ რამეში ჰგავს ერთმანეთს. ამავდროულად, თერაპევტების მიერ ზემოთხსენებული კლინიკური სურათის დამახინჯების და ადამიანთა უმრავლესობის მათი პრობლემების შესახებ ცრუ წარმოდგენების მიუხედავად, გაირკვა, რომ ქალები, რომლებიც ფსიქოპათებთან სასიყვარულო ურთიერთობებში არიან, არ შეესაბამებიან მათთვის არც ერთ მიწერილ  სტერეოტიპს! ირონიას იწვევს ის ფაქტი, რომ მათ შორის ძალიან ბევრი მსგავსება არსებობს, რომელსაც არაფერი ჰქონია საერთო მათთან დაკავშირებულ იარლიყებთან!

ჩემს მიერ დაარსებულ ინსტიტუტში ყოვლისმომცველი კვლევა ჩაუტარდა 75 ქალს მთელი მსოფლიოდან (ქალების რიცხვი, რომლებმაც ამ კვლევაში მიიღეს მონაწილეობა, მას შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა). ამ ვრცელი კვლევის შედეგად შეგროვდა მათი ურთიერთობების, სიმპტომების, ხასიათის თვისებების, მათი ქცევისთვის დამახასიათებელი ისტორიები, ასევე მათი ურთიერთობების დინამიკა პათოლოგიურ საყვარელთან. მსხვერპლთა ამ კვლევამ გამოავლინა მათი ურთიერთობების უჩვეულო დინამიკის და  ხშირად დამალული პოსტტრავმული სიმპტომების ადრე შეუსწავლელი პრობლემა. (უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად წაიკითხეთ Для получения более подробной информации читайте Women Who Love Psychopaths: Inside the Relationships of Inevitable Harm with Psychopaths, Sociopaths & Narcissists. მე-2 გამოცემა, ავტორი სანდრა ლ. ბრაუნი (Sandra L. Brown)). ამ კვლევამ ნათელი მოჰფინა ფსიქოპათთა ქცევის ზოგიერთ უჩვეულო ასპექტს ინტიმური ურთიერთობისას. ეს ფსიქოპათთა ცხოვრების წესის დინამიკის ნამდვილად შოკის მომგვრელი მონაცემებია.აღმოჩნილი იქნა შემდეგი:

  • განათლებული და კარგად აღზრდილი ქალები აღწერენ გაშეშებას ან “ძლიერ სურვილს”ფსიქოპათებთან ურთიერთობებში, რომლებსაც ჰქონდათ სხვა ადამიანთა შთაგონების გამოყენების ექსტრაორდინალური  უნარი.
  •  ფსიქოპათი აცდუნებდა მათ ჰიპნოტური ინდუქციის დახმარებით, შეჰყავდა ტრანსულ მდგომარეობაში, რაც ხელს უწყობდა ქალების „შეკავებას“ ამ უერთიერთობებში.
  • მიჩვევის და შიშის ინტენსივობა ნეგატიურ გავლენას ახდენდა ფსიქოპათთან მისი სექსუალური და სოციალური კავშირის აღქმაზე.
  • „ჯეკილისა და ჰაიდის“ ტიპის ფსიქოპათების დიქოტომური ინდივიდუალურობა,  ზნეობრივ და პრიმიტიულ მოთხოვნილებებს შორის დაპირისპირებისა და კონფლიქტის დინამიკასთან ერთად,  რომელსაც თან ახლავს კონტროლის დაკარგვა და სარისკო ქცევა, ხელს უწყობს მსხვერპლში კოგნიტური დისონანსის განვითარებას, ასუსტებს მთლიანობაში ძლიერ ემოციურ კონსტიტუციას.
  •  შედეგი  მსხვერპლისთვის ან ანალოგიური იყო ან ფაქტობრივად პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობას წარმოადგენდა (PTSD), ფიზიკური ძალადობის არარსებობის  მიუხედავად.
  • ბოლოდროინდელი მიღწევები ნეირობიოლოგიაში განმარტავდნენ ფსიქოპათიაში გონებრივ განსხვავებებს (და B კლასის სხვა აშლილობას). ეს დაეხმარა ამ აშლილობების ფიქსირებული ბუნების კლინიკურ გაგებას. იმ დროს, როდესაც ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს გამოასწორებს მცდარ რწმენას იმისა, რომ ფსიქოპათია მხოლოდ წინასწარ განზრახული ქცევა არ არის, ისიც ცხადი ხდება, რომ მსხვერპლს არ გააჩნია აუცილებელი ცოდნა, რაც ხელს უშლის მის უნარს გაიგოს ამ დარღვევების მუდმივი ხასიათი; მსხვერპლი ისევ მიიჩნევს, რომ აგრესიულ ჩარევას  ან თერაპიას ფსიქოპათის შეცვლა შეუძლია.

ამ კვლევის ნოვატორული ასპექტი მდგომარეობს ამ ქალთა ხასიათის უნიკალური და მკაფიოდ გამოხატული „სუპერ თვისებების“ აღმოჩენაში, მათი ძლიერი და სუსტი მხარეების, რომლებიც, როგორც აღმოჩნდა, საოცრად ჰგავს ფსიქოპათთა ძლიერ და სუსტ მხარეებს და ბუნებრივი გზით „აბალანსებენ“ მათი ურთიერთობების რომანტიკულ მხარეს.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ქალებისთვის დამახასიათებელი თვისებების აღმოჩენა, ასევე მათი პირობითი ქცევა ბევრ რამეს განმარტავს ამგვარ ურთიერთობებში და სხვა მსხვერპლთათვის მოაქვთ დიდი გონებრივი და ემოციური შვება, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ამან მაინც და მაინც მნიშვნელოვნად არ შეცვალა საზოგადოების მიერ ფსიქოპათების ან მათი მსხვერპლის აღქმა.  

ამას წინათ რადიოპროგრამის წამყვანმა აღწერა ფსიქოპათთა მსხვერპლთათვის დამახასიათებელი ხასიათის გარკვეული თვისებების მაღალი გამომხატველობა,  და განმარტა, თუ როგორ შეიძლება ამან გავლენა მოახდინოს ფსიქოპათთა მიერ მათი მსხვერპლის არჩევის კანონზომიერებაზე და ასევე ამ ურთიერთობებში მსხვერპლთათვის დამახასიათებელ ტოლერანტობაზე. მან თქვა: „ეს ნამდვილი ბოდვაა! თქვენ გინდათ თქვათ, რომ ყველაფერი ხასიათის გარკვეული თვისებების ბრალია? მე ამის არ მჯერა. ეს ქალმა ჩაიგდო ის ხელში  და მასთან დარჩა. მან ეს უნდა აღიაროს. ასევე შესაძლებელია, რომ ქალს ბავშვობაში სასტიკად ექცეოდნენ“. ასეთი მარტივი პასუხი იყო და რჩება მოსახლეობის ფართო მასების ფსიქოპათოლოგიის შესახებ არასათანადოდ ინფორმირებულობის დამახასიათებელი ნიშანი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩემმა კვლევებმა აჩვენა, რომ ქალები, რომლებიც, როგორც წესი, შედიან სასიყვარულო ურთიერთობებში ფსიქოპათებთან (და В კლასტერის ტიპის სხვა აშლილობების მქონე მამაკაცებთან), ფლობენ ხასიათის საკმაოდ უნიკალურ და განუმეორებელ „სუპერ-თვისებებს“, რომლებიც ქმნიან მათგან იდეალურ სამიზნეს/მსხვერპლს ფსიქოპათისთვის. ამ სიაში არ არის მოყვანილი ყველა ტიპიური მახასიათებელი, მხოლოდ ყველაზე უფრო მეტად გამოხატული, რომლებსაც შეუძლია ფსიქოპათის ყურადღების მიპყრობა:

  • ექსტრავერტულობა და გამაღიზიანებელი სტიმულებისა და შთაბეჭდილებების მიმართ მისწრაფება. (ფსიქოპათები ასევე ექსტრავერტები არიან და გამაღიზიანებელი სტიმულებისკენ მიისწრაფიან). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფსიქოპათებთან ურთიერთობების დამყარებამდე ეს ქალები იყვნენ ყველაზე დამოუკიდებელი ადამიანები პლანეტაზე!
  • ურთიერთობებში წვლილის შეტანა. (მსხვერპლს, როგორც წესი, შეაქვს დიდი ემოციური, სულიერი, ფიზიკური ან ფინანსური წვლილი ნებისმიერი ტიპის ურთიერთობებში, არა მხოლოდ ახლო).
  • სენტიმენტალურობა.
  • მიჩვევა. (მას ღრმა მიჩვევის უნარი აქვს).
  • კონკურენტუნარიანობა. (ის, ალბათ, არ დარჩება ურთიერთობების გარეშე, და თავისას მაინც გაიტანს. ეს არ წარმოადგენს სხვებზე დამოკიდებულების ნიშანს)
  • ზიანის სუსტი წინათგრძნობა. (ის არ მოელის, რომ მას ტკივილს მიაყენებენ, და აღიქვამს სხვებს, როგორც თავის თავს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მას არ გააჩნია მიდრეკილება აღიდგინოს მეხსიერებაში ბავშვობაში მის მიმართ გამოხატული შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას.  სინამდვილეში, როგორც წესი, ამ ქალებს ბავშვობაში არასოდეს არ ექცეოდნენ სასტიკად)
  • თანამშრომლობა.
  • თანაგრძნობის ძლიერ გამოხატული გრძნობა  (ეს შეიძლება თანდაყოლილი თვისება იყოს)
  • პასუხისმგებლობის გრძნობა და ფხიანობა.

ვფიქრობ, ყველა დამეთანხმება, რომ ეს თვისებები აღწერენ ყოველმხრივ გამოჩენილ ქალს! ეს ზღაპრული თვისებები, ერთი შეხედვით, არ გამოიყურება პრობლემატურად. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ეს თვისება  საშუალო ნორმაზე 97% -ზე მეტად არის გამოხატული, რაც ამტკიცებს, რომ ძალიან კარგი დიდი რაოდენობით უკვე ცუდია. შეჯამების შედეგად მათი აღწერა ასე შეიძლება:

ზედმეტად განვითარებული თანაგანცდის გრძნობა + ძლიერი მიჩვევა + მაღალი სენტიმენტალურობა + უსიამოვნებების თავიდან აცილების სუსტად განვითარებული უნარი.
უსიამოვნებები გარდაუვალია. ეს ქალები, რომლებსაც მთელი გულით უყვართ, ვისთვისაც პიროვნებათშორის ურთიერთობებს  დიდი მნიშვნელობა აქვს და რომლებსაც შეუძლიათ გულღიათ ენდონ, სჯერათ, რომ ყველა ადამიანი ისევე კარგი, ღირსეული და ერთგულია, როგორც თავად. უფრო მეტიც, მათი ზღაპრული თვისებები აიძულებენ მათ შეინარჩუნონ ეს რწმენა, მიუხედავად საწინააღმდეგოს საზარელი მტკიცებულებისა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ თვისებების კომბინაცია საზღვარს სცილდება, ეს შეიძლება გამოიყურებოდეს, როგორც ცუდის მომასწავებელი ნიშანი, მაგრამ სინამდვილეში, ეს კარგი ამბავია. ჩვენ არ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ის, რის იდენტიფიცირებაც არ შეგვიძლია. ჩვენ არ შეგვიძლია ვუმკურნალოთ იმას, რაც არ არის დიაგნოსტირებული. და ჩვენ არ შეგვიძლია ვასწავლოთ სხვა ადამიანებს ფსიქოპათების იდენტიფიკაციის მეთოდი, სანამ თვითონ არ გავერკვევით ამ პათოლოგიაში. ახალი ცოდნის შეძენა საშუალებას გვაძლევს ეს ინფორმაცია გამოვიყენოთ მკურნალობის მიზნობრივი და ადეკვატური პროგრამების განვითარებისათვის, და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ვაცნობოთ ფსიქოპათიის შესახებ. ეს ინფორმაცია განკუთვნილი იქნება მათთვის, ვინც იმყოფება ფსიქოპათებთან ურთიერთობების შენარჩუნებისა და განვითარების დიდი რისკის ქვეშ.

ჩემი წიგნის Women Who Love Psychopaths პირველი პუბლიკაციის შემდეგ მე ერთ წელზე მეტი დამჭირდა მკურნალობის ჩვენი პროგრამებისთვის ახალი მიდგომების შესამუშავებლად ამ სპეციფიკური ინფორმაციის გამოყენების საფუძველზე. ეს პროგრამები სპეციალურად ქალებისათვის შევქმენი, რომლებსაც ურთიერთობები აქვთ ფსიქოპათ მამაკაცებთან. მე ათობით პაციენტს აღმოვუჩინე ფსიქოლოგიური დახმარება და შევიძინე ამ ურთიერთობების გამანადგურებელი შედეგების  სპეციფიკური ასპექტების ახალი ცოდნა, რომლის გადატანაც ამ ქალებს მოუხდათ. ამ აღმოჩენებთან დაკავშირებული ახალი მონაცემები მე მოგვიანებით შევიტანე ჩემს წიგნში.

ამ პრობლემის როგორც ჩემი საკუთარი გაგება, ასევე ჩემი პაციენტების ფსიქოპათებთან ახლო ურთიერთობების პირადი გამოცდილება მკვეთრად განსხვავდება სხვადასხვა ტრადიციული და თუნდაც კლინიკური პუბლიკაციებისაგან ფსიქოპათების თემაზე. ეს გასაკვირი არ არის, თუ გავითვალისწინებთ როგორ მიიღო ფსიქოპათის მსხვერპლმა ეს გამოცდილება. ამ ფსიქიკური გადახრის ჩემი გააზრება განვითარდა ფსიქოპათების მსხვერპლთა მკურნალობის უნიკალური გამოცდილების საფუძველზე, რომლებმაც გამიზიარეს ფსიქოპათებთან ურთიერთობის მწარე გამოცდილება. ამ თემისადმი მიდგომა მიღება ფსიქოპათითა მსხვერპლთა თვალსაზრისით გააფართოვებს და გააღრმავებს ამ პრობლემის თქვენს მიერ გააზრებას..

ჩემი თვალსაზრისი შეიძლება განსხვავდებოდეს ფსიქოპათიის სხვა მკვლევართა შეხედულებებისგან, რომლებსაც ძირითადად საქმე აქვთ კრიმინალ ფსიქოპათებთან პატიმრობის ადგილებში, ლაბორატორიებში მომუშავე მკვლევარებისგან ან პედაგოგებისგან, რომლებიც საუნივერსიტეტო გარემოში ასწავლიან ფსიქოპატოლოგიას. უმეტეს  შემთხვევებში, შესასწავლად ერთადერთი ხელმისაწვდომი  ფსიქოპათიური სუბიექტები პატიმრები არიან. ჩემს წიგნში აღწერილი ფსიქოპათები პატიმრობაში არ იმყოფებიან, თავისუფლები არიან. მათ შეიძლება „წარმატებული ფსიქოპათები“ ეწოდოს.
ეს ფაქტორი ხაზს უსვამს სხვაობას ჩემს წიგნში წარმოდგენილ მიდგომაში. ჩემს მიერ შედგენილი ფსიქოპათების ფსიქოლოგიური პროფილი ეფუძნება სექსუალური პარტნიორების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, რაც დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რას გვიყვებიან თავის შესახებ ფსიქოპათები. ეს ფაქტი საკმაოდ პრობლემატურია, თუ გავითვალისწინებთ, რომ სიცრუე ფსიქოპათების ძირითადი თვისებაა. ფსიქოპათების მსხვერპლი ქალები დეტალურად პასუხობდნენ კითხვებს ფსიქოპათების ქცევის და მათი ურთიერთობებისათვის დამახასიათებელი დინამიკის შესახებ.

ჩემმა გამოცდილებამ მასწავლა, რომ მსხვერპლთა და სხვა მოწმეების მიერ მოწოდებული ფსიქოპათის ქცევის აღწერიდან შეიძლება ბევრი ინფორმაციის მიღება. სიტყვები და ქმედებები, რომლებსაც დიდი ხნის მანძილზე დაჟინებით აკვირდებოდნენ, წარმოადგენენ ინფორმაციის ფართო წყაროს, რის საფუძველზეც შეიძლება დასკვნის გაკეთება ფსიქოპათთა აზროვნების შესახებ.

ეს წიგნი მე დავწერე იმ მიზნით, რომ დახმარება გავუწიო ფსიქოპათთა მსხვერპლს, რათა მათ გააცნობიერონ მათი მდგომარეობის უპრეცედენტო სარისკო მდგომარეობა: წარსულში, აწმყოსა და მომავალში. ვიმედოვნებ, რომ ეს წიგნი ასწავლის მათ, როგორ დაიცვან თავი სხვა მტაცებლებისგან და თავიდან აიცილონ ფსიქოპათების მიერ გამოწვეული ზარალი. ფსიქოლოგიური კონსულტირების 20-წლიანი გამოცდილების მანძილზე მე ასობით (თუ არა ათასობით) ადამიანი მინახავს, რომელთა ცხოვრება დააზარალა სხვადასხვა პათოლოგიური და ფსიქოპათური გადახრის მქონე ინდივიდუუმებთან ურთიერთობამ. ეს გლობალურ დონეზე მზარდი პათოლოგია დღეს წარმოადგენს ჩვენი საზოგადოების გონებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთი მთავარ პრობლემას – უბრალოდ ფსიქოპათთა მსხვერპლის რიცხვიდან გამომდინარე, რომელსაც ფსიქოპათია გარდაუვალად ქმნის.

რაც მთავარია, მე მჯერა, რომ ამ წიგნმა დასაბამი მისცა საზოგადოებაში ფსიქოპათიის შესახებ განათლების მიღების პროცესს. მე მიმაჩნია, რომ საზოგადოებაში ფსიქოპათების მიერ მიყენებული ზიანის თავიდან აცილების ერთადერთი გზაა ამ პრობლემის შესახებ საზოგადოების ინფორმირება. ასეთმა განათლებამ შეიძლება დახმარება გაუწიოს ქალებს, რათა მათ მიიღონ უფრო რაციონალური გადაწყვეტილება მათი მომავალი შვილების მამების არჩევისას, და განუმარტოს:

– ფსიქოპათი მამების ფსიქიკური გადახრების შვილებისთვის მემკვიდრეობით გადაცემის რისკი

–  როგორ შეუძლიათ ფსიქოპათ მამემს ემოციური ზიანი მიაყენონ თავის შვილებს

საზოგადოების მიერ ამ პრობლემის გაცნობიერების ამაღლების მიზნით, ქალებმა უნდა იცოდნენ ფსიქოპათი მამაკაცებისთვის დამახასიათებელი ტიპიური თვისებები. ისინი ვერ შეძლებენ ფსიქოპათებოს გაგებას, სანამ არ გაიგებენ, თუ რას წარმოადგენენ ფსიქოპათები, როგორ მოქმედებენ ისინი და ინიღბებიან.

თარგმნა:Kekelia Irakli

წყარო:ru.sott.net

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი