ჯიდუ კრიშნამურტი – რა არის სწორი ქმედება

0
693

მრავალი  ჩვენთაგანი, იმ უამრავი სირთულეებისა  და პრობლემები გადაჭრას, ცდილობს  ხელოვნური განსხვავებულობის ფარგლებში, რაც თვითონ შევქმენით ჯგუფსა და ინდივიდს შორის. ასეთი განსაზღვრება, ჩემთვის როგორც  ჯგუფის საწინააღმდეგოდ განწყობილი ინდივიდისთვის,  რყვნის და ანადგურებს ფიქრის სისუფთავეს, ასეთი გარყვნა ბუნებრივად მოიტანს ბევრ დათრგუნვებსა და გაზვიადებებს ინდივიდსა და ჯგუფს შორის.

ჩვენ ვეძებთ გზებსა და საშუალებებს ქაოსის გარეთ, მოცემული გვაქვს უამრავი ჭკვიანური და გართულებული მეთოდები და განმარტებები. პრობლემების მოგვარების ყოველი ინდივიდუალური არჩევანი,  გამომდინარეობს პიროვნების სპეციფიკური განსაკუთრებულობიდან, რაც დამოკიდებულია მის საზოგადოებრივ აღზრდასა და რელიგიურ წარმოდგენებზე.

მე არ მინდა ამ უკვე არსებულს, დავუმატო რაიმე ახალი თეორიები ან განმარტებები, პრომლის რეალური მოგვარება, შესაძლებელია მხოლოდ გონიერების შედეგად, რაც უნდა იყოს პირდაპირი და მარტივი გზა.  გონიერების ფარგლებში ჩვენ შეგვიძლია აღვიქვად ცხოვრება როგორც ერთი მთლიანობა. აამგვარი გონიერების გაღვიძება შეუძლებელია ჯგუფის ან სისტემის მიყოლით, ან შენი სპეციფიკური განსაკუთრებულობისა და წარმოსახვების მორჩილებით.

ჭეშმარიტი გონიერების გასაღვიძებლად, პირველ რიგში უნდა გამოვიკვლიოთ ის მრავალი ~სისულელე,~ რაც ზიანს აყენებს ჩვენს გულსა და გონებას და არ უნდა ვეძებოთ გონიერების განსაზღვრება. რადგანც, როდესაც  მუდმივი  შემეცნების შედეგად გავიგებთ, თუ რას წარმოადგენს ეს ~სისულელე~, გონებას გავათავისუფლებთ მისგან და შემდეგ შევძლებთ გავიგოთ თუ რა არის გონიერება.

ჩვენს ირგვლივ არსებული გარემო პირობების შეზღუდულობა რომ გავიგოთ,  რომ გავარჩიოთ მისი ნამდვილი მნიშვნელობა და ამგვარად თავი დავაღწიოთ მთელს ამ სისულელეს, უნდა გავიგოთ თუ რა არის ჭეშმარიტი გონიერება, რაც შემდეგ  მუდმივად გამოიხატება  ქმედებაში,  და ეს არის მადლი, იცხოვრო აწმყოში.                                             

ცხოვრების სისავსეობასა და მარადისობასთან დაკავშირებით, შენ გაქვს უამრავი იდეა. მაგრამ ჩემთვის ეს მარადიულობა, ეს სისავსე, ეს სიმდიდრე მხოლოდ მაშინ იქნება გასაგები, როდესაც გონება სრულიად გათავისუფლდება შეზღუდულობისგან, სისულელისგან, გარემო პირობებისგან, წარსულისა და აწმყოსგან, მემკვიდრეობით მიღებულის თუ შეძენილისგან, რაც მუდმივად იმყოფება ჩვენში.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი