სულიერება შუამავლების გარეშე

0
341

რატომაა საჭირო უშუალო კავშირი საკუთარ თავთან, სინდისთან და შემოქმედთან, სულიერება შუამავლების გარეშე

თქვენი სურვილი სულიერი განვითარებისა მისასალმებელია. თუმცა სახელმწიფო რელიგიასთან ზიარება, როგორიცაა ქრისტიანობა, ისლამი ან ინდუიზმი, ამის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გზაა. ამ სტატიაში მე აღვწერ 10 მიზეზს,  რატომ უნდა თქვათ უარი რელიგიაზე, თუ ნამდვილად მიისწრაფით შეგნებული ცხოვრებისკენ.

რადგან ამჟამად ქრისტიანობა ყველაზე პოპულარული რელიგიაა მსოფლიოში, ამ სტატიაში აღწერილია ქრისტიანობის ნაკლოვანი მხარეები. თუმცა, პუნქტების უმრავლესობა თანაბრად ვრცელდება სხვა ძირითად რელიგიებზე (დიახ, თუნდაც ბუდიზმზე).

  1. სულიერება დამწყებთათვის

თუ თქვენი ინტელექტუალური განვითარება ლოკოკინას დონეზეა, თქვენ გაწუხებთ დანაშაულის და სირცხვილის გრძნობა (ალბათ, ამის მიზეზი ნარკოტიკების გამოყენებაშია ან სუიციდურ ფიქრებში), შემდეგ კი თქვენ გადაერთვებით რელიგიაზე, შესაძლებელია, რომ ასეთი გარდატეხა დახმარებას გაგიწევთ ცნობიერების უფრო მაღალ დონეზე ასასვლელად. მაგრამ თქვენი აზროვნება მაინც არასულყოფილი რჩება, თქვენ მხოლოდ შეცვალეთ მცდარი შეხედულებების ერთი კომპლექტი მეორეზე.

ყველაზე გონივრულ ადამიანთა უმრავლესობისთვის, რომლებსაც არ სტანჯავთ დაბალი თვითშეფასება, რელიგია მკვეთრად ამცირებს გაცნობიერების დონეს. თუმცა ზოგიერთი რელიგიური რწმენა იძლევა შესაძლებლობების გაფართოვების ილუზიას, მთლიანობაში რელიგია გამძიმებთ ცრუ წარმოდგენების კომპლექტით რეალობის შესახებ.

როდესაც რელიგიაში ეფლობით, თქვენ ანაცვლებთ საკუთარ დამოუკიდებელ აზრებს ჯგუფის ბუნდოვან გონებას. იმის ნაცვლად, რომ დამოუკიდებლად ისწავლოთ სიმართლის გარჩევა, თქვენ უბრალოდ გეუბნებიან, თუ რა უნდა გწამდეთ. ეს არ შეუწყობს ხელს თქვენ სულიერ ზრდას, პირიქით, ხელს უშლის მის განვითარებას. რელიგიის  ამოცანაა ადამიანის გონების გათიშვა.

გადადეთ გვერდზე მითოლოგია და ისწავლეთ დამოუკიდებლად ფიქრი. თქვენი გონება  სულიერი ზრდის საუკეთესო საშუალებაა, ვიდრე რომელიმე რელიგიური სწავლება.

  1.  ღრმა სულიერი აღქმის დაკარგვა

ერთ-ერთი დიდი შეცდომა, რომელიც შეგიძლიათ ცხოვრებაში დაუშვათ, საკუთარი პიროვნების ერთ-ერთ კონკრეტულ რელიგიასა ან ფილოსოფიაზე მიმაგრებაა. თქმა იმისა, რომ „მე ქრისტიანი ვარ“ ან „მებუდისტი ვარ“. ეს თქვენ გონებას აკისრებს გარკვეული თვალსაზრისის შენარჩუნების აუცილებლობას, რეალობის ღრმა აღქმაზე უარის თქმას. თქვენაღარ შეგიძლიათ აღიქვათ რეალობა ისეთი, როგორიც სინამდვილეშია. თუასეთი პერსპექტივა ნორმალურად გეჩვენებათ, რას იტყვით წინადადებაზე ერთი თვალი რომ ამოგიგდონ? უკეთესად იგრძნობთ თავს ერთიანი,ფიქსირებული თვალსაზრისით, ნაცვლად გამოსახულების ორი ნაკადისრთული გონებრივი ანალიზისა, რომელიც ცალ-ცალკე მოდის თითო თვალიდან? თუ სტერეოეფექტები კვლავინდებურად მოგწონთ?

არსებითად რელიგიური „ჭეშმარიტება“ თქვენი თვალთახედვის ფიქსირებაა, მაშინ, როდესაც რეალური ჭეშმარიტება თქვენ თვალსაზრისზეა დამოკიდებული. როდესაც თქვენ ჭეშმარიტებას ცვლით რელიგიური რწმენით, თქვენ ჩრდილი სინათლის წყაროში გეშლებათ. ამრიგად, თქვენ სწირავთ საკუთარ თავს სიბნელეში მოუხერხებელი ხეტიალისთვის. გარკვეულობა თქვენთვის მიუღწეველი ხდება, და საუკეთესო ახსნა იმისა, თუ რა ხდება, თქვენთვის  იქნება იმის მტკიცება, რომ ცხოვრება დიდი საიდუმლოებაა. მაგრამ რელიგიური საიდუმლოებები არ ჩნდება შეუცნობადი საგნების ირგვლივ, ისინი  ჩნდება, რადგან შეუძლებელია რეალობის გაგება ათვლის უძრავ სისტემაში.

უფრო გონივრული მიდგომაა რეალობის განხილვა სხვადასხვა კუთხით, და არ გქონდეთ თქვენი აღქმის განხილვის მცდელობა რელიგიური სტრუქტურის პრიზმაში. ამ მიდგომის შესახებ შეიძლება შეიტყოთ ჩემ სტატიაში  „სიღრმის სულიერი აღქმა“.

  1.  მორჩილების სწავლება

რელიგიები ავტორიტარული იერარქიებია, რომლებიც მიზნად ისახავენ თქვენ კეთილგანწყობაზე დომინირებას. ისინი ძალოვანი სტრუქტურებია, რომლებიც გარწმუნებენ გადასცეთ სხვა ადამიანებს თქვენი ფუნქციები, რომლებსაც სხვების გაკონტროლება უყვართ. როდესაც უკავშირდებით ერთ-ერთ რელიგიას, თქვენ ხელს აწერთ ადამიანთა გარკვეული ჯგუფის უაპელაციო თაყვანისცემაზე. ეს რელიგიურ წესდებაში დაწერილი არ არის, მაგრამ არსებითად სწორედ ასე მუშაობს.

რელიგია ადამიანების ცხვრის ფარად გადაქცევის ძალიან ეფექტური ინსტრუმენტია. ის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სოციალური ინსტრუმენტია. მათი მუშაობის მიზანია გაანადგუროს თქვენ საკუთარ ინტელექტში რწმენა, თანდათან დაგარწმუნოთ ყველაფერში დაეყრდნოთ გარკვეულ, სხვა განზომილებიდან მოსულ არსებას, მაგალითად, ღვთაებას, გამოჩენილ პიროვნებას ან წიგნს. როგორც წესი, ამ ინსტრუმენტების გაკონტროლება ხდება მათ მიერ, ვისაც თქვენ უნდა ეთაყვანოთ. როდესაც გარწმუნებენ მთელი პასუხისმგებლობა გადააბაროთ გარე ძალას, რელიგია ხელს უწყობს თქვენ სისუსტეს, მორჩილებას და ქვეკონტროლს. რელიგია აქტიურად ხელს უწყობს ამ სისუსტეს და ამ პროცესს უწოდებს რწმენას. ამის რეალური ამოცანაა უპირობო მორჩილების მიღწევა.

რელიგია ცდილობს თავი გამოგიტენოთ გაუგებარი სისულელის ისეთი რაოდენობით, რომ თქვენ ერთადერთი რამ გრჩებათ – ქედი მოუხაროთ მორჩილების ნიშნად (ხშირად სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.). შეეჩვიეთ, რომ დროის დიდ ნაწილს მუხლებზე გაატარებთ, რადგან  წელში მოხრა და მუხლებზე დგომა ყველა რელიგიურ მიმდინარეობაშია. ასეთი პრაქტიკა გამოიყენება ძაღლების წვრთნისას. ახლა თქვით: „გისმენთ, ჩემო მასწავლებელო“.

ოდესმე დაფიქრებულხართ, რატომაა ყველა რელიგიური რიტუალი უცვლელად მოცული საიდუმლოებით, დახლართული და ლოგიკურად ძნელად ასახსნელი? რა თქმა უნდა, ეს შემთხვევით არ ხდება.

დიდი რაოდენობით გაუგებარი და ხშირად წინააღმდეგობრივი ინფორმაციის მომხმარებისას თქვენი ლოგიკა (თქვენი აზრით) ზედმეტად იტვირთება. თქვენ უშედეგოდ ცდილობთ წინააღმდეგობრივ შეხედულებათა შედარებას, რაც პრინციპში შეუძლებელია. საბოლოოდ თქვენი ლოგიკური გონება ითიშება, ძალა არ შესწევს აუხსნელს ახსნა მოუძებნოს, და მართვა გადაეცემა ტვინის უფრო პრიმიტიულ (რომელიც ვერ აანალიზებს) ნაწილს. თქვენ გასწავლიდენ, რომ რწმენა მაღალი სულიერი და შეგნებული ცხოვრების წესია, სინმდვილეში კი ყველაფერი ზუსტად საპირისპიროდ ხდება. რაც უფრო ნაკლებად ენდობით თქვენ ტვინს, მით უფრო სულელურ შთაბეჭდილებას ტოვებთ და მით უფრო ადვილია თქვენი მანიპულირება. კარლ მარქსი მართალი იყო, როდესაც ამბობდა: „რელიგია ხალხის ოპიუმია“.

ბიბლიის ორი ნაწილი, ახალი აღთქმა და ძველი აღთქმა, ხშირად ერთმანეთს ეწინააღმდეგება, და მათი ციტირება სიტუაციიდან გამომდინარე ხდება. ეკლესიის ხელმძღვანელები უხეშად არღვევენ საკუთარ მოძღვრებას, მაგალითად, როდესაც ხელს აფარებენ მათი მღვდლების დანაშაულებრივ და ამორალურ საქმიანობას. ისინი, ვინც ცდილობენ გამოაშკარავონ ეს აშკარა შეუსაბამობა, განიცდიან რელიგიურ დევნას.

მაღალი ცნობიერების მქონე ადამიანი უარს იტყვის მსგავსი ორგანიზაციის წევრობაზე, როგორც სასაცილო იდეაზე. ღვთაებრივი საიდუმლოების მიუწვდომელობაში ის ხედავს ხელოვნურ, განზრახ დაბნეულობას. ისინი ისეა შექმნილია, რომ მისი გაგება გაძნელდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დაკარგავენ თავის მისტიკურ შარავანდს. როდესაც თქვენ შეძლებთ მთელი ამ მასკარადის ჭეშმარიტი მიზეზის დანახვას, თქვენ პირველ ნაბიჯს გადადგავთ რელიგიური დამოკიდებულებისგან გასათავისუფლებლად.

ჭეშმარიტება იმაშია, რომ ე.წ. რელიგიურმა ხელმძღვანელებმა სულიერების შესახებ თქვენზე მეტი არ იციან. მაგრამ მათ მშვენივრად იციან, როგორ უნდა მართონ თქვენი შიში და უნდობლობა საკუთარი ინტერესებისადმი. ისინი ბედნიერები არიან, რომ თქვენ ამის გაკეთების საშუალებას აძლევთ.

თუმცა ყველა პოპულარული რელიგია ძალიან ძველია, ლ.რონ ჰაბარდმა (L. Ron Hubbard) დაამტკიცაა, რომ პროცესის აღდგენა შეიძლება ნულიდან დღევანდელობამდე. სანამ არსებობს საკმარისი რაოდენობა ადამიანებისა, ვისაც ეშინია პასუხისმგებლობის აღება საკუთარ ქმედებებზე, რელიგიები ყოველთვის იარსებებენ.

თუ გსურთ ღმერთს ესაუბროთ, ესაუბრეთ პირდაპირ. რატომ გჭირდებათ შუამავლები? ღმერთს არ სჭირდება თარჯიმნები. ნუ მისცემთ თქვენი მართვის უფლებას. დიდი შეცდომაა იმის ფიქრი, რომ თუ თქვენ ტვინს გათიშავთ და ლოგიკას შეცვლით რწმენით, ჩვენ ღმერთთან კიდევ უფრო ახლოს ვიქნებით. სინამდვილეში, ჩვენ ძაღლთან უფრო ახლოს ვართ.

  1. უნიტაზის ტაიმ-მენეჯმენტი

თუ თქვენ დიდ დროს უთმობთ რელიგიურ რიტუალებს, შეიძლება მტკიცედ ვთქვათ, რომ თქვენ პრაქტიკაში იყენებთ უნიტაზის ტაიმ-მენეჯმენტს, და თქვენი ძვირფასი ცხოვრების უდიდეს ნაწილს პირდაპირ უნიტაზში უშვებთ თქვენთვის ოდნავი სარგებელის გარეშე.

პირველ რიგში, თქვენ ბევრ დროს ხარჯავთ იმაზე, რომ თავს იტენით უსარგებლო სისულელებით. ამაში შედის  ძალიან დაბალი დონის ბელეტრისტიკის კითხვა, რომელიც ოდესმე დაწერილა. ასევე უამრავი წესი, კანონი და პრაქტიკა.

სერიოზულად, თუ თქვენ უძილობა გაწუხებთ, მოსინჯეთ რელიგიური ტექსტების წაკითხვა ძილის წინ. თქვენ ისე სწრაფად დაიძინებთ, რომ გვერდის ბოლომდე წაკითხვასაც კი ვერ მოასწრებთ. როგორ ფიქრობთ, რატომ დევს სასტუმროებში საწოლთან ბიბლია? ეს საუკეთესო დამამშვიდებელია საშულებაა, რომელიც კაცობრიობისთვისაა ცნობილი. საიენტოლოგებმა ოდნავზედმეტი გულმოდგინება გამოიჩენეს, როდესაც უცხოპლანეტელები ჩართეს თავის ისტორიებში. სამწუხაროა, რომ ჯინ როდენბერიმ (Gene Roddenberry) (Star Trek სერიის შემქმნელმა) ფორმალურად არ განაცხადა მისი რელიგიის შესახებ; Stovokor (ჯგუფი, რომელმაც ჩაწერა საუნდტრეკი ფილმისა Star Trek) კარგად ჟღერს.

როდესაც მიხვდებით, რა სისულელეებით გაქვთ გამოჭედილი თავი, თქვენ უნდა მოიშოროთ მთელი ეს ნაგავი, რათა მისცეთ ტვინს ნორმალურად ფუნქციონირების საშუალება. ამას შეიძლებაა უფრო მეტი დრო დასჭირდეს, ვიდრე თქვენ ფიქრობთ, ან შეიძლება საერთოდ არაფერი არ გამოგივიდეთ. პროცესი ჰგავს AOL წაშლის მცდელობას მაგარი დისკიდან.

მეორე, თქვენ უამრავ დროს ხარჯავთ ყოველნაირი სახის რიტუალებსა და ცერემონიებზე, როგორიცაა თქვენი რელიგიური საზოგადოების კრებებში მონაწილეობა, ლოცვების, ფსალმუნების და სხვა მანტრების სწავლა.

თუ შევკრებთ მთელ იმ დროს, რომელიც თქვენ დახარჯეთ ეკლესიაში, საკვირაო სკოლაში სიარულზე, რელიგიის სწავლებაზე კოლეჯში და სხვადასხვა ლოცვის დაზეპირებაზე, შეიძლება დავთვალოთ რამდენიმე ათასი საათი უაზროდ გატარებული დროისა. თუმცა გარკვეული გაკვეთილი აქედან მაინც გამოვიტანეთ. სწორედ, ეს დაედო საფუძვლად ჩემ სტატიას.

მე კარგად მახსოვს მრავალსაათიანი ქადაგებები, რომელსაც მღვდლები გვიკითხავდენ და რომელთა უმრავლესობა საკმაოდ უნიჭო ორატორია. ალბათ, დიქციის პრობლემები იმის გამო ჰქონდათ, რომ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ალკოჰოლს მოიხმარდენ.

არ ვიცი, რა აიძულებს ადამიანებს დაკარგონ მათი ცხოვრების რამდენიმე წელი რელიგიური წერილების მკვდარი ენის შესასწავლად.

რაც უფრო მეტ დროს ხარჯავთ რელიგიურ პრაქტიკაზე, მით უფრო მეტ დროს უთმობთ უაზრო, არამიზანმიმართულ საქმიანობას… და მით უფრო ბეჯითად ცდილობთ დაარწმუნოთ თქვენი თავი, რათა  დაიჯეროთ ცრუ ფრაზა „დიახ, დიახ, სწორედ ამის გაკეთება მინდოდა“.

  1. მუქთახორების მატერიალური მხარდაჭერა

გარდა იმისა, რომ უამრავ დროს ხარჯავთ, რელიგიით გატაცება დაკავშირებულია ფულის სერიოზულ ხარჯვასთან.

თავდაპირველად თქვენ შემოიფარქლებით მცირე შემოწირულობებით, რომელიც იხარჯება სხვა დამწყებთათვის მოსაზიდად. ალბათ, თქვენ არ გინდოდათ თქვენი ფული ასე ყოფილიყო გამოყენებული? თუ გრძნობთ ფულის შეწირვის სურვილს, მოძებნეთ სხვა, უფრო კეთილშობილური საბაბი. გადით ქუჩაში და გააკეთეთ რაღაც, რაც ნამდვილად სასარგებლო იქნება ადამიანებისთვის. თუ თქვენ საერთოდ არ გაქვთ იდეა ამასთან დაკავშირებით, აიღეთ ქილა საღებავით და შეღებეთ უხამსი წარწერები უახლოეს ღობეზე.

რელიგიურ მეზვერეთა უმრავლესობა არ იყენებს თქვენ შემოწირულობებს საზოგადოების სასარგებლო საჭიროებებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ არიან მღვდლები, რომელთა საქმენი იწვევენ პატივისცემას და მოაქვთ რეალური სარგებელი საზოგადოებისთვის, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს არ შედის მათ კომპეტენციაში. გარდა ამისა, რელიგიურ ორგანიზაციათა მოსაკრებელი, როგორც წესი, არ იბეგრება, ასე, რომ ეკლესია, ფაქტობრივად, პარაზიტირებს ჩვეულებრივ გადამხდელებზე. მიუხედავად შემოწირულობის მცირე ოდენობისა, თუ გავითვალისწინებთ მათ რაოდენობას, შეიძლება მივხვდეთ, თუ რა სახის თანხა ტრიალებს იქ.

დამატებითი შემოსავლის მისაღებად ყველა რელიგია სთავაზობს მორწმუნეებს ერთტიპური მომსახურების მთელ რიგს. ნაკლებად გასაგები უაზრობის უწყვეტ ნაკადში თქვენ გაგიმანსპინძლდებიან ორცხობილით და სირჩა კაგორით, შემდეგ გამოაცხადებენ, რომ ახლა თქვენ საყვარელ ადამიანთან უფრო ახლოს ხართ. ზოგიერთ რელიგიურ მიმდინარეობაში მიღებულია ხრჩოლვადი, მკვეთრი სუნის მქონე ჭურჭლის ქნევა, მეორეში – კაცს ზედმეტ კანს აჭრიან, მესამეში –  წყალს აპკურებენ და აჭრიან თმის კონას, მეოთხეში – იღებენ თქვენი შეცდომათა და დანაშაულთა მოტევების ვალდებულებას. მაგრამ ყველაფრის შესრულება ერთმანეთისგან არ განსხვავდება. თქვენ წარმოგიდგენენ ანგარიშს, რომლის სხვა ანგარიშგებისგან ერთადერთი  განსხვავება იმაშია, რომ „მომსახურების გადახდის“ ნაცვლად იქ წერია   „შეთავაზებულია შემოწირულობა“.

როდესაც თქვენ ფულს წირავთ რელიგიურ ორგანიზაციებს, თქვენ გაცილებით უარესს აკეთებთ, ვიდრე უბრალოდ ფულის ქარისთვის გადატენებაა. თქვენ აფინანსებთ ბოროტებას. თუ მიგაჩნიათ, რომ მილიარდი დოლარის მესამედის ხარჯვა პედოფილთა და გამხრწნელთა დასაცავად შეგროვებული შემოწირული ფულადი სახსრების უკეთესი გამოყენებაა? ძნელი წარმოსადგენია ადამიანთა შემოწირულობების უფრო მკრეხელურიგამოყენება. გადამყიდველებიც კი უოლ სთრითიდან უკეთესად იქცევიან, ისინი პატიოსნად აცხადებენ თავისი სიხარბისა და ვნების შესახებ.

ერთ-ერთი ჩემი სულიერი მოძღვარი კათოლიკურ სკოლაში მცირეწლოვანთა გამხრწნელი აღმოჩნდა. მე შემთხვევით წავაწყდი ამ სტატიას ადგილობრივ გაზეთში. სიყმაწვილეში საეჭვო არაფერი შემინიშნავს ჩვენი პედაგოგის საქციელში, და, სიმართლე გითხრათ, მიყვარდა კიდეც. ამიტომ შოკირებული ვიყავი, როდესაც  სიმართლე გამჟღავნდა მისი კლასგარეშე საქმიანობის შესახებ. თუმცა, დიდხანს არ გვასწავლიდა. მის უფროსებს, რომლებისთვის, ალბათ, ცნობილი იყო მისი სიმპათიები ახალგაზრდა ხორცის მიმართ, მუდმივად გადაჰყავდათ ის ერთი ადგილიდან მეორეზე. მოხარული ვარ, რომ შევძელი მისი ყურადღების არიდება, მაგრამ ვწუხვარ მათ გამო, ვისაც არ გაუმართლა. ვფიქრობ, რომ ღმერთმა ოდნავ უნდა აწიოს სტანდარტები მისი მიწიერი მსახურთათვის.

რატომ ეკრძალებათ კათოლიკე მღვდლებს დაქორწინება? ამას არაფერი აქვს საერთო იმასთან, რაც ბიბლიაში წერია, და არ იძლევა არავითარ უპირატესობას. ეს წესი ეკლესიამ მოიგონა, რომ მღვდლებს არ ჰყავდეთ მემკვიდრეები. მღვდლების მთელი ქონება სიკვდილის შემდეგ ყოველთვის ეკლესიაში რჩება და ზრდის მის სიმდიდრეს. როგორც ჩანს, ღმერთს უფრო მეტი ფული სჭირდება. ამ უაღრესად ეფექტურმა სისტემამ გამოიწვია ის, რომ დღეს ეკლესია ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ორგანიზაციაა მსოფლიოში. და ეს გასაკვირი არ არის, თუ გავითვალისწინებთ  ზემოთ აღწერილ ფინანსურ სისტემას.

უბრალო მორწმუნეებს (არა სასულიერო პირებს), პირიქით, ურჩევენ ჰყავდეთ მრავალშვილიანი ოჯახები, რათა ეკლესიას უფრო მეტი ახალი მიმდევარი ჰყავდეს. პრეზერვატივი ყველა რელიგაში იკრძალება. დაქორწინდით, გააჩინეთ ბევრი შვილები, მოიყვანეთ ისინი ეკლესიაში, ხოლო შემდგომ ტვინის რეცხვას ჩვენ თავზე ვიღებთ – დაახლოებით ამაშია ყველა დარიგების საერთო მნიშვნელობა, რომელსაც აძლევენ მღვდლები თავის მრევლს.

თქვენ ჯერ კიდევ დარწმუნებული ხართ, რომ ფულის შეწირვა მსგავსი სტრუქტურებისთვის ნამდვილად „კეთილი საქმეა“?

ერთ-ერთი მათგანი ხომ არ გავხდე?..

  1. სისხლის აღრევის ხელშეწყობა

რელიგიები ხშირად თავს ახვევენ თანამოაზრეთა ვიწრო წრეში ჩაკეტვას. თქვენ დაბეჯითებით გირჩევენ უფრო მეტი დრო გაატაროთ ადამიანებთან, რომლებიც იზიარებენ საერთო რწმენას, და თავი აარიდოთ სხვა აღმსარებლობის მქონე ადამიანებს. ზოგჯერ ეს შეუმჩნევლად კეთდება, ზოგჯერ უფრო აშკარად.

თუ თქვენ ერთ-ერთი გადარჩენილი ხართ მათ შორის, ვინც ჭეშმარიტი რწმენა იპოვა, რომელსაც ნათელი მოეფინა, მაშინ გამოდის, რომ ყველა დანარჩენი ჯერ კიდევ წყვდიადშია. ზოგიერთი რელიგია ღიად ნერგავს შეუწყნარებლობას სხვა აღმსარებლობის მქონე ადამიანების მიმართ. სხვები უფრო პოლიტიკორექტულები არიან, და უცხო ადამინებს წარმოაჩენენ უსანდომო ჭრილში. ეს ხელს უშლის რელიგიური საზოგადოებიდან გამოსვლას. მთავარი იდეა დახურული სტრუქტურის საკუთარი წევრების მხარდაჭერაშია, შიდა საფუძვლებისადმი ლოაილობის წაქეზებაში და თავისუფალი აზროვნების გამოვლინებების დასჯაში.

თავად სიძულვილის გაღვივების იდეა რელიგიურ ნიადაგზე (როგორც ნებისმიერი სხვა) შეგნებული ადამიანისთვის არ არის მისაღები. გლობალური თვალსაზრისით, ეს სრული იდიოტიზმია. მაგრამ ადამიანთა მართვის ეს ინსტრუმენტი კვლავინდებურად აქტიურად გამოიყენება ანაფორიან მეთოჯინეთა მიერ. როცა თქვენ გასწავლეს შიში და მათთვის თავის არიდება, რომელთა რელიგია თქვენ რელიგიისგან განსხვავდება, თქვენი შიში თქვენ გონებაში დაფიქსირდა, ამიტომ თქვენი მართვა ბევრად უფრო ადვილია.

როდესაც თქვენ უერთდებით ერთ-ერთ რელიგიურ მიმდინარეობას, თქვენი ახალი გარემოცვა გააკონტროლებს თქვენ ქმედებებს, ხელს შეუწყობს მორჩილებას და ქცევის დასჯას, რომელიც ეწინააღმდეგობა საზოგადოებაში საყოველთაოდ მიღებულს. რატომ აკეთებენ ამას? მათ არ შეუძლიათ სხვაგვარად მოიქცენ. უთხარით თქვენ ახალ მეგობრებს, რომ აპირებთ საზოგადოებიდან გასვლას და დამოუკიდებლად ფიქრს, და სიძულვილს დაინახავთ მათ თვალებში. მომენტალურად საუკეთესო მეგობრიდან თქვენ გადაიქცევით ბოროტ მტრად. რელიგიური ადამიანებისთვის არ არსებობს უფრო დიდი საფრთხე, ვიდრე სურვილი გქონდეთ საკუთარი აზრი.

არსებობს ბევრად უფრო უსაფრთხო გზა კოლექტივის მხარდაჭერისგან სიამოვნების მისაღებად, ვიდრე რელიგიურ სექტაში შესვლა. ეცადეთ დაუმეგობრდეთ შეგნებულ, ცვლილებების მსურველ, თავისუფლად მოაზროვნე ადამიანებს, რომლებიც მზად არიან თქვენთან ურთიერთობისთვის, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად სულელურია თქვენი რწმენა. თავდაპირველად ასეთმა თავისუფლებამ შეიძლება შეგაშინოთ, მაგრამ მალე შეეჩვევით და დაიწყებთ ჭეშმარიტი სიამოვნების მიღებას.

რადგან მე ხშირად მისვამენ ერთ და იმახე კითხვას, მიმაჩნია, რომ ახლა ძალიან ხელსაყრელი მომენტია, რათა საჯაროდ გავცე პასუხი. ვიღებ თუ არა იესო ქრისტეს, როგორც მაცხოვარს? არა, მე არ ვიღებ არც იესო ქრისტეს, არ საკრედიტო ბარათებს. თუმცა მაცხოვრის სახელს დიდი ასოებით ვწერ. ნიშნავს ეს იმას, რომ ჩვენ აღარ შეგვიძლია ვიყოთ მეგობრები? გთხოვთ, მაპატიოთ, მაგრამ  აქ მარტო ნუ დამტოვებთ.

  1. იდიოტიზმი თუ ფარისევლობა –  რა ავირჩიოთ?

როდესაც თქვენ აცხადებთ თავს ერთ-ერთი სახელმწიფო რელიგიის მხარდამჭერად, თქვენ მხოლოდ ორი ვარიანტი გაქვთ: ან იდიოტი ხართ ან ფარისეველი. თუ უკვე პირველი აირჩიეთ, აგიხსნით, რატომ. მე ვრცლად ვილაპარაკებ, რომ აუცილებლად შეძლოთ გაგება.

პირველ რიგში, თავად პრინციპია იდიოტური. თქვენ იძულებული ხართ დათანხმდეთ ამ ხელოვნურ, მოგონილ სისულელეს, რომელსაც გთავაზობენ. აღიარეთ, რომ დედამიწა მხოლოდ 10000 წლისაა. დაიჯერეთ, რომ გვამები ზოგჯერ ცოცხლდებიან. შეისწავლეთ ამბავი სხვადასხვა ღვთაებათა, ანგელოზთა და დემონთა შესახებ. ენდეთ მათ, ვინც ყველაფერ ამას გიყვებათ. მათ არ შეუძლიათ მოტყუება. მიიღოს მათი ყველა დოგმა. კარგი ბიჭი იყავით!

მზად ხართ? გილოცავთ! თქვენ ხართ მორწმუნე იდიოტი. ახლა გადარჩით, ნათელი მოგეფინათ და გარდაცვალების შემდეგ  ფანფარებით შეგხვდებიან… რა თქმა უნდა, თუ ყველაფერი, რასაც გიყვებიან, სიმართლე აღმოჩნდება. ა-ა-რა… თუ ბიჭი ხალათში გეუბნებათ, რომ ეს სიმართლეა, მაშასადამე ასეა, ეს ნამდვილად სიმართლეა. მე მორწმუნე ვარ, ესე იგი, არ შემიძლია არ მწამდეს.

ან სხვა, ფარისევლური ვარიანტი. გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ტვინი საკმარისად განვითარებულია, რათა გამოავლინოს აშკარა სისულელე, რომელიც საფუძვლად უდევს რელიგიურ მოძღვრებას, რომლისგან გული გერევათ. თქვენ შეგიძლიათ გაარჩიოთ სიმართლე სიცრუისგან, მაგრამ ზოგჯერ ეჭვი შეგაქვთ თქვენ არჩევანში. თქვენ საკმარისად ჭკვიანი ხართ, რათა გესმოდეთ, რომ დედამიწა თქვენზე 10000 წლით უფროსია, ხოლო სექსი ქორწინებამდე (ან ქორწინებაგარეშე) საკმაოდ სახალისოა, მაგრამ ზოგიერთ საკითხში რწმენა ნაკლებია. თქვენ არ ხართ მზად გაიჯახუნოთ კარი და წახვიდეთ, მაგრამ არც იმის აღიარება შეგიძლიათ, რომ ჭეშმარიტი მორწმუნე ხართ. ასე ხშირად ხდება, როდესაც რელიგიას თავს გახვევენ მშობლები, როგორც ერთადერთ შესაძლებელს, და, რა თქმა უნდა, თქვენ ამ არჩევანში მონაწილეობა არ გაქვთ მიღებული.

თქვენთვის, ეს უბრალოდ შემთხვევითობაა. თქვენ, რა თქმა უნდა, არ ხართ ფუნდამენტალისტი, მაგრამ მიგაჩნიათ, რომ არაფერი ცუდი არ არის კვირაობით ეკლესიაში წასვლა, სადაც გიმანსპინძლდებიან კაგორით და ორცხობილით, თუ ამისთვის გპირდებიან ბონუსს საიქიოში. თქვენ ზედმეტი ემოციის გარეშე მისდევთ ოფიციალურ რელიგიას, რომელიც მიღებულია იმ ადგილას, სადაც თქვენ ცხოვრობთ. აკეთებთ იმას, რასაც თქვენი მეზობლების უმრავლესობა.

ამ შემთხვევაში, თქვენი მდუმარე თანხმობით მხარს უჭერთ არსებულ რელიგიას. თქვენ ერთდროულად ერიდებით რელიგიურ ფანატიკოსებს და ათეისტებს. თქვენ სადღაც შუაში მერყეობა გირჩევნიათ. თქვენ არ მისდევთ რელიგიურ პრაქტიკას (ან მისდევთ, მაგრამ დაუდევრათ და თანმიმდევრულად), მაგრამ გარდაცვალების შემდეგ შეგიძლიათ ღმერთს აჩვენოთ წევრობის ბარათი.

ხვდებით, თუ რამდენად ცდებით?

შეეცადეთ განთავისუფლდეთ თავს მოხვეული იდეებისგან და თავიდან ამოიგდოთ მთელი ეს სისულელე. ნუღარ შეეკითხებით სულიერ მოძღვარს, რა და როგორ გააკეთოთ, დაიწყეთ დამოუკიდებლად ფიქრი და მოქმედება. თუ ღმერთი ნამდვილად არსებობს, ის საკმარისად ჭკვიანია იმისთვის, რომ ნახოთ, ვინ ხართ სინამდვილეში, მთელი ამ ზიზილპიპილოების გარეშე.

დროდადრო ზოგიერთი ჩემი მკითხველი ცდილობს მის რელიგიას მაზიაროს. მათ უმრავლესობას არაფრის დაპირისპირება არ შეუძლია ჩემ გესლიან კითხვებზე მათ რწმენასთან დაკავშირებით, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, მათი მცდელობა ჩემში პატივისცემის გრძნობას იწვევს. მე არ ვიცი, რატომ კითხულობენ ისინი ჩემ ბლოგს (რომელიც მიზნად ისახავს ცნობიერების განვითარებას, და არა პირიქით). არსებობს სუსტი იმედი, რომ ეს პირველი პატარა ნაბიჯია ბრმა რწმენიდან საღი აზრის მიმართულებით.

ჩემი გადაბირება ძალიან მომგებიანი იქნება ნებისმიერი რელიგიური ჯგუფისთვის. ყოველთვიურად მე მყავს  2.4 მილიონიანი მკითხველთა აუდიტორია, მე შემეძლო ჩემ რელიგიაში გადამეყვანა მათი მნიშვნელოვანი ნაწილი. და, რა თქმა უნდა, შემეძლო მნიშვნელოვნად შემევსო ეკლესიის ხაზინა შეწირულობის მოწოდებით. ამ სტატიის გამოსვლის შემდეგ მე ველოდები ასეთ კეთილმსურველთა აქტიურობის ზრდას. რა თქმა უნდა, ყველა იხელმძღვანელებს არა მომხვეჭელობის სიხარბით, არამედ ჩემი სულის გადარჩენაზე ზრუნვით. თქვენ ხომ არ შეგიძლიათ მშვიდად იჯდეთ გულხელდაკრეფილი და უყუროთ, საკუთარი ხელებით როგორ ვიკვლევ გზას ჯოჯოხეთისკენ, ასე არ არის? 😉

საქაღალდე „სპამისთვის“ ჩემ ელექტრონულ ყუთში უკვე გამართულია თქვენი წერილების მისაღებად. თუ წერილების 90% შედგება თქვენი ცნობილი წიგნის ციტატებისგან, ის ავტომატურად აქ მოხვდება.

  1. სიცრუე მემკვიდრეობით

თუ შეიძლება მითხარით, რომელი თქვენგანი იყენებს პრაქტიკაში რელიგიას, რომელიც განსხვავდება  იმ ადგილის ძირითადი რელიგიისგან, სადაც დაიბადეთ? თქვენ ხომ უკვე დაგიპატარავდათ თქვენი ბავშვობის ტანსაცმელი. ნუთუ არ დადგა დრო უარყოთ თქვენი ბავშვური რელიგიური სიყვარული?

რა მოხდებოდა სხვა კულტურაში რომ დაბადებულიყავით? გეყოფოდათ გონიერება ყველა დაბრკოლება გადაგელახათ და მისულიყავით თქვენ მიმდინარე რწმენის სისტემასთან? თუ თქვენი რწმენა მხოლოდ გარემოს პროდუქტია, რომელშიც იმყოფებით, და არა შეგნებული არჩევანის შედეგი?

მრავალი რელიგია ადრე არსებული რამდენიმე კულტის ნარევია. ქრისტიანობა, მაგალითად, დიდწილად ეფუძნება წარმართულ რიტუალებს. უძველეს დროში არსებული წარმართული რიტუალების საავტორო უფლებები რომ დაცული ყოფილიყო, ქრისტიანობა საერთოდ არ იარსებებდა. თუ თქვენ ქრისტიანობის სათავეებში აუჩქარებლად დაიწყებთ ძებნას, ნახავთ, რომ ეს მოძღვრება ეფუძნება უძველეს მითებს, ხოლო თავად იესო გამოგონილი პერსონაჟია, რამდენიმე მითიური ფიგურის ნაკრები.

ბევრი რელიგიური მასწავლებელი (მღვდელი, რაბინი და ა.შ.) თავად არის ტვინის გამორეცხვის მსხვერპლი. მათ არ აქვთ არავითარი რეალური ძალა და არც კი იციან, რა ზრახვები აქვს მათ ხელმძღვანელობას. ამიტომ არიან ისინი საუკეთესო მქადაგებლები, რადგან გულწრფელად სწამთ და არ იციან ზევით საქმის ნამდვილი მდგომარეობა. ქვედა დონის მღვდლების შედარება ბარმენებთან შეიძლება. როდესაც ბარში მიდიხართ, თქვენ ურთიერთობა სწორედ ბარმენთან გაქვთ და არასოდეს შეხვდებით დაწესებულების მეპატრონეს. ისინი სხვებზე არანაკლებ განიცდიან მემკვიდრეობით მიღებულ უსამართლობას.

დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი რელიგია ღვთის სიტყვას ეფუძნება? ფაქტობრივად, უფრო მეტად არა, ვიდრე ეს სტატია. თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ კითხულობთ ღმერთის ანდერძს, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ანაფორაში გამოწყობილმა გითხრათ, რომ ეს სტრიქონები დაწერა ღვთაებრივი შთაგონებით მოფენილმა ადამიანმა. სინამდვილეში, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია  გამოაცხადოს პრეტენზია ღვთაებრივ შთაგონებაზე. მაგრამ თაყვანს ჩვენ კვლავინდებურ ვცემთ არა ჭეშმარიტ, არამედ მხოლოდ სასულიერო პირების მიერ რეკომენდირებულ ტექსტებს.

ძირითადი რელიგიების ცენტრალური ფიგურებიც კი არ მიჰყვებიან მცნებებს, რომლებსაც ასწავლიდენ თავის მრევლს. მაშინაც კი, თუ მათ ვერ აღიქვეს ზეციდან მოვლენილი მთელი „სიბრძნე“, მაშინ თქვენ რატომ უნდა გააკეთოთ ეს? თუ გსურთ ჰგავდეთ ადამიანებს, რომლებსაც თაყვანს სცემთ, მაშინ, ყოველი შემთხვევისთვის, თქვენ უნდა ჰქონდეთ უფლება აირჩიოთ, ვის სცეთ თაყვანი.

დატოვეთ თქვენი ბავშვური რელიგია ბავშვობაში. განიხილეთ ფართო ხედვა, როგორც გონივრული ალტერნატივა.

  1. იძულებითი თანაგრძნობა

რელიგიური წესები და კანონები ყოველთვის ხელს უშლიან ცნობიერების განვითარებას. ეს იწვევს უაზრო ძალადობას და ომსაც კი. ის, ვინც ქადაგებს ძალადობის უარყოფას, სინამდვილეში ხშირადაა ყველაზე სასტიკი. ასეთი ადამიანების ნდობა არ შეიძლება, რადგან ისინი არღვევენ მათ მიერვე გამოცხადებულ წესებს და თავის გასამართლებლად თავსაც კი არ იწუხებენ.

როდესაც თქვენ თანაგრძნობას ამატებთ კანონებისა და წესების კრებულს, ის აღარ რჩება თანამგრძნობად. ჭეშმარიტი თანაგრძნობა შეგნებული არჩევანის საკითხია, ის არ მოითხოვს საკანონმდებლო მხარდაჭერას.

ადამიანი რაც უფრო რელიგიური ხდება, მით უფრო ნაკლებია მასში თანაგრძნობა. ამის ნაცვლად ჩნდება თანაგრძნობის ილუზია. რელიგიურ ადამიანთა უმრავლესობა ფანატიკოსია სხვა კონფესიების მკაფიოდ გამოხატული მიუღებლობით. ისინი, ყველაზე ნაკლებად იწვევენ ნდობას და ყველაზე მეტად იტანჯების ფსიქოლოგიური დარღვევების გამო. იძულებულნი არიან თავი მოაჩვენონ კარგ ადამიანებად,  სინამდვილეში კი მხოლოდ ჭანჭიკები არიან სისტემაში, რომელიც შეიქმნა ადამიანთა მაქსიმალური რაოდენობის მოსაზიდად უმაღლესი სასულიერო პირების გაუცნობიერებელ მონობაში. ისინი მონები არიან, რომლებიც ხელს უწყობენ მონობის განვითარებას.

ისტორია გვიჩვენებს, რომ რელიგიურ ადამიანებს უყვართ ერთმანეთთან ბრძოლა. უპირობო სიყვარულის ნაცვლად, ისინი პრაქტიკაში იყენებენ დროებით შემწყნარებლობას. ერთადერთი უპირობო ასპექტია (რომლითაც უძველესი დროიდან განთქმულია ყველა რელიგია) სისხლის წყურვილი. ნებისმიერი არასახარბიელო შენიშვნა მათი მისამართით პოტენციურ სამიზნედ გხდით … ან ახლებურად აღსაზრდელად ან ფიზიკურად გასანადგურებლად (რაც, პრინციპში, ერთი და იგივეა).

თუ თქვენთვის ახლოსაა უპირობო სიყვარულის იდეალი, თქვენ მას ვერც ერთ რელიგიაში ვერ იპოვით. რეალური თანაგრძნობა ღმერთის არსებობაში რწმენის შედეგი არ არის, ის არ ჩნდება მაგიური რიტუალების პრაქტიკის ან საეკლესიო წიგნების კითხვის შედეგად. თანაგრძნობა შეიძლება გაჩნდეს მხოლოდ შეგნებული არჩევანის საფუძველზე, რომელიც მოითხოვს არჩევანის თავისუფლებას, სასჯელის საფრთხის და ჯილდოს დაპირების გარეშე. თუ თქვენ ბრმად მიყვებით თქვენი სარწმუნოების დებულებებს, შეიძლება დიდი ალბათობით ვთქვათ, რომ თქვენ ცხოვრებაში თანაგრძნობა არ არსებობს. ალბათ, თქვენ არ იცით, როგორია რეალური თანაგრძნობა.

რაც უფრო მეტი ადამიანი იტყვის უარს მათ რელიგიურ მრწამსზე, მით უკეთესი გახდება ჩვენი პლანეტა. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უარი უნდა ვთქვათ სულიერებაზე. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა შევცვალოთ სულიერება რაღაც მოგონილით.

  1. რწმენის საფუძველ შიში

შიში ყველა რელიგიის მნიშვნელოვანი კომპონენტია.

ნეტარ არიან ღატაკნი (უნდა შეწირო). ნეტარ არიან თვინიერნი (უნდა დაემორჩილო). ნეტარ არიან მოკრძალებულნი (ეჭვქვეშ არ უნდა დააყენო მემკვიდრეობით მიღებული ავტორიტეტები). ნეტარ არიან მშიერნი (უკანასკნელიც უნდა გასცეთ). ნეტარ არიან მოწყალენი (თუ შეამჩნიეთ, რომ გატყუებენ, უნდა აპატიოთ). ნეტარ არიან სუფთა გულის მქონენი (გამორთეთ ტვინი). ნეტარ არიან გაუბედავნი, ლაჩრები, დაჩაგრულები. ნეტარ არიან ისინი, ვინც არ ეწინააღმდეგება ძალაუფლებას და თავი ღვთის მონად მიაჩნია. ჰა-ჰა-ჰა!

ასეთი უნდა ეკლესიას, რომ იყოთ. თქვენ გიბიძგებენ დაივიწყოთ სიმამაცე, პატიოსნება, გამბედაობა და შეგნებული ქმედებები. ეს სისულელეა, და არა ღვთაებრიობა.

რელიგია გვასწავლის, რომ უნდა გვეშინოდეს საერთო მასიდან გამოყოფა, გვეშინოდეს საკუთარი თავის დაცვა და დამოუკიდებლად აზროვნების უნარი. იგი ანადგურებს თქვენ რწმენას საკუთარ თავში, და გიხსნით, თუ რატომ არ შეგიძლიათ მართოთ საკუთარი ცხოვრება. თქვენ უღირსი ხართ. თქვენ ცოდვილი ხართ. თქვენ უწმინდური ხართ. თქვენ ეკუთვნით ყველაზე დაბალ კასტას. მაშინვე გთავაზობენ (ყოველთვის ერთი და იმავეს) გამოსავალს – დაემორჩილოთ გარე ძალას. დაიჯეროთ თქვენი არასრულფასოვნება. მისცეთ მათ უფლება წარმართონ თქვენი ბედი. მისდევდეთ მათ წესებს და ბრძანებებს. იცხოვროთ შიშში მთელი თქვენი დარჩენილი ცხოვრება, იმ იმედით, რომ ბოლოს ყველაფერი კარგად იქნება.

როდესაც თქვენ პრაქტიკაში იყენებთ რწმენას, და არა შეგნებულ ცხოვრებას, თქვენ მუდმივად იმყოფებით შიშის მდგომარეობაში. ბოლოს და ბოლოს, ეს მდგომარეობა იმდენად ჩვეულებრივი ხდება, რომ ივიწყებთ მას. ძალიან სამწუხაროა, როდესაც აღწევთ წერტილს, სადაც ვერც კი იხსენებთ, რას ნიშნავს იყო საკუთარი ცხოვრების შემოქმედი.

მშიშარას შეუძლია  გამბედაობა შეცვალოს რწმენით. ეს კარგი მარკეტინგული ხერხია მათთვის, ვინც აკონტროლებს პროცესს. თუ გეშინიათ ან არ გსურთ აიღოთ პასუხისმგებლობა თქვენ ცხოვრებაზე, თქვენ იდეალურად შეეფერებით რელიგიას.

შიში, რომელიც დასახლდა თქვენი ცხოვრების ერთ ნაწილში, ყოველთვის შეავსებს ყველა დანარჩენ სფეროს. თქვენ ვერ შეძლებთ მის გაკონტროლებას. თუ დისკომფორტს გრძნობთ შიშისგან, გაყვეთ თუ არა თქვენ ოცნებას, ღია ურთიერთობა გქონდეთ საპირისპირო სქესთან, თავად გადაწყვიტოთ თქვენი ქმედებები, ეს უნდა იყოს თქვენთვის სიგნალი, რომ დადგა დრო, რაც შეიძლება სწრაფად დააღწიოთ თავი რელიგიურ სისულელეს. ნუ მისცემთ შიშს ფესვის გადგმის უფლებას და თქვენ გონებაში გამყარებას.

ნუ ეცდებით დაიმშვიდოთ თავი რელიგიური ნაგვით. თუ თქვენ გჭირდებათ გქონდეთ რაღაცის რწმენა, ირწმუნეთ თქვენი საკუთარი პოტენციალი. ირწმუნეთ თქვენი ინტელექტი. დაიწყეთ ამ რწმენის საზრდოობა.

უარი თქვით რწმენაზე, რომ უმრავლესობა ცდება. თუ ადამიანთა დიდი რაოდენობა სულელურად იქცევა, ეს არაფერს არ ცვლის, და სისულელე რჩება სისულელედ. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ სისულელე ძალიან პოპულარულია ჩვენ პლანეტაზე. როდესაც ადამიანები იმყოფებიან შიშის მდგომარეობაში, ისინი მზად არიან მიიღონ ნებისმიერი საზიზღრობა დამშვიდების იმედით. მაგალითად, ალკოჰოლი და რელიგია.

რელიგია  სულიერი მოუმწიფებლობაა

სავსებით შესაძლებელია სიამოვნება მიიღო საკუთარი ცხოვრებისგან და დრო არ დახარჯო იმისთვის, რომ ემსახურო რელიგიურ მმართველ წრეებს. ნუ შეძვრებით თავით საკუთარ უკანალში და, ბოლოს და ბოლოს, გაახილეთ თვალი. თუ თქვენ რაიმე გსურთ, რასაც გინდათ თაყვანი სცეთ, გამოიყენეთ საკუთარი გონება. გაწმინდეთ აბლაბუდისგან და დაიწყეთ მისი გამოყენება.

გარდა ამისა, … თუ ღმერთი მართლა არსებობს, როგორც ნათქვამია რელიგიათა უმრავლესობაში, არსებობს დიდი ალბათობა, რომ ის სრული იდიოტია. მან ხომ საკუთარი თავის მსგავსად შეგვქმნა, ასე არ არის? ამიტომ, ალბათ, არ ღირს, გარკვევის გარეშე, გავიქცეთ და თაყვანი ვცეთ ვიგინდარათა პირველ შემხვედრ ჯგუფს. ნუთუ თქვენ არ ხართ თვითკმარი, როგორც ჩვენი შემოქმედი?

ღმერთი ფიზიკურად არ დასჯის მათ, ვინც მას არ სცემს თაყვანს. ის, რომ ჯერ  მეხი არ დამეცა, იმას მოწმობს, რომ ღმერთი ბევრად უფრო ტოლერანტულია მის მიწიერ მსახურთაგან განსხვავებით. მე მზად ვარ სამოთხეში შესასვლელი ჩემი  ჟეტონიც კი მოგცეთ, ხოლო თავად ყალბით ვისარგებლო. მე კათოლიკურ ოჯახში დავიბადე, იქ მომნათლეს, ხოლო ჩემი ბიძა მღვდელია. ასეთი უმწიკვლო რეპუტაციის მქონეს სამოთხის კარიბჭესთან მდგომი ბიჭი ვერ შეძლებს, რომ არ შემიშვას. 

თარგმანი:ირაკლი კეკელია

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი