ჟესტების შეფასება და კონგრუენტულობა

0
335

ერთ ერთ ყველაზე სერიოზული შეცდომა,  რომელიც შეიძლება დაუშვან გამოუცდელმა პირებმა, სხეუის ენის შესწავლის დროს, ესაა  წინა პლანზე წამოწიოს  და განიხილოს რომელიმე ჟესტი, სხვა ჟესტებისაგან და ვითარებისაგან  იზოლირებულად.  მაგ: კეფის მოფხანა შეიძლება ასახავდეს უამრავ ნიშანს –  მკბენარებს, ქერტლს, რწყილებს, ოფლის გმოყოფას, დაურწმუნებლობას, გულმავიწყობას ან სიცრუის თქმას – იმისგან დამოუკიდებლად, თუ სხვა რა ჟესტები ახლავს ამ კეფის მოფხანას. ამიტომაცაა საჭირო  სწორი დასკვნის გამოსატანად ყველა თანმხლები ჟესტების გავითვალისწინება კომპლექსში.

როგორც ნებისმიერი ენა, სხეულის ენაც შესდგება სიტყვებისაგან, წინადადებებისაგან და ჟესტებისაგან. თითოეული ჟესტი მსგავსია ერთი სიტყვისა, ხოლო სიტყვას შეიძლება  ქონდეს რამდენიმე სხვადასხვა მნიშვნელობა. ამ სიტყვის მნიშვნელობის სრულად გაგებას თქვენ შესძლებთ მხოლოდ  მაშინ, როდესაც ამ სიტყვას ჩასვამთ წინადადებაში სხვა სიტყვებთან ერთად.  ჟესტები მოდიან  „წინადადებების„ ფორმით და ზუსტად  ლაპარაკობენ ადამიანის არსებულ მდგომარეობაზე, განწყობილობაზე და ადამიანის ურთიერთობაზე. დაკვირვებულ ადამიანს  შეუძლია წაიკითხოს  ეს არავერბალური  წინადადებები,  შეადაროს  ისინი მოსაუბრის მიერ წარმოთქმულ  სიტყვიერ წინადადებებს.

სურათი გვიჩვენებს  პიროვნების კრიტიკულ განწყობას. მთავარ ჟესტად გვევლინება ლოყის დაყრდნობა საჩვენებელ თითზე,  მაშინ როდესაც მეორე თითი ფარავს პირს, ხოლო  ცერა თითი დევს ნიკაპზე.  შემდეგი მტკიცება იმას, რომ მსმენელი   თქვენდამი კრიტიკულადაა განწყობილი ისაა, რომ მას მჭიდროდ აქვს ფეხი ფეხზე გადადებული და მეორე ხელი დევს ტანის საპირისპიროდ, თითქოს და მის დასაცავად, ხოლო თავი და ნიკაპი დახრილი აქვს მტრულად. ეს არავერბალური წინადადება გვაცნობს შემდეგს :„მე არ მომწონს, რასაც თქვენ ლაპარაკობთ და მე თქვენ არ გეტანხმებით „

კონგრუენტულობა – სიტყვებისა და ჟესტების დამთხვევა თქვენ რომ ყოფილიყავით სურათზე მოცემული პიროვნების თანამოსაუბრე, და გეთხოვათ მისთვის გამოეთქვა თავისი აზრი იმის  შესახებ რაც ახლახან მას უთხარით, ის თქვენ  გიპასუხებდათ რომ  არ გეთანხმებათ და მისი არავერბალური სიგნალი იქნებოდა კონგრუენტული, ე.ი.  ის შეესაბამებოდა  მის მიერ გამოთქმულ სიტყვებს.   და თუ კი ის გეტყვით რომ მას მოეწონა თქვენი გამოსვლა და გეთანხმებათ ყველაფერში, ის ამ დროს იცრუებს, რადგანაც მისი სიტყვა და ჯესტი იქნებიან არაკონგრუენტული.  გამოკვლევებმა დაამტკიცეს რომ არავერბალური  სიგნალები გვაწვდიან   5 – ჯერ მეტ ინფორმაციას ვიდრე ვერბალური, და იმ  შემთხვევაში თუ სიგნალი  არაკონგრუენტულია, ადამიანები ეყრდნობიან არავერბალურ ინფორმაციას,  უპირატესობას ანიჭებენ მას.

ხშირად შეიძლება დავაკვირდეთ, თუ რომელიმე პოლიტიკოსი დგას ტრიბუნაზე, მკერდზე დაწყობილი  მჭიდროდ გადაჯვარადინებული ხელებით (დამცავი პოზა) ძირს  დაწეული ნიკაპით  (კრიტიკული ან მტრული პოზა),  და ეუბნება აუდიტორიას თუ, როგორ მეგობრულადაა ის განწყობილი ახალგაზრდული იდეების მიმართ.მას შეუძლია აუდიტორია დაარწმუნოს თავის თბილ და ჰუმანური ურთიერთობაში, ამასთან ერთად გააკეთოს მკვეთრი და ძლიერი დარტყმები ტრიბუნაზე.

ზიგმუნდ ფროიდმა ერთხელ შენიშნა, რომ მისი პაციენტი ქალი  დაბეჯითებით უმტკიცებდა მას, რომ ის ბედნიერია  ქორწინებაში, და  ამავ დროს ქვეშეუცნობლად იხსნიდა და იკეთებდა საქორწილო ბეჭედს თითზე.   ის  მიხვდა ამ უნებლიე ჟესტის მნიშვნელობას და არც კი გაკვირვებია, როდესაც  შეიტყო, რომ ამ ქალს ქონდა ოჯახური პრობლემები.

ჟესტების სწორი ინტერპეტაციის გასაღებად გვევლინება  მათი შეფასების გათვალისწინება და კონგრუენტულობა ვერბალური და არავერბალური სიგნალებისა.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი