თამარ კვარაცხელია:,,დაკავდით თავით და არა ქმრით ან მეგობარი ბიჭით”

0
541

ამ თემას ჰყავს ადრესატი და წაიკითხავის დროს თავს ნამდვილად ამოიცნობს. ჰარმონიული ურთიერთობები ძირითად შემთხვევში იწყება ქალისგან. მანიპულაცებით, ხრიკებით, „შანტაჟით“ დაქორწინება, სხვისთვის რჩევის კითხვით ან პასუხების წიგნებში ძიებით ან თუნდაც ამ ბლოგით… ძირფესვიანად ცხოვრება ვერ შეიცვლება!

მაშ, როგორ? – მკითხვათ და მეც გიპასუხებთ: – მხოლოდ საკუთარ თავთან ჰარმონიაში მყოფ ქალს შეუძლია აშენოს ჰარმონიული ურთერთოებები. სხვანაირად არანაიარად! გინდ დამეთანხმეთ, გინდ არა…

როდესაც საკუთრ თავთან ქალი თავს გრძნობს კარგად და მშვიდაd, როდესაც არ ეშინია მარტოობის და თავთან დარჩენა მისთვის საინტერესო ხდება. როდესაც აქვს ადეკვატირი თვითშეფასება და საკუთარი თავსი ღირსების შეგრძნება, როდესაც ის ნეტარებს და ბედნიერია ახლა და ამ წუთას, როდესაც მან იცის რა უნდა, რატომ უნდა.. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეძლებს ქალი ურთიერთოებების დალაგებას და ჰარმონიაში მოყვანას!

რატომ? – იმიტომ რომ ეს ყველაფერი დალაგებული აქვს საკუთარ თავთან და ჰარმონიაშია თავთან!

გავიხსენოთ, ძირითადად რას ითხოვს და რას ეძებს ქალი მამაკაცში:

საყრდენს ( დახლოებით, როგორც ჯოხზე ან კედელზე).
არ სჯერა რომ უყვართ და გამუდმებით ახდენს მამაკაცiს პროვოცირებას, რადგან შინაგანად თვლის – ის არ არის სიყვარულის და ბედნიერების ღირსი.
თვითონ არ იცის რა უნდა, ამიტომ გამუდმებით ცდილობს იცხოვროს მამაკაცის ოცნებით და მიზნებით, რაც რასაკვირველია არ გამოსდის.
მამაკაცს იყენებს როგორც ფსიქოთერაპევტს. უყვება ყველაფერს, ყველაზე და ყველაფერზე.

შეეწოვება წურბელასავით ან მიეკრობა ტკიპივით, რომელსაც თავიდენ ვერ იცილებს.
ეშინია მისი დაკარგვის, ამიტომ მკაცრად უკონტროლებს ყოველ ნაბიჯს.
პაექრობს და ეჯიბრება, ცდილობს დაუმტკიცოს თავისი დამოუკიდებლობა, უპირატესობა, ამიტომ უჭირს ურთიერთობებში დაჩენა.

არ შეუძლია სრული ნდობა გამოუცხადოს და ნაბიჯ-ნაბიჯ აშენოს ურთიერთობები, ამიტომ ანაცვლებს მას სხვადასხვა სუროგატით. იცვლება სახეები, თუმცა ტიპაჟები და სიტუაციები ერთი და იგივე რჩება.

მისით ცდილობს გადაჭრას თავისი ფსიქოლოგიური პრობლემები. მაგალითად, ურთიერთობებში ათამაშებს სცენარს, რომელიც მოდის მამასთან მოუგვარებელი ქვეცნობიერი პროგრამებიდან ან სხვა…

ცდილობს მამაკაცისგან შექმნას, გამოძერწოს, გააკეთებინოს ის რაც უნდა, არ აღიარებს კაცურ ბუნებას, თვისებებს და სურვილებს.

ებღაუჭება იმას რაც აქვს, ვერ ელევა და არაფრით უშვებს ხელიდან.

ოღონდაც არ დარჩეს მარტო და არ მიატოვოს, ითმენს ყველაფერს.

თვალებს ხუჭავს ისეთ ურთიერთობებზე, რომელიც ანგრევს ორივე მხარეს.

ახდენს კონფლიქტების პროვოცირებას, რადგან ჯაბნის და ეძალება ემოციები. ამიტომ სადღაც ხომ უნდა წაიღოს, სხვა საშუალებები არ იცის მეუღლეზე გადმონთხევის გარდა.
ყველა ხერხებით ცდილობს დააკავოს მამაკაცი გვერდით (და საერთოდ რა სასაცილოდ ჟღერს, – დააკავო?! ის რა ციხეში მიგყავს?)

ეიმედება, რომ ქმარი (ან მეგობარი ბიჭი) შეიცოდებს და ასეთ უბედურს (ასე გრძნობს თავს) ბოლოს და ბოლოს გახდის ბედნიერს. მხოლოდ მასში ხედავს ბედნიერებას.
არ აინტერესებს საკუთარი თავი და დიდი ხნით არ შეუძლია თავთან მარტო დარჩენა.
იყენებს მამაკაცს თავის მატერიალური თუ ფიზიკური პრობლემების გადასაჭრელად.
ეშინია დაბერების, სიმსუქნის და ა. შ. რადგან ეშინია მიატოვების, მიდის იკეთებს ოპერაციებს ოპერაციებზე…

ელოდება სიყვარულს გარედან. არ შეუძლია და არ იცის როგორ მიიღოს შიგნიდან, როგორ გახდეს სიყვარულის წყარო
………………..

ეს მხოლოდ ის მცირედი ჩამონათვალია, რასაც იყენებს და ეძებს სხვადასხვა ქალი ურთიერთობებში და სამწუხაროდ, ვერც ერთი ზემოთ ჩამოთვლილით ვერ მივა ჰარმონიულ ურთიერთობამდე.

ამიტომ დაკავდით თავით, საქმით და რეალიზაციით და არა ქმრით.

დაკავდით არა მეგობარი მამაკაცით, არამედ, საკუთარი თავით.

პირველ რიგში, აუცილებელია საკუთარ თავთან მოაგვარო ურთიერთობები, ხოლო ამის მერე აღადგინო ქმართან ან მეგობარ ბიჭთან.

თუ ქალის შინაგან სამყაროში სიჩუმე და სიმშვიდეა – კარგია! ამ დროს დახმარების თხოვნა ხდება – მარტივი, თქვა კეთილი სიტყვა – მარტივია, ენდო – მარტივია…

თუ ქალისთვის თავს ყველაფერი კატასტროფულია – ვერ ენდობა, პატივის არ სცემს, არ არის ერთგული არა მარტო სხეულით არამედ ფიქრებით, არ შეუძლია მისი მიღება ისეთად როგორიც არის და ცდილობს შეცვალოს, არ უტოვებს მას სივრცეს და გამუდმებით ასწავლის ჭკუას, საყვედურობს… თუ მსგავს რამეს ჩადიხართ და თავი გეცნოთ, ეს მინიშნება და ნიშანიააა!

ნიშანი იმისა, რომ მოვიდა დრო შეწყვითოთ მასზე ფიქრი, მისი შეცვლა, შეწყვიტოთ იმ ჯადოსნური ღილაკის ძიება, რომლზეც თითის დაჭერით ის გახდება ისეთი როგორიც გინდათ. გარანტიას გაძლევთ, მსგავს ურთიერთობებს მომავალი არ აქვს.

გადაიტანეთ აქცენტები და ყურადღება ქმრიდან ან მეგობარი ბიჭიდან თავისკენ. თუ ვერ თხოვდებით ან მეგობარი ბიჭი არ გთხოვთ ცოლობას, მით უმეტეს შეწყვიტეთ ამ მამკაცებზე ფიქრი. შეწყვიტეთ იმაზე ფიქრი როგორ მოახრეხოთ ის, რომ მას მოუნდეს თქვენი ცოლად მოყვანა. დაივიწყეთ ის! იფიქრეთ საკუთარ თავზე. დასახეთ პრიორიტეტები – არა როგორმე «გადავრჩინო ქორწინება» ან რამენაირად «მოვაგვარო მასთან ურთიერთობები» და უფრო მეტიც, არა როგორმე «გავთხოვდე მასზე», არამედ, მიზნად დაისახეთ გახდეთ საკუთარი თავისთვის საინტერესო.

ძალიან რთულია არა? მარტივია, მას მოსთხოვო, მას გადააბრალო, მისით იყო უკმაყოფილო.

დააკვირდით, თქვენ სად ხართ ამ დროს? იცნობთ თუ არა თავს? გაიცანით თავი უკეთ. „გაიჩინეთ რომანი“ საკუთარ თავთან. დააწყნარეთ შინაგანი ქაოსი და სულის სიბობოქრე. მოუსმინეთ სულს, გულს. იპოვეთ საკუთარ თავში, ის ყველაფერი რაც გჭირდებათ და რასაც ითხოვთ სხვისგან – სიყვარული, ყურადღება, ინტერესები, სტიმული… მხოლოდ ასე შეიცვლება და გახდება ურთიერთობები ჰარმონიული.

ეს შეიძლება შევადაროთ ბაღს და მებაღეს. მებაღის როლში გამოდიხართ თავად. რას აკეთებს მებაღე? თავაპირველად, ამზადებს ნიადაგს. მხოლოდ ამის მერე, საკმარისია ყვავილის თესლი ან მცენარის ნერგი უბრალოდ ჩადოს მიწაში და გამოიჩინოს მცირედი მზრუნველობა … წავიდა!!! აყვავდა!!!

მაგრამ თუ მებაღეს დაეზარება და მოუმზადებელ ნიადაგში ჩარგვას, შემდეგ რამდენი ძალისხმევაც არ უნდა გამოიჩინოს, შეიძლება ვერც გაახაროს ნერგი. ტყუილუბრალოდ დაკარგავს დროს, ძალისხმევას, მიიღებს ნეგატიურ გამოცდილებას და ამან შეიძლება, დააკარგვინოს რწმენა.

ზუსატად, ასე ხდება ურთიერთობებში. შეგიძლიათ გაეცნოთ და ისწავლოთ უამრავი სამანიპულაციო ტექნიკები (ნლპ) და მეთოდები მამკაცებთან ურთიერთობისთვის, სხვადასხვა „ღილაკებზე თითის დაჭერა“, მაგრამ მითხარით: რა აზრი ექნება ამ ყველაფერს, თუ ამ დროს, თავად მძიმედ ავად ხართ ? შედეგად დაემსგავსებით მაიმუნს რომელსაც ხელში უჭირავს ყუმბარა და რომელიც თავისი «ტექნიკებით» დაამახინჯებს არა მარტო თავს, არამედ იმ ადამიანებს რომელიც ჰყავს გვერდით. მითხარით: რა ბედნიერებაზეა ლაპაკი, თუნდაც თქვენი ოჯახი გვერდიდან ჩანდეს იდალური?

ნუ ეძებთ განძს იქ , სადაც ის არ არის ან შეუძლებელია იყოს!
რატომ არ შეიძლება ჯერ თავად აივსოთ სიხარულით და ეს სიხარული გაუზიარო სხვებს?
როგორ?

დაივიწყეთ მამაკაცაბი მანამდე, სანამ არ მოელაპარაკებით თავს – „არ მექნება ჰარმონიული ურთიერთობები, სანამ ეს ჰარმონია არ დაისადგურებს ჩემს შიგნით. მეყო, სხვების პიროვნული შეცვლა და მათთან ურთიერთოებების დაუსრულებელი გარკვევა. დავწყნარდები, დავმშვიდდები და დავაკვირდები როგორ გავხდები იმის მოწმე – როცა ვმშვიდდები , მშვიდდება ყველა ფერი გარშემო“.

მერწმუნეთ, საკუთარი თავის შეცნობა, სწავლა და განვითარება — ეს უსასრულო და საინტერესო პროცესია. და თუ ერთხელ მაინც შეხვალთ ამ მდინარეში, გამოსვლა შეუძლებელია, საკუთარ თავთან ყოფნა ძალიან საინტერესო ხდება და რაც მეტად ინტერესდებით საკუთარი ბუნებით, ვითარდებით და იზრდებით პიროვნულად, მით მეტად იზიდავთ – ღირსეულ მამკაცებს, დაქალებს, მეგობრებს, კლეგებს, უფროსობას…. საჭირო მოვლენებს და სიტუაციაბს…

დაიწყეთ შიგნიდან…

დაიწყეთ, საკუთარი თავით…

გაიხსენეთ ამ გვერდის გზავნილი და დალი ლამას სიტყვები: „ჩვენ ვერასოდეს მივაღწევთ სიმშვიდეს გარე სამაყაროში, სანამ არ მივაღწევთ მას შინაგანში“

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი