რეჯინა ბრეტი: „სინამდვილეში მე ვხვდებოდი ერთი და იგივე მამკაცებს, იცვლებოდა მხოლოდ მათი სახელები“

0
4132

რეჯინა ბრეტი — ამერიკელი მწერალი, ორჯერ პულიტცერული პრემიის ლაურიატი. ის ცნობილია თავისი სტატიებით ცხოვრებისეულ საკითხებზე და მან კარგად იცის რაზე საუბრობს. თვისი ცხოვრების მანძილზე რეჯინამ ბევრი რამ გადაიტანა. 18 წელი მარტო ზრდიდა შვილს, 41 წლის ასაკში დაძლია მკერდის სიმსივნე,  ყველაფერი ამის მიუხედავად, შეძლო წარმატებისთვის მიეღწია, გაიკეთა შესანიშნავი კარიერა და მხოლოდ 45 წლის ასაკში შეხვდა ნამდვილ სიყვარულს.

იყო პერიოდი — 20 წლიდან თითქმის 40 წლამდე — როდესაც მამაკაცები მის ცხოვრებაში ერთმანეთს ცვლიდნენ. „სინამდვილეში მე ვხვდებოდი ერთი და იგივე მამკაცებს, იცვლებოდა მხოლოდ მათი სახელები“ – ჰყვება რეჯინა.

„ამას, მას მერე მივხვდი, როდესაც, ერთ-ერთ მამაკაცთან ურთიერთობის შემდეგ დამჭირდა ფსიქოლოგის დახმარება. ერთი შეგეხედათ,  ის იყო ახალგაზრდა, სიმპატიური მამკაცი, რომელიც მაკითხავდა სამსახურში და ჩემი გულის მოგებას 3 თვის მანძილზე ცდილობდა. სწორედ მაშინ, როდესაც გამოვუცხადე ნდობა და მზად ვიყავი შესახვედრად, მითხრა, რომ ვერ შეძლებდა დასვენების დღეებში ჩემთან შეხვედრას, რადგან ამ დღეებში ქალაქში ჩამოსდიოდა საცოლე.

ეს ჩემი ცხოვრების ისტორიაა. რატომ ვიმეორებ ერთსა და იგივეს, ისევ და ისევ? რატომ ხდება მსგავსი სიტუაციები ყოველთვის ჩემ თავს? იმავე საღამოს, როდესაც განვუცხადე რომ მისი დანახვა არ მინდოდა, ვტიროდი, ვლოცულობდი და მივმართადი სამყაროს:

«რატომ, რატომ ვიზიდავ ყოველთვის უღირს მამაკაცებს?»

«იმიტომ რომ ღირსეულების გეშინია» – სამყარომ გამცა პასუხი.“

ფსიქოთერაპევტმა, რომელიც ჩემ ბნელ და ღრმა ჭრილობებს აშუშებდა, გამაცნო მამკაცებთან შეხვედრის 4 ძირითადი წესი.

ამ სიტყვების საწყის ასოებს წარმოადგენდა «STOP».

მას უნდოდა, რომ ეს ოთხი რამ მუდმივად თავში მქონოდა, პირველი  — ყველაზე მთავრი:

საიდუმლო – გაუძლებს თუ არა თქვენი ურთიერთობები უცხო თვალს? თუ ურთიერთობები საიდმლოდ უნდა შეინახოთ, არაფერში გჭირდება მსგავსი შეხვედრები და ურთიერთობები.

ტრამვა – თუ კი ამ ურთიერთობას მოაქვს ტკივილი ან რაღაცნაირად მაინც თავს გრძნობთ დამცირებულად და კიდევ, ურთიერთობები ამცირებს შვილებს? არაფერში გჭირდება მსგავსი ურთიერთოებები!

შეგრძნებები – როდესაც ხვდებით იმიტომ, რომ გაექცეთ მტკივნეულ შეგრძნებებს და გრძნობებს? ეს თავის დასამშვიდებელი ურთიერთობებია? ამ ურთოერთბებს აფარებთ თავს – დროებითია, გაურბიხართ, ემალებით პრობლემას.

სიცარიელე – ურთიერთოებები სადაც სიცარიელეა და სადაც ვერ გრძნობთ თქვენზე ზრუნვას და ერთგულებას. არაფერში გჭირდება მსგავსი ურთიერთოებები!

საწყივს ეტაპზე, ეს გამოდგა შესანიშნავი რჩევა. დროთა განმავლობაში კი ურთიერთობების საკითხში შევადგინე საკუთარი სია:

თავი შორს დაიჭირე მიუწვდომელი მამკაცისგან – რომლიც ცხოვრობს იქ სადაც თქვენ არ ისურვებდით ცხოვრებას, არის ცოლიანი ან დანიშნული და ვისაც ეშინია ურთიერთოებების გამხელის, რათა შეხვდეს სხვა გოგოებსაც.

არავითარი საიდუმლოებები ურთიერთობებში – გადავწყვიტე ჩემთვის!

ჩემს მეგობარს წლობით ღალატობდა ქმარი. ეს არ იყო უბრალო რომანი, არამედ ცხოვრების სტილი. ყველაფერთან ერთად, მეგობარი ქმართან ერთად გადიოდა საოჯახო თერაპიას, ასე რომ ვთქვათ, «მუშაობდნენ ურთიერთობებზე». ქმარი ოსტატურად თამაშობდა ვიზიტის მნიშვნელობას და ერთხელაც არ წამოცდენია სხვა ქალთან ურთიერთობზე. თუმცა, ერთ მშვენიერ დღეს ცოლმა გამოიჭირა ფაქტზე და ეს იყო მათი ქორწინების დასასრული.

მეორე ჩემი მეგობარი იმდენჯერ უბრუნდებოდა ცოლიან კაცს, რამდენჯერაც დაჰპირდებოდა ცოლთან გაშორებას და ცოლად მოყვანას. ეს გრძელდებოდა წლები. მე ყოველთვის ვეუბნებოდი: «შენ თუ გაჰყვები კაცს რომელიც ცოლს ღალატობს, შენ გახდები ისეთი კაცის ცოლი რომელიც ცოლს ღალატობს».

ანალოგიური წესები მუშაობს ძლიერი მამკაცებისთვის. თუ თქვენი შეყვარებული არ უყვება დას, დედას, დაქალებს … რომ ხვდებით და ხართ შეყვარებულები – დაივიწყეთ ასეთი ურთიერთობები. ნუ გახდებით სხვისთვის სათადარიგო, საიდუმლო აეროდრომი. თუ არ შეუძლია იყოს გულწრფელი და ამჯობინებს დუმილს ურთიერთობებზე, შეეშვით. რა გსურს ინტრიგა თუ ურთიერთობა?

უფრთხილდით, თუ ადამიანი დამოკიდებულია ალკოჰოლზე, აზარტულ თამაშებზე, ლატარეაზე, სექსზე, სამსახურზე.. ესე იგი, ის მიუწდომელია.

საშიშია, შინაგანი მოთხოვნილება – ითამაშოთ, მხსნელის როლი გამრუდებული სულის. თუ თქვენ ყოველ ჯერზე ირჩევთ და გხვდებათ ტიპი რომლებსაც სჭირდება გადარჩენა და სიცოცხლისკენ შემობრუნება, ჰკითხეთ თავს – რატომ? თუ გგონიათ, რომ თქვენ ხართ მხსნელი და გამოასწორებთ, კარგად დაფიქრდით, რაზე მოდიხართ.

უმჯობესია იყოთ სასურველი და ხელსაყრელი კანდიდატურა (კაციც და ქალიც).  რაც გერგოთ განგებისგან გამოიყენეთ 100%..

ერთხელ, მამკაცმა რომელსაც ვხვდებოდი გამომიცხადა – მას ყველაფერი მოსწონს ჩემში, მაგრამ არის ერთი რამ რასაც ვერ ღებულობდა, თურმე ძალიან რელიგიური ვყოფილვარ. წარმოგიდგენიათ, ასეც ხდება! მას რა უნდოდა? მისი უფრო მეტად დამეჯერებინა, ვიდრე ღმერთის? რასაც ყველაზე მეტად ვაფასებდი და მომწონდა ჩემში, მას უჭირდა ამის ატანა და მიღება. მე ვერ ვიცხოვრებდი ისეთი ადამიანის გვერდით, ვინც იძულებული იქნებოდა ავეტანე. მინდოდა მამაკაცი რომელიც დააფასებდა ჩემს ღირსებებს და პატივს სცემდა ღირებულებებს.

მოუყევით სამყაროს, რა გინდათ ცხოვრების თანამგზავრიდან, მაგრამ ეს ჯერ საკუთარ თავს აუხსენით. აღნიშნეთ ყველაფერი: სიმაღლე, წონა, შემოსავლები – შემდეგ დაივიწყეთ და აღარ გაიხსენოთ. განმარტოვდით თქვენი გულის მშვიდ კუთხეში, ჩადით მის სიღრმეებში და კითხეთ თავს :«სინამდვილეში რა მინდა?» შეადგინეთ სია. ბოლოში დაწერეთ: «ეს ან ამაზე უკეთესი».  ამის მერე დადეთ შორს, ჩადეთ სადმე ყუთში და დაივიწყეთ…

ნუ უყურებთ შეფუთვას. შეფუთვა რომელშიც გახვეულია საჩუქარი, საერთოდ არ იძლევა წარმოდგენას იმაზე, თუ რა დევს შეგნით. ზოგჯერ, ყველაზე კარგი საჩუქრები გეძლევათ შეფუთვის გარეშე. არ გაუშვათ ხელიდან კეთილი და სათუთუთი გულის ადამიანი დაკუნთული ტიპების ყურებაში, სათუთი და კეთილი გული უფრო გამძლეა, ვიდერე პრესი კუბიკებით. ჰკითხეთ ნებისმიერ ქალს 40 წლის ზემოთ.

იფიქრეთ თვითგანვითარებაზე და სრულყოფილებაზე. იარეთ პიროვნული განვითარების ტრენინგებზე.

გახადეთ ცხოვრება იმდენად კარგი, რომ მნიშვნელობა არ ჰქონდეს გამოჩნდება თუ არა ვინმე მასში.

ხელიდან არ გაუშვათ ნებისმიერი შანსი ახალი მეგობრის შეძენის, ახალი ადამიანების გაცნობის. იმოგზაურეთ. იცხოვრეთ თქვენი ოცნების ცხოვრებით. როგორც კი შეწყვიტავთ პეპლების დევნას, ის თავად დაეშვება თქვენს მხარზე.

იმის ნაცვლად, რომ ეძებოთ ის ერთადერთი და განუმეორებლი, გახდით ერთადერთ და განუმეორებელი საკუთარი თავისთვის.

გაშალეთ, გაახარეთ ყველაზე კარგი, საუკეთესო რაც გაქვთ ციდან, ნამდვილ „მე“-მდე, მიაგენით ჭეშმარიტს.

იყავით მიმზიდველი საკუთარი თვისთვის. ამ ქვეყნიერებაზე ყველას ჰყვას მეწყვილე, მაგრამ თუ გადაიქეცით სხვა ადამიანად, იმ ერთადერთმა შეიძლება ვერც შეგამჩნიოთ. შეიძლება, არ დაინტერესდეს თქვენით, რადგან ის ეძებს იმას, ვინც საკუთარ თავში, სადღაც გულის კუნჭულში ჩათრგუნეთ და რომლადაც ყოფნა გადაიფიქრეთ.“

ცხოვრება უსამართლო, მაგრამ მაინც – კარგია.

თუკი ეჭვი გეპარება, გადადგი კიდევ ერთი ნაბიჯი წინ.

ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა იმისთვის, რომ სიძულვილზე დახარჯო.

სამსახური ვერ იზრუნებს შენზე ავადმყოფობის დროს. ამას შენი მეგობრები და მშობლები გააკეთებენ. გაუფრთხილდი მათთან ურთიერთობებს.

ყოველთვიურად გადაიხადე საკრედიტო დავალიანებები.

არ არის აუცილებელი, გაიმარჯვო ყველა კამათში – დაეთანხმე, ან არ დაეთანხმო.

იტირე ვინმესთან ერთად. ეს უკეთესად კურნავს, ვიდრე ტირილი მარტოობაში.

შეგიძლია გაბრაზება ღმერთზე – ის ამას გაიგებს.

დააგროვე პენსია პირველივე ხელფასიდან.

როდესაც საქმე მიდგება შოკოლადზე, წინააღმდეგობის გაწევა უაზრობაა.

შეურიგდი შენს წარსულს, რათა მან არ გააფუჭოს აწმყო.

შეგიძლიათავს ტირილის უფლება მისცე შვილების თანდასწრებით.

არ შეადარო შენი ცხოვრება სხვისას. წარმოდგენაც კი არ გაქვს, სინამდვილეშირისი გადატანა უწევთ სხვებს.

თუ ურთიერთობა საიდუმლო უნდა იყოს, მასში მონაწილეობა არ გიღირს.

ყველაფერი შეიძლება თვალის დახამხამებაში შეიცვალოს, მაგრამ არ ინერვიულო, ღმერთი არასდროს ხუჭავს თვალს.

ღრმად ჩაისუნთქე, ეს ფიქრებს აწყნარებს.

გათავისუფლდი ყველაფრისგან, რაც არ არის სასარგებლო, ლამაზი ან სახალისო.

რაც არ კლავს, აძლიერებს.

არასდროსაა გვიან, გქონდეს ბედნიერი ბავშვობა. თუმცა, მეორე ბავშვობა მხოლოდ შენზეა დამოკიდებული.

როდესაც დგება დრო, როცა შენ უნდა მიჰყვე იმას, რაც ნამდვილად გიყვარს, არ თქვა – „არა!“

დაანთე სანთლები, იძინე სასიამოვნო ზეწარზე, ატარე ლამაზი თეთრეული. არაფერი შეინახო გამორჩეული შემთხვევისთვის, რადგან ასეთი შემთხვევა დღევანდელი დღეა.

მოემზადე ყველაფრისთვის ჭარბად. მერე კი იყოს, რაც იქნება.

იყავი ექსცენტრიული ახლა. ნუ დაელოდები სიბერეს, მკვეთრი წითელი ფერის სამოსის ჩასაცმელად.

სექსში ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანო ტვინია.

შენ გარდა არავინაა პასუხისმგებელი შენს ბედნიერებაზე.

ნებისმიერი ე.წ. კატასტროფის დროს, საკუთარ თავს ჰკითხე: „იქნება კი ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი 5 წლის შემდეგ?“

ყოველთვის აირჩიე ცხოვრება.

აპატიე ყველას ყველაფერი.

არ უნდა გადარდებდეს, რას ფიქრობენ შენზე სხვები.

დრო თითქმის ყველაფერს კურნავს. მიეცი დროს დრო.

არ აქვს მნიშვნელობა, სიტუაცია ცუდია თუ კარგი. ის აუცილებლად შეიცვლება.

ნუ აღიქვამ საკუთარ თავს სერიოზულად, ამას არავინ აკეთებს.

გჯეროდეს სასწაულის.

ღმერთს უყვარხარ, იმიტომ რომ ის ღმერთია და არა იმიტომ, რომ შენ რაიმე გააკეთე, ან არ გააკეთე.

არ არის საჭირო ცხოვრების შესწავლა. შენ ჩნდები მასში და აკეთებ იმდენს, რამდენსაც მოასწრებ.

დაბერება ბევრად უკეთესი ალტერნატივაა, ვიდრე სიკვდილი ადრეულ ასაკში.

შენს შვილებს მხოლოდ ერთი მომავალი აქვთ.

ერთადერთი, რასაც საბოლოო ჯამში აზრი აქვს, ისაა, რომ შენ განიცადე სიყვარული.

ყოველდღიურად წადი სასეირნოდ, სასწაულები ყველგან ხდება.

რომ შეგვეძლოს ჩვენი ყველა პრობლემის შეგროვება და სხვის პრობლემებთან შედარება, აუცილებლად საკუთარ პრობლემებს ავირჩევდით.

შური არის დროის ფუჭად ხარჯვა. შენ გაქვს ყველაფერი, რაც გჭირდება.

ყველაფერი საუკეთესო წინ გელოდება.

არ აქვს მნიშვნელობა, როგორ გრძნობ თავს: ადექი, ჩაიცვი და გადი ხალხში.

დათმე.

მართალია, ცხოვრება ლამაზად არ არის შეფუთული, მაგრამ მაინც საჩუქარია.

მწერალი წერს. თუ გინდა იყო მწერალი, წერე.

თუ არ ითხოვ, არაფერი მოგეცემა.

ცხოვრება ზედმეტად ხანმოკლეა იმისთვის, რომ დიდხანს იყო მწუხარებაში. აკეთე საქმე, იცხოვრე, ან მოკვდი.

იკითხე ფსალმუნები, მათში ყველა ადამიანური გრძნობა დევს.

ყველაფრის გადატანა შეიძლება, თუკი მყარად დგახარ დღევანდელობაზე.

მასალა: http://www.reginabrett.com

თარგმანი:თამარ კვარაცხლია

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი