ოშო – ყოფიერება

0
350

კითხვა: მე კარგად არ მესმის, რას ნიშნავს „ყოფიერება“.

პასუხი: ეს თავად თქვენ ხართ, ის, რასაც წარმოადგენთ. რაც უფრო კარგად იცნობთ საკუთარ თავს, მით უფრო კარგად იცნობთ საკუთარ ყოფიერებას. თუ არასოდეს განგიცდიათ საკუთარი ყოფიერება, მაშინ თქვენთვის ყოველი ადამიანის ყოფიერება ერთნაირი იქნება. თუ ჰკითხავთ ადამიანს, რომელსაც არასოდეს სმენია თვითგახსენების შესახებ, შეუძლია თუ არა ახსოვდეს თავი, იგი გეტყვით, რომ შეუძლია. ეს ერთი ყოფიერებაა. მეორემ იცის, რომ არ ახსოვს თავი – ეს მეორე ყოფიერებაა. მესამე იწყებს საკუთარი თავის გახსენებას – ეს მესამე ყოფიერებაა. სწორედ ასე უნდა მივუდგეთ ამ საკითხს.

ჩვენ გვესმის განსხვავება საგნებს შორის, მაგრამ ჩვეულებრივი აზროვნებისას არ გვესმის განსხვავება ყოფიერებებს შორის. რას გავიგებთ ამ სისტემით? პირველი – რომ არ ვართ ერთიანი, და რომ ბევრი „მე“ გვაქვს, და არ არსებობს ერთიანი ცენტრალური მმართველი „მე“. ეს ჩვენი ყოფიერების მდგომარეობაა. შედეგად ვიღებთ მექანიკურობას – ჩვენ მანქანები ვართ. თუკი შევძლებთ, რომ ნაკლებად მექანიკურები ვიყოთ, ნაკლებად დაყოფილები ვიყოთ საკუთარ თავში, თუ შევძლებთ, რომ უფრო მეტად ვაკონტროლოთ თავი, ეს იქნება ნიშანი იმისა, რომ ჩვენი ყოფიერება შეიცვალა.

როცა ამ სისტემას შევხვდი, მან მაჩვენა, რომ აუცილებელია ყოფიერების შეცვლა, რადგან ისინი არ ვართ, ვინადაც თავი მიგვაჩნია. ჩვენ რომ ის ვიყოთ, ვინც თავი გვგონია, – რომ გვქონდეს ცნობიერება, ნება, რომ შეგვეძლოს „კეთება“, მაშინ მხოლოდ ცოდნა იქნებოდა აუცილებელი. მაგრამ ყველას ის გვგონია თავი, რაც სინამდვილეში არ ვართ. და სწორედ ეს სხვაობა მას შორის, რაც ვართ, და მას შორის, რადაც თავი მიგვაჩნია, გვაჩვენებს, თუ რა გვაკლია ყოფიერებაში. ამგვარად, საჭიროა ორი რამ: ცოდნის შეცვლა და ყოფიერების შეცვლა.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი