ირაკლი ჩარკვიანი:,,მიენდე იმას რაც მოგეცა“

0
1208

,,რაც უფრო მეტს გასცემ, მით უფრო მეტი ადამიანი გტოვებს და რჩები ღმერთივით მარტო. მანამდე კი მიყევი დინებას და ნუ შეეცდები სამყარო შეცვალო. დინების საწინააღმდეგო მიმართულებით ცურვის მცდელობა უშედეგო აღმოჩნდება, ასე რომ ამოძრავე კიდურები, დარწმუნებულმა რომ შენ და ტალღა ერთნი ხართ, ერთად მიაღწევთ ვარსკვლავებს და ერთად დაბრუნდებით უკან.. ხელების მოძრაობა იმიტომ არის საჭირო, რომ არ ჩაიძირო და არა იმისთვის, რომ ტალღებს გაუსწრო. იცურე მშვიდად და სამყარო თვითონ წაგიყვანს იქ სადაც მიდის.

“სიჩუმესთან ბრძოლა სულაც არ არის საჭირო, პირიქით, უნდა შეურიგდე, მიყვე მას, თუ გსურს ცოტა ხნით მაინც გახდე იმის მოწმე, როგორ იბადება ჭეშმარიტი ბედნიერება.”

“რა არ დაბრალეს ადამიანებმა სიკვდილს, ჯოჯოხეთად მონათლეს, სინამდვილეში კი სიკვდილი უდიდესი ბედნიერებაა, სულის საბოლოო გამარჯვება ხორცზე, განვითარების ის საფეხური, რომელიც აღარ საჭიროებს სიმძიმეს, სხეულის წონას, შენ თავისუფლდები.”

“შენ აღარ ზიხარ საკუთარი ტვინის ციხეში. სული მზად არის კოსმოსში განზავებისთვის.”

“მე ვდგავარ ცენტრში და ეს ჩემი ადგილია, ეს ჩემი ქალაქია და მე ვარ ეს ქალაქი, ეს ხალხი, ის ხალხიც კი რომლებმაც ბოთლები და სანთებელები დაგვიშინა. ეს უბედური ხალხიც მე ვარ, ამიტომ რა აზრი აქვს სადმე წასვლას. მე ყოველთვის იქ ვიდექი სადაც ახლა ვდგავარ და ბოლოს იქ დავწვები, უბრალოდ წამოვწვები და გადავიხურავ ტალახიან მიწას!

„მეფობა ისევე გარდაუვალია, როგორც მონობა, ამიტომ, ისინი, ვინც სიცოცხლეში აღწევენ მიზანს და ხდებიან მეფეები, რჩებიან ისტორიას, აღელვებენ მომავალ თაობებს, თან სიცოცხლეშივე გრძნობენ იმ ბედნიერებას, რასაც უკვდავება ქვია. მე გავხდი მეფე ერთ თბილ საღამოს, როცა არც თოვდა, არც წვიმდა, უბრალოდ ზამთრისთვის უჩვეულო ერთი თბილი დღე იყო და მეტი არაფერი…”

 „მიენდე იმას რაც მოგეცა, მშვიდად ამოძრავე კიდურები, იცურე აუღელვებლად… სხეული ხომ ნავია… ხელები ნიჩბები… მოუსვი ისინი ისე რომ არ შეაწუხო შენს გვერდით მოცურავენი… ისინიც ეძებენ სწორ და ნეტარ რიტმს. ეცადე შეინარჩუნო მშვიდი ტემპი, არ შეანელო და არც ააჩქარო მოძრაობა… რომელიც თანდათან მუსიკასავით შთანთქავს მთელ შენ არსებას… მიყევი მას და გახსოვდეს, რომ შენი მელოდია განუმეორებელია, ყველაფერთან შესაბამისი და ჰარმონიული.“

 „სულიერ ერთიანობას ქვია საქართველო და არა მხოლოდ იმ დაქუცმაცებულ ტერიტორიას. ერთად ვიყოთ. არ დავკარგოთ ერთმანეთი, ჩვენი უჩინარი სიყვარული, რომელსაც ჭეშმარიტი საქართველო ჰქვია.“

“რაც უფრო ბედ­ნი­ე­რი ხარ, მით უფრო ახ­ლოს ხარ სიკ­ვდილ­თან და თუ არ მოკ­ვდი, შეძ­ლებ დიდ­ხანს იყო ბედ­ნი­ე­რი, შე­გიძ­ლია დაწ­ვე წყალ­ზე და ვარ­სკვლა­ვე­ბით მო­ჭე­დილ ცას უყუ­რო, მყუდ­რო და უსას­რუ­ლო სიღ­რმის სარ­კეს, რო­მელ­შიც შე­ნამ­დე მი­ლი­ო­ნე­ბი იყუ­რე­ბოდ­ნენ და შენს მე­რეც ჩა­ი­ხე­დე­ბი­ან”

“ყვე­ლა­ზე ძნე­ლია და­შორ­დე იმას, რა­საც მთე­ლი სი­ცო­ცხლის მან­ძილ­ზე ეტ­რფი. დღე და ღამე აშე­ნებ, მაგ­რამ დგე­ბა დრო, როცა უნდა გა­ნუდ­გე, რათა მთლი­ა­ნად და­ი­ნა­ხო ის, რა­საც ქმნი­დი. გა­ან­დო სივ­რცეს ყვე­ლა­ზე დიდი სა­ი­დუმ­ლო. დაე, დრომ მი­უ­ჩი­ნოს სა­კუ­თა­რი ად­გი­ლი იმ კა­რა­და­ში, რო­მელ­საც უკ­ვდა­ვე­ბა ქვია.”

“დიდი მას­წავ­ლებ­ლე­ბიც კი, მეტ­წი­ლად არ­შემ­დგა­რი გმი­რე­ბია, ვინც ში­შის გამო ვერ­ცერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი ვერ გა­დად­გა თა­ვი­სი უმ­წეო ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე. ისი­ნი გა­ჩერ­დნენ და გა­და­წყვი­ტეს გა­ყი­დონ და­მარ­ცხე­ბე­ბით დაგ­რო­ვი­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა, რომ­ლის ფასი ერთი გრო­შიც არ არის. მოს­წავ­ლის მი­ზა­ნია რაც შე­იძ­ლე­ბა მალე მიხ­ვდეს, რომ სწავ­ლა უნდა შე­წყვი­ტოს, თუ სურს ხალ­ხს თავი და­ა­მახ­სოვ­როს, რამე მა­ინც შეც­ვა­ლოს არა და იჯ­დე­ბი ღრმად მო­ხუ­ცი ლო­ტო­სის პო­ზა­ში”

“დღეს­დღე­ო­ბით კი ვაგ­რძე­ლებ იმ სა­ნუკ­ვა­რი დღი­სათ­ვის, როცა ბო­ლოს და ბო­ლოს ვა­ღი­ა­რებ სა­კუ­თარ თავ­თან იმას, რაც ვარ და ეს დღე იქ­ნე­ბა წმინ­და, ვით გან­თი­ა­დი და მშვი­დი, ვით შე­მოდ­გო­მა. მე ვგრძნობ იმ სუნს, რო­მე­ლიც მა­რა­დი­უ­ლო­ბას უდის, მე მეს­მის იმ სი­ჩუ­მის მშვე­ნი­ე­რე­ბა, რო­მე­ლიც არს ნე­ტა­რი და უსას­რუ­ლო, ამი­ტომ სი­ტყვა გან­სხი­ვოს­ნე­ბა სრუ­ლად არ ასა­ხავს იმ სის­რუ­ლეს, რო­მე­ლიც მხო­ლოდ წა­მით გვე­ხე­ბა ხოლ­მე ჩვენ, მოკ­ვდავთ, და მერე გვტო­ვებს იმ ში­ზოფ­რე­ნი­ულ მო­რევ­ში ხორ­ცი­სა და ვნე­ბის, გან­ცდი­სა და ვარ­დნის, სიმ­დაბ­ლი­სა და მო­ნო­ბის. ყო­ვე­ლი ჩვენ­თა­გა­ნი ოდეს­მე ხდე­ბა მეფე, უმ­რავ­ლე­სო­ბას ეს გრძნო­ბა მხო­ლოდ სი­ცო­ცხლის ბო­ლოს, სიკ­ვდი­ლამ­დე ორი­ოდ წუ­თით ადრე ეუფ­ლე­ბა, მაგ­რამ მე­ფო­ბა ისე­ვე გარ­და­უ­ვა­ლია, რო­გორც მო­ნო­ბა, ამი­ტომ ისი­ნი, ვინც სი­ცო­ცხლე­ში ახ­წე­ვენ მი­ზანს და ხდე­ბი­ან მე­ფე­ე­ბი, რჩე­ბი­ან ის­ტო­რი­ას, აღელ­ვე­ბენ მო­მა­ვალ თა­ო­ბებს, თან სი­ცო­ცხლე­ში­ვე გრძნო­ბენ იმ ბედ­ნი­ე­რე­ბას, რა­საც უკ­ვდა­ვე­ბა ქვია”

,,არასოდეს უნდა გამორიცხო, რომ შენ აბსოლუტურად ცდები და სხვები აბსოლუტურად მართლები არიან.

ჭეშმარიტი მიზანი თვითონ გზაა და არა ის მიმზიდველი სატყუარა, რომელიც კვლავ წინსვლას გაიძულებს.

ხელების მოძრაობა იმისათვის არის საჭირო, რომ არ ჩაიძირო და არა იმისთვის, რომ ტალღას გაუსწრო.  შენ და ტალღა ერთი ხართ. იცურე მშვიდად და სამყარო თვითონ მიგიყვანს იქ, სადაც მიდის. მიჰყევი მას და გახსოვდესრომ შენი მელოდია განუმეორებელიაყველაფერთან შესაბამისი და ჰარმონიული.

მე არავინ მიმიტოვებია, მე მხოლოდ საკუთარი თავის საძიებლად წავედი.

მე სხვა გზით წავედი, ანუ არანაირი გზა არ ავირჩიე, თვით გზებს მივეცი ჩემი აქეთ იქეთ ტარების უფლება. 

რასოდეს არ მყოლია მეგობრები, ეს სულ დროებითი ხალხია. როგორც წესი მერე თორმეტკაციანი გუნდი თავისას ჩაიდენს, თუ დროზე არ დაუსხლტი ხელიდან, იმას გიზამენ რაც საწყალ იესოს უქნეს.

ჭეშმარიტი გმირობა გმირობაზე უარის თქმაა.

ისე უნდა გახურდე, რომ გადაიწვა, ისე უნდა გაანათო, რომ დაბნელდეს, ისე უნდა იცხოვრო, რომ მოგკლან, ისე უნდა მოკვდე, რომ დაიბადო.

სინამდვილეში სიკვდილი დიდი ბედნიერებაა, სულის საბოლოო გამარჯვება ხორცზე.

მგონი, სიკვდილის აღარ მეშინია და ალბათ ამიტომ ჩემი სული საბოლოოდ გაიხსნა უსასრულო გრძნობისთვის, რომელიც მხოლოდ მარტოობაშია შესაძლებელი.

დაე, სხვა გემები მორეკოს წყალმა, გემუდარებით იცინეთ, იცინეთ, როცა მე წავალ!

მე ყოველთვის იქ ვიდექი, სადაც ახლა ვდგავარ და ბოლოს იქ დავწვები, უბრალოდ წამოვწვები და გადავიხურავ ბალახიან მიწას… სულ ეს არის და ეს.

სიჩუმისადმი გაუწონასწორებელი დამოკიდებულება კაცობრიობის ყველაზე დიდი უბედურება იყო.. სიჩუმესთან ბრძოლა სულაც არ არის საჭირო, პირიქით უნდა შეურიგდე, მიყვე მას, თუ გსურს ცოტახნით მაინც გახდე იმის მოწმე, თუ როგორ იბადება ჭეშმარიტი ბედნიერება.

ხალხი ღიზიანდება, როდესაც მეფეს ირქმევ, მაგრამ ხალხი ყოველთვის გაღიზიანებულია, როცა პოპულარული ხარ, ამიტომ დიდი განსხვავება არაა მეფეს დაირქმევ თუ არა, ვიღაც ყოველთვის შენს წინააღმდეგ იქნება, ამიტომ სჯობს მეფეს ებრძოდნენ, ვიდრე ირაკლი ჩარკვიანს!

მე ვარ გმირი რომელიც არასოდეს ჩაიდენს გმირობას, მე ვარ მეფე რომელიც არასოდეს მოახვევს თავის აზრს ქვეშევრდომებს და იმ ხალხს რომლებმაც ჯერ ვერ მიაღწიეს სულიერების იმ პიკს, საიდანაც ყველაფერი მოჩანს.

სიმართლე სჯობს ნაკლებმა ხალხმა იცოდეს, რადგან ის ცხვირზე ამოსულ მუწუკს ჰგავს, რომელიც სწორედ მაშინ ამოდის, როცა წვეულებაზე ხარ დაპატიჟებული.

რაც უფრო მეტს გასცემ,მით უფრო მეტი ადამიანი გტოვებს და რჩები ღმერთივით მარტო.

ყველაზე მთავარი რაც მარტოობაში ვიგრძენი, ის არის რომ ჩვენი ქვეყნის სიყვარული აღარასოდეს მიმატოვებს.

კაიფში ყოფნა შეყვარებულ მდგომარეობაში ყოფნას გავს და  ამიტომ, ნარკოტიკების მომხმარებელთა უმეტესობა სიცოცხლის ბოლომდე ცდილობს მოიტყუოს თავი, რომ სიყვარული არსებობს.

ჭეშმარიტი კაიფი სიფხიზლეა

დრო მხოლოდ სიყვარულს დაინდობს!

ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, შეცდომების გამოსწორება შეუძლებელია, ისინი რჩებიან ისტორიაში, ისევე როგორც მოპოვებული გამარჯვებები.

თუ მართლა ბედნიერი გინდა იყო, არ უნდა ატეხო ბრძოლა ბედნიერებისთვის

ჭეშმარიტი დაბადება მხოლოდ სიკვდილის შემდეგ არის შესაძლებელი, განსაკუთრებით კი ჩვენს კავკასიურად შემოსაზღვრულ წრეში, სადაც სიკვდილი ერთადერთი ბილეთია საყოველთაო სიყვარულის სპექტაკლზე

გამოდი შენი ციხიდან, რომ აღარ ჰგავდე სხვას

მოკვდი, მოკვდი, მოკვდი, რომ გახდე თვითონ შენი თავი!“

„მაღიზიანებს – ბევრი რამ – ჯურნალისტების დაბალი კომპეტენცია;

ვგრძნობ – ყველაფერს; მეშინია – არაფრის; ვიცი – არაფერი;

არ ვიცი – არაფერი;

შემიძლია – ყველაფერი;

არ შემიძლია – ყველაფერი;

ვმეგობრობ – ყველასთან;

ვაპატიებ – თითქმის ყველაფერს – მართალ შემოქმედს ყველაფერს, „სიაფანდს“ – არაფერს;

ვტირი – თითქმის არასოდეს;

ვიცინი – ყოველდღიურობაზე;

ვეძებ-სიმყუდროვეს;

ღირსი ვარ-ვიყო ის, რაც ვარ;

ვჩხუბობ კონცერტების დროს, თუ საქმე საქმეზე მიდგება;

ვკარგავ-დროს;

მშურს – არაფრის;

ვემალები – ქარბუქს, არ მინახავს და იმიტომ;

ვემტერები – თაღლითებს;

მაინტერესებს – ყველაფერი;

არ მაინტერესებს – უნიჭო შემოქმედება;

მახსოვს – დაბადების პირველი 2 წელი;

მრცხვენია – არაფრის, უსირცხვილო ვარ;

უარვყოფ – მარქსიზმს;

ვავადმყოფობ – იშვიათად;

ვმალავ – არაფერს;

ვინახავ – ფულს ბანკში;

მწამს – მუსიკის;

მიკვირს – ყველაფერი ახალი;

მიხარია – ის, რომ მამა ვარ;

ვჭორაობ – პოლიტიკაზე;

ვდარდობ – იშვიათად;

ვამაყობ – საკუთარი სიმღერებით;

ვაკეთებ – საკუთარ სიმღერებს;

ვეფერები – საკუთარ შვილს და ცხოველებს;

მსიამოვნებს – ოჟახური სიმყუდროვე;

მესიზმრება – გამთლიანებული საქართველო;

ვეხმარები – შეძლებისდაგვარად ყველას;

ვეწევი – სიგარეტ „კენტს“;

მწყინს – როცა მატყუებენ;

ვხარჯავ – ენერგიას;

ვღალატობ – ხანდახან პრინციპებს;

ვკამათობ – გემოვნებაზე;

ვუხეშობ – საკუთარ ძაღლთან;

ვუსმენ – მოცარტს;

ვყოყმანობ – იშვიათად;

ვკითხულობ – წიგნებს ცხოველებზე;

ვამზადებ – ყავას;

ვუყურებ – კომპიუტერის მონიტორს;

ვკლავ – არავის;

ვაფუჭებ – არაფერს;

ვცხოვრობ – მშვიდად;

ვცემ – არავის;

ვყვირი – არასოდეს;

ვმღერი – ყოველთვის;

ვასრულებ – საკუთარ სიმღერებს;

დავდივარ – ძაღლის გასასეირნებლად;

ვმკურნალობ – მოჭარბებულ ემოციებს;

ვერიდები – ალკოჰოლურ სასმელებს;

ვთამაშობ – კომპიუტერულ თამაშებს;

ვიტყუები – არასდროს;

ვეთაყვანები – დიდ კომპოზიტორებს;

ვგიჯდები – საკუთარ შვილებზე – 18 წლის მაქსიმეზე და პატარა ნანაზე;

მიყვარს – მუსიკა;

ვოცნებობ – მშვიდობაზე;

ვფიქრობ – შვილებზე;

მძულს – ტყუილი;

ვნანობ – არაფერს;

კმაყოფილი ვარ – მუსიკით;

მენატრება – ცა;

მსურს – ბევრი რამ;

ვაგროვებ – საკუთარ გამოცდილებას;

ვიხდი – ყველაფერს;

ვეჭვიანობ – არაფერზე; „ვკაიფობ“ – ყველაფერზე;

ვიზიდავ – ყველას;

ვალამაზებ – ყველაფერს…“

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი