ჯიდუ კრიშნამურტი:,,მოდით იყოს ფიქრი მშვიდი და დრო, როგორც ხვალინდელი დღე, საერთოდ აღარ იარსებებს”

0
814

კრიშნამურტი: რა არის შიში და რატომ გვეშინია? არის ეს დაფუძნებული  ტკივილის მოლოდინზე? თუ უბრალოდ ადამიანს სურს უსაფრთხოება, რომელსაც ვერ პოულობს  გრძნობა სრული ფიზიკური, ემოციური თუ ფსიქოლოგიური  უვნებლობისა და დაცულობის, რის გამოც საშინლად წუხს მთელი თავის ცხოვრების მანძილზე? ესაა განცდა გაურკვევლობის.

რატომ არსებობს შიში? ოდესღაც ტკივილი მოუყენებიათ, ხომ ასეა? და შენ აკეთებ ყველაფერს ამ ტკივილიდან გამომდინარე. ჩვენ ვეწინააღმდეგებით დიდ რამეებს, არ გვსურს შეწუხება. ამ ტკივილის გრძნობიდან გამომდინარე ვეჭიდებით რაღაცას  იმ იმედით რომ დაგვიცავს. მაშასადამე, ვხდებით აგრესიულები ყველაფრის მიმართ, რაც საფრთხეს უქმნის ჩვენს დაცულობას. ამრიგად ადამიანი იმყოფება ამ მდგომარეობაში და სურს გადაჭრას შიშის პრობლემა

ამგვარად  რისი ეშინია მას?  არის ეს ფიზიკური შიში – შიში ფიზიკური ტკივილის? თუ  ესაა ფსიქოლოგიური  შიში საფრთხის, გაურკვევლობის, ხელახალი ტკივილის?  სრული უსაფრთხოების არ ქონის? რა არის ეს  რისიც გვეშინია? იცნობ შენს შიშს?

კითხვა: მე მეშინია უცნობის…

კრიშნამურტი: ახლა მოუსმინე ამ შეკითხვას. როგორ შეიძლება გეშინოდეს უცნობის, რის შესახებაც არაფერი იცი? თუ შეიძლება გამოიკვლიეთ ეს.

კითხვა: მე მაქვს წარმოდგენა იმაზე რაც უკვე მოხდა და მეშინია აღარ განმეორდეს.

კრიშნამურტი: მაგრამ ეს არის შიში წარმავალი ნაცნობის თუ უცნობის? გამიგეთ? წარმავალი არის, მაგალითად – ჩემი კეთილდღეობა, ჩემი ცოლი,  ჩემი სახელი, წიგნები, ავეჯი, ჩემი ნიჭი – ეს ყველაფერი არის ნაცნობი, გამოცდელება. ამის გეშინიათ? თუ გეშინიათ მომავლის, უცნობის?

კითხვა: გასაგებია,  მთლიანობაში მე მეშინია იმის, რაც შეიძლება მოხდეს და არა რაც უკვე მოხდა.

კრიშნამურტი: შეგვიძლია ჩავუღრმავდეთ ამას?

კითხვა: ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ყველას ეშინია არა ხვალინდელი დღის, არამედ იმ აღიარებისა და კმაყოფილების დაკარგვის რაც უკვე გვაქვს?

კრიშნამურტი: შეხედეთ, ბატონმა დასვა შეკითხვა ასე: ,,მე არ მეშინია გუშინდელი ან დღევანდელი დღის, არამედ მეშინია იმის რაც შეიძლება მოხდეს ხვალ, მომავალში. ეს ხვალ შესაძლებელია იყოს 24 საათის შემდეგ, ან 1 წლის შემდეგ. მაგრამ მე მისი მეშინია”

კითხვა: მაგრამ მომავალი არის შედეგი იმ ყველაფრის მოლოდინის, რაც გვქონია წარსულში.

კრიშნამურტი: მე მეშინია მომავლის, როგორ გავუმკლავდე ამას? ნუ მიხსნით მე ნურაფერს, მე მინდა გავიგო, რა მოვუხერხო შიშს?  მეშინია იმის, რაც შეიძლება მოხდეს,  მეშინია ავადმყოფობის, სამსახურის დაკარგვის, ათასი რამის, რაც შეიძლება  დამემართოს, შეიძლება გავგიჟდე, დავკარგო ყველაფერი რაც გამაჩნია და ა.შ. ახლა თუ შეიძლება გამოვიკვლიოთ ეს.

კითხვა: მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მომავლის კი არ გვეშინია, არამედ უფრო  მომავლის  გაურკვევლობის, იმ მოვლენების, რაც არ ვიცით წინასწარ. თუ გვეცოდინება  ჩვენი მომავალი, შიშიც აღარ იარსებებს, უნდა შეგვეძლოს მომავლის განჭვრეტა. შიში არის სხეულის თავდაცვის სახეობა,  რაღაც სრულიად ახლის მიმართ, მთელი ჩვენი ცხოვრების გაურკვევლობის წინააღმდეგ.

კრიშნამურტი: ,,მე მეშინია მომავლის იმიტომ რომ ის გაურკვეველია“, მე არ ვიცი როგორ გავუმკლავდე ამ გაურკვევლობას  მთელი ჩემი არსებით, ამიტომაც მეშინია. შიში არის მომავლის გაურკვევლობის ნიშანი, ასეა?

კითხვა: ეს არის მხოლოდ ერთი ნაწილი ამის, აქ სხვა შიშიცაა

კრიშნამურტი: ბატონებო, ჩვენ ვსაუბრობთ ერთ შიშზე და უნდა განვიხილოთ  მისი სხვა და სხვა ფორმა.  ბატონი ამბობს:,,მე არ მეშინია არაფრის გარდა მომავლისა. მომავალი  გაურკვეველია და არ ვიცი როგორ შევხვდე მას. მე არ მაქვს უნარი გავიგო არა მარტო აწმყო, არამედ მომავალიც.“ ამგვარად  გაურკვევლობის გრძნობა არის ნიშანი შიშის. რაც არ უნდა იყოს განმარტება, ფაქტია რომ მე მეშინია მომავლის. როგორ უნდა გავუმკლავდეთ მას, როგორ განვთავისუფლდეთ შიშისგან?

კითხვა: როგორც სჩანს ყველა პასუხი მომავლის გაურკვევლობის შესახებ, არაადეკვატურია

კრიშნამურტი: მე მეშინია მომავლის, ანუ იმის რაც შეიძლება მოხდეს. მთელი მომავალი გაურკვეველია, შეიძლება მოხდეს ატომური ომი, გამყინვარების ეპოქა – მე მეშინია ყველაფრის. როგორ გავუმკლავდე ამას? დამეხმარეთ, ნუ თეორეტიკოსობთ ამის ირგვლივ, მომეცით კონკრეტული განმარტება.

კითხვა: ჩვენ ვართ ფარისეველნი და ამიტომაც გვეშინია, მუდმივად ვთამაშობთ, გვეშინია იმიტომ, რომ ვართ საფრთხეში.

კრიშნამურტი: მაგრამ შენ ვერ მეხმარები მე ამით!  არ გეშინიათ მომავლის ბატონო?

კითხვა: დიახ ალბათ.

კრიშნამურტი:როგორ აპირებ ამასთან გამკლავებას?

კითხვა: აწმყოში ცხოვრებით.

კრიშნამურტი: მე არ ვიცი ეს რას ნიშნავს.

კითხვა: მე დამეხმარება იმის გაგება, თუ რისი მეშინოდა წარსულში და რატომ მეშინოდა, ამის კვლევა და ძიება დამეხმარება მომავალთან პირისპირ დგომაში.

კითხვა: უპირველეს ყოვლისა უნდა გავიგოთ. რას ნიშნავს მომავალი.

კრიშნამურტი: სწორედ ამის გაგებას ვცდილობ

კითხვა: პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, არ უნდა შეგვეშინდეს ამ შიშის გრძნობის.

კრიშნამურტი: ოჰ ეს კლიშეა, ეს ვერ დამეხმარება მე.

კითხვა: ყველამ უნდა გაიგოს რომ გარედან დახმარება შეუძლებელია: შიში მუდამ ჩვენთანაა, ის ჩვენი ცხოვრების თანამდევია.

კრიშნამურტი: ბატონო თქვენ ამით ვერ გამომკვებავთ მე, თქვენ მთავაზობთ უამრავ სიტყვებს, ფერფლს. მე კვლავ მეშინია მომავლის.

კითხვა(1): ეს არის უბრალოდ პრობლემა და ვერავინ ვერ დაგეხმარება

კითხვა(2): არ შეიძლება დაელოდო მომავალს? დაე მოვიდეს ის და ნახავ რა მოხდება?

კითხვა(3): მე ვიცი აუცილებლობა ფიზიკური უსაფრთხოების, მაგრამ მე მინდა გავიგო საჭიროება ფსიქოლოგიური უსაფრთხოების.

კრიშნამურტი: ეს ნიშნავს ბატონებო რომ, შენ სავარაუდოდ გაქვს უკვე ფიზიკური უსაფრთხოება, მაგრამ ფსიქოლოგიურად გეშინია მომავლის.  გაქვს მცირე ანგარიში ბანკში, პატარა სახლი და ყველაფერი დანარჩენი, შენ არ გეშინია ამის, შენ გეშინია იმის რაც შეიძლება მოხდეს.

კითხვა(1): შესაძლებელია იცხოვრო ამ გაურკვევლობის გრძნობასთან ერთად?

კითხვა(2): თუ გვეცოდინება მომავალი, აღარ შეგვეეშინდება მისი.

კითხვა(3): როდესაც აქ ვზივარ არ მეშინია, მაგრამ როდესაც ვფიქრობ მომავალზე, მეშინია.

კრიშნამურტი: ეს ფიქრია.

კითხვა: ჩვენ გვეშინია  და ეს არის ფაქტი. თუ მივიღებთ ამ ფაქტს და ვიცხოვრებთ ტოტალურად აწმყოში, ჩვენ დავივიწყებთ  მომავალს.

კრიშნამურტი: სწორია, მოდი შევხედოთ ამას, მე მსურს გავიგო მიზეზი მომავლის შიშის. რა არის მომავალი? რატომ არსებობს იგი საერთოდ? გამიგეთ?  მე ვაპირებ ვუპასუხო ამას. მე მსურს გავიგო როგორ ჩნდება ფიქრი და როგორ ჩნდება შიში. მე ვფიქრობ ხვალინდელ დღეზე და წარსულისგან მოცემული მაქვს უსაფრთხოების გრძნობა. ფიქრს  შესაძლებელია ქონდა უამრავი გაურკვევლობები წარსულში, მაგრამ მთლიანობაში გადავრჩი, ამჟამად მე საკმაოდ უსაფრთხოდ ვარ, მაგრამ მომავალი იმდენად გაურკვეველია, რომ მე მისი მეშინია. ახლა ვაპირებ გავარკვიო, რა არის მიზეზი მომავლის შიშის. ჩემი პასუხი მთლიანად იქნება  მომავალის გაურკვევლობაზე, რაც არის შიში. მინდა გავიგო რატომ ჩნდება შიში, როდესაც ვფიქრობ მომავალზე. შესაძლებელია მომავალში ყველაფერი იყოს ძალიან კარგად, მაგრამ  ფიქრს მაინც მოაქვს გაურკვევლობა. მე არ ვიცი მომავალი, ის შეიძლება იყოს უმშვენიერესი ან ფატალური, შეიძლება იყოს საშინელი ან შესანიშნავი, მე არ ვიცი. ფიქრი არ არის გარკვეული ამაში და რამდენადაც იგი მუდამ ეძებს გარკვეულობას, უცებ აწყდება გაურკვევლობას, ამიტომაც ქმნის შიშს? გამიგეთ?

კითხვა: იმიტომ რომ ფიქრი ყოფს და ქმნის მანძილს წარსულსა და მომავალს შორის, და შიში შემოდის ამ სივრცეში.

კრიშნამურტი: თქვენ ასე ამბობთ , ფიქრი აცალკევებს მომავალს წარსულისგან და ყოფს იმას რაც ,,შეიძლება იყოს”. ეს დაყოფა ,,რაც არის”  და რაც ,,შეიძლება იყოს” შორის ქმნის შიშს.  თუ არ ვიფიქრებდი მომავალზე,  არ იქნებოდა შიში, თუ არ მეცოდინებოდა მომავალი არც არასოდეს ვიზრუნებდი მასზე. მაგრამ, რადგანც ვფიქრობ მომავალზე,  რომელიც არ ვიცი რა არის,  რომელიც ასე გაურკვეველია, პასუხიც იქნება ადეკვატური, როგორც ფსიქოლოგიური ისე ფიზიკური, ფიქრი წარმოშობს შიშს: ,,ღმერთო ჩემო, ნეტა რა მოხდება”?

კითხვა: მხოლოდ ფიქრია ფსიქოლოგიური ფუნქცია, რომელსაც შეუძლია შიშის მოტანა, თუ არის სხვა ირაციონალური ფუნქციაც, როგორც გრძნობა,  რაც  აგრეთვე  მოტანს შიშს?

კრიშნამურტი: მე ავიღე ეს ერთი განსაკუთრებული ფაქტორი, არსებობს სხვა ფაქტორებიც რა თქნა უნდა.

კითხვა(1):  არის შიში უცნობის, ხვალინდელი დღის, ის დაფუძვნებულია რწმენასთან შეხებით,ან რაიმე ფორმულაზე. შიში შესაძლოა გასაგები იყოს  თუ დავინახავ, რატომ ვარ მიბმული სპეციფიკურ საერთო თანხმიერებას ან სარწმუნოებას.

კითხვა(2): რას იტყვით არსებობის შიშზე?

კრიშნამურტი: ეს ყველაფერი ჩართულია,  სარწმუნოების ერთგულება, ფორმულა, გარკვეული იდეოლოგიური კონცეფცია, რაც თვითონ შევქმენით, ყველფერი ეს შიშის ნაწილია. ამ ყველაფრის დანახვით მინდა გავიგო რა არის შიში. მე ადრე გითხარით, რომ  წარსულში გამიკეთებია ისეთი რამე, რისიც ან მრცხვენია ან მეშინია. მე არ მინდა ამის გამეორება. ფიქრს, წარსულის შესახებ, მოაქვს შიში, ასეა ხო?  ფიქრს მომავლის შესახებ, აგრეთვე მოაქვს შიში. როგორც მე გავიგე  შესაძლებელია ვცდებოდე  ფიქრი პასუხისმგებელია როგორც წარსულის ისე მომავლის შიშზე. აგრეთვე ფიქრი პასუხისმგებელია  იდეალებიდან და სარწმუნოებიდან დაპროექტებულ შიშზე, და სარწმუნოებაზე ჩაჭიდებულ ადამიანს უნდა გარკვეულობა  გამომდინარე ამ სარწმუნოებიდან,  არის ეს ყველაფერი ქმედება ფიქრის,  თუ არა? ამრიგად ჩემთვის გასაგებია რატომ ფიქრობს ფიქრი მომავალზე, ან რატომ უბრუნდება ისეთ შემთხვევებს რასაც მოაქვს შიში. რატომ აკეთებს ფიქრი ამას?

კითხვა: ფიქრს შეუძლია დაეხმაროს თავის თავს იმის წარმოდგენით, თუ რა საშინელება შეიძლება მოხდეს მომავალში,  შეუძლია შექმნას რაიმე გეგმა პრევენციისთვის.  სცადოს დააპროექტოს საკუთარი თავი წარმოდგენებით.

კრიშნამურტი: ფიქრს აგრეთვე შეუძლია დაგეხმაროს საკუთარი თავის დაცვაში, დაზღვევის საშუალებით, სახლის აშენებით, ომის აცილებით. ფიქრი აკულტებს შიშს და თანაც იცავს მას. ჩვენ ვსაუბრობთ ფიქრზე რომელიც ქმნის შიშს და არა როგორ დავიცვათ იგი. მე ვკითხულობ, რატომ მოაქვს ფიქრს შიში?

კითხვა: შიში მოდის ფიქრის დამახასიათებელი ასპექტიდან. ფიქრი არის შიში. ის აძლევს ფიქრს რაღაც ენერგიას.

კრიშნამურტი:ფიქრი არის ენერგია.

კითხვა:მაგრამ ის აძლევს მას განსხვავებული სახის ენერგიას.

კრიშნამურტი: თუ შეიძლება ჩაუღრმავდით ამას, ეს ორივეა.

კითხვა: ეს არის თავმოყრილი მეხსიერება. ფიქრი როგორც ჩანს, ეწინააღმდეგება  თავისი დასასრულის შიშს და სიამოვნება, როგორც ჩანს,  მსგავსია ისეთი მდგომერეობის სადაც არ იარსებებს ფიქრი, გაქრება.

კრიშნამურტი: ესე იგი მე ვაიძულებ  თავს იფიქროს იმაზე, რაც ხდება და არა იმაზე რაც არ ხდება?

კითხვა: ფიქრობ ისეთ რამეებზე რაც ხდება.

კრიშნამურტი: მაგრამ ჩვენი გონება ყოვეთვის უყურებს  იმას, რაც შეიძლება მოხდეს. თქვენ ასე არ გემართებათ? მოდი ვიყოთ სრულიად უბრალო და გულწრფელინი. ჩვენ გვსურს ფიქრი იმაზე თუ რა ხდება, მაგრამ გონება მაინც უყურებს იმას რაც შეიძლება მოხდეს. და როდესაც მე არ ვფიქრობ ამის შესახებ, ის გარბის.

კითხვა: ბატონო, ამ გრძნობას ,,მე ვარ” არავითარი საერთო არა აქვს არც შიშთან, არც სიამოვნებასთან და არც ფიქრთან. მე ვფიქრობ მხოლოდ რომ, ,,მე ვარ”. არ მაქვს  შიში. ამას არავითარი საქმე არა აქვს ამ ყველაფერთან.

კრიშნამურტი: როდესაც ამბობ ,,მე ვარ”, რას გულისხმობთ ამ სიტყვებში?

კითხვა: ეს არის გრძნობა რომ ხარ აწმყოში, ზიხარ აქ და არაფრის არ გეშინია.

კრიშნამურტი: ეს არ არის პრობლემა, ბატონო.

კითხვა: უპირველეს ყოვლისა უნდა გავიგოთ, თუ არსებობს გარკვეულობა, რომ აღარ იყოს შიში

კრიშნამურტი: როგორ უნდა გავიგოთ?

კითხვა: მე ვხედავ , რომ ფიქრის მთელი პროცესი, არის მახე.

კრიშნამურტი: ჩაუღრმავდი ამას. თითოეული ადამიანი იღწვის რაიმე მიზნისთვის. ნება მიბოძეთ მოგახსენოთ,  რაში ვხედავ პრობლემას. მე მეშინია ხვალინდელი დღის, იმიტომ რომ ის გაურკვეველია. სანამ ვიყავი სრულიად გარკვეული საკუთარ ცხოვრებაში, ფიქრი იყო შიშის გამომწვევი მიზეზი, თუმცა ასეა თუ ისე ვცხოვრობდი. მაგრამ მომავლის შიშის განცდამ, რაც ასე გაურკვეველია – ატომური ომი, შემთხვევითი ომი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყველა ტიპის საშინელება, ფულის დაკარგვა – მე შემაძრწუნა. რა უნდა გავაკეთო? თუ მოვახერხებ, მსურს ვიყო თავისუფალი  წარსულისა და აწმყოს ზედაპირული და უფრო ღრმა შიშისგან. არ მინდა ახსნა, ~გააკეთე ეს~ ან ~არ გააკეთო ეს~. მე მინდა გავიგო რა არის შიში, სულ ერთია არის ეს შიში სიბნელის თუ გაურკვევლობის, შიში სიყვარულის, რაიმეზე მოჭიდების,  პიროვნების თუ იდეის.

მე მინდა გავიგო რა არის საფუძველი შიშის, როგორ გავიქცე მისგან ან როგორ ჩავახშო იგი. მინდა დავინახო შიშის სტრუქტურა. თუ შევძლებ ამის გაგებას, მაშინ სხვა რაიმეს ადგილიც გამოჩნდება. ამრიგად ვაპირებ გამოვიკვლიო, რა არის შიში? ნება მიბოძეთ გავაგრძელო ცოტა სწრაფად. შიში არსებობს იმიტომ, რომ მე ვფიქრობ მომავალზე, მიუხედავად  თვითდაჯერებულობისა, რომ მომავალი იქნება კარგი, მაინც მეშინია. რატომ ვფიქრობ მომავალზე?  იმიტომ რომ წარსული იყო კარგი, მომცა დიდი ცოდნა, რამაც განაპირობა ჩემი უსაფრხოება. მაგრამ მე არაფერი ვიცი მომავალზე?  რომ შემეძლოს მომავალის გაგება და ჩემს ცოდნამდე დაყვანა, აღარ შემეშინდება……ამგვარად მივყვეთ ამას: მე მსურს გარკვევა ხვალინდელი დღის, გარკვეულობა არსებობს იქ, სადაც არის ამის ცოდნა ~მე ვიცი~.

შემიძლია ვიცოდე რამე, გარდა წარსულისა? მომენტი როდესაც მე ვამბობ ~მე ვიცი~, უკვე წარსულია. როდესაც ვამბობ, რომ მე ვიცი ჩემი ცხოვრება, ვგულისხმობ წარსულს. წარსული არის გარკვეული, მომავალი კი გაურკვეველი. მე მინდა გადავიტანო მომავალი წარსულში, სადაც არის სრული უვნებლობა. ვხედავ, რომ სადაც მოქმედებს ფიქრი, იქ ჩნდება შიში. თუ არ ვიფიქრებ მომავალზე აღარ იარსებებს შიში.

კითხვა: როგორც ჩანს შიში რაღაც ინსტიქტია, ენერგია, რაღაც ძალა.

კრიშნამურტი:  ხედავთ, ყველას გვაქვს რაღაც აზრი. ყოველი ჩვენგანი დარწმუნებულია, რომ იცის როგორ გაუმკლავდეს შიშს. განვმარტავთ, ვასახელებთ მიზეზებს, ვამბობთ რომ გავიგეთ ეს, მაგრამ საბოლოოდ მაინც გვეშინია. მე მინდა წავიდე ამ ყველაფრი მიღმა და გავარკვიო, რატომ არსებობს შიში მთლიანობაში. არის  ეს შედეგი მომავალზე ფიქრის, რადგანაც მომავალი გაურკვეველია? ფიქრი დაფუძვნებულია მახსოვრობაზე, რაც არის როგორც მოგროვილი ცოდნა, ასევე საუკუნეების გამოცდილებაც.  აქედან გამომდინარე მოდის ფიქრი, რომელიც ამბობს ~ცოდნა არის ჩემი უსაფრთხოება~, და შენ მეუბნები, იყავი თავისუფალი მომავლისგან, რაც გაურკვეველია. თუ მეცოდინება მომავალი აღარ შემეშინდება. მე ვიცი ჩემი წარსული, რა გავაკეთე ათი ან ოცი წლის წინ, შემიძლია გავაანალიზო, გავიგო ეს, ვიცხოვრო მასთან ერთად. მაგრამ მე არ ვიცი მომავალი და მაშასადამე ეს არცოდნა მაშინებს. შეუძლია ფიქრს ქონდეს ცოდნა იმის შესახებ, რაც არ იცის?   ამიტომაცაა შიში. ფიქრი ცდილობს გაიგოს მომავალი,  არ იცის რა არის მასში და ეშინია. რატომ ფიქრობს ფიქრი მომავალზე, ანუ იმაზე რის შესახებაც არაფერი იცის? მას სურს გარკვეულობა, მაგრამ იქ შეუძლებელია იყოს გარკვეულობა. თუ შეიძლება უპასუხეთ ჩემს შეკითხვას და არა თქვენსას.

კითხვა: სიცოცხლის სისტემას სჭირდება ფიქრი მომავალზე, ეს ცხოვრების ფუნდამენტალური წესია, თუ სჭირდება მას გარკვეული ტიპის წინასწარმეტყველება?

კრიშნამურტი: მე ეს ვთქვი, ბატონო

კითხვა:  ჩვენ უნდა მივყვეთ ცხოვრების წესს. როგორც თქვენ ამბობთ, იქ არის ფსიქოლოგიური შეწუხება, გამოწვეული წარმოდგენებით, რომელიც აპროექტებს საშინელ შიშებს. მაგრამ შესაძლებელია ლოგიკურად ადამიანმა ხელი შეუშალოს ფიქრს

კრიშნამურტი: თუ შეიძლება ვიტყვი ასე, ჩვენ  ვთქვით რომ ფიქრი აუცილებელია ჩვენი ფიზიკური გადარჩენისთვის. ეს ჩვენი ცხოვრების ნაწილია, რასაც ვაკეთებთ გამუდმებით.

კითხვა: მე ვერ დაგეთანხმებით, ფიქრი არ არის საჭირო ჩვენი გადარჩენისთვის, ცხოველებსაც აქვთ გადარჩენის ინსტიქტი შიშის გარეშე, რაც ჩვენ ასე გვაწუხებს.

კრიშნამურტი: ქალბატონო, ჩვენ გვერევა ეს ორი რამ, ჩვენ შევეცადეთ აგვეხსნა ეს დასაწყისში.

კითხვა: ქალბატონი მართალია, ადამიანის ფიქრი ცვლის ინსტინქტს.

კრიშნამურტი: გეთანხმებით, ყველამ უნდა იცოდეს რომ ხვალ სახლი დახვდება ადგილზე. ფიზიკური გადარჩენა და მომავლის დაგეგმვა არის სასიცოცხლო,  ამის გარეშე ვერ ვიარსებებთ.

კითხვა(1): როდესაც ამ ყველაფერს ხედავ ნათლად, შიში აღარ არის.

კითხვა(2): ფიქრი ფიქრობს აწმყოზე და უნდა იფიქროს მომავალზეც.

კრიშნამურტი: როდესაც ცხელა, მე უნდა ვიყიდო გრილი შარვალი. ეს ნიშნავს მომავლის დაგეგმვას. თუ მინდა ინდოეთში წასვლა, ესეც უნდა დავგეგმო. ჩვენ ამას არ ვუარყოფთ, პირიქით. ჩვენ ვსაუბრობთ გაურკვევლობის შიშზე.

კითხვა: ჩვენ არ ვართ დაჯერებულნი საკუთარ თავში

კრიშნამურტი: ეს კი ნამდვილად ვერ გავიგე, ვინ არის ეს `საკუთარი თავი~რომ ვიყოთ მასში დაჯერებულნი, ხარ შენ ისეთი შესანიშნავი ადამიანი, რომ გჯეროდეს შენი თავის?

კითხვა: რატომაც არა

კრიშნამურტი: რა არის ~საკუთარი თავი~?

კითხვა: კაცობრიობა

კრიშნამურტი: რა არის კაცობრიობა? ცუდი და კარგი, ომები – რაც გამოვიარეთ. ჩვენ ვართ კონცენტრირებული შიშზე და უნდა ვიფიქროდ გადარჩენისათვის, მაგრამ ამისათვის, ფიქრმა დაყო სამყარო როგორც მაგალითად ჩემი ქვეყანა, შენი ქვეყანა, ჩემი ხელისუფლება, შენი ხელისუფლება, ჩემი ღმერთი, შენი ღმერთი, ჩემი გურუ, შენი გურუ – ეს ფიქრმა შექნმა და მას სურს დაგეგმოს გადარჩენა იმ დაყოფაში, რაც ანადგურებს მას, რისგანაც მეც  გამოყოფილი ვარ. ამგვარად მინდა გავიგო ფიქრის ბუნება, სად არის ის აუცილებელი და სად ულმობელი, სად არის ის გამანადგურებელი და სად  ქმნის შიშს – ესაა ჩემი პრობლემა.

კითხვა(1):  უნდა იყოს დაცული

კითხვა(2): იმიტომ რომ მიბმული ვართ სიამოვნებას.

კრიშნამურტი: ჩვენ ვერ ვაგვარებთ პრობლემებს იმიტომ, რომ არ გვსურს დავთმოთ ჩვენი განსაკუთრებული აზროვნება, ხედვა, განსჯა და დასკვნები. მოდი განვთავისუფლდეთ მისგან და ვიაზროვნოთ ახლებურად. ჩემთვის ეს ძალიან მარტივია. ფიქრმა უნდა შექნას შიში იმიტომ, რომ არ ძალუძს ოდესმე იპოვოს მომავლის უსაფრთხოება, თუ საერთოდ არსებობს ასეთი რამ ფსიქოლოგიურად. ამ გაურკვევლობიდან გამომდინარე, ფიქრი გეგმავს თუ რა სურს ხვალ, ესაა უსაფრთხოება ყველაფრის რაც მოიპოვა, რასაც მიაღწია და რასაც დაეუფლა. თუმცა ეს ყველაფერიც სრულიად გაურკვეველია. ამგვარად შეუძლია ფიქრს იყოს მშვიდად მომავალზე?  ამაშია ჩემთვის საქმის არსი. შეუძლია ფიქრს იყოს მშვიდი, რაც ნიშნავს:  იმოქმედოს  მხოლოდ იქ, სადაც  ეს საჭიროა ფიზიკური უსაფრთხოებისათვის, მაშასადამე არა დაყოფა, არა დაცალკევება ღმერთების, არა ომის წაქეზება. მოდით იყოს ფიქრი მშვიდი და დრო, როგორც ხვალინდელი დღე, საერთოდ აღარ იარსებებს. მაშასადამე მე უნდა შევიგნო, რომ  ვიცხოვრო აწმყოში. მაგრამ, რადგანაც მე არც წარსულში მესმოდა და არც ახლა არ მესმის  რას ნიშნავს აწმყოში ცხოვრება, ამიტომაც მსურს ვიცხოვრო მომავალში, რაც არ ვიცი რა არის, ისევე როგორც არ ვიცი რა არის აწმყო. ამრიგად მე გეკითხებით თქვენ, შესაძლებელია ვიცხოვრო მთლიანად  დღეს?  რადგანაც გავიგე ფიქრის ფუნქცია და ქმედება, ეს არის ერთადერთი რამ რისი გაკეთებაც შემიძლია. თუ შევიცნობთ  ფიქრს რეალურად, იქნება სრული სიმშვიდე და  გონებაში აღარ იარსებებს არ მომავალი და არც დრო.                                                          

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი