დიტერ ბროსი – სამყაროს ახალი თანამედროვე მეცნიერული ხედვები კვანტური მექანიკის აღმოჩენების საფუძველზე

0
1078

,,ადამიანმა ფეხი ჩადგა იმ სანუკვარი კითხვის პასუხში, რომელიც ასე აწუხებდა მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში:ვინ ვართ, სად ვიმყოფებით და რა არის ან თქვენი წარსული ან მომავალი.”გია ეძგვერაძე

“სამყარო, არის ჩვენი ცნობიერების პროდუქტი. ჩვენ ვერ შევცვლით მას, ჩვენი ცნობიერების ცვლილების გარეშე”  – ალბერტ აინშტაინი

ფიზიკას, როგორც საბუნებისმეტყველო მეცნიერების წამყვანს, მოუწია მატერიალისტური პარადიგმის დათმობა. ეს განაპირობა უფრო და უფრო მზარდმა კვლევითი მასალების რიცხვმა, რომელიც კლასიკური ფიზიკის ფარგლებში ვერ იხსნებოდა.

მატერიის ძირეული შესწავლა ფიზიკოსებმა მისი დანაწევრებით დაიწყეს – ჯერ მოლეკულურ, შემდეგ ატომურ და ბოლოს სუბატომურ ნაწილებად. უახლესმა მეცნიერულმა მიღწევებმა სუბატომურ დონეზე შეცვალა ჩვენი წარმოდგენები მატერიაზე.

როდესაც ფიზიკოსებმა ატომის გამოკვლევა დაიწყეს და ის დაშალეს, აღმოჩნდა რომ მატერია თითქმის ქრება, თითქმის უჩინარდება, პატარავდება და მის ადგილს ეგრედ წოდებული “ცარიელი სივრცე” იკავებს. ჩვენ მატერია სტაბილურად და მყარად წარმოგვედგინა. მაგრამ აღმოჩნდა, ის რასაც ჩვენ მატერიად აღვიქვამთ, სულაც არ არის მყარი მასა. თუ ჩვენ საკუთარ სხეულს სპეციალური მიკროსკოპით დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ უმცირეს მასის ნაწილაკებს ვიბრირებადი ენერგიების სახით და ძალიან ბევრ და ვრცელ ცარიელ ადგილებს ამ უმცირესი მასის ნაწილაკებს შორის.

ჩვენი სხეული, ისევე როგორც სხვა სახის ნებისმიერი მატერია შედგება 99,9999999% ცარიელი სივრცსისგან, მასის არ მქონე სიცარიელისგან. ჩვენი სხეულის მხოლოდ 0,0000001% შეადგენს მასის მქონე მატერიას(!) ამ სიცარიელეების გარეშე მხოლოდ მასის მქონე ნაწილაკებისგან შემდგარი ჩვენი სხეული იქნებოდა მოკროსკოპული მხოლოდ რამოდენიმე ნანომეტრი სიდიდის(!)

ისმის კითხვა, რა არის ამ სიცარიელეში, რისგან შედგება ის, რაც ჩვენი სხეულის და საერთოდ მყარი მატერიის ძირითადი შემადგენელი ნაწილი ყოფილა. ამ კითხვაზე პასუხს გვაძლევს თანამედროვე მეცნიერება, და ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე ჩვენ აქამდე გვეგონა. რანი ვართ ჩვენ, თუკი ჩვენი სხეულის მხოლოდ 0,00000001% შედგება აქამდე ჩვენთვის ცნობილი მატერიისგან? წარმოვადგენთ ამ მატერიას, თუ ჩვენი თავი “სიცარიელეში” უნდა ვეძებოთ? სინამდვილეში “სიცარიელე” სულაც არ ყოფილა ცარიელი. მას ფიზიკაში კვანტურ ველს უწოდებენ და მასში არის ვირტუალური ინფორმაციების უსასრულო რაოდენობა თანაბრად მოძრავი ტალღების ფორმით, დროის და სივრცის გარეშე.

მატერია და ფორმა წარმოიქმნება, როცა ორი ტალღა ერთმანეთს ხვდება და მათი ინფორმაციები დროსა და სივრცის საზღვრებს შიგნით “შემოაღწევს, შემოედინება”, ამ დროს მისი აღქმა ჩვენთვის შესაძლებელი ხდება. მაგალითად ჩვენს ნაფიქრალს, აზრს, გრძნობას, როგორც ტალღური ფუნქციის მატარებელს, შეუძლია კვანტური ველის ტალღასთან კოლიდირება, რის შედეგადაც შესალებელია მოხდეს ინფორმაციის კვანტური ველიდან ჩვენს დროისა და სივრცის მატერიალურ ველში “შემოდინება” და მანიფესტირება – რეალობად ქცევა.

კვანტური ველის ინფორმაცია შეგვიძლია სიტყვა-სიტყვით ინ – ფორმაციად (In – Formation) გავიგოთ – მას შემოაქვს ერთი ჯერ არა მანიფესტირებული (არა ხილვადი) ინფორმაცია კვანტური ველის უსასრულო ინფორმაციების ზღვიდან ჩვენს დროსა და სივრცეში მატერიის, შინაარსისა და ფორმის სახით. …. ყოველი ადამიანი არის მანიფესტირებული ინფორმაციების კრებული. 

ჩვენი წარმოდგენები სამყაროზე ეყრდნობა ისააკ ნიუტონის თეზებს. ის იყო 17 საუკუნის ყველაზე პროგრესული მოაზროვნე. მისეულმა სამყაროსა და მანქანის შედარებამ შესაძლებელი გახადა უნივერსალური სამყაროს გამოკვლევა, გამოთვლა და სარგებლიანობის განსაზღვრა.

დროის განმავლობაში წარმოიშვა დოგმა, რომ ყველაფერი ერთმანეთისგან გაყოფილია. საინტერესოა რომ კვანტური ფიზიკა დღეს ამ აზრის საწინააღმდეგოს ამტკიცებს – ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ორივე თეზა არის სწორი – ატომურ დონეზე, რასაც შეისწავლის კლასიკური ფიზიკა – ყველაფერი გაცალკევებულია. სუბატომურ დონეზე, რასაც კვანტური მექანიკა სწავლობს – ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებულია. ასე რომ ფიზიკის ყველა ემპირიული ნაწილი შეთანხმებადია.

სამყაროს ძველი ხედვა მცდარი არ არის, იგი დაუსრულებელია. მსოფლიო მეცნიერებაში გადაწყვეტილებების მიმღებთა ნაწილი ეწინააღმდეგება კვანტური თეორიის მიღწევებისა და აღმოჩენების ფართო მასებისთვის წარდგენის და ადამიანებისთვის სამყაროს ახალი, სუბატომურ დონეზე შექმნილი ხედვის გაცნობის იდეას. მეცნიერების ეს ნაწილი ებღაუჭება ნიუტონისეულ მექანიკას და არის კვანტური თეორიის ინტეგრაციის იდეის წინააღმდეგი.

აღსანიშნავია, რომ ამ ნაწილის რიცხვი იკლებს და უახლოეს მომავალში ინტეგრაციის იდეის სრული მიღება გარდაუვალი გახდება. კვანტური მექანიკის ერთერთი პიონერის – ჯეიმს ჰოპვუდ ჯეანსის სიტყვებით “ადამიანი და მისი სამყარო იწყება ცნობიერებით. ენერგია (სული) შემთხვევით არ შემოსულა მატერიაში, ის არის მატერიალური სამყაროს შემქმნელი, ის არის ავტორი”.

კვანტენფიზიკოსები გვიხსნიან, კვანტური რეაქციები შეუძლებელია, თუ მათ დამკვირვებელი არ ჰყავთ. კვანტური რეაქცია კი აუცილებელი პირობაა მატერიისთვის. ანუ მატერია არ არსებობს დამკვირვებლის გარეშე. ამას ამტკიცებს ე. წ. ორმაგი ჭრილის ცნობილი ექსპერიმენტი (დეტალები ნახეთ შემდეგ ბმულზე – youtu.be/ 3ohjOltaO6Y ). ექსპერიმენტის მიხედვით ერთი და იგივე ობიექტი ერთისმხრივ მოქმედებს როგორც ფიზიკური ნაწილაკი გაზომვადი კლასიკური ფიზიკის მეთოდებით, მეორეს მხრივ კი – როგორც გაწელილი ტალღა. ამ ობიექტს, რომელიც კლასიკური ფიზიკური ნაწილაკიც არის და ტალღაც, უწოდებენ კვანტურ ობიექტს.

როგორც ტალღა, ის არის ერთდროულად ბევრ ადგილას. როდესაც მას დამკვირვებელი დააფიქსირებს, ის იღებს ერთ გარკვეულ პოზიციას და იწყებს ფიზიკური ნაწილაკივით ქმედებას. საკმარისია ნაწილაკი აღარ იყოს დაკვირვების საგანი, იგი კარგავს კონკრეტულ პოზიციას და გადაიქცევა ტალღად.

ლოკალიზებადი მატერია არსებობს მხოლოდ, სანამ მას აკვირდებიან. დამთავრდება დაკვირვება, მატერია კარგავს ლოკალიზებულობას და იკარგება “ცარიელ სივრცეში”. ასე რომ მატერიამ “იცის”, როდის აკვირდებიან და როდის არა. კვანტენ ობიექტებს ამისთვის უნდა გააჩნდეთ რაღაც ცნობიერის მაგვარი.

– კითხვაზე თუ ვინ იყო პირველი დამკვირვებელი მატერიის წარმოქმნისას ფიზიკოსმა ალან როს ჰუგენოტმა უპასუხა, რომ ეს იყო “ცნობიერება” (https://dieter-broers.de/ wirklichkeit-neu-definiert-natur-der-realitaet/)

“მე მატერიას აღვიქვამ როგორც ცნობიერების წარმონაქმნს”მაქს პლანკი

…ადამიანებს გვაქვს ძალიან შთამბეჭდავი ცნობიერება. ცნობიერებას შეუძლია სუბატომურ დონეზე მატერიის განაგება. მაშინ ეს შესაძლებელი უნდა იყოს ატომურ დონეზეც. ატუმური მატერია ხომ სუბატომური ელემენტებისგან შედგება. ასე რომ ჩვენს მატერიალურ სამყაროს განაგებს ცნობიერება – ინდივიდუალური და კოლექტიური ცნობიერება. 1972 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკოსი – ბრაიან იოზეპსონი ამტკიცებს, რომ ჩვენი საერთო რეალობა, ჩვენი გარემოცვა ჩვენი კოლექტიური ცნობიერების, აზრების, ფიქრების პროდუქტია. ვიცით თუ არა ამის შესახებ, ჩვენი ცნობიერება ამისგან დამოუკიდებლად არის ჩვენი მატერიალური რეალობის გამომწვევი, შემქმნელი.

ფაციტი:

– ჯერ იყო ცნობიერება, შემდეგ გაჩნდა მატერია
– მატერია არსებობს, მხოლოდ თუ ის ცნობიერების დაკვირვების საგანია
– დამთავრდება დაკვირვება ცნობიერების მიერ, დაიკარგება მატერია “ცარიელ სივრცეში”
– ცნობიერება არამარტო აკვირდება მატერიალურ რეალობას, იგი ახდენს აგრეთვე მის
კონსტრუირებას.
Dieter Broers

თარგმანი:ხათუნა გეგეჩკორის

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი