და ესეც გაივლის – მაგდა ფერაძე

0
447

ცხოვრება არ შეიძლება იყოს ცუდი ან კარგი ცხოვრება უბრალოდ არსებობს… ხოზე სილვა.

ცხოვრება მშვენიერია, საინტერესოა, სავსეა მოულოდნელობებით, წინააღმდეგობებით… შთაბეჭდილებათა ერთობლიობა იმდენად ძლიერი და აზარტულია, რომ ადრენალინის გამოსაყოფად ადამიანს არც კაზინოში წასვლა გჭირდება და არც ხელოვნურად გაბრუება. მთელი ეს პროცესი თავისი სიხარულით თუ ტკივილით, გამარჯვებით თუ მარცხით, მუდმივად ცვალებადია და რაც მთავარია ესეც გაივლის…

წარმოიდგინეთ მდორე და ერთფეროვანი ცხოვრება როგორი მოსაწყენი იქნებოდა. ხშირად გამიგია:მე არ ამირჩევია ცხოვრებამ მოიტანა… ცხოვრებას ჩვენგან დამოუკიდებლად არაფერი არ მოაქვს, ადამიანი თავად არის საკუთარი ცხოვრების ავტორიც და შემოქმედიც, შესაბამისად ცხოვრებისეულ სცენარსაც თავადვე წერს. საკუთარ ქმედებებზეც თავად არის პასუხისმგებელი.

ჩვენ საკუთარი შეხედულების შეცვლის გზით შეგვიძლია შევცვალოთ ის, რაც არ მოგვწონს ჩვენს ცხოვრებაში. რათა სამყარო მომწამვლელი არ გახდეს.

იცხოვრო აქ და ახლა აწმყოთი ეს ბედნიერებაა, იცხოვრო საკუთარი ცხოვრებით ეს ნიჭია, აიღო პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებზე ეს გამბედაობაა, იყო თვითკმარი ეს ძალიან მაგარია… მაგდა ფერაძე

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი