ალან პიზი – ძირითადი კომუნიკაციური ჟესტები და მათი წარმომავლობა

0
284

მთელს მსოფლიოშო ძირითადი კომუნიკაციური ჟესტები არ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. როდესაც ადამიანები თავს ბედნიერად გრძნობენ ისინი იღიმებიან, როდესაც მოწყენილნი არიან  მოღუშული, როდესაც  ბრაზობენ მათ აქვთ  მრისხანე გამოხედვა.

თავის დაქნევა მთელს მსოფლიოში ნიშნავს  „კი „ ანუ დასტური.  ეტყობა ეს არის თანდაყოლილი ჟესტი, რადგანაც გამოიყენება  თანდაყოლლილი დეფექტით დაბადებულ  ადამიანთა მიერაც. თავის გაქნევა   ნიშნავს უარყოფას  არ დათანხმებას და გვევლინება როგორც უნივერსალური ჟესტი და შეიძლება ჩაითვალოს ბავშვობაში შეძენილ ჟესტად, როდესაც ის უარყოფს საჭმელს, თავს არიდებს და აქნევს აქეთ იქით. ამით მან სწრაფად ისწავლა თავის გაქნევით გამოხატოს უარყოფა არ დათანხმება.

ზოგიერთი ჟესტების წარმომავლობას შეიძლება დავაკვირდეთ ჩვენი წარსულის  პირველყოფილი წყობილების მაგალითზე.   კბილების გამოჩენა შემოინახა მოწინააღმდეგეზე  თავდასხმის აქტიდან და დღემდე გამოიყენება თანამედროვე ადამიანის მიერ. როდესაც ის ბოროტად იცინის ან ამჟღავნებს მის მტრულ დამოკიდებულებას.  ღიმილი დასაწყისში იყო  საფრთხის სიმბოლო, ახლა კი, სხვა ჟესტებთან  შეთანხმებით ის  წარმოადგენს კმაყოფილებას და კეთილგანწყობას.

ჟესტი   მხრების აწევა

მხრების აწევა  გვევლინება უნივერსალური ჟესტის  კარგ მაგალითად, რომელიც ნიშნავს იმას რომ ადამიანმა არ იცის, ან არ ესმის რაზეა საუბარი. ეს არის კომპლექსური ჯესტი რომელიც შეიცავს სამ კომპონენტს,  გადაშლილი ხელის გულები,  აწეული მხრები და წარბები.

როგორც ვერბალური  ენები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან კულტურისგან გამომდინარე, ასევე ერთი ნაციის არავერბალური ენა განსხვავდება მეორე ნაციის არავერბალური ენისაგან. იმავე დროს, როდესაც რომელიმე ჟესტი შეიძლება იყოს საერთასორისოდ აღიარებული და ქონდეს ზუსტი განსაზღვრა ერთი ნაციისათვის, იმავ დროს ეს ჟესტი შეიძლება ფლობდეს სულ სხვა ახსნას, ანდა არ ქონდეს რამე მნიშვნელობა, ანდა შეიძლება ნიშნავდეს სრულიად საწინააღმდეგოს. მაგ: განვიხილოთ სხვაობა სხვადასხვა ნაციებს შორის, სამი სხვადასხვა ჟესტისა,  როგორიცაა წრე ხელის თითებისაგან შეკრული, ცერა თითი ზემოთ აწეული  და V -მსგავსი ჯესტი თითებით.

ჟესტი  “O`Кey”ანუ წრე ხელის თითებით გამოხატული.

ეს ჟესტი აღიარებული იყო ამერიკაში 19 საუკუნის დასაწყისში, ძირითადად პრესის მიერ, რომელმაც იმ დროს დაიწყო  სიტყვების  შემოკლების კომპანია ფრაზებამდე ან მის საწყის ბგერებამდე.

არსებობს სხვადასხვა აზრი იმის თაობაზე, თუ   რას  ნიშნავდა ინიციალები “ОК.”.  ზოგიერთები თვლიან, რომ ეს ნიშნავდა  ყველაფერი სწორია,” all correct”-   ხოლო შემდეგ ოთოგრაფიული შეცდომის  წყალობით  გადაიქცა “Oll – Korrect”. სხვები აღნიშნავენ რომ ესაა ანტონიმი სიტყვისა  „ ნოკაუტი „ რომელიც ინგლისური ასოებით ნიშნავს    К.О.

არსებობს კიდევ ერთი თეორია,  რომლის  მიხედვითაც ამერიკელი პრეზიდენტი იყენებდა ამ ინიციალებს წინასაარჩევნო კომპანიის დროს, რომელი თეორიაა მართალი ამას ვერასდროს ვერ გავიგებთ, მაგრამ ეტყობა რომ წრე თავისთავად ნიშნავს  ბგერა  “О”. სიტყვაში  0’кеу. ამ სიტყვის მნიშვნელობა კარგადაა ცნობილი მთელს ინგლისურენოვან ქვეყნებში, აგრეთვე ევროპასა და აზიაშიც, ზოგიერთ ქვეყნებში მათ შეიძლება ქონდეთ ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული მნიშვნელობა. მაგ:  საფრანგეთში ეს ნიშნავს  „ნოლს „ არაფერს,  იაპონიაში  „ფულს „ ხოლო ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში ეს მიანიშნებს მამაკაცის ჰომოსექსუალობაზე.

ამიტომ  ადამიანები რომლებიც მოგზაურობენ სხვადასხვა ქვეყნებში უნდა იცავდნენ  წესს  ,,საკუთარი წესებით სხვის მონასტერში არ შედიან” ეს აგაცილებთ თავიდან უხერხულ მომენტებს.

ზემოთ აწეული ცერა თითი

ამერიკაში, ინგლისში, ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში ზემოთ აწეულ ცერა თითს აქვს სამი მნიშვნელობა, ჩვეულებროვად გამოიყენება გზაზე სასურველი  მიმართულებით მიმავალი  მანქანის გასაჩერებლად. მეორე  – ნიშნავს ყველაფერი რიგზეა, ხოლო როდესაც ცერა თითი მკვეთრად აღიმარტება  ზემოთ ესაა დამამცირებელი და შეურაცმყოფელი ნიშანი,  „დაჯექი ამაზე“.

მაგალითად საბერძნეტში ეს ნიშნავს   „ხმა გაიკმინდე” , ამიტომ  შეგიძლიათ  წარმოიდგინოთ,  ამერიკელის მდგომარეობა  როცა ის ცდილობს გააჩეროს მანქანა საბერძნეთის გზებზე. 

როდესაც იტალიელები ითვლიან ერთიდან ხუთამდე ზემოთ აწეული ცერა თითი ნიშნავს –  1 , საჩვენებელი თითი –  2.  ხოლო როდესაც ამერიკელები და ინგლისელები ითვლიან საჩვენებელი თითი ნიშნავს – 1, შუა თითი – 2,    და ცერა თითი ამ შემთხვევაში ნიშნავს 5.     ჟესტი ზემოთ აწეული ცერა თითი სხვა ჟესტებთან  ერთად გამოიყენება როგორც სიმბოლო ძალაუფლებისა და უპირატესობისა, აგრეთვე სიტუაციაში, როდესაც გემუქრებიან „თითით გასრესვის“ ნიშანი.

V გამოსახულების ნიშანი თითებით

ეს  ნიშანი კარგადაა ცნობილი დიდ ბრიტანეთსა და ავსტრალიაში და გააჩნია შეურაცხმყოფელი მნიშვნელობა. მეორე მსოფლიო ომის დროს უინსტონ  ჩერჩილმა გახადა პოპულარული “V”    ეს ნიშანი  გამარჯვების   აღსანიშნავად, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ  ხელის ზურგი არის მიმართული მოსაუბრის მხარეს. ისე ეს არის შეურაცმყოფელი ჟესტი  „ხმა ჩაიწყვიტე“.  ევროპის მრავალ ქვეყნებში ეს ნიშანი გამოხატავს გამარჯვებას, თუკი ინგლისელს  უნდა ამ ჟესტით ევროპელს ანიშნოს რომ მან ხმა გაიკმიტოს, ის ვერ მიხვდება თუ რომელ გამარჯვებას გულისხმობს ინგლისელი. მრავალ ქვეყნებში ეს არის ციფრი  – 2.

ეს მაგალითები გვიჩვენებენ თუ რა გაურკვევლობამდე  შეიძლება მიგვიყვანოს ჟესტების არასწორად ახსნამ, იმ შემთხვევაში თუ არ გავითვალისწინებთ მოსაუბრის ნაციონალობას. ამიტომ სანამ გავაკეთებთ დასკვნებს ამა თუ იმ ჟესტის და სხეულის ენის მნიშვნელობაზე, აუცილებელია გავითვალისწინოთ  თუ რომელი ნაციის წარმომადგენელია მოსაუბრე პიროვნება.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი