ჟვანიას სკოლამ მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აღიარებული ხარისხის მენეჯმენტის სისტემის ISO 9001:2015 განახლებული სერტიფიკატი მიიღო

0
214

2018 წლის დეკემბერში, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ,  განახლებული საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელი ISO 9001:2015 სერტიფიკატი მიიღო, რომელიც ძალაშია 2021 წლის ბოლომდე.

ISO 9001 წარმოადგენს, მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აღიარებული ხარისხის მენეჯმენტის სისტემას. აღნიშნული სერტიფიკატის ფლობა ნიშნავს მენეჯმენტის კუთხით, ორგანიზაციის საქმიანობის სრულ შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტთან.

2015 წელს  სკოლამ განახორციელა რეგულაციების ISO 9001:2008 ხარისხის მართვის სტანდარტთან შესაბამისობაში მოყვანა და ახალი რეგულაციების შემუშავება. შესაბამისად, წარმატებით გაიარა სერტიფიცირების პროცესი და 2015 წლის 8 დეკემბერს გახდა ხარისხის მართვის საერთაშორისო სერტიფიკატის ISO 9001:2008 მფლობელი.

2014 წლიდან სკოლა ფუნქციონირებს განახლებული სასწავლო პროგრამებით.  მომხმარებელს სთავაზობს კვალიფიკაციის ამაღლების სერვისს ორი მიმართულებით:

  1. ,,სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამა”, რომელიც სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის, ვისაც სურვილი აქვს შეისწავლოს ქართული ენა ან გაიღრმავოს ცოდნა ამ მიმართულებით.
  2. ,,საჯარო მმართველობა და ადმინისტრირება”, პროგრამა მოიცავს გრძელვადიან კომპლექსურ, მოკლევადიან სპეციალიზებულ და მოკლევადიან სპეციალიზებულ გასვლით კურსებს.

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა აუმჯობესებს საკუთარი საქმიანობის ეფექტურობას და  მაქსიმალურად უსაბამებს მას ხარისხის საერთაშორისო მოთხოვნებს. შესაბამისად, დაინტერესებულ პირებს  სთავაზობს მაღალი ხარისხის მომსახურებას.

 

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი