მიხეილ ბატიაშვილი: „საქართველო-გერმანიის თანამშრომლობა განათლებისა და კულტურის კუთხით სრულიად ახალ საფეხურზე ავიდა და დღევანდელი შეხვედრებიც ხელს შეუწყობს, ვილაპარაკოთ უფრო დიდ პერსპექტივებზე”

0
208

საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად,  გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა საქართველო-გერმანიის ერთობლივ თანამშრომლობაზე ისაუბრა, რის თაობაზეც საქართველოში მალე ახალი, უპრეცედენტო პროექტის პრეზენტაცია იგეგმება.

მინისრტის თქმით, გერმანიასთან თანამშრომლობით, მუშაობა მიმდინარეობს პროექტზე, რომელიც პროფესიული განათლების კუთხით მთელ რეგიონში განსაკუთრებული იქნება. გარდა ამისა, განათლების თემაზე გაზაფხულზე მნიშვნელოვანი ფორუმი-კონფერენციის ორგანიზებაც იგეგმება.

„საქართველო და გერმანია განათლებისა და კულტურის კუთხით სრულიად ახალ საფეხურზე ავიდნენ და დღევანდელი შეხვედრებიც ხელს შეუწყობს, რომ ვისაუბროთ მეტ თანამშრომლობაზე. საქართველოში ანგელა მერკელის ვიზიტის შემდეგაც საკმაოდ გააქტიურდა მუშაობა, მათ შორის განათლების კუთხით. ძალიან ბევრი პროექტი უკვე მიმდინარეობს. გერმანულ მხარესთან საკმაოდ აქტიურად ვთანამშრომლობთ და ძალიან მალე ვიხილავთ პროექტს, რომელიც არამარტო საქართველოში, არამედ რეგიონში იქნება განსაკუთრებული პროფესიული განათლების კუთხით. ჩვენს უნივერსიტეტებთან კვლევების მიმართულებით გაცვლითი პროექტები უკვე მიმდინარეობს.” – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი