პატიების ფორმულა – ემოციური ჭუჭყისგან გაწმენდა

0
1343

დაგროვილი ემოციური ჭუჭყით, ჩვენში ჩნდება ემოციური ბლოკები. ამისთვის საჭიროა შინაგანი გაწმენდა.

როგორ ჩნდება ემოციური ბლოკები?

ჩავატაროთ ანალიზი ურთიერთობების მაგალითზე. მაკაცი და ქალი ძალიან განსხვავებდებიან ერთმანეთისგან, და ცხადია, რომ ზოგჯერ პარტნიორი არ იქცევა ისე, როგორც ჩვენ გვსურს. როდესაც მოლოდინი არ მართლდება, ჩნდება ნეგატიური განცდა. ანუ, თქვენ გაქვთ ურთიერთობები, მაგრამ მამაკაცის ქცევა თქვენში პროტესტს იწვევს. მაგალითად, ის სვამს, დროს ატარებს ან უბრალოდ სათანადოდ არ იქცევა. ეს იწვევს უკმაყოფილებას, აკვიატებულ აზრებს და, შესაბამისად, სხეულში წარმოქმნის ენერგეტიკულ ბლოკებს და შეკუმშვას. ამ შემთხვევაში საუბარია არა მხოლოდ ქმრის ან საყვარელი ადამიანის, არამედ მამის ან ძმის, ან ნებისმიერი სხვა ადამიანის, სიტუაციის შესახებ.

როგორ ჩნდება ემოციური ბლოკები?
ფაქტი
მოლოდინთან შედარება
განსხვავება
აგზნება (გადარჩენის ინსტინქტი)
გამოხატვის აკრძალვა
დამშვიდება – ენერგიის შენარჩუნება
შედეგად სხეული ბლოკებით არის შებოჭილი

რატომ არის  ჩვენთვის საშიში ემოციური ბლოკები და რას მოგვიტანს მათგან განთავისუფლება?

პირველ რიგში, ისინი აბრკოლებენ ორგანიზმში ენერგიის თავისუფალ პრევენციას, იწვევენ სხვადასხვა დაავადებებს, ჩავარდნებს, ცუდი განწყობის შეტევებს, დეპრესიას. თქვენ თანდათანობით განდევნით ყველაფერს ამას თქვენი სხეულიდან, ცხოვრებისეული სივრციდან, ამით თქვენი ენერგეტიკა სათანადო დონემდე მიგყავთ, თავისით ხდება სხვადასხვა დაავადების განკურნება, განწყობის, გუნება-განწყობილების გაუმჯობესება. თქვენ რეალურად შეგიძლიათ წონაში დაკლება, რადგან ემოციურ წმენდასთან ერთად შეიძლება მოხდეს ფიზიკური წმენდაც.

მეორეც, დროთა განმავლობაში ეს ბლოკები ზომაში იზრდებიან და გარკვეულ სიტუაციებში იწყებენ ჩვენი ქმედებების კონტროლს. მაგალითად, იწვევენ უკონტროლო აგრესიას, ბრაზს, რისხვას ან პირიქით, მწუხარებას, დეპრესიას, ტირილის სურვილს, ღორმუცლობას. თითქოს საშიში არაფერი მომხდარა, თქვენ კი რატომღაც უყვირით თქვენს შვილს ან ქმარს, ჩხუბობთ მაღაზიაში, ხართ დეპრესიაში, ცუდ გუნებაზე, ზედმეტს ჭამთ ღამით. შემდეგ, რა თქმა უნდა, გრცხვენიათ და გწყინთ კიდეც, მაგრამ ამ ეტაპზე შესაბამისი ბლოკი, და, შესაძლოა, არა მხოლოდ ერთი, უფრო მეტად იზრდება. ასე ჩნდება შეკრული წრე, საიდანაც გამოსავალი არ ჩანს. ჩვენ მორჩილად გადაგვაქვს ეს ნეგატივი მომდევნო დღეს, ახალ ურთიერთობებში, ახალ წამოწყებებში.

და ასე შეიძლება ხდებოდეს არა ერთი თვის, ერთი წლის, ათწლეულის, არამედ სიცოცხლის განმავლობაში. გამოდის ისე, როგორც ანეკდოტშია:

შენ, ქალბატონო, 50 წლის ასაკამდე გექნება ფულის დეფიციტის განცდა.
– შემდეგ მდიდარი გავხდები?
– არა, შეეგუები.
და მხოლოდ მას შემდეგ, რაც განთავისუფლდებით ამ ტვირთისგან, შეძლებთ თქვენს ცხოვრებაში რაღაც ახლის რეალურად დაწყებას. და შემიძლია გახაროთ: ეს არც ისე რთულია, თუ შეეცდებით და ძალისხმევას არ დაიშურებთ.

ამ უარყოფითი მუხტის აღმოსაფხვრელად არსებობს სპეციალური ხერხი, რომელსაც ეწოდება „ეფექტური პატიება“. ყველაფერი, რაც ეხება ემოციურ ბლოკებს, დეტალურადაა აღწერილი ა.გ. სვიაშის წიგნში.

ეს ტექნიკა კარგია მათთვის, ვისაც რაღაც არ აწყობს მის ცხოვრებაში, და მათთვის, ვინც მზად არის რეალობის უკეთესობისკენ შესაცვლელად. აღნიშნული ცვლილებები საკუთარი თავიდან უნდა დაიწყოთ.

ეფექტური პატიების ტექნიკის არსი.

ამ ტექნიკის არსი მარტივია. მას შემდეგ, რაც ჩვენთვის ნათელი გახდება, რომ ჩვენი სხეული ემოციური ბლოკებით არის სავსე, და მას შემდეგ, რაც  მივიღეთ გააზრებული გადაწყვეტილება უარი გვეთქვა ჩვენი იდეალიბისთვის, ბრძანებას ვაძლევთ ჩვენს ქვეცნობიერებას ჩვენს სხეულში დაგროვებული ემოციური ბლოკების აღმოსაფხვრელად. თითქოს, ყველაფერი მარტივია. ბლოკები ჩემია, ქვეცნობიერიც ჩემი, მე ყველაფერს განვკარგავ.

ემს თავს ვეუბნები: „მე ვიძლევი ჩემი სხეულის გაწმენდის ბრძანებას ყველა ემოციური მუხტისგან! შეასრულეთ!“ შეძლებთ ამის გაკეთებას? დაგეთანხმებად ორგანიზმი? ვფიქრობ, არა. რატომ?

იმიტომ, რომ ჩვენი ქვეცნობიერება უბრალოდ არ დაგვიჯერებს! რადგან ის დაინახავს სრულ შეუსაბამობას წინა და ამ ბრძანების მნიშვნელობაში. წინა ბრძანებათა უმრავლესობა („ნამდვილი ცხოველია! …. არა მგონია, ისევ ვინმე შემიყვარდეს!“) გაცემული იყო ძლიერი ენერგეტიკული აღმავლობის მდგომარეობაში და დამაჯერებელი. ენერგეტიკულად გაჯერებული. ხოლო ამჟამინდელი ბუტბუტი: „მე მივიღე გადავწყვეტილება ვაპატიო ამ იდიოტს და აღარ ვებრძოლო მას“, მათ ფონზე ტოვებს საცოდავი ტიტინის შთაბეჭდილებას. რომელსაც შეიძლება არ მიექცეს ყურადღება. ანუ შეიძლება ამ ბრძანების არშესრულება. ასეთია ჩვეულებრივი ლოგიკა, რომლის მიხედვითაც ხდება ჩვენი აზრებისა და სურვილების დამუშავება.

იმისათვის, რომ მოგვისმინონ, მნიშვნელობა უნდა შევძინოთ ჩვენს ბრძანებას. რომ ქვეცნობიერისთვის გასაგები გახდეს, რომ ჩვენ მივიღეთ რეალური და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. და მოვითხოვთ მის შესრულებას. ანუ ჩვენ უნდა დავამტკიცოთ ჩვენი გადაწყვეტილების მნიშვნელობა.

როგორ შეიძლება დავამტკიცოთ ჩვენი ბრძანების მნიშვნელობა? – თითოეული ჩვენგანი ბევრ ემოციას და სურვილს განიცდის, და ორგანიზმმაც (ქვეცნობიერმაც) შეიმუშავა მკაფიო კრიტერიუმი, რათა შეაფასოს, ღირს თუ არა გარკვეული ბრძანების შესრულება, თუ ეს წამიერი ახირებაა. ეს კრიტერიუმი მარტივია – ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ეს შედეგი.

როგორ ვადასტურებთ ჩვენთვის გარკვეული შედეგის მნიშვნელობას? – გაიხსენეთ, რას გრძნობთ, როდესაც მიდიხართ პაემანზე და არ იცით, თუ როგორ  დასრულდება ის.
როდესაც ელოდებით თქვენთვის მნიშვნელოვანი გამოცდის შედეგს. როდესაც ცდილობთ გარკვეული თანამდებობის დაკავებას, და ძალისხმევას არ იშურებთ მის მისაღებად.
როდესაც იქნებით მზად შეჯიბრებაში მონაწილეობისათვის და გამარჯვების მოსაპოვებლად.
თქვენ ძლიერ აგზნებული ხართ. ორგანიზმი ზრდის ენერგეტიკას, კრიტიკულ მომენტში შეცდომა რომ არ დაუშვათ. მან თქვენი მიზანი მნიშვნელოვნად მიიჩნია, და თქვენთვის დახმარების გაწევა გადაწყვიტა  .

რატომ გადაწყვიტა თქვენი დახმარება? – იმიტომ, რომ ამ შედეგის შესახებ ბევრს ფიქრობდით. თქვენ თქვენი მომავალი დაგეგმეთ. ბევრი დრო და ძალისხმევა დაგჭირდათ ამ შედეგის მისაღწევად. ანუ, ამ შედეგში თქვენ ჩადეთ თქვენი ენერგია, თქვენი დრო და ზოგჯერ დიდი ფულიც კი. და ამით დაადასტურეთ მისი მნიშვნელობა თქვენთვის. ვიღებთ იმას, რაც  ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

პირველ რიგში იღებთ პასუხისმგებლობას თქვენს პრობლემებზე

თქვენ ხელახლად უნდა დაწეროთ თქვენი პრობლემების შესახებ, და ყველა ფრაზა დაიწყოთ სიტყვით „მე“:
მე თვითონ ავირჩიე ჩემთვის მცირეხელფასიანი სამსახური, და არაფერს ვაკეთებ ამ სიტუაციის შესაცვლელად;
მე გავარკვიე, რომ ჩემი შრომითი ანაზღაურების გაზრდას ამ საწარმოზე პერსპექტივა არ აქვს, და ამით დავკმაყოფილდი;
მე გადავწყვიტე, რომ პასიური ადამიანი ვარ, უკვე ასაკში, რომელიც უნდა დაელოდოს პენსიას, დაწყევლოს თავისი ცხოვრება და დაელოდოს სიკვდილს.

ქვეცნობიერში ბრძანებების ჩატვირთვა საკმაოდ სწრაფად შეიძლება მაღალი ენერგეტიკის მდგომარეობაში. ასეთ მდგომარეობაში გონება კარგავს კონტროლს და კონტროლს გადასცემს ემოციებს, და ბრძანებებიც წინააღდეგობის გარეშე სრულდება. მაღალი ენერგეტიკის მდგომარეობაში გადასვლა შეიძლება ინტენსიური სუნთქვის მეშვეობით.

ამ ტექნიკის არსი საკმაოდ მარტივია. ჯერ რამდენიმე წუთი ინტენსიურად ვსუნთქავთ. ამ დროის განმავლობაში ჩვენ ვაგროვებთ ჟანგბადის ჭარბ რაოდენობას და ჰაერში არსებულ პრანებს. სხეულში იმატებს ენერგეტიკა, ხდება თქვენი გონების საკონტროლო ფუნქციების ნაწილობრივი გამორთვა. ვსუნთქავთ ფეხზე მდგომი, რათა შევძლოთ ჩვენი მდგომარეობის გაკონტროლება. ვსუნთქავთ განსაკუთრებული სწრაფი მუსიკის თანხლებით, რომელიც ტემპს აძლევს სუნთქვას.

შემდეგ ვიწყებთ გონებაში იმ ბრძანებების გამეორებას, რომელთა ჩატვირთვას ვაპირებთ ქვეცნობიერში. ამავე დროს, ვაგრძელებთ ინტენსიურ სუნთქვას, რათა არ გაიღვიძოს ჩვენმა „შიდა კონტროლმა“. რადგან ჩვენ გამოვრთეთ „შიდა კონტროლი“, ანუ დავარღვიეთ ქვეცნობიერების ხანგრძლივი და „რბილი“ გადატვირთვის ლოგიკა, რწმენის ჩანაცვლების ან ბრძანების შესრულების დროს ემოციური ბლოკების წასაშლელად სხეულში მიმდინარეობს თანმხლები პროცესები. ეს შეიძლება იყოს ძალიან სასიამოვნო პროცესები. მაგრამ ასე იშვიათად ხდება. შეიძლება არსებობდეს ნეიტრალური მდგომარეობა, როცა თქვენ სუნთქავთ, აძლევთ თქვენს თავს ბრძანებებს და არაფერს არ გრძნობთ. ეს შეიძლება ძალიან მტკივნეული პროცესი აღმოჩნდეს.

რატომ წარმოიქმნება ისინი? – როდესაც შემოთავაზებული მიდგომის დახმარებით თქვენ აძლევთ თქვენს თავს ემოციური ბლოკის წაშლის ბრძანებას, ქვეცნობიერება დაუყოვნებლივ იწყებს მის შესრულებას. ანუ, ფაქტიურად შლის შეკუმშვას სხეულის გარკვეულ წერტილში. ჩვენი სხეულის შეკუმშული „ზამბარა“ სწორდება და, როგორც ჩანს, ოდნავ აზიანებს სხეულის მიმდებარე რბილ ქსოვილებს. ცხადია, რომ ამ დროს ხდება ზემოქმედება  ტკივილის რეცეპტორებზე, რომლებიც აგზავნიან სიგნალს, რომ სხეულის ამ ნაწილში რაღაც ხდება და იქ ქსოვილის აღსადგენად საჭიროა ენერგიის დამატებითი დოზა.

რომელ მითითებებს უნდა მივანიჭოთ უპირატესობა? – ახლა, როდესაც ქვეცნობიერებაში თითქოს გაჩნდა ახალი ბრძანებების ეფექტური ჩატვირთვის ტექნოლოგია, სასურველია მისი სწრაფად დაწყება. მხოლოდ რა ბრძანებები უნდა მივცეთ საკუთარ თავს, რომ სისულელე არ ჩავიდინოთ? თუ მაინც ვაღიარებთ ჩვენს ირგვლივ არსებულ სამყაროს, როგორც საზიზღარს, მაგრამ რეალურს, მაშინ ბლოკის ამოშლის მარტივი ბრძანება ჩვენი ქვეცნობიერების მიერ მტრულად იქნება აღქმული. როგორ, თქვენ გარშემო უამრავი მტერია, რომელიც თავდასხმისათვის მზად არის, თქვენ კი მოულოდნელად დაკარგეთ საბრძოლო მუხტი? როგორ უნდა იბრძოლოთ შემდგომ?

პატიების ფართო ფორმულა (საკუთარი თავის)

პატიებას ვთხოვ ჩემს თავს იმის გამო, რომ:
-დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდი, თუ რას იფიქრებდა ჩემზე ხალხი
-ვზღუდავდი ჩემს თავს, როდესაც არ ვყიდულობდი იმას, რაც მსურდა
-უკმაყოფილო ვიყავი ჩემი სამოსით
-ვზარმაცობდი, არ ვაკეთებდი საოჯახო საქმეს
-თავს უბედურად და მარტოსულად ვგრძნობდი
-ყოველთვის ვერ ვპოულობდი დროს საკუთარი თავისთვის
-ვბრაზობდი, როდესაც რაღაცას ვერ ვაკეთებდი
-ვიგვიანებდი სამსახურში და სხვ., რომ არ შემეძლო „არა“-ს თქმა
-განვიცდიდი დანაშაულის გრძნობას, როდესაც ვერ ვუთმობდი დროს ბავშვს

მასპინძელი (ანუ თქვენ) აშკარად ჭკუიდან შეიშალა, აუცილებელია მისი ბოდვისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ეს არის არსების სრულიად ნორმალური ლოგიკა, რომელიც ცხოვრობს არასწორ სამყაროში. სადაც ბევრი რამ უნდა  იყოს გამოსწორებული, განმარტებული.

ეს ჩვენ შესახებ არის, არა? – ახლა ისე უნდა მოვიქცეთ, რათა დავკარგოთ ჩვენი რესურსის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენს ირგვლივ არსებული სამყაროს გაუმჯობესებას. ვინ დათანხმდება ამას ნებაყოფლობით? როგორც ჩანს, სხვა გზით უნდა ვიაროთ. ეს გზა არ არის ახალი. იგი რამდენიმე ათასი წლის წინ გამოიგონეს, დეტალურად აღწერეს სხვადასხვა წიგნში, მათ შორის რელიგიურში. ეს არის პატიება და ყველაფრის იმის მიღება, რასაც ჩვენ არ ვეთანხმებით.

პატიების მედიტაცია

ამ ტექნიკას ეწოდება „პატიების ფორმულა (ან მედიტაცია)“ და ხორციელდება ორი ფრაზის მრავალგზის განმეორებით: „სიყვარულით და მადლიერებით მე გპატიობ (სახელი) და გიღებ ისეთს, როგორიც ხარ. მე პატიებას ვითხოვ (სახელი) ჩემი აზრების, ემოციების და ქმედებების გამო მის მიმართ“.

პატიების ობიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი, თქვენ თვითონ, ზოგადად ცხოვრება, ან ნებისმიერი სხვა ობიექტი, რომელიც იწვევს თქვენში არასასიხარულო ემოციებს (საგადასახადო ინსპექცია, კოღოები, კომპიუტერი, რომელიც ჭედავს და ა.შ.). ანუ ის, რაც თქვენში იწვევს გასწორების მგზნებარე სურვილს.

ეს არის პატიების ჩვეულებრივი ფორმულის მაგალითი. ის კარგად მუშაობს, მაგრამ ძალიან დიდხანს. საკმარისად დიდი ემოციური ბლოკის მოსაშორებლად აუცილებელია მისი გამეორება იქამდე, სანამ განთავისუფლებას არ იგრძნობთ. ეს შესაძლოა გაგრძელდეს თვეობითაც კი. რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, თავად ქვეცნობიერი მოგცემთ ბრძანებას იმის შესახებ, რომ ამ ადამიანს თქვენ ბოლომდე აპატიეთ.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი