ჯიდუ კრიშნამურტი – რა არის ნამდვილი მედიტაცია

0
397

შენ შეიცვალე შენი იდეა და შენი აზრი, მაგრამ ფიქრი მაინც ყოველთვის განპირობებულია. არის ეს ფიქრი იესოზე, ბუდაზე, X-ზე Y -ზე თუ V-ზე, ეს მაინც ფიქრია და მაშასადამე ერთი ფიქრი შესაძლებელია ეწინააღმდეგებოდეს მეორეს, და სადაც არის წინააღმდეგობა და კონფლიქტი ორ ფიქრს შორის, შედეგად არის  სახეცვლილი ფიქრის გაგრძლება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ცვლილება ხდება ფიქრის არეალის ფარგლებში რაც სრულებით არ ნიშნავს ცვლილებას. უბრალოდ ერთი იდეა ანაცვლებს მეორეს.

შესაძლებელია, მთელი ამ პროცესის ხედვისას დატოვო ფიქრი და ცვლილება მოვიდეს ფიქრის არეალის გარეთ?  მთელი ცნობიერება უბრალოდ არის ის წარსულის, აწმყოსი თუ მომავლის, არის  ფიქრის არეალის ფარგლებში. ხოლო ყოველი ცვლილება მის ფარგლებში, რომელიც უწესებს საზღვრებს გონებას, არ არის რეალური ცვლილება. რადიკალური ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ ამ ფიქრის გარეთ, გონება შეძლებს ფიქრის არეალის დატოვებას, როდესაც დაინახავს მის შეზღუდულობას, მიხვდება რომ შეუძლებელია იქ ცვლილება. ეს არის ნამდვილი მედიტაცია

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი