საკუთარი თავის შესწავლა

0
535

ყველა ვთანხმდებით, რომ საკუთარი თავის შესწავლა პირველ რიგში ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, რათა შევძლოთ იმ დაფარული უნარების აღმოჩენა ჩვენში, რაც გაგვიადვილებს მაქსიმალურად რეალიზებას ცხოვრებაში. ამისთვის არსებობს სხვადასხვა მეთოდები, რომელიც დიდმა მოაზროვნეებმა შეიმუშავეს თავის დროზე, როდესაც საკუთარ თავზე მუშაობდნენ.

საკუთარი თავის შესწავლისთვის აუცილებელია შევიცნოთ ჩვენი სტრუქტურა 

არსებობს 4 ინტელექტი

1)ფიზიკური ინტელექტი – სხეული – სიცოცხლე არსებობა, გადარჩენის ინსტიქტი
2)გონებრივი ინტელექტი – გონება – განვითარება, სწავლა
3)ემოციური ინტელექტი – გული – სიყვარული, ემოციები, ურთიერთობები
4) სულიერი ინტელექტი – სული – მემკვიდრეობის დატოვება, ღვაწლი

თითოეულის ფუნქცია არის

1) გადამიხადე გემსახურები (აქ იგულისხმება საკვები)
2) გამომიყენე შემოქმედებითად
3) მომექეცით გულისხმიერად
4) მამსახურე საზოგადოებას

ამ ოთხი ინტელექტის ყველაზე მაღალი გამოვლინება არის

1)ფიზიკირისთვის – დისციპლინა / ალბათ ყველა დამეთანხმებით რომ ჯანსაღ სხეულში ჯანმრთელი სულია (არ ვგულისმხობ ფიზიკურ სილამაზეს) ჩვენ თუ ჩვენი სხეულის მოთხოვლინებები დავაყენეთ გონებრივ, ან ემოციურ ან სულიერზე მაღლა რა გამოვიდა ? ცხოვლებისგან რით განვსვავდებით?

2) მენტალურისთვის – ხედვა / ხედვა ზოგადად მთელ სამყაროზე, ხედვა ჩვენ სამყაროზე ჩვენ კარგად უნდა გაავანალიზოთ როგორ სამყაროში ვცხოვრობთ და ამის მეშვეობით შევძლებთ წარმატების მიღწევას ჩვენ ცხოვრებაში და ხედვა საკუთარ თავზე რისი გაკეთება შეგიძლია, რა არის ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები.

3)ემოციურისთვის – შთაგონება / შთაგონება ჩვენ გვაძლევს სტიმულს და ამის წყალობით ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტებშიც არ ვნებდებით და დასახულ მიზნისკენ მივისწრაფით.

4)სულიერისთვის – სინდისი და შინაგანი ხმა / შინაგანი ხმა ყოველთვის დაგვეხმარება ბრძნული გადაწყვეტილება მივიღოთ.

ოთხი ინტელექტის საუკეთესო თვისებები – რომელიც ყველა ადამიანს შეუძლია გამოიმუშაოს დიდი შრომის შედეგად

1)დისციპლინა – პრაკტიკულობა, პასუხისმგებელობა, შრომის მოყვარეობა.
2)ხედვა – მომავლის განჭვრეტა, ლოგიკური და საღი აზოვნება.
3)შთაგონება – შინაგანად მოტივირებულობა, იუმორის გრძნობა სიყვაული, კეთილშობილება.                                                                                                                         4)სინდისი – ზნეობა, სიბრძნე, თავმდაბლობა, ეთიკურობა, მოწყალება, ნებისყოფა .

საკუთარი თავის შეცნობა ძალიან დიდი და რთლი პოცესია და მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო 4 ინტელექტიდან ფიზიკური ინტელექტზე და ამაზე ვისაუბრო. მე მხოლოდ საკუთარ შეხედულებას გთავაზობთ.

ალბათ ყველა დამეთანხმებით რომ ფიზიკური ინტელექტი ჩვენთვის ყველაზე ნაცნობი და ყველაზე უკეთ შესწავლილია. ფიზიკური ინტელექტი არის ჩვენი სხეული და მისი მოთხოვნილებები.

არასდროს დაფიქრებულხართ თუ რა მართავს ჩვენს ორგანოებს ისინი თავისით ხომ არ იმათებიან?  – ალბათ ქვეცნობიერი (ზოგი ქვეცნობიერს აიგივებს სულთან)

გამოდის რომ ქვეცნობიერი მართავს ადამიანის სხეულის სასიცოცხლოდ აუცილებელ ორგანოებს, მაგრამ სხეული თავისი პატარა მოთხოვნილებებით (მოთხოვნიელებებში ვგულისმობ:სიგარეტს, ალკოჰოლს, ზედმეტ კვებას, სიზარმაცეს და აშ) შეუძლია მართოს გონებრივი ინტელექტი და გარკვეული დროის შემდეგ დააბინძუროს ჩვენი ქვეცნობიერი.

აქედან გამომდინარე საუკეთსო საშუალება ფიზიკური ინტელექტის განსავითარებლად, რათა შემდგომ ხელი არ შეუშალოს სხვა ინტელექტის განვითარებას, არის დისციპლინა.

დისციპლინაში ვგულისმობ – ჯანსაღ კვებას , შრომისმოყვარეობას, ვარჯიშს და ა.შ.

რაც შეეხება გადარჩენის ინსტიქტს – ამას მხოლოდ დიდი შისი იწვევს იმიტომ რომ ჩვენი სხეული დიდი არაფრით განსხვავდება ცხოველებისგან და როგორც ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმს ახასიათებს გადარჩენის ინსტიქტი. ჩვენში თავიდანვე არის ჩადებული პროგრამა რომლის გააქტიურების დროს ყველაზე უსუსურმა ადამიანმა შეიძლება უცნაურად იმოქმედოს.

ჩვენს სხეულს უნიკალური დამახსოვრების და გამეორების უნარი აქვს. მოვიყვან ბოქსიორების მაგალითს ერთი და იგივე მოძაობის ბევრჯერ გამეორებით სხეული იმახსოვრებს ამ მოძრაობებს, ყველას გექნებათ ნანახი ბოქსის მაჩი. რა სისწრაფით მოძაობენ და ურტყამენ ერთმანეთს, შეუძლებელია სინქრონში თან იფიქრო და თან იმოქმედო.

მოამზადა:ირაკლი კეკელიამ

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი