გიორგი გურჯიევი – თვითდაკვირვება

0
1000

თვითდაკვირვება ძალიან რთულია, რაც უფრო შეეცდებით, მით უფრო მკაფიოდ დაინახავთ ამას.

ახლა თქვენ გჭირდებათ ამის პრაქტიკა არა შედეგის მისაღებად, არამედ იმის მისახვედრად, რომ თქვენ არ შეგიძლიათ თვითდაკვირვება. წარსულში წარმოგედგინათ, რომ ხედავდით და იცნობდით საკუთარ თავს.

მე ვსაუბრობ ობიექტურ თვითდაკვირვებაზე. ობიექტურად თქვენ საკუთარი თავის დანახვა 1 წუთითაც კი არ შეგიძლიათ, იმიტომ, რომ ეს სხვა ფუნქციაა, ოსტატის შესაძლებლობა.

თუ გგონიათ, რომ შეგიძლიათ თვითდაკვირვება 5 წუთით — ცდებით.

თუ ეს იქნება 20 ან 1 წუთი – მაინც ცდებით. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ არ შეგიძლიათ თვითდაკვირვება, მაშინ ეს სწორი შეხედულებაა. რომ შეძლოთ — ეს თქვენი მიზანია.

ამ მიზნის მისაღწევად თქვენ უნდა სცადოთ და სცადოთ.

როცა თქვენ გამოავლენთ მონდომებას, შედეგი არ იქნება თვითდაკვირვება – ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობით, მაგრამ მცდელობა გაამყარებს თქვენს ყურადღებას.

თქვენ ისწავლით უკეთ კონცენტრირებას – ეს ყველაფერი გამოგადგებათ მოგვიანებით და შემდეგ თქვენ შეძლებთ გახსოვდეთ საკუთარი თავი.

თუ თქვენ იმუშავებთ კეთილსინდისიერად, თქვენ შეძლებთ საკუთარი თავის დამახსოვრებას, არა ხშირად, არამედ იშვიათად, იმიტომ, რომ თვითმახსოვრობა მოითხოვს ბევრს, ეს არც ისე იოლია, ის ძვირად ფასობს.

თვითდაკვირვება თქვენთვის საკმარისია რამდენიმე წელი, ნუ შეეცდებით დაკავდეთ სხვა რამით. თუ თქვენ იმუშავებთ კეთილსინდისიერად, თქვენ დაინახავთ იმას, რაც გჭირდებათ.

თქვენ ახლა გაქვთ მხოლოდ ერთი ყურადღება, ან სხეულზე ან გრძნობებზე.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი