სვამი ვივეკანანდა – რთული კითხვის პასუხები

0
376

„ნუ გგონიათ, თითქოს შეგიძლიათ სხვების იძულებით განვითარება, მათი გაძღოლა და წარმართვა…ეს მავნეზე მავნე სიცრუეა, რომელმაც მილიონობით ადამიანის განვითარება დააბრკოლა. მიეცით მათ თავისუფლების სანთელი – განვითარების ერთადერთი წინამძღვარი.“

„ისტორიის ირონია ისაა, რომ თუმცა ინდუიზმში კრიშნას სახით ქადაგებენ ძალადობის აუცილებლობას, ხოლო ქრისტიანულ სახარებაში ქრისტეს სახით – არაძალადობის აუცილებლობას, პრაქტიკაში პირიქით განხორციელდა.“

„ტკბობა ადამიანის უმაღლესი მიზანი არ არის… გარკვეული დროის შემდეგ ადამიანი აღმოაჩენს, რომ როგორც სიამოვნება, ისე ტანჯვა დიდი მასწავლებელია და ის სწავლობს როგორც სიკეთის, ისე ბოროტების წყალობით.“

„თავისუფლება – ეს ადამიანის მარადიული მიზანია. ადამიანი ადამიანად მხოლოდ მაშინ რჩება, სანამ ამ თავისუფლებას იცავს სხვადასხვა – შინაგან თუ გარეგან დაბრკოლებასთან ბრძოლით.“

„ადამიანად უნდა დარჩე მაშინაც კი, როდესაც ღორულად გექცევიან, სხვაგვარად დაამტკიცებ, რომ სწორად გექცევიან…“

“მთელ სამყაროში არაფერს აქვს ძალაუფლება თქვენზე, სანამ თვითონ არ დაუშვებთ ძალაუფლებას საკუთარ თავზე.“

„ყველაზე დიდი საზოგადოებრივი წყობაა ის, რომელშიც უდიდესი ჭეშმარიტებები პრაქტიკული ხდება.“

„როდესაც საკუთარ თავზე ან სხვა ადამიანზე ფიქრობთ, როგორც ცოდვილზე, ცოდვას სჩადით.“

„თუ დადგა დღე, რომ არანაირი სირთულის გადალახვა არ არის საჭირო, იცოდე – არასწორ გზას დაადექი.“

„აუცილებლობის სამყარო – მეცნიერების ობიექტია, თავისუფლების სამყარო – რელიგიის.“

„ადამიანს, რომელიც რელიგიამდე შიშმა მიიყვანა, არაფერი აქვს რელიგიური.“

„სული ცოდნის მეშვეობით თავისუფლდება.“

„ვინც ყვირის, მისი ხმა ცუდად ისმის.“

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი