ოშო – საიდუმლოთა საიდუმლო

0
539

ერთი ბრმა მეგობრებთან მივიდა სტუმრად. როცა მიდიოდა, ქუჩაში უკვე ბნელოდა, და მეგობრებმა სანთელი მისცეს.

– გმადლობთ, მაგრამ მე ეს არ მჭირდება. სინათლეა თუ სიბნელე, ჩემთვის სულერთია.

– და მაინც, წაიღე, რომ ხალხი არ დაგეჯახოს.

ბრმა წავიდა. ქუჩაში ვიღაც დაეჯახა და დაუყვირა:

– რატომ არ იხედები სად მიდიხარ?

– ნუთუ ვერ ხედავ ჩემს სანთელს?

– მაპატიე, მეგობარო, მაგრამ შენი სანთელი ჩაქრა.

წმინდა წერილები იმ ადამიანების ხელში, რომლებმაც არაფერი იციან მედიტაციის შესახებ, იგივეა, რაც სანთელი ბრმა ადამიანის ხელში – ის სრულიად უსარგებლოა. ბრმამ არ იცის, ანთია თუ არა სანთელი. ის უბრალოდ უსარგებლო ტვირთს ატარებს, რომელიც სინამდვილეში დახმარების ნაცვლად ხელს უშლის. ბრმა რომ სანთლის გარეშე დადიოდეს, ის უფრო ფრთხილად და ყურადღებით იქნებოდა. მაგრამ რადგანაც მის ხელში სანთელი იყო, იგი, როგორც ჩანს, ისე მიდიოდა, თითქოს თვალები ჰქონოდა, და დაავიწყდა სიფრთხილე.

იგივე ემართება მთელს კაცობრიობას: ადამიანებს აქვთ ბიბლია, ყურანი, გიტა, -ძალიან ლამაზი და ნათელი სანთლები, – მაგრამ თქვენი თვალები ბრმაა. გიტა უკვე ხუთი ათასი წლისაა. მისი სინათლე დიდი ხანია ჩაქრა. მისი სინათლე ჩაქრა, როცა კრიშნა გარდაიცვალა. იგივე დაემართა ბიბლიასაც და ყურანსაც, და სხვა წმინდა წერილებსაც: როცა ოსტატი კვდება, სინათლე ქრება.

მაგრამ ადამიანები აგრძელებენ წმინდა წერილებთან ლოლიავს, მათდამი რწმენას, იმედოვნებას, რომ მათი ცხოვრება სინათლით იქნება სავსე მხოლოდ იმიტომ, რომ დიადი ოსტატის გზავნილი დააქვთ თან. ეს გზავნილიუბრალოდ სიტყვებია, უსარგებლო ტვირთია. მსოფლიოს ყველა წმინდა წერილი რომ გამქრალიყო, შესაძლოა ადამიანი უფრო ყურადღებიანი და დაკვირვებული ყოფილიყო. შესაძლოა თავად დაეწყო სინათლის წყაროს ძებნა. ის სხვას ვერაფერს დაეყრდნობოდა, ამიტომ საკუთარ ფეხებზე დგომის სწავლა მოუწევდა.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი