ნონა ხიდეშელი – სიყვარული სიყვარულისთვის

0
1058

შეუძლია კი ვინმემ გვითხრას, რა არის ჭეშმარიტება ან ღმერთი, თუ თავად არ აღმოვაჩინეთ იგი საკუთარ სულში. იმისათვის რომ გავიგოთ რა არის მარადიულობა ან უკვდავება, ჭეშმარიტი არსი და მნიშვნელობა ჩვენი არსებობის, რის გარეშეც ცხოვრება უბრალოდ ქაოსურ, უაზრო ტანჯვას ჰგავს, გონება უნდა გავათავისუფლოთ ყველაფრისგან რაც ნაცნობია, რასაც ასე ველოლიავებით და ვუფრთხილდებით.

ჯერ კარგად გავაცნობიეროდ და მერე დავთმოდ  ჩვენი ეგოისტური, ამბიციით აღსავსე სურვილები და მისწრაფებები, სულელური იდეები, სტერეოტოპები და იდეალები. გავხდეთ ჭეშმარიტად თავისუფალი ადამიანები, რაც ნიშნავს – არა ყველა ახირების დაკმაყოფილებას, არამედ აბსოლუტურ ძალაუფლებას საკუთარ თავზე, როდესაც ვიტალური, მენტალური და ფიზიკური სფერო მთლიანად ემორჩილება ფსიქიკურ არსს, ანუ ადამიანის უმაღლეს ნებელობას და შესაბამისად პიროვნებას ათავისუფლებს სხვადასხვა არასასურველი მიდრეკილებებისა და შეგრძნებებისგან, თუმცა ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის, მხოლოდ აუცილებელი წინაპირობაა ცნობიერების შეზღუდული საზღვრების დასანგრევად, რადგანაც მხოლოდ  შეზღუდულ  “მე”-სა და ლიმიტირებული გონების მიღმაა შესაძლებელი პიროვნების ფსიქოლოგიური გამთლიანება, ერთ სრულ, მთლიან პიროვნებად ქცევა, რაც თავისთავად მოიტანს ნამდვილ სიმშვიდეს, სწორედ ისეთს, მაცხოვარი რომ ბრძანებდა: “მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, ჩემს მშვიდობას გაძლევთ, წუთისოფელი რომ იძლევა, ისე კი არ გაძლევთ. ნუ შეკრთება თქვენი გული და ნურც შეშინდებით.”(იოანე. თ.14)

ცხოვრება არც სურვილების ასრულებაა, არც სწრაფვა სიმდიდრისა და ძალაუფლებისკენ. ცხოვრება – სიყვარულია, სიყვარული ყველაფრის, რაც ჩვენს ირგვლივ არსებობს, მოძრაობს და სუნთქავს.

სიყვარული დაცლილი ყოველგვარი ეგოიზმის, ამბიციისა და მესაკუთრეობისგან, სიყვარული სიყვარულისთვის..

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი