აგრესია როგორც შეძენილი ქცევა

0
289

ადამიანური აგრესიის მეითხე თეორიულ პერსპექტივას წარმოადგენა ე.წ. სოციალური დასწავლის თეორია. ამ თვალსაზრისის მხარდამჭერები (ბანდურა, ბერკოვიცი, ბერონი) ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ აგრესია, პირველ რიგში, განიხილება როგორც სოციალური ქცევის ფორმა. ინსტინქტთეორიის ცენტრალური დაშვების წინააღმდეგ, ეს მიდგომა ამტკიცებს, რომ ადამიანი არ იბადება აგრესიული რეაქციების ფართე არეალების დისპოზიციით. ქცევის აგრესიულ ფორმებს ისინი განიხილავენ როგორც ქცევის შეძენილ ფორმებს და მათი დასწავლა ხდება ასევე, როგორც ნებისმიერი სხვა რამის დასწავლა.

ამ თვალსაზრისის თანამედროვე მხარდამჭერები უფრო შორს მიდიან და უშვებენ, რომ აგრესიის ბუნების სრულყოფილად გასაგებად საჭიროა გვქონდეს ინფორმაცია სამ ბაზისურ საკითხზე:

1. მანერა, რომელშიც ასეთი ქცევაა შეძენილი;

2ჯილდო და დასჯა, რომელიც მოქმედებს მის შესრულებაზე;

3.სოციალური და გარემოსეული ფაქტორები რომლებიც გავლენას ახდენენ მოცემულ კონტექსტში მის შესრულებაზე.

განსხვავებით სხვა თეორიებისაგან, სოციალური დასწავლის თეორია აგრესიის საფუძვლად არ განიხილავს ერთ ფაქტორს ან ფაქტორების მცირე რაოდენობას. დასწავლის თვალსაზრისი უშვებს, რომ აგრესიული ქცევის საფუძველს წარმოადგენს ფაქტორების მთელი წყება და ამ ფაქტორებს შორის რთული ურთიერთობა, კერძოდ: აგრესიის წარსული გამოცდილება (რა აგრესიული ქცევაა წარსულში შეძენილი? რა არის დასწავლილი ასეთი ქცევების გამოყენების შესახებ?);

მიმდინარე პირობები რომლებიც განაპირობებენ აგრესიის როგორც წახალისებას ისე დასჯას; მრავალი სოციალური, კოგნიტური და გარემოსეული ცვლადები რომლებსაც ტენდენცია აქვთ როგორც აგრესიის აღძვრისა ისე შეკავებისა (მაგ. ფრუსტრაცია,სხვების მიერ აგრესიული ქცევის ექსპოზიცია, აგრესორის მიმდინარე გუნებგანწყობა და აღძვრის დონე და ა.შ.)

როგორც ვხედავთ, სოციალური დასწავლის თვალსაზრისი არის უფრო რთული ვიდრე აგრესიის სხვა პერსპექტივები, მაგრამ მიუთითებენ მის ორ მნიშვნელოვან უპირეტესობაზე:

1. ის არის უფრო ცხოვრებისეულად გამოცდილი და ამდენად უფრო ზუსტი ვიდრე სხვა მიდგომები;

2. აგრესიის არიდებისა და კონტროლის თვალსაზრისით ის უფრო ოპტიმისტურია. ბოლოსდა ბოლოს, ამ თვალსაზრისით ქცევა არის შეძენილი და ამდენად ღიაა მოდიფიცირებისა და შეცვლისადმი. ყოველივე ამის გამო აღნიშნული მიდგომა მხარდაჭერას პოულობს ფსიქოლოგებისგან.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი