მაგდა ფერაძე – ნიღაბი

0
481

„მსგავსად ყველასი, მე ვარ ის, ვინც ვარ: ინდივიდუალური, უნიკალური და განსხვავებული. ისტორია უამრავი ოცნების, სურვილებისა და პირადი გამოცდილების, რომელთა მთლიანობასაც წარმოადგენს ჩემი პიროვნება.“  – ჩარლი ჩაპლინი

და მაინც -,, ვინ ვარ მე”?

– არავინ, არარაობა, ყველაფერი ჩემი ბრალია.

ეს დეპრესიისთვის დამახასითებელი ფრაზებია.  – ადამიანი რომელიც მუდმივ მაყურებელს და ოვაციას საჭიროებს. ეს ფრაზები ისტერიულ პერსონოლოგიას ახასიათებს. – კარგი გოგო ან ( ბიჭი) რომელსაც შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს. სწრაფვა სრულყოფილებისკენ. ეს ობსესიური პერსონოლოგიაა.

როდესაც საკუთარ პიროვნებასთან იდენტიფიცირება არ ხდება, კითხვაზე თუ ,, ვინ ვარ მე” პასუხი არ არსებობს. ეს ჩიხია… ჩიხი რომელიც ეგზისტენციალურ კრიზისს ახასიათებს. რომელიც ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე შესაძლოა დადგეს მიზეზთა და მიზეზთა გამო. ამ დროს ადამიანს უსუსურობის განცდა ეუფლება, განცდა იმისა რომ ამ ჩიხიდან ვერასდროს გამოვა. თითქოს დაიკარგა, საკუთარი თავი დაკარგა…

თითქოს იქ არ არის სადაც უნდა რომ იყოს. იმას არ აკეთებს, რასაც უნდა რომ აკეთებდეს. და ვეძებთ პასუხებს სამყაროში. პასუხს პირველ რიგში საკუთარ თავში. სამყაროში ხომ ყველაზე დაუნდობელი მსაჯული ჩვენივე თავია.

და ყოველდღიურად ვირგებთ ნიღბებს.

სხვადასხვა ნიღბებს… ბედნიერის, უბედურის, მხიარულის, სევდიანის, ბრაზიანის, მსხვერპლის, მოძალადის და სხვა დანარჩენის. და ამასობაში გვეკარგება ჩვენი ნამდვილი ,,მე”. მყარი, ნამდვილი, რომელიც რაღაც გარემოებამ ჩაყლაპა…

ყველაზე ცუდი კი ამ ყველაფერთან შეგუებაა… ხშირად ეს ნიღაბი კომფორტულიც კი ხდება. იმ დოზით კომფორტული რომ საკუთარ კანად იქცევა, მისი შემოძრობა კი ტკივილს გვაყენებს. და არ გვინდა გვეტკინოს. ვდევნით, გავურბივართ. მაგრამ აუცილებლად არსებობს ადგილი, სივრცე, სადაც ყოველგვარი ტყავისგან შემოძარცული იქნები. და უბრალოდ ის იქნები ვინც ხარ.

და არ შეგეშინდება იყო სევდიანი, ვალდებულება გექნება ვინმეს გამხიარულების.
თავს უფლებას მისცემ იყო სუსტი და არ იცინებ როცა გეტკინება. მხოლოდ იმიტომ რომ საზოგადოებისთვის არ იყო ,,კარგი” გოგო ან ბიჭი, ხანდახან გამოუშვებ შენში მცხოვრებ მონსტრს და არ ჩაიხშობ შენში უარყოფით ემოციებს.

რაც მთავარია ამით არავის არ დააზიანებ.

უბრალოდ შესაბამისობაში იქნები შენი გარეგნული მდგომარეობით, შენს შინაგან მდგომარეობასთან.

ის რასაც ადამიანები ჰარმონიას ვეძახით.

და რაც მთავარია ნამდვილი იქნები და არა ქაღალდის.

მთლიანი და არა დანაწევრებული…

არსებოს ასეთი სივრცე

ეს თერაპიაა…

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი