აგრესია როგორც გარემოპირობებით გამოწვეული მოთხოვნილება ზიანი მიაყენო სხვას

0
305

იდეა, რომ აგრესიულობა ჩაშენებულია ადამიანის ბუნებაში, საკმაოდ პოპულარულია. თუმცა მრაველი ევოციალური ორიენტაციის ფსიქოლოგი, უარყოფს აგრესიის ინსტინქტის ცნებით ახსნას. მათი აზრით საერთოდ მოვლენის ინსტინქტებით ახსნა არ არის მეცნიერული. მიუთითებენ, რომ ინსტინქტ თეორიის წარმომადგენლები იწყებენ იმის მითითებით, რომ აგრესია არის ადამიანური ქცევის გარკვეული ფორმა.

ამ დაკვირვებადი ფაქტის საფუძველზე ვარაუდობენ, რომ ასეთი ქცევა უნდა მომდინარეობდეს უნივერსალური, ადამიანის ბუნებაში ჩაშენებული ლტოლვებიდან ან ტენდეციებიდან. ბოლოს ღია ქცევებს იყენებენ როგორც ამ იმპულსების ანე ინსტინქტების არსებობის მხარდამჭერ ფაქტებს. როგორც ვხედავთ ლოგიკა, მართლაც ძალიან საეჭოა. შედეგი მიზეზითაა ახსნილი და მიზეზი შედეგითაა დასაბუთებული. ტავტოლოგია ახსნსში.

სწორედ ამიტომ და იქიდან რაც გამომდინარეობს ინსტინქტ-თეორიული მიდგომიდან, სოციალურ ფსიქოლოგებს ტენდენცია აქვთ უპირატესობა მიანიჭონ საწინააღმდეგო მოსაზრებას, რომელიც ემყარება რწმენას, რომ აგრესია მომდინარეობს გარემოპირობებით განპირობებული მოთხოვნილებიდან ზიანი მიაყენო ან აწყენინო სხვას. ეს მიდგომა აისახა განსხვავებულ ე.წ.დრაივ თეორიებში ( ბერკოვიჩი, ფეშბახი და სხვები). ამ მიდგომის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ გარკვეული გარემო პირობები (მაგ. ფრუსტრაცია, სახის დაკარგვა) წარმოშობს ძლიერ მოტივს განახორციელო ზიანის მომტანი ქცევა.

ასეთ აგრესიულ მოთხოვნილებას (დარაივს)თავის მხრივ მივყევართ სხვების წინააღმდეგ მიმართულ ღია ქცევამდე. აღნიშნული მიდგომა ცნობილია როგორც ფრუსტრაცია-აგრესიის ჰიპოთეზა. ამ მიდგომის თანახმად, ფრუსტრაციას მივყევართ მოთხოვნილების აღძვრამდე რომლის მიზანია ზიანი მიაყენო გარკვეულ ადამიანს ან ობიექტს. მოთხოვნილების იმპულს, თავის მხრივ მივყევართ გარკვეულ სამიზნეზე –განსაკუთრებით ფრუსტრაციის წყაროზე- თავდასხმამდე. 

რადგან, თეორია უშვებს, რომ გარეგანი პირიბები და არა შინაგანი ტენდენციებია კრიტიკული, ამ მიდგომის თანახმად, აგრესიული ქცევის აცილება პრინციპში შესაძლებელია. ამდენად აგრესიის ე.წ. დრაივ თეორია რამდენადმე უფრო ოპტიმტსტური ჩანს. აგრესია ამ თეორიაში განხილულია, როგორც რეაქცია, როგორც ნეგატიური აფექტი, არაკეთილსასურველ მოვლენებზე.

მართლაც, თუ გავიხსენეგთ შემთხვევას როცა მოვიქეცით აგრესიულად სხვის წინააღმდეგ, არ გაგვიჭირდება გავიხსენოთ თუ რას ვგრძნობდით. ეს იყო ალბათ გრძნობიას მოზღვავება, გაღიზიანება, წყენა და ა.შ. ერთი სიტყვით გვქონდა ნეგატიური გრძნობა. ურთერთობას ნეგატიურ, არასასიამოვნო გრძნობებსა და აგრესიას შორის მივყევართ აგრესიის მესამე თეორიული პერსპექტივის ფორმულირებამდე, რომელიც ცნობილია როგორც კოგნიტური ნეოასოციაციონისტური თვალსაზრისი (გერკოვიცი 1984)

თეორია ვარაუდობს, რომ არაკეთილსასურველი მოვლენების (რომლის არიდებასაც ვარჩევდით) ექსპოზიცია წარმოშობს ნეგატიურ გრძნობებს (წყენინების არა სასიამოვნო გრძნობა, გაღიზიანება, გაბრაზება). ეს რეაქცია თავის მხრივ ავტომატურად ააქტიურებს ტენდენციას როგორც აგრესიისაკენ ისე განრიდებისაკენ (ძალისხმევა გაექცე არასასიამოვნო სიტუაციას), ასევე ავტომატურად ააქტიურებს გარკვეულ ფიზიოლოგიურ რეაქციებს, მეხსიერების გარკვეულ შინაარსებს, ფიქრებს, რომელიც დაკავშირებულია მოცემულ განცდასთან.

ყოველივე ამას მოჰყვება თუ არა ღია აგრესია, ეს უკვე დამოკიდებული ხდება მრავალ ფაქტორზე, როგორიცაა აზროვნება და სხვა მაღალი დონის კოგნიტური პროცესები. მაგ. თუ ინდივიდს მიღებული აქვს გარკვეული ანტიპატიური გამოცდილება ( ტკივილი ან დისკომფორტის სხვა ფორმები) ის შეიძლება მიდრეკილი იყოს იმოქმედოს აგრესიულად. თუ ინდივიდი აცნობიერებს, რომ აგრესიული ქცევა არა შესატყვისი ან მიუღებელია, მან შეიძლება აქტიურად შეაკავოს ასეთი ტენდენციები.

როგორც ვხედავთ აგრესიის კოგნიტური ნეოასოციაციონისტური თვალსაზრისი ეხება საკითხს თუ რაგორ შეიძლება ემოციონალური და კოგნიტური ფაქტორების გაერთიანება რათა გავლენა მოვახდინოთ ადამიანის აგრესიაზე. ამდენა აღნიშნული თეორია საკმაოდ იმედის მომცემია გავაკონტროლოთ ადამიანის აგრესიული ტენდენციები.

კოგნიტური ნეოასოციაციონისტური თვალსაზრისი, დრაივ თეორიის მსგსვსად ვარაუდობს, რომ ადამიანები ხშირად არიან სიტუაციაში, რომელიც იწვევს აგრესიას.
კოგნიტური ნეოასოციაციონისტური თეორია, სიტუაციის ასეთ გამოწვევას უპირისპირებს აზროვნების არგუმენტაციულობის მაღალ დონეს.

ხშირად ასეთ სიტუაციაში ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს დროის დეფიციტის პირობებში, შეიძლება რაციონალური პროცესებისათვის საჭირო დრო არ იყოს საკმარისი. ამდენად ამ თვალსაზრისის პრაქტიკულობა პრობლემური შეიძლება აღმოჩნდეს.

ავტორი:თენგიზ ვერულავა

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი